27 აპრილი, შაბათი, 2024

მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბი, თუ მო­ინ­დო­მე­ბენ, აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წე­ვენ მი­ზანს, რა­თა აის­რუ­ლონ დი­დი ოც­ნე­ბე­ბი

spot_img
ტო­ლინ ალ­ჰა­რი­სი
ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იორდანიელი სტუ­დენ­ტი

 

 

 

♦ ტო­ლინ, გაგ­ვე­ცა­ნი… გვი­ამ­ბე შენ­ზე…

◊ მე ვარ ტო­ლინ ალ­ჰა­რი­სი, იორ­და­ნი­ის სა­მე­ფო­დან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, 4 წლის წინ ჩა­მო­ვე­დი. ვსწავ­ლობ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის მე-4 კურ­ს­ზე.

♦ რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო იორ­და­ნი­ის სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე, რო­გო­რია თქვე­ნი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, რამ­დე­ნად დი­დი ად­გი­ლი უჭი­რავს მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში?

◊ იორ­და­ნი­ა­ში, ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ამან­ში, Al-qimmah (ალ-ქი­მა) სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი, ჩა­ვი­რიცხე ამე­რი­კულ პროგ­რა­მა­ზე (SAT), წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. მყავ­და ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დ­ნენ, მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცათ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის. მა­თი მი­ზა­ნი სკო­ლა­ში ჯან­სა­ღი და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა იყო, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აისა­ხა ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე. სკო­ლა, მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, ყო­ველ­დღი­ურ სი­ახ­ლეს აწ­ვ­დის მშობ­ლებს, მი­აჩ­ნი­ათ, რომ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და სახ­ლ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში.

♦ გარ­და იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო იორ­და­ნი­ე­ლე­ბის­თ­ვის ტუ­რის­ტუ­ლად ერთ-ერ­თი მიმ­ზიდ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში, საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლი იორ­და­ნი­ე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის რიცხ­ვი. რო­გორ ფიქ­რობ, რამ­დე­ნად შე­უწყობს ხელს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას?

◊ მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო გულ­თ­ბი­ლად იღებს და ესალ­მე­ბა იორ­და­ნი­ელ სტუ­დენ­ტებს. ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი უმაღ­ლე­სი დო­ნი­საა და თა­ვად ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან უსაფ­რ­თხოა 18 წლამ­დე და უფ­რო­სი ასა­კის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, მათ შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რე­ბა უცხო ქვე­ყა­ნა­ში. რა თქმა უნ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა კი­დევ უფ­რო მე­ტად შე­უწყობს ხელს ორი ქვეყ­ნის და­მე­გობ­რე­ბას, ასე­ვე, მე­ტი ქარ­თ­ვე­ლი ეს­ტუმ­რე­ბა იორ­და­ნი­ის ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს და დატ­კ­ბე­ბა ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის სი­ლა­მა­ზი­თა და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბით.

♦ რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა უცხო­ეთ­ში – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და რა ფაქ­ტო­რებ­მა იქო­ნია გავ­ლე­ნა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე?

◊ მრა­ვა­ლი კვლე­ვის შემ­დეგ, სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­დან და­ვად­გი­ნე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, ჩვენ­თ­ვის, ფი­ნან­სუ­რად, საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან.

სტო­მა­ტო­ლო­გის პრო­ფე­სი­ა­ზე არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად გა­ვა­კე­თე და ამ არ­ჩე­ვანს არ ვნა­ნობ. მე ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს ვურ­ჩევ, აუცი­ლებ­ლად გა­ნი­ხი­ლონ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

♦ რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, შე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გა­ლით­ზე, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხარ? რა მოგ­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად და რა არ მოგ­წონს?

◊ ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტით და არ­ჩე­ვა­ნით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვეა, გვაწ­ვ­დის ყვე­ლა სა­ჭი­რო მა­სა­ლას, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს, არი­ან ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­ნი არი­ან ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­ზე, კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, ზრუ­ნა­ვენ თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

♦ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უცხო­ე­ლე­ბის მი­მართ, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და რა ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად?

◊ ქარ­თ­ველ ხალხს შე­ვა­ფა­სებ, რო­გორც ყვე­ლა­ზე კე­თილ­გან­წყო­ბილ და მე­გობ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ებს მსოფ­ლი­ო­ში. არას­დ­როს მქო­ნია ნე­გა­ტი­უ­რი შემ­თხ­ვე­ვა ად­გი­ლობ­რივ ადა­მი­ა­ნებ­თან და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხია. აშ­კა­რაა, რომ უცხო­ე­ლის წი­ნა­შე ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ბა­რი­ე­რი ენაა და მი­სი გა­და­ლახ­ვა ად­ვი­ლი არ არის, რად­გან იორ­და­ნი­ა­ში ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი ენა არა­ბუ­ლია და სკო­ლებ­ში მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სურ­სა და ფრან­გულს ას­წავ­ლი­ან. ჩემ­თ­ვის რთუ­ლია ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა და სიტყ­ვე­ბის გა­მოთ­ქ­მა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი დაძ­ლე­ვა­დია.

♦ რო­გორც ვი­ცი, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, იორ­და­ნია ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რი და უსაფ­რ­თხო ქვე­ყა­ნაა, და­ნა­შა­უ­ლი თით­ქ­მის არ ხდე­ბა. ტო­მობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­ე­ბის დი­დი გავ­ლე­ნის გა­მო, სა­კუ­თარ და­სახ­ლე­ბებ­ში, თა­ვად იორ­და­ნი­ე­ლე­ბი იცა­ვენ წეს­რიგს. ასე­ვე არ არის რე­ლი­გი­ა­თა­შო­რის კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი. რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო შე­ნი ქვეყ­ნის – იორ­და­ნი­ის შა­ჰი­მი­დუ­რი სა­მე­ფოს შე­სა­ხებ, რა არის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც თქვენს ქვე­ყა­ნას გა­მო­არ­ჩევს?

◊ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი რე­ლი­გია ის­ლა­მია, ამი­ტომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მიჰ­ყ­ვე­ბა ამ რე­ლი­გი­ის წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მაა სხვა რე­ლი­გი­ე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან გვას­წავ­ლიდ­ნენ. ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლია კავ­ში­რი და ერ­თი­ა­ნო­ბა ოჯა­ხებ­სა და, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებს შო­რის

♦ ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში რე­ლი­გი­ის გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე, ვთქვათ, ევ­რო­პა­ში. იორ­და­ნი­ა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სუ­ნი­ტი მუს­ლი­მე­ბი არი­ან, ასე­ვე არი­ან ქრის­ტი­ა­ნი არა­ბე­ბიც. რო­გორც ვი­ცი, შენ სუ­ნი­ტი მუს­ლი­მი ხარ. რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში რე­ლი­გი­ას და სად გა­დის ზღვა­რი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს შო­რის?

◊ ჩემს რე­ლი­გი­ა­ში, რო­გორც სუ­ნიტ მუ­სულ­მან­ში, არ­სე­ბობს მკაც­რი წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვიც­ვათ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ შეზღუ­დუ­ლე­ბი ვართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა­ში, ან ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბია შეზღუ­დუ­ლი.

♦ მი­ამ­ბე შე­ნი ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. თუ გქო­ნია პრო­ტეს­ტი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­მართ? თუ კი, მა­შინ რო­გორ უმ­კ­ლავ­დე­ბი სა­თე­მო ტრა­დი­ცი­ებ­სა და ადა­თებს? რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს მუს­ლიმ ქა­ლად ყოფ­ნას? რა არის მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­საძ­ლე­ვი და რას ურ­ჩევ მათ?

◊ რო­გორც მუს­ლი­მი ქა­ლი, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ და­ვიც­ვა მთე­ლი რი­გი ტრა­დი­ცი­ე­ბი და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ეს არის ჩე­მი კულ­ტუ­რის სი­ლა­მა­ზე, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი ხელს არ უშ­ლის არც ჩემს გა­ნათ­ლე­ბას და არც კა­რი­ე­რას, პი­რი­ქით, მე, რო­გორც ქალს, მაქვს ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა და პა­ტი­ვის­ცე­მა. ჩე­მი რჩე­ვა ახალ­გაზ­რ­და მუს­ლი­მი გო­გო­ნე­ბი­სად­მი ასე­თი იქ­ნე­ბა – მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მონ და მათ შე­უძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ონ და­სა­ხულ მიზ­ნებს და აის­რუ­ლონ დი­დი ოც­ნე­ბე­ბი.

♦ რო­მე­ლია შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი იორ­და­ნი­ა­ში, მი­ამ­ბე ამ დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ.

◊ იორ­და­ნი­ა­ში ბევრ დღე­სას­წა­ულს აღ­ვ­ნიშ­ნავთ, მაგ­რამ მე პი­რა­დად ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ეიდ ალ ფითრი და ეიდ ალ ად­ჰა, იგი­ვე „ბა­ი­რა­მო­ბა“, მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი. ეს არის ყვე­ლა­ზე დი­დი დღე­სას­წა­უ­ლი ჩვენს რე­ლი­გი­ა­ში, რო­დე­საც ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი ერ­თად იკ­რი­ბე­ბა და მას­პინ­ძ­ლო­ბენ ახ­ლობ­ლებ­სა და ღა­რიბ-ღა­ტა­კებს. გა­მოვ­ხა­ტავთ სით­ბოს და დიდ სიყ­ვა­რულს ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ.

♦ რო­გო­რია ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს, რამ­დე­ნად მოგ­წონს ქარ­თ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბი, რო­გო­რია სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რის თა­ნაცხოვ­რე­ბა? რა მოგ­წონს ან რა არ მოგ­წონს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

◊ რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი სტუ­დენ­ტი, ძა­ლი­ან მშვი­დად ვარ, მაგ­რამ ხან­და­ხან მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ თავს, რად­გან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ოჯა­ხურ გა­რე­მოს. ჩე­მი ქარ­თ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბი პა­ტივს სცე­მენ ჩემს კულ­ტუ­რას, ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის­გან ვსწავ­ლობთ და ვუ­ზი­ა­რებთ სა­კუ­თარ კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ქვე­ყა­ნაა, თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბით და წე­ლი­წა­დის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი – ცი­ვი ამინ­დით.

♦ ტო­ლინ, რა არის ის, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

◊ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მე ავირ­ჩიე ჩემ­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი. ასე რომ, ამ ქვე­ყა­ნას, ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტს და ქარ­თ­ველ ხალხს სა­მუ­და­მოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ექ­ნე­ბა ჩემს გულ­ში.

♦ მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თუ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბი?

◊იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩე­ნას არ ვგეგ­მავ, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ჩა­მო­ვალ თქვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები