27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, თი­თო­ე­უ­ლი სსსმ მოს­წავ­ლე იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი

spot_img
ინ­ტერ­ვიუ პირ­ველ წამ­ყ­ვან სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თან – ირინე ფიროსმანაშვილი, დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლის წამყვანი სპეციალური მასწავლებელი

– წლის მას­წავ­ლებ­ლად და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხართ, ვინც სტა­ტუ­სი აიმაღ­ლა. რას შეც­ვ­ლის ეს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

– გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, 1 მარტს მო­მე­ნი­ჭა წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი. ეს არის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. ჩე­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა პო­ზი­ტი­უ­რი, უსაფ­რ­თხო, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა; სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მ­ნა-გა­მო­ყე­ნე­ბა; სსსმ მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შედ­გე­ნა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა; თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის დაც­ვა, ასე­ვე იმ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აქვს წამ­ყ­ვან სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს. ერ­თ­საც და­ვა­მა­ტებ­დი, სტა­ტუ­სი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს ჩე­მი ცოდ­ნა გა­ვუ­ზი­ა­რო კო­ლე­გებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც ახ­ლა იწყებს ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას.

–  სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი თუ არის დღეს სკო­ლა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი (პან­დუ­სი, რე­სურ­სო­თა­ხი, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი), ამათ­გან რი­სი დე­ფი­ცი­ტია?

– დღეს სკო­ლა­ში მთლი­ა­ნო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სსსმ მოს­წავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი. ყვე­ლა ზო­გად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის სივ­რ­ცე­ში, სა­დაც სწავ­ლობს სსსმ მოს­წავ­ლე, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს შე­სა­ბა­მი­სად მოწყო­ბი­ლი რე­სურ­სო­თა­ხი. თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის შე­ძე­ნა ხდე­ბა მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით არის უფ­რო მე­ტი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ სკო­ლებ­ში იგ­ზავ­ნე­ბა რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით, ასე­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მებს, ვი­სურ­ვებ­დი, რომ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის გა­რე­მო კი­დევ უფ­რო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და უნი­ვერ­სა­ლუ­რი იყოს.

–  თით­ქ­მის 15 წე­ლია, ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ. კონ­კ­რე­ტუ­ლად რა გა­უმ­ჯო­ბეს­და, კერ­ძოდ, თქვენს სკო­ლა­ში და რა არის ის, რაც, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და მოგ­ვარ­დეს?

– სსიპ ქ. დე­დოფ­ლის­წყა­როს №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 2014 წლი­დან ვმუ­შა­ობ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია დი­რექ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რე­სურ­სო­თა­ხი აღი­ჭურ­ვა ტექ­ნი­კუ­რი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და თვალ­სა­ჩი­ნო რე­სურ­სით. პო­ზი­ტი­უ­რია სკო­ლის თე­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ, გა­ი­ზარ­და ცნო­ბი­ე­რე­ბა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის შე­სა­ხებ. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბი­თა და და­ფა­სე­ბით ბავ­შ­ვებს ჯან­სა­ღი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ. გა­მო­ვარ­ჩევ  მშობ­ლებ­თან აქ­ტი­ურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლებ­მა შე­ი­ძი­ნეს სსსმ და შშმ პი­რებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­მოწ­ვე­ვე­ბის პრო­ცეს­ში გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სკო­ლა­ში მო­საგ­ვა­რე­ბელ სა­კითხს, პირ­ველ რიგ­ში, ვი­სურ­ვებ­დი ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე მოს­წავ­ლის სკო­ლის ზე­და სარ­თუ­ლებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

 – მშო­ბე­ლი თქვე­ნი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და თა­ნა­მო­აზ­რეა – რო­გორ თა­ნამ­შ­რომ­ლობთ. კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თით ხომ ვერ დაგ­ვა­ნა­ხებთ ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას და სი­კე­თეს

– მშო­ბელ­თან პო­ზი­ტი­ურ, ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. თი­თო­ე­ულ მშო­ბელ­თან მაქვს აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. აუცი­ლე­ბე­ლია მშო­ბე­ლი გრძნობ­დეს თა­ნად­გო­მას და მხარ­და­ჭე­რას. მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვან ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლის ლ.თ.-ს მშო­ბელს, რო­მელ­თა­ნაც რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს, რაც უფ­რო ჩა­ერ­თო მშო­ბე­ლი, მით მე­ტად გა­ი­ზარ­და ბავ­შ­ვის შე­დე­გე­ბი, მოს­წავ­ლეს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი და მი­სი ქცე­ვა პო­ზი­ტი­უ­რი გახ­და რო­გორც სახ­ლ­ში, ასე­ვე სკო­ლა­ში, გა­ი­ზარ­და საკ­ლა­სო, სას­კო­ლო და სკო­ლის გა­რეთ წრე­ებ­ზე მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა, შე­ი­ძი­ნა მე­გობ­რე­ბი, გახ­და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, გა­უჩ­ნ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ხერ­ხ­და მშო­ბელ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით.

– რამ­დე­ნი სსსმ მოს­წავ­ლე გყავთ და რა იცით მათ შე­სა­ხებ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ (თუ უკ­ვე გყავთ ასე­თე­ბი), რას სწავ­ლო­ბენ სკო­ლა­ში ისეთს, რაც მე­რე ცხოვ­რე­ბა­ში ად­გე­ბათ?

– სკო­ლა­ში გვყავს 10 სსსმ მოს­წავ­ლე და ვართ 2 სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია თი­თო­ე­უ­ლი სსსმ მოს­წავ­ლე იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი და შევ­ძი­ნოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი. ტრან­ზი­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, უფროსკლასელთან ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ახ­ლო მდე­ბა­რე პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ვი­ზიტს, მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის წრის გა­ფარ­თო­ე­ბის და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ყო­ფა-არ­ჩე­ვის მიზ­ნით. ბავ­შ­ვე­ბის ნა­წი­ლი სკო­ლის შემ­დეგ აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ისი­ნი ინარ­ჩუ­ნე­ბენ კონ­ტაქტს სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და ღე­ბუ­ლო­ბენ მათ­გან რჩე­ვებს.

– სსსმ ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბით სიტყ­ვა „წარ­მა­ტე­ბა“ სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა. რა შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­იჩ­ნევთ თო­თო­ე­ულ სსსმ ბავ­შ­ვ­თან გა­წე­ულ შრო­მას წარ­მა­ტე­ბუ­ლად, რა შე­დე­გი გარ­წ­მუ­ნებთ, რომ ამ კონ­კ­რე­ტულ ბავ­შ­ვ­თან თქვე­ნი შრო­მა შე­დე­გი­ა­ნი ანუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ?

– წარ­მა­ტე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან. წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად,  პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, საქ­მი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა სა­ჭი­რო. თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­თან გა­წე­ულ შრო­მას წარ­მა­ტე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, რო­ცა გაზ­რ­დი­ლია მი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი, არის კლა­სის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი, აღ­წევს წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შე­დე­გებს და ამას­თა­ნა­ვე ვხე­დავ მშობ­ლის მად­ლი­ერ თვა­ლებს. თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის მცი­რე­დი წარ­მა­ტე­ბაც კი მა­ბედ­ნი­ე­რებს.

– გაქვთ თუ არა კო­ლე­გებ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ კონ­ტინ­გენ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სარ­გებ­ლობთ თუ არა ერ­თ­მა­ნე­თის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით?

– კო­ლე­გებ­თან ხში­რად მაქვს საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ  გა­მოც­დი­ლე­ბას, მიღ­წე­ვებს და გა­მოწ­ვე­ვებს. ჩემ­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ჯან­საღ უკუ­კავ­შირს.

– რა მხარ­და­ჭე­რა აქვთ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს სა­მი­ნის­ტ­როს ან მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის მხრი­დან, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რონ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და?

– წელს ზაფხულ­ში და­გეგ­მი­ლია უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის გა­მოც­და. გა­სულ წელს ჩა­ტარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბა. სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით აპ­რი­ლის თვე­ში და­გეგ­მი­ლია წი­ნა სა­გა­მოც­დო 16-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნ­და 2021 წლის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბა­ზე ტეს­ტის აღ­წე­რა, შე­ფა­სე­ბის ზო­გა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, ტეს­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლე­ბი და სა­გა­მოც­დო დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა. მი­თი­თე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში და ლი­ტე­რა­ტუ­რა, დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბმულ­ზე: inclusion.ge

მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო ჩემს კო­ლე­გებს.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები