28 აპრილი, კვირა, 2024

უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის „მე­სა­მე მი­სია“ და ახა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი

spot_img

21-ე სუ­კუ­ნე­ში გა­ნათ­ლე­ბის მზარ­დ­მა გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ამ, ეკო­ნო­მი­კურ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ ბიძ­გი მის­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, გა­და­ე­ხე­დათ სა­კუ­თა­რი რო­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბა­სა და კვლე­ვებ­ზე და ეტ­ვირ­თათ მე­სა­მე მი­სია, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს; ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის უან­გა­რო ზრუნ­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­თა და ფარ­თო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ად­გი­ლობ­რივ, რე­გი­ო­ნულ, ეროვ­ნულ და გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე.

სწო­რედ ახალ­მა მი­სი­ამ გა­მოკ­ვე­თა სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს ფარ­თოდ გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა ახა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, რაც, „უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დი­დი ქარ­ტი­ის“ ახა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­და 2020 წელს. მას­ში ნათ­ქ­ვა­მია:

„უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს აქვთ იმის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ უდი­დე­სი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ – გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ სტუ­დენ­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცოდ­ნა, უნა­რე­ბი და კომ­პე­ტენ­ცია; წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ მდგრა­დო­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სხვა არ­სე­ბი­თად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში. მათ უნ­და მო­ამ­ზა­დონ სტუ­დენ­ტე­ბი – აქ­ცი­ონ აქ­ტი­ურ, კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად, შეს­თა­ვა­ზონ მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ამით მხა­რი და­უ­ჭი­რონ თი­თო­ე­ულს სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ში. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რი, 2030 წლის­თ­ვის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­თან (SDG) თან­ხ­ვედ­რის მიღ­წე­ვა­ში. ჩვენ ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კვლე­ვი­თი და ინო­ვა­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რა­თა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ფუნ­და­მენ­ტუ­რი გლო­ბა­ლუ­რი ამო­ცა­ნე­ბი, გა­ნა­ვი­თა­რონ რე­სურ­სე­ბი და იქ­ც­ნენ იმის გა­რან­ტად, რომ ჩვენს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­აქვთ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში“.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე ხე­ლის­ მომ­წერ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მათ აქვთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ჩარ­თულ­ნი იყ­ვ­ნენ და უპა­სუ­ხონ მსოფ­ლი­ოს და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს და ხე­ლი შე­უწყონ მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ეკის­რე­ბათ სა­მო­ქა­ლა­ქო და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. და­კავ­ში­რე­ბულ­ნი არი­ან რა გლო­ბა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან, მათ აქვთ წამ­ყ­ვა­ნი რო­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის 2022-2030 წლე­ბის ერ­თი­ან ეროვ­ნულ სტრა­ტე­გი­ა­ში ხაზ­გას­მი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის, კვლე­ვი­სა და ინო­ვა­ცი­ის სის­ტე­მის­თ­ვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა „მე­სა­მე მი­სი­ის“ კონ­ცეფ­ცი­ის გა­აზ­რე­ბა და და­ნერ­გ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მარ­თ­ვის კულ­ტუ­რა­ში; მხა­რე­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რაც წა­ა­ხა­ლი­სებს კვლე­ვი­სა და ინო­ვა­ცი­ის კლას­ტე­რე­ბის შექ­მ­ნას, უნი­ვერ­სი­ტეტ-ინ­დუს­ტ­რი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის „მე­სა­მე მი­სი­ის“ ამოქ­მე­დე­ბას“.

ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ სა­ხელ­მ­წი­ფომ ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტე­ტად გან­საზღ­ვ­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ძი­რი­თად და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რე­გი­ო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რო­ლის ზრდას სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­თა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა რე­ა­ლი­ზე­ბა­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ­მა უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს მე­სა­მე მი­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია „ერაზ­მუს+“-ის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი „მე­სა­მე მი­სი­ის ხა­რის­ხი­სა და შე­სა­ბა­მი­სო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში (SQUARE)“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მე­სა­მე მი­სი­ის კონ­ტექ­ს­ტ­ში და გა­ნე­საზღ­ვ­რათ სტრა­ტე­გია და ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ და­ნერ­გონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. პრო­ექტს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და აგ­რეთ­ვე უსდ-ების პერ­სო­ნა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით.

გა­მორ­ჩე­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო ასე­ვე „ერაზ­მუს+“-ის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი „უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რო­ლი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში (RURD)“, რომ­ლის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­ზანს რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რო­ლის ზრდა წარ­მო­ად­გენ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მოხ­და რე­გი­ო­ნუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­სი­ი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის მო­დერ­ნი­ზე­ბა, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ამას­თან, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ 2023 წელს, მსოფ­ლიო ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, „ინო­ვა­ცი­ის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბის და ხა­რის­ხის პრო­ექ­ტის – სა­ქარ­თ­ვე­ლო I2Q“ ფარ­გ­ლებ­ში უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბი­სათ­ვის კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ინო­ვა­ცი­ის ფონ­დი (CIF) შე­იქ­მ­ნა. ფონ­დის მი­ზა­ნია უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა აკა­დე­მი­უ­რი და სას­წავ­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. CIF-ის ფარ­გ­ლებ­ში პირ­ვე­ლი საგ­რან­ტო კონ­კურ­სი ერთ-ერთ ძი­რი­თად პრი­ო­რი­ტეტს შრო­მის ბაზ­რის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე (მათ შო­რის – სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის სპე­ცი­ფი­ურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე) მორ­გე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნა/გან­ვი­თა­რე­ბა (სმარ­ტ­ს­პე­ცი­ა­ლი­ზა­ცია, მე­სა­მე მი­სია და სხვ.) წარ­მო­ად­გენ­და. ეს იყო ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რი­თიც სა­ხელ­მ­წი­ფომ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მე­სა­მე მი­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში, და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ყო.

სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან და­გეგ­მი­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რა­თა მო­მა­ვალ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის „მე­სა­მე მი­სია“ ამ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის რო­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­დეს. ამ მიზ­ნით:

გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი. დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ნა­წილ­ში არ ახ­სე­ნებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე მი­სი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ზად­დე­ბა ცვლი­ლე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

გა­იზ­რ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მე­სა­მე მი­სი­ის ნა­წილ­ში. უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მე­სა­მე მი­სი­ის სა­კითხი, რო­გორც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი.

უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბუნ­და მო­ი­ცავ­დეს მე­სა­მე მი­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს. სა­მი­ნის­ტ­რო, მსოფ­ლიო ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, მუ­შა­ობს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დელ­ზე, რომ­ლის ერთ-ერთ კომ­პო­ნენტს შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა წარ­მო­ად­გენს. შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლი, აკა­დე­მი­ურ და სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვებ­თან ერ­თად, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მე­სა­მე მი­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს, ხო­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მათ მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი მე­სა­მე მი­სი­ის აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად:

♦ უპი­რა­ტე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სივ­რ­ცე­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნი­სა და პრაქ­ტი­კის, დე­მოკ­რა­ტი­ის მი­სი­ის კონ­ტექ­ს­ტ­ში, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, მათ შო­რის, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბას. უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მი­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში, უნ­და შე­ი­მუ­შა­ონ ისეთი პო­ლი­ტი­კა და კონ­კ­რე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც გა­აძ­ლი­ე­რებს სკო­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს (პო­ტენ­ცი­ურ სტუ­დენ­ტებს), ახალ­გაზ­რ­დებს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა დე­მოკ­რა­ტია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა;

♦ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო, უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სე­ბი­სა და მიკ­როკ­რე­დი­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის გზით უნ­და იზ­რუ­ნონ მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლა­სა და უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე;

♦ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დ­ნენ ისეთ სერ­ვი­სებს, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი და ციფ­რუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად რო­გორც ახ­ლან­დელ, ისე პო­ტენ­ცი­ურ სტუ­დენ­ტებ­ში;

♦ სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის, არა­მედ პო­ტენ­ცი­უ­რი სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა მა­თი უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ტრან­ზი­ცი­ის მიზ­ნით. ამ მხრივ, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­ლი აქვთ, მათ ევა­ლე­ბათ სკო­ლას­თან მუდ­მი­ვი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა, ასე­ვე თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ახალ­გაზ­რ­დო­ბას­თან;

♦ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა აქ­ტი­უ­რი სა­ექ­ს­პერ­ტო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ი­ღონ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში;

♦ აღი­ა­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა და მეც­ნი­ერ-მკვლე­ვარ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და წვლი­ლი მე­სა­მე მი­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, პერ­სო­ნა­ლის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­ში ასა­ხუ­ლი უნ­და იყოს მიღ­წე­ვე­ბი სწავ­ლე­ბის, კვლე­ვი­სა და ინო­ვა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის „მე­სა­მე მი­სი­ის“ პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა, წარ­მა­ტე­ბე­ბი მარ­თ­ვა­სა და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით;

♦ ცოდ­ნი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ის ტრან­ს­ფე­რის გზით უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა ფო­კუ­სი­რე­ბა უნ­და მო­ახ­დი­ნონ სა­მეც­ნი­ე­რო პრო­დუქ­ტის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, პა­ტენ­ტე­ბის, სტარტაპე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე; ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, უნ­და შეძ­ლონ გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის ზრდის ტემ­პ­ზე და ხე­ლი შე­უწყონ ინო­ვა­ცი­უ­რი სა­მე­წარ­მეო რე­ა­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა სექ­ტორ­ში უნა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის აღ­მოფხ­ვ­რას, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას, ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის­თ­ვის სა­მუ­შაო ძა­ლის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას და, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რ­დას;

♦ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უსდ-ებ­მა გა­ი­თა­ვი­სონ რე­გი­ო­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა;

♦ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი უნ­და იყოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და მი­სი მზა­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სა და კრი­ზი­სის დროს, რი­თიც ხელს შე­უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგრა­დო­ბი­სა და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ქვე­ყა­ნა­ში და რე­გი­ონ­ში;

♦ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შე­უძ­ლი­ათ გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი შე­ას­რუ­ლონ გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის საქ­მე­ში გენ­დე­რუ­ლი მე­ინ­ს­ტ­რი­მინ­გის მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით;

♦ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად უნ­და იყ­ვ­ნენ ჩარ­თულ­ნი კულ­ტუ­რულ და სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში;

♦ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­ლი უნ­და იყოს მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მე­სა­მე მი­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი არ უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს რო­გორც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, არა­მედ რო­გორც ერთ-ერ­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ხელს შე­უწყობს კულ­ტუ­რულ ევო­ლუ­ცი­ას.

მო­მავ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ის ინ­ს­ტი­ტუ­ცია უნ­და გახ­დეს, რო­მე­ლიც შეძ­ლებს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის სინ­თე­ზის შე­დე­გად, ცოდ­ნი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ტრან­ს­ფერს, შექ­მ­ნის მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში უპა­სუ­ხებს ის თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს.

მო­ამ­ზა­და ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები