8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

1886 წელს დაწყე­ბუ­ლი ის­ტო­რია – გა­ვა­ზის სკო­ლა

spot_img

ნამ­დ­ვი­ლად ფას­და­უ­დე­ბე­ლი შრო­მა გას­წია ბ-მა პა­ა­ტა ბე­რი­აშ­ვილ­მა დო­კუ­მენ­ტურ წიგ­ნ­ზე „გა­ვა­ზი“ მუ­შა­ო­ბით, სა­დაც ლა­მის ამომ­წუ­რა­ვად არის გად­მო­ცე­მუ­ლი სოფ­ლის წარ­სუ­ლი ის­ტო­რია დღემ­დე. გა­ვა­ზი მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლია. ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლი ბუ­ნე­ბი­სა და მი­სი შვი­ლე­ბის მი­მართ ად­გი­ლის­თ­ვის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბი­თაც კი ვლინ­დე­ბა. ასეა სო­ფელ წიწ­კა­ნა­ან­თ­სე­რის სა­ხელ­წო­დე­ბაც, წიწ­კა­ნა – ფრინ­ვე­ლია.

ბა­ტონ პა­ა­ტას ნაშ­რო­მი­დან ვი­გებთ, რომ ქარ­თულ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში სო­ფე­ლი გა­ვა­ზი პირ­ვე­ლად იხ­სე­ნი­ე­ბა IX სა­უ­კუ­ნე­ში. X სა­უ­კუ­ნე­ში, კვი­რი­კე ქო­რე­პის­კო­პო­სი­სა და კონ­ს­ტან­ტი­ნე აფხაზ­თა მე­ფის ჰე­რეთ­ში ლაშ­ქ­რო­ბის შემ­დეგ, გა­ვა­ზი და არი­ში კონ­ს­ტან­ტი­ნეს ერ­გო წი­ლად. ძვე­ლი გა­ვა­ზის ტაძ­რის სამ­ხ­რეთ ფა­სად­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რე­ბით ირ­კ­ვე­ვა, რომ იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ II-ის მე­ფო­ბის დროს აშენ­და ხელ­მე­ო­რედ გან­თ­ქ­მუ­ლი სო­ფე­ლი გა­ვა­ზი. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ვა­ზე­ლე­ბი და­სახ­ლ­დ­ნენ სო­ფელ ბალ­ღო­ჯი­ა­ნის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ წმ. თევ­დო­რეს ეკ­ლე­სი­ის ირ­გ­ვ­ლივ, ხო­ლო სხვა წყა­რო­ე­ბი იმა­საც იუწყე­ბა, რომ ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქი გა­ვა­ზი მარ­თ­ლაც მდი­ნა­რე ქვაწ­ვე­რი­სა და ავა­ნის შე­სარ­თავ­თან, ძვე­ლი გა­ვა­ზის თავ­წ­მინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის (IV-VI სს.) ირ­გ­ვ­ლივ, მდე­ბა­რე­ობ­და. შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში მოხ­და გა­ვა­ზე­ლე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი ახალ­სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ღვთის­მ­შობ­ლის ეკ­ლე­სი­ის ირ­გ­ვ­ლივ. ერთ-ერ­თი მაცხოვ­რებ­ლის გად­მო­ცე­მით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში ძვე­ლი რუ­კა უნა­ხავთ, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ყო­ფი­ლა ზე­მო გა­ვა­ზი და ქვე­მო გა­ვა­ზი. ზე­მო გა­ვა­ზი დღე­ვან­დე­ლი ახალ­სოფ­ლის, ხო­ლო ქვე­მო გა­ვა­ზი – წმ. თევ­დო­რეს სახ. ეკ­ლე­სი­ის ირ­გ­ვ­ლივ მდე­ბა­რე. ლე­კი­ა­ნო­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის გა­მო, ხში­რი იყო ხალ­ხის გა­და­სახ­ლე­ბა-გად­მო­სახ­ლე­ბა. წიგ­ნ­ში ერ­თ­გან ნათ­ქ­ვა­მია, რომ ლე­კი­ა­ნო­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­დაწყ­ვი­ტა გა­ვა­ზელ­თა დაბ­რუ­ნე­ბა თა­ვი­ანთ პირ­ველ საცხოვ­რის­ზე – დღე­ვან­დე­ლი ახალ­სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ამ მიზ­ნით გა­კეთ­და სოფ­ლის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ახა­ლი პრო­ექ­ტი. გა­ვა­ზელ­თა ნა­წი­ლი და­უბ­რუნ­და ძველ ნა­სახ­ლა­რებს, ხო­ლო გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა ცხოვ­რე­ბა ალაზ­ნის პი­რას გა­შე­ნე­ბულ ახალ გა­ვაზ­ში გა­აგ­რ­ძე­ლა.

1886 წლის 3 ივ­ლი­სის გა­ზეთ „ივე­რი­ა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნ­და სტა­ტია: „ახალ გა­ვაზ­ში ცხოვ­რობს სა­მა­სამ­დე კომ­ლი გლე­ხო­ბა… ახალ გა­ვაზს აქამ­დინ შკო­ლა არ ქო­ნია, მაგ­რამ ახ­ლა გა­მარ­თეს და შე­მოდ­გო­მი­დან და­იწყო­ბენ ყმაწ­ვი­ლე­ბი სი­ა­რულს…“

გად­მო­ცე­მით, პირ­ვე­ლი სკო­ლის პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­ლ­დათ ევ­გე­ნი კვა­რაცხე­ლია გუ­რი­ი­დან. პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი სკო­ლა სოფ. გა­ვაზ­ში (თე­ლა­ვის მაზ­რა) 1911 წელს გა­იხ­ს­ნა. 1912 წელს კი და­იწყო ორ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა.

თა­ვად ავ­ტო­რი იხ­სე­ნებს, რომ ორო­თა­ხი­ა­ნი და­ბა­ლი შე­ნო­ბა იდ­გა ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში, რო­მე­ლიც საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. სას­კო­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში მი­სი აშე­ნე­ბის თა­რი­ღად 1898 წე­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ შე­ნო­ბის ფო­ტო შე­მორ­ჩე­ნი­ლია და გა­მო­ფე­ნი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში, რო­მე­ლიც დი­დი რუ­დუ­ნე­ბით მო­აწყო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ქ-მა ლია კა­პა­ნა­ძემ და დი­დი ზარ­ზე­ი­მით გა­იხ­ს­ნა 2013 წელს. მან გა­იხ­სე­ნა, რომ ყვარ­ლის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს, თა­მარ ზუ­რი­აშ­ვილს აღუ­ნიშ­ნავს, რომ ასე­თი მდი­და­რი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბით თა­ვად ყვარ­ლის მუ­ზე­უ­მი არ არის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლიო. სას­კო­ლო ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი დღე­საც თავ­მომ­წო­ნე­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის ამ­სახ­ვე­ლი ექ­ს­პო­ზი­ცი­ით. აქ ბევ­რი ეპო­ქაა თავ­მოყ­რი­ლი, მუ­ზე­უმს ამ­შ­ვე­ნებს კუთხე „შე­ნი სოფ­ლის ის­ტო­რია“, გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლი­თა და ლი­ტე­რა­ტუ­რით. აქ ვხე­დავთ გა­ვა­ზე­ლი ინ­დი­კო ბუ­თი­აშ­ვი­ლის წიგ­ნებს, ფსევ­დო­ნი­მით – თე­დო­რე გა­ვა­ზე­ლი; დიდ ალ­ბომს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბით და სხვა. სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში სას­კო­ლო ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმს დე­და­ქა­ლა­ქი­დან სტუმ­რობ­დ­ნენ პრო­ფე­სორ-მეც­ნი­ე­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან, რომ­ლე­ბიც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის წიგ­ნ­ში გად­მოს­ცემ­დ­ნენ ემო­ცი­ებ­სა და გან­ც­დებს.

და­ვუბ­რუნ­დეთ გა­ვა­ზის სკო­ლის ის­ტო­რი­ას. ბ-ნი პა­ა­ტა თა­ვის წიგ­ნ­ში წერს: „არ შე­მიძ­ლია არ გა­გი­ზი­ა­როთ ის ფაქ­ტი, რომ 1909 წელს გა­ვა­ზელ­მა მკვიდ­რ­მა პავ­ლე კე­წე­ლაშ­ვილ­მა მო­აწყო ბავ­შ­ვე­ბის სწავ­ლე­ბა თა­ვის ბი­ნა­ზე. თით­ქ­მის ორ წელ­ზე მეტ­ხანს უფა­სოდ ას­წავ­ლი­და ოცი­ო­დე ბავშვს წე­რა-კითხ­ვას დე­და ენის მი­ხედ­ვით და არით­მე­ტი­კი­დან ძი­რი­თად ცნო­ბებს. იგი სოფ­ლის დი­აკ­ვა­ნი გახ­ლ­დათ, შემ­დეგ კო­მუ­ნის­ტებ­მა ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს ათი წლით და საყ­ვა­რელ სოფ­ლამ­დე ვე­ღარ მო­აღ­წია“.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი გა­ზეთ „ივე­რი­ა­შიც“ და­ი­ბეჭ­და. პირ­ვე­ლი სკო­ლა გა­ვაზ­ში 1886 წელს გახ­ს­ნი­ლა და 1909 წელს აქ მოღ­ვა­წე პე­და­გო­გე­ბის სა­ხე­ლე­ბიც კია ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი.

სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 1914 წელს დას­რულ­და, იგი სა­უ­კე­თე­სო შე­ნო­ბა იყო იმ­დ­რო­ინ­დელ გა­ვაზ­ში. მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო არა მხო­ლოდ სკო­ლა, არა­მედ კლუ­ბიც. კედ­ლებ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი იყო ბუხ­რე­ბი და გა­ვა­ზის კლი­მა­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იატა­კი მი­წის ზე­და­პი­რი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ მეტ­რ­ზე იყო აწე­უ­ლი. მის გახ­ს­ნა­ზე, სა­კურ­თხევ­ლად, თე­ლა­ვი­დან ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ათ ეგ­ზარ­ხო­სი. ეკ­ლე­სი­ი­დან ამ შე­ნო­ბამ­დე ხა­ლი­ჩე­ბი და­უ­ფე­ნი­ათ და ეგ­ზარ­ხო­სი და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი მას­ზე გა­უ­ტა­რე­ბი­ათ. ბო­ლოს, რა თქმა უნ­და, სო­ფელს სადღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რაც გა­უ­მარ­თავს.

ამ შე­ნო­ბის გარ­და, ორი ორო­თა­ხი­ა­ნი, აივ­ნი­ა­ნი შე­ნო­ბა აშე­ნე­ბუ­ლა ეკ­ლე­სი­ის მარ­ცხ­ნივ, პირ­ვე­ლი – 1898 წელს, ხო­ლო მე­ო­რე – 1954 წელს. იქ საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, შემ­დეგ­ში, 1938 წელს სამ­ხედ­რო კა­ბი­ნე­ტი და სას­წავ­ლო სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი აშე­ნე­ბუ­ლა.

1895 წლი­დან 1930 წლამ­დე, გა­ვაზ­ში, სკო­ლა იყო ორ­წ­ლი­ა­ნი; 1930 წლი­დან 1947 წლამ­დე – 7-წლი­ა­ნი; 1947-1966 წლებ­ში – სა­შუ­ა­ლო (11-წლი­ა­ნი); 1966-1988 – 10-წლი­ა­ნი; 1988-2009 – 11-წლი­ა­ნი; 2009 წლი­დან დღემ­დე – 12-წლი­ა­ნი.

წიგ­ნ­ში ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი. წიგ­ნის ავ­ტო­რი, პა­ა­ტა ბე­რი­აშ­ვი­ლი, სპე­ცი­ა­ლო­ბით ფი­ზი­კო­სი, 1987-2011 წლებ­ში თა­ვა­დაც სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო.

ქალ­ბა­ტო­ნი ლია კა­პა­ნა­ძე, სპე­ცი­ა­ლო­ბით ფი­ლო­ლო­გი, 2015 წლი­დან უძღ­ვე­ბა სკო­ლას და დი­დი წარ­მა­ტე­ბი­თაც.

ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი სკო­ლა, 2010 წლის 29 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ­მა გახ­ს­ნა. სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი ინ­ვენ­ტა­რით, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს აინ­შ­ტა­ი­ნის პროგ­რა­მით მოქ­მე­დი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კა­ბი­ნე­ტე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლა­სე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, სპორ­ტ­დარ­ბა­ზი, სკო­ლა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ლიფ­ტი.

დღეს სკო­ლა აქ­ტი­უ­რად აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს; აქვთ პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის სკო­ლას­თან, სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და სხვა.

მე წელს და­ვიწყე ამ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა და იმ­დე­ნად დი­დი სით­ბო დამ­ხ­ვ­და დი­რექ­ცი­ის, კო­ლე­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან, რომ ამ წე­რი­ლის და­წე­რა გა­დავ­წყ­ვი­ტე. მსურ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გა­მეც­ნო სოფ­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია, სკო­ლის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და-გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

გა­გაც­ნობთ ორ ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნას – ანი ვა­რა­დაშ­ვილ­სა და ლი­ლი მინ­დი­აშ­ვილს.

ანი ვა­რა­დაშ­ვი­ლი და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეა. 2021 წელს მან მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­ში „ნუ­შე­ბის თოვ­ლი“ და სი­გე­ლით და­ჯილ­დოვ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გოგ­თა კავ­ში­რის მი­ერ. ამ კავ­შირ­მა გა­მოს­ცა გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მოს­წავ­ლე­თა შე­მოქ­მე­დე­ბა წიგ­ნად, ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით – „ნუ­შე­ბის თოვ­ლი“, სა­დაც შე­სუ­ლია მი­სი ლექ­სი „მე უბ­რა­ლოდ ვწერ სიმ­წ­რით ამ ფურ­ცელ­ზე/გუ­ლის ტკი­ვი­ლე­ბი გა­ნა და­მე­ლია…“

ემო­ცი­უ­რია მი­სი მცი­რე პო­ე­ტუ­რი ნა­წე­რე­ბი, უფ­რო ზუს­ტად კი შტე­ფან ცვა­ი­გის „უც­ნო­ბი ქა­ლის წე­რი­ლე­ბის“ მი­ხედ­ვით და­წე­რი­ლი. ანის რო­მან­ტი­კულ ბუ­ნე­ბა­სა და ლი­რი­კა­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა უც­ნო­ბი ქა­ლის წე­რილ­მა. მი­სი ჯე­რაც გა­უწ­რ­თ­ვ­ნე­ლი პო­ე­ტუ­რი სუ­ლი არა­ერ­თ­გ­ზის გა­ნიც­დის კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გავ­ლე­ნას. ამის დას­ტუ­რია თუნ­დაც მი­სი „სუ­ლით ბო­რო­ტი“ (ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­სის ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის ვერ­სია), მი­სი პო­ე­ტუ­რი ამ­ბე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლოა, დრა­მა­ტუ­ლი და სევ­დი­ა­ნი. მარ­ტო­ო­ბა და „გა­და­კარ­გ­ვა“ კი მი­სი სა­წუ­ხა­რია: „…გა­და­ვი­კარ­გე, არა­ვინ მე­ძებს/მხო­ლოდ ბნე­ლი ცა, მხო­ლოდ ჯან­ღე­ბი/ისე მტკი­ო­და, მაგ­რამ მე ვდუმ­დი, შიგ­ნი­დან მჭამ­და ჩუ­მი დარ­დე­ბი…//…გა­და­ა­ფა­რეს ჩემს სულს თით­ქოს თეთ­რი სუ­და­რა/ახ­ლა იქ­ნებ და სადღეგ­რ­ძე­ლოც ხსოვ­ნი­სა შეს­ვან/აღარც სიტყ­ვე­ბი, აღარც ზა­რე­ბი და თით­ქოს აღარც გუ­ლის ფეთ­ქ­ვაა…“

ანის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ლი­ლი მინ­დი­აშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი. მეცხ­რე კლა­სის მოს­წავ­ლე ცხოვ­რე­ბას უკ­ვე ჭად­რაკს ადა­რებს და მი­სი „ბავ­შ­ვუ­რი“ ფი­ლო­სო­ფია და „გან­ს­წავ­ლუ­ლო­ბა“ ამით უკ­ვე ვლინ­დე­ბა. ჭად­რა­კის სამ­ყა­რო­ში მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი სა­ხით ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბაა გად­მო­ცე­ბუ­ლი, მი­სი გო­ნე­ბის ძა­ლა, ხა­სი­ა­თი, შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტე­ლო­ბა. ლი­ლი ამ­ბობს: „ჭად­რა­კის და­ფა ჩვე­ნი გზა არის, ფი­გუ­რე­ბი კი ჩვე­ნი სვლა არის/სა­ნამ წინ წა­ვალთ, უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ/სწო­რია გზა თუ უკუ სვლა არის…“

თა­ვის ნა­წე­რებ­ში ლი­ლი ამ­ბობს, რომ უკ­ვირთ ადა­მი­ა­ნებს მის თვა­ლებ­ში ჩამ­დ­გა­რი სევ­და, ნაღ­ვე­ლი. მათ სა­პა­სუ­ხოდ თა­ვად გა­მო­ხა­ტავს გა­ო­ცე­ბას და წერს, რომ ეს თა­ვად ცხოვ­რე­ბაა ასე­თი, მას აქვს ლხი­ნი­სა და სევ­დის ტალ­ღე­ბი: „…რა ვქნა ცხოვ­რე­ბაა ძნე­ლი! ხან ქუ­ჩა­ში ვხე­დავ ბავ­შ­ვებს, მათ არა აქვთ წყა­ლი, პუ­რი/ხან კი უდა­ნა­შა­ულ ბავშვს ეყი­ნე­ბა სუ­ლი/მტან­ჯავს უსა­მარ­თ­ლო­ბა და მტან­ჯავს ხალ­ხის საქ­ცი­ე­ლი…“ ლი­ლი პატ­რი­ო­ტულ მო­ტი­ვებ­საც ეხე­ბა, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ „…სურს იბ­რ­წყი­ნოს ჩვენ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლომ!“

ლი­ლის ლექ­სე­ბი მძი­მეა თა­ვი­სი აზ­რობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვით, დარ­დით, იმედ­გაც­რუ­ე­ბით, გულ­გა­ტე­ხი­ლო­ბით და ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბას ცხოვ­რე­ბას მი­ა­წერს, თუნ­დაც იმ ვნე­ბას, „რო­ცა ლო­თე­ბი გულს აყო­ლე­ბენ სმას“, ხო­ლო სა­თა­ვე­ში აყე­ნებს ამ­პარ­ტავ­ნე­ბის დამ­ღუპ­ველ გრძნო­ბას.

მკაც­რად ნუ გან­ვ­ს­ჯით და შე­ვა­ფა­სებთ გო­გო­ნე­ბის თა­ვი­სე­ბურ ხედ­ვას, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, შთა­გო­ნე­ბას. ისი­ნი იმ ასაკ­ში არი­ან, რო­დე­საც ტკი­ვილს აყუ­რა­დე­ბენ, გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებს იძი­ე­ბენ, მათ ნამ­დ­ვი­ლად აქვთ პო­ტენ­ცი­ა­ლი მო­მა­ვალ­ში შედ­გ­ნენ, რო­გორც პო­ე­ტე­ბი. ამას დრო გა­მო­ავ­ლენს. თუმ­ცა, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ზე უკ­ვე წარ­მო­ად­გი­ნეს სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა. სო­ფელ­მაც პირ­ველ­მა აღი­ა­რა და შე­იყ­ვა­რა გო­გო­ნე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა.

ეკა­ტე­რი­ნე ავა­ზაშ­ვი­ლი

პე­და­გო­გი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები