28 აპრილი, კვირა, 2024

უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე, სიტყ­ვე­ბი და მე

spot_img

ხათუნა ხაჟომია
თე­ო­ფა­ნე და­ვი­თა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ფო­თის №1 და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

რო­ცა ამ სირ­თუ­ლეს წა­ვაწყ­დი, გა­მახ­სენ­და აინ­შ­ტა­ი­ნის სიტყ­ვე­ბი: „წარ­მო­სახ­ვა ცოდ­ნა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია! ცოდ­ნა შეზღუ­დუ­ლია, წარ­მო­სახ­ვა კი სამ­ყა­როს მო­ი­ცავს“. ეს ის შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­ცა ცოდ­ნას­თან ერ­თად და, ამას­თა­ნა­ვე, ცოდ­ნა­ზე მე­ტად წარ­მო­სახ­ვა მჭირ­დე­ბო­და.

ტო­ტა­ლუ­რად უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე, სიტყ­ვე­ბი და მე…

რა არის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი? მუდ­მი­ვი სა­უ­ბა­რი, დი­ა­ლო­გი, კითხ­ვე­ბი, პა­სუ­ხე­ბი, სიტყ­ვე­ბი, ფრა­ზე­ბი, წი­ნა­და­დე­ბე­ბი… და ასე უსას­რუ­ლოდ… ზა­რის და­რეკ­ვამ­დე.

პირ­ვე­ლი კლა­სი… ია… ან­ბა­ნი… აი ია… აი უთო… აი თო­ხი… აი ხე… და კი­დევ უამ­რა­ვი სიტყ­ვა დე­და­ე­ნი­დან და კითხ­ვე­ბი: მას­წავ­ლე­ბე­ლო, რო­გო­რია ია? რა არის თო­ხი? რა არის უთო? რა არის და­ფა? რას წე­რენ ბავ­შ­ვე­ბი და­ფა­ზე?

მე­ო­რე დღეს, რე­სურ­სო­თა­ხის ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე, იის ქო­თა­ნი მო­ვა­თავ­სე. მოს­წავ­ლის პა­წა­წი­ნა თი­თე­ბი მო­ვიქ­ციე ხე­ლის­გუ­ლებ­ში და ასე, ორი­ვემ ერ­თად, ხე­ლის შე­ხე­ბით „ვნა­ხეთ“ იის ფო­თო­ლი, იის ყვა­ვი­ლი, ღე­რო… ვუთხა­რი: „ყვა­ვილს უნ­და გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ, ფო­თო­ლი არ უნ­და მოვ­წყ­ვი­ტოთ“. რას ნიშ­ნავს „მოვ­წყ­ვი­ტოთ?“. აქ უკ­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ რაც უფ­რო მეტს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი მოს­წავ­ლეს, მით უფ­რო მე­ტი სიტყ­ვის ში­ნა­არ­სის ახ­ს­ნა იყო სა­ჭი­რო. საკ­ლა­სო ოთა­ხამ­დე, დე­რე­ფან­ში, ფან­ჯ­რის ყვე­ლა რა­ფას­თან ვჩერ­დე­ბო­დით, „ხე­ლე­ბით და­ვი­ნა­ხეთ“ ყვა­ვი­ლე­ბი, ფოთ­ლე­ბი. კლას­ში შე­სუ­ლებ­მა ჩვენ უკ­ვე ვი­ცო­დით იის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

სახ­ლ­ში მი­სულ­მა სხვა­დას­ხ­ვა ნაჭ­რის­გან პა­ტა­რა ზო­მის ტან­საც­მე­ლი შევ­კე­რე: შარ­ვა­ლი, მა­ი­სუ­რი (ის, რა­საც ჩე­მი მოს­წავ­ლე ატა­რებ­და) და შე­კე­რილ ტან­საც­მელ­თან ერ­თად სკო­ლა­ში ჩე­მი გო­გო­ნას სა­თა­მა­შო უთო წა­ვი­ღე. აქ­ტი­ვო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი მოს­წავ­ლის­თ­ვის: მერ­ხ­ზე დავ­დე ტან­საც­მე­ლი, ჯერ ერ­თად და­ვა­უ­თო­ვეთ, შემ­დეგ თვი­თონ ცდი­ლობ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად და­უ­თო­ე­ბას, თან „ხე­ლე­ბით და­ვი­ნა­ხეთ“ – მას რომ ეც­ვა, ის შარ­ვა­ლი უფ­რო გრძე­ლი იყო თუ ჩე­მი შე­კე­რი­ლი, მი­სი მა­ი­სუ­რი უფ­რო დი­დი თუ ჩე­მი შე­კე­რი­ლი…

ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო. რთუ­ლი იყო ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სის გა­გე­ბა.

„რწყი­ლი ახ­ტა, დახ­ტა, მი­ვი­და ორ­მოს­თან“

– მო­დი ჩემ­თან! – ვე­უბ­ნე­ბი მოს­წავ­ლეს. დავ­დე­ქით ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ, ჩავ­ჭი­დე ხე­ლე­ბი და ვე­უბ­ნე­ბი, რომ ახ­ლა სხე­უ­ლი მაღ­ლა უნ­და ას­წი­ოს, გა­მო­უ­ვი­და! ახ­ტა, ასე­ვე სწრა­ფად დახ­ტა, მაგ­რამ ფე­ხებ­ზე და­მახ­ტა.

– შენ მე და­მა­ბი­ჯე! ეს და­ბი­ჯე­ბაა! რა­ტომ და­მა­ბი­ჯე? (ვი­ცი, რომ შემ­თხ­ვე­ვით მო­უ­ვი­და, მაგ­რამ ნაწყე­ნი ხმით ვე­უბ­ნე­ბი)

იცი­ნის.

– რა ვქე­ნი?

– ჰო, და­მა­ბი­ჯე! აი, მეც და­გა­ბი­ჯებ ახ­ლა!

და­ვა­ბი­ჯე… იცი­ნის… გუ­ლი­ა­ნად იცი­ნის…

– მე შენ და­გა­ბი­ჯე 🙂

– შენ მე და­მა­ბი­ჯე! – მი­დას­ტუ­რებს ის.

ეზო­ში გა­ვე­დით, პლას­ტ­მა­სის სა­მუ­შაო იარა­ღით მი­წა ამო­ვი­ღეთ, ჩაღ­რ­მა­ვე­ბა გა­ვა­კე­თე და ისევ „ხე­ლე­ბით და­ვი­ნა­ხეთ“ ორ­მო.

ინ­ს­ცე­ნი­რე­ბაც გა­მოგ­ვი­ვი­და: რწყი­ლი (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩე­მი მოს­წავ­ლე) ახ­ტა, დახ­ტა, მი­ვი­და ორ­მოს­თან…

შემ­დეგ იყო ბრა­ი­ლის შრიფ­ტის შემ­ს­წავ­ლე­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, იქამ­დე კი უამ­რა­ვი რამ – დაწყე­ბუ­ლი თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი სი­ა­რუ­ლით ოთა­ხებ­ში (რომ მოს­წავ­ლის ად­გი­ლას წარ­მო­მედ­გი­ნა თა­ვი), დე­და­ჩე­მის გა­მომ­ცხ­ვა­რი „ა“ და „ი“ ასო­ე­ბის ფორ­მის მქო­ნე პუ­რე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა მოთხ­რო­ბე­ბის ინ­ს­ცე­ნი­რე­ბით.

⇒ რა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სწავ­ლე­ბის დროს:

♦ ზო­გა­დი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი არაფ­რის­მ­თ­ქ­მე­ლია უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლის­თ­ვის და და­ვაბ­ნევთ;

♦ ინ­ს­ტ­რუქ­ცია უნ­და იყოს კონ­კ­რე­ტუ­ლი: „გა­დად­გი ორი ნა­ბი­ჯი“;

♦ კი­ნეს­თე­ტი­კუ­რი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა უფ­რო ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე ვერ­ბა­ლუ­რი – მოჰ­კი­დეთ მოს­წავ­ლეს ხე­ლი და შე­ას­რუ­ლე­ბი­ნეთ გარ­კ­ვე­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა;

♦ რო­ცა რა­ი­მე სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ას­წავ­ლით, მა­გა­ლი­თად, „და­ფა“, მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, ხე­ლე­ბით შე­ე­ხოს მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­განს;

♦ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, სწავ­ლის­თ­ვის ისი­ნი სა­ჭი­რო­ე­ბენ მეტ დროს და მრა­ვალ­ჯერ გა­მე­ო­რე­ბას.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები