3 მაისი, პარასკევი, 2024

„ფრთხი­ლად, პი­რო­ტექ­ნი­კა სა­თა­მა­შო არ არის!“ – ბა­თუ­მე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ა­ხალ­წ­ლო გაფ­რ­თხი­ლე­ბა

spot_img

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა პარ­ტ­ნი­ორ სკო­ლებს დახ­მა­რე­ბას უწევს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის გაძლიერებაში. ბათუმის ­№16 სა­ჯა­რო სკო­ლა, უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, ჩარ­თუ­ლია პროგ­რა­მა­ში, რომ­ლის მი­ზა­ნი მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის აღ­ზ­რ­დაა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ პრო­ცე­სებ­ში გა­დამ­წყ­ვე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის რო­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ერ­თ­გ­ვა­რი გა­მარ­თ­ლე­ბაა ისე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გო­რიც მე-16 სა­ჯა­რო სკო­ლას ჰყავს. ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გე­ბი, ინ­გა გე­გე­ში­ძე და თა­მაზ და­ვი­თა­ძე, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მოს­წავ­ლის სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სკო­ლა­ში ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნ­და და­იწყოს და სწო­რედ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რა ვი­თარ­დე­ბა, ბიზ­ნე­სი­სა და სკო­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბა, მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მხარ­და­ჭე­რა ხდე­ბა. სა­ბო­ლოო შე­დეგს, რა­საც USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვით ელო­დე­ბი­ან, „სას­კო­ლო თემ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაძლიერების ხელ­შეწყო­ბა – კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, თა­ნას­წო­რო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა კრი­ტი­კუ­ლად იფიქ­რონ სო­ცი­ა­ლურ სა­კითხებ­ზე, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ინ­ფორ­მა­ცია და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ეს მო­ი­ცავს მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო და არა­სან­დო წყა­რო­ე­ბის გარ­ჩე­ვის უნარს. ასე­ვე, სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სურ­ვ­ლის გა­ჩე­ნას მოს­წავ­ლე­ებ­ში, მათ მო­ტი­ვი­რე­ბას აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის პრო­ცეს­ში, იქ­ნე­ბა ეს მო­ხა­ლი­სე­ო­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით თუ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბით,“ამ­ბობს ინ­გა გე­გე­ში­ძე.

პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სკო­ლა­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. „ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან ჩვენ ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს შე­ვე­ხეთ და ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს გა­მოც­დი­ლე­ბა ამ კუთხით, – გვიყ­ვე­ბა ინ­გა გე­გე­ში­ძე, – მა­გა­ლი­თად, შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო ბრა­ი­ლის შრიფ­ტის მსოფ­ლიო დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი კვი­რე­უ­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა თემ­ში.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ არ­სე­ბობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი სამ­ყა­როს აღ­ქ­მის და იცოდ­ნენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის კვი­რე­უ­ლი „ვიცო­დეთ, ეს ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა!“ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს უკავ­შირ­დე­ბო­და და მი­სი მი­ზა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და ცოდ­ნის უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბაა. ამ ეტაპ­ზე სკო­ლა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ო­ბის კვი­რე­უ­ლი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო პრო­ცე­სი“.

თა­მაზ და­ვი­თა­ძე, ამა­ვე სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხაზს უს­ვამს მო­ქა­ლა­ქის როლს დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში და მი­იჩ­ნევს, რომ ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას „აუცი­ლებ­ლად უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, თუ რა არის ზო­გა­დად მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, დე­მოკ­რა­ტია და რა კავ­შირ­შია ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთ­თან. სა­ჭი­როა, გვახ­სოვ­დეს, რომ დე­მოკ­რა­ტია არა მხო­ლოდ უფ­ლე­ბას და შე­საძ­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს, არა­მედ ის თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა და, რომ მო­ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი რო­ლი სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა.

მო­ქა­ლა­ქემ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი უნ­და ამო­წუ­როს, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფოს სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლო­ბა სწო­რედ მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. „ნუ იკითხავთ, რა შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს ქვე­ყა­ნამ თქვენ­თ­ვის, იკითხეთ, რა შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ თქვენ მის­თ­ვის“.

მი­სი­ვე აზ­რით, ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა მო­ქა­ლა­ქემ ად­რე­უ­ლი სას­კო­ლო ასა­კი­დან უნ­და და­იწყოს, არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

თა­მაზ და­ვი­თა­ძე: „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც ცნე­ბა, გუ­ლის­ხ­მობს ბავ­შ­ვე­ბის, მო­ზარ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი გეგ­მი­თა და სივ­რ­ცით, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­ჭი­რო უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბი­სა და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა და მზა­დე­ბა სრულ­ყო­ფილ მო­ქა­ლა­ქედ რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის ხაზ­გას­მა, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სუ­ლაც არ გუ­ლის­ხ­მობს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­გან მოწყ­ვე­ტას, უფ­რო მე­ტიც, იგი პირ­და­პირ აისა­ხე­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა ისი­ცაა, რომ შე­და­რე­ბით უფ­რო დე­ტა­ლუ­რად და ამომ­წუ­რა­ვად ხერ­ხ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნის მი­წო­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ეს­თე­ტი­კუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას უწყობს ხელს, რაც შემ­დ­გომ­ში მოს­წავ­ლეს უვი­თა­რებს ანა­ლი­ტი­კუ­რი/კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის, სის­ტე­მუ­რი აზ­როვ­ნე­ბის, სო­ცი­ა­ლურ და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით უნა­რებს. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბით მოს­წავ­ლე ახერ­ხებს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბას და პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის დახ­ვე­წას.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მო­ი­აზ­რებს არა­ფორ­მა­ლუ­რი სივ­რ­ცის არ­სე­ბო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფორ­მა­ლუ­რად შექ­მ­ნილ ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში, რო­გო­რი­ცაა საკ­ლუ­ბო წრე­ე­ბი სკო­ლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათ უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნონ კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი. ბავ­შ­ვე­ბი კმა­ყო­ფი­ლი არი­ან სა­კუ­თა­რი შე­დე­გე­ბით, ხდე­ბი­ან სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბულ­ნი, თავს გრძო­ბენ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად და აანა­ლი­ზე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის როლს“.

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს შო­რის, მკითხ­ვე­ლის ყუ­რადღე­ბას სწო­რედ ბა­თუ­მის მე-16 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა ერთ პრო­ექ­ტ­ზე შე­ვა­ჩე­რებთ – „ფრთხი­ლად, პი­რო­ტექ­ნი­კა სა­თა­მა­შო არ არის!“ რად­გან წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლო პე­რი­ოდ­ში თე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია, გვინ­და, მოს­წავ­ლეე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­სა და სტა­ტის­ტი­კა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრობ­ლე­მის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბა და საფ­რ­თხე­ე­ბი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ა­ხალ­წ­ლო დღე­ე­ბის თან­მ­დევ პრო­ცე­სე­ბად იქ­ცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ამ პრო­ექ­ტის შექ­მ­ნის მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს იყო – სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა და თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა პი­რო­ტექ­ნი­კის პო­ტენ­ცი­უ­რი საფ­რ­თხის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მხო­ლოდ ამით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლ­ნენ და აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭოს მი­მარ­თეს პე­ტი­ცი­ით „პირო­ტექ­ნი­კის თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის აკ­რ­ძალ­ვი­სა და ხა­რის­ხ­ზე მკაც­რი კონ­ტ­რო­ლის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ“.

გი­გა მარ­გა­ლი­ტა­ძე, მოს­წავ­ლე: „წინა­სა­ა­ხალ­წ­ლო დღე­ებ­ში მოს­წავ­ლე­ებს გვსურ­და, გან­გ­ვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა საკ­ლუ­ბო აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც სა­თე­მო პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რის­კენ იქ­ნე­ბო­და მი­მარ­თუ­ლი. კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უხა­რის­ხო პი­რო­ტექ­ნი­კა ძა­ლი­ან ბევრ ეკო­ლო­გი­ურ, სო­ცი­ა­ლურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. იდე­ის გან­ხილ­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ახა­ლი წლის წი­ნა დღე­ებ­ში ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბი უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლოდ იყე­ნებ­დ­ნენ პი­რო­ტექ­ნი­კას. ამან შთაგ­ვა­გო­ნა, გვე­ფიქ­რა პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა­ზე. ამი­ტომ, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ პრო­ექ­ტი „ფრთხი­ლად, პი­რო­ტექ­ნი­კა სა­თა­მა­შო არ არის!“ მოს­წავ­ლე­ებ­მა და­იწყეს კვლე­ვა და, სტა­ტის­ტი­კა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, დავ­რ­წ­მუნ­დით პრობ­ლე­მის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბა­ში, თუ რამ­დე­ნად სა­ში­შია ის და რამ­ხე­ლა ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა მის მოგ­ვა­რე­ბას“.

ზუ­რაბ ბე­რი­ძე, მოს­წავ­ლე: „პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ვა­ტა­რეთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თუ რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ პი­რო­ტექ­ნი­კის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის დახ­მა­რე­ბით, გა­ვუ­ზი­ა­რეთ ინ­ფორ­მა­ცია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს, მო­ვის­მი­ნეთ მა­თი აზ­რი და მო­ვაწყ­ვეთ დის­კუ­სი­ე­ბი. დავ­ბეჭ­დეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი, სა­დაც და­ვი­ტა­ნეთ პი­რო­ტექ­ნი­კით და­შა­ვე­ბულ­თა სტა­ტის­ტი­კა და ის პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია და­შა­ვე­ბუ­ლებს გა­ვუ­წი­ოთ. გვსურ­და, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის­თ­ვის მე­ტად მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ხე მიგ­ვე­ცა, ამი­ტომ, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პლატ­ფორ­მა­ზე chaerte.sca.ge-ზე შე­ვი­ტა­ნეთ პე­ტი­ცია „პირო­ტექ­ნი­კის თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის აკ­რ­ძალ­ვი­სა და ხა­რის­ხ­ზე მკაც­რი კონ­ტ­რო­ლის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ“. და­ვიწყეთ პე­ტი­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა მო­ბი­ლი­ზე­ბა, რაც ჩვე­ნი და მე­დი­ის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით შეგ­როვ­და. პე­ტი­ცი­ის გან­ხილ­ვა­ზე კლუ­ბის წევ­რე­ბი უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს იური­დი­უ­ლი და ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მა­ზე მიგ­ვიწ­ვი­ეს, სა­დაც პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა­სა და პე­ტი­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რეთ. სა­ბო­ლო­ოდ, უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ ძა­ლი­ან დი­დი მხარ­და­ჭე­რა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა – რად­გან მსგავ­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სა­კითხის და­რე­გუ­ლი­რე­ბა ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე არ ხდე­ბა, სა­კითხი სა­რე­კო­მენ­და­ცი­ოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენტს გა­და­ე­ცა“.

ვი­ო­ლა მუ­ტა­ფი­ა­ნი, მოს­წავ­ლე: „რად­გა­ნაც ახალ წლამ­დე ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა ახა­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბის მი­ღე­ბა, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ პრო­ექ­ტის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისევ უნ­და და­ვა­ნა­ხოთ ამ თე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა. გვინ­და, შე­ვახ­სე­ნოთ, რომ პი­რო­ტექ­ნი­კის არა­სა­თა­ნა­დო გა­ნო­ყე­ნე­ბის გა­მო მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ზი­ან­დე­ბა. ის წარ­მოქ­მ­ნის ბევრ მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ავ­ნებს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და გა­რე­მოს, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებთ. უხა­რის­ხო ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის მი­ერ, არ არის და­ცუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი. ამის გა­მო, ზი­ა­ნი ად­გე­ბა მათ გარ­შე­მომ­ყო­ფებს და ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­საც ქმნის ბავ­შ­ვებ­სა და მო­ხუ­ცებ­ში“.

მა­რი­ამ გო­გო­ლიშ­ვი­ლი, მოს­წავ­ლე: „პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გვსურს, ჩვენს თა­ნა­ტო­ლებს პი­რო­ტექ­ნი­კის პო­ტენ­ცი­უ­რი საფ­რ­თხის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­როთ, უსაფ­რ­თხოდ და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დოთ, რად­გან, სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ბავ­შ­ვე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან ყვე­ლა­ზე მე­ტად. პი­რო­ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლია არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, არა­მედ ფრინ­ვე­ლე­ბი­სა და ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვის. თუ გვსურს, რომ პი­რო­ტექ­ნი­კით რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი და ცხო­ვე­ლი და­ზი­ან­დეს, უნ­და შევ­წყ­ვი­ტოთ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა“.

გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის „იდე­ა­ტო­რი“ საპ­რო­ექ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბის ლი­დე­რი ან­რი მე­ლა­ძე ჩვენ­თან პრაქ­ტი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­საც სკო­ლა, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, უნ­და იძ­ლე­ო­დეს. მი­სი აზ­რით, სწო­რედ ამ დროს ყა­ლიბ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა ის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დებს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ად­გე­ბათ. USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მას კი, მად­ლო­ბას უხ­დის მხარ­და­ჭე­რი­სა და იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც სკო­ლებს შეს­თა­ვა­ზა. ამ­ბობს, რომ და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აც კი გა­ა­ჩი­ნა რო­გორც მოს­წავ­ლე­ებ­ში, ისე მას­წავ­ლებ­ლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ან­რი მე­ლა­ძე, მოს­წავ­ლე: „ჩემ­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი სი­მუ­ლა­ცი­უ­რი თა­მა­შე­ბი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­რე­შე. ეს ის პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა ჩვენ, მოს­წავ­ლე­ებს, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად. ბუ­მე­რან­გის პრინ­ცი­პია, სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­სი­კე­თოდ უბ­რუნ­დე­ბი­ან ასე­თი ძლი­ე­რი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სწო­რედ ამას უწყობს ხელს სას­კო­ლო კლუ­ბე­ბი და მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა. ზო­გა­დად, მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ხომ მოს­წავ­ლე­ე­ბის მმარ­თ­ვე­ლო­ბაა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია მა­თი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და აღ­მოფხ­ვ­რის­კენ, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით. გა­სულ სას­წავ­ლო წელს ჩვე­ნი მთა­ვა­რი სა­მუ­შაო თე­მა იყო უფ­რო მე­ტი მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვა სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში და მა­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­კო­ლო თე­მის წევ­რებ­თან. რამ­დე­ნი­მე პრო­ექტს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მი­ერ და­ი­ნი­ცირ­და: „ბიბ­ლი­ო­თე­კის რო­ლი სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში“, რომ­ლის მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ებ­ში მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა, ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა იყო.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­აგ­რო­ვეს წიგ­ნე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა ჟან­რის მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და შე­იქ­მ­ნა მი­ნი-ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­მო­ყო­ფილ სტენ­დ­ზე გან­თავ­ს­და. მოს­წავ­ლე­თა ინი­ცი­ტი­ვას სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­მაც და­უ­ჭი­რა მხა­რი და გა­დას­ცა წიგ­ნე­ბი. ამ მი­ნი-ბიბ­ლი­ო­თე­კით სარ­გებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. პრო­ექ­ტის შე­დე­გად გა­ი­ზარ­და წიგ­ნის მკითხ­ველ­თა რაოდენობა.

ასე­ვე, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ხში­რად იმარ­თე­ბა სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სკო­ლა­ში მო­ვიწ­ვი­ეთ „წითე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ და მოს­წავ­ლე­ებ­მა პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­სა­ხებ მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია“.

♦♦♦

ვე­თან­ხ­მე­ბი ან­რის სიტყ­ვებს – „ბუმე­რან­გის პრინ­ცი­პია“ და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ისი­ნი მარ­თ­ლაც სა­სი­კე­თოდ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ქვე­ყა­ნას, რო­გორც ძლი­ე­რი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ხომ ეს არის და არა მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის.

ლალი ჯელაძე

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა PH International – სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები