2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

უდაბ­ნოს სა­ჯა­რო სკო­ლა

spot_img

მი­წი­ერ ედე­მად ქცე­ულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სი უდაბ­ნოც ჰქონ­და. ბუ­ნე­ბის სი­უხ­ვით და­ჯილ­დო­ე­ბულ ივ­რი­სა და ალაზ­ნის ნა­ყო­ფი­ერ ჭა­ლებს, სამ­ხ­რე­თით, ცვლის ყა­რა­ი­ზი­სა და ში­რა­ქის უწყ­ლო ვე­ლე­ბი, უწყ­ლო, მაგ­რამ ულა­მა­ზე­სი მხა­რე, რო­მე­ლიც გვი­ან შე­მოდ­გო­მით გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ფე­რე­ბით იხა­ტე­ბა. „უდაბ­ნო ესე მდე­ბა­რე­ობს თბი­ლი­სის მაზ­რა­ში, თბი­ლი­სი­დან 60 ვერ­ს­ზე, გა­რე კა­ხეთ­ში, მთი­ან ად­გილ­ზედ გან­შო­რე­ბუ­ლი ყოვ­ლის მხრით სო­ფელს, ტყეს, წყალს“.

1975-1977 წლებ­ში მე­დეა მეზ­ვ­რიშ­ვი­ლის (რა­ი­ო­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე) მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი დას­ტა­ქა­რი­ვით მო­ევ­ლი­ნა და ახა­ლი სი­ცოცხ­ლე შთა­ბე­რა დრო-ჟა­მის ავ­ბე­დო­ბი­სა­გან სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გან­წი­რულ მხა­რეს. ამ ადა­მი­ან­მა მოგ­ვ­ცა მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გო­რი თავ­და­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა ბრძო­ლა მშობ­ლი­უ­რი მი­წის აყ­ვა­ვე­ბის­თ­ვის, რო­დე­საც ყვე­ლას უჭირ­და და­ჯე­რე­ბა იმი­სა, რომ ეს მხა­რე ბაღ­ნა­რად იქ­ცე­ო­და.

– გა­მო­ვა, ვი­თომ, ეგ საქ­მე?

– კი, სახ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა აშენ­დეს, მაგ­რამ ვინ იცხოვ­რებს იქ? ხალ­ხი გა­და­რუ­ჯულ უდაბ­ნო­ში კი არა, გა­მოღ­მა სოფ­ლებ­ში აღარ ჩერ­დე­ბა, ქა­ლაქ­ში გარ­ბის.

– გა­მო­ვა. – მტკი­ცე იყო ხმა ქალ­ბა­ტო­ნი მე­დე­ა­სი და ახ­მა­ურ­და მი­წა კე­თი­ლი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სა­ღა­თას ძი­ლით გა­თან­გუ­ლი, უჭი­რი­სუფ­ლოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი, უდაბ­ნოდ­ქ­მ­ნი­ლი. ერ­მა ნა­ხა და შე­იგ­რ­ძ­ნო, თუ რა შეს­ძ­ლე­ბია ადა­მი­ა­ნის მარ­ჯ­ვე­ნას, თუ მის მკერ­დ­ში მა­მუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გუ­ლი ძგერს!

1975 წელს უდაბ­ნოს ტე­რი­ტო­რია სა­გა­რე­ჯოს და­უბ­რუნ­და და და­იწყეს დე­ნა უდაბ­ნოს­კენ ქარ­თ­ლი­დან და კა­ხე­თი­დან, მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხე­თი­დან, იმე­რე­თი­დან, რა­ჭი­დან, სა­ინ­გი­ლო­დან, გუ­რი­ი­დან, სა­მეგ­რე­ლო­დან, სვა­ნე­თი­დან და ფშავ-ხევ­სუ­რე­თი­დან და ქარ­თულ ცას შე­ერ­წყა უდაბ­ნოს მცხოვ­რებ­თა კვამ­ლი, კი­დევ ერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი შე­ე­მა­ტა სა­ქარ­თ­ვე­ლოს.

1977 წლის 5 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­ს­ნა დაწყე­ბი­თი სკო­ლა, პირ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვ­ნენ: ლა­ლიკ ემ­რაშ­ვი­ლი, ნო­რა თა­მა­ზაშ­ვი­ლი, და­ლი ჭი­კა­ძე; პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი: გო­ჩა და ხვი­ჩა ბა­რი­ხაშ­ვი­ლე­ბი, მზია და ბად­რი ემ­რაშ­ვი­ლე­ბი, და­თო და თე­ო­ნა ან­დ­რი­აშ­ვი­ლე­ბი, ბონ­დო, გი­ორ­გი და ეკა ას­ლა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბი, მა­რი­ნა უსუ­ე­ვი, ბად­რი­ხან და არ­ზ­მა ჰუ­სე­ი­ნო­ვე­ბი, ქა­ფია და მე­ი­ფარ ხე­ირ­ხა­ბა­რო­ვე­ბი.

მზარ­დ­მა სო­ფელ­მა, ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ითხო­ვა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. სო­ფელ უდაბ­ნოს ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რა 1984 წე­ლი, რო­დე­საც უდაბ­ნო­ში  სა­შუ­ა­ლო სკო­ლა გა­იხ­ს­ნა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზით. სკო­ლა­ში ბევ­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გი ას­წავ­ლი­და, ძველ თა­ო­ბას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ახა­ლი თა­ო­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­მო­ე­მატ­ნენ და დაწყე­ბუ­ლი საქ­მე ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რ­ძე­ლეს.

სკო­ლას რამ­დენ­ჯერ­მე შე­ეც­ვა­ლა სტა­ტუ­სი, იყო დაწყე­ბი­თი სა­შუ­ა­ლო, ამ­ჟა­მად მი­სი სრუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბაა – სსიპ სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უდაბ­ნოს სა­ჯა­რო სკო­ლა.

დღეს სკო­ლა­ში უკ­ვე 122 მოს­წავ­ლეა. გვყავს უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გა­მორ­ჩეუ­ლე­ბი არი­ან: ნი­კა ჩახ­მა­ხაშ­ვი­ლი, პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლო­სა­ნი სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში და თა­მარ ჩარ­თო­ლა­ნი, პირ­ვე­ლი ვერ­ცხ­ლის მე­და­ლო­სა­ნი. ვა­მა­ყობთ „ეტა­ლო­ნის“ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ კონ­კურ­ს­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ანა ანა­ნიშ­ვი­ლით და „სა­გა­რე­ჯოს ეტა­ლო­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბით“ – ლე­ვან გუ­ჯე­ჯი­ა­ნით და ტა­ტო ჩარ­თო­ლა­ნით. ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ნი­ნო ჩარ­თო­ლა­ნი უფ­რო­სი ინს­პექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია, მა­რი­ამ ზედ­გი­ნი­ძე – ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­ბა სა­ბა­ძე – ქო­რე­ოგ­რა­ფი, ლა­შა სა­ბაშ­ვი­ლი, ასე­ვე ქო­რე­ოგ­რა­ფი, ირ­ლან­დი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს, ლე­ლა უმ­ფ­რი­ა­ნი „ორი ნა­ბი­ჯის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია, და­თო ასუმ­ბა­ნი – მო­ჭი­და­ვე, უჩა მარ­გი­ა­ნი – ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ჭი­და­ო­ბა­ში, ნი­ნო გულ­ბა­ნი – ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გო­გო­ნა­თა შო­რის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია ბე­სო ყოლ­ბაია… და­თო კა­შე­იშ­ვი­ლი, ტა­ტო ჩარ­თო­ლა­ნი, გი­ორ­გი და ნა­თია ჩარ­თო­ლა­ნე­ბი, ვა­სი­კო გულ­ბა­ნი… ერეკ­ლე გვი­და­ნი სოფ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს გამ­გე­ბე­ლია… სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რებს სა­ი­მე­დოდ იცა­ვენ ჩვე­ნი სკო­ლის კურ­ს­დამ­თ­ავ­რე­ბუ­ლე­ბი: ბა­ქარ ჩახ­მა­ხაშ­ვი­ლი, აკა­კი ჩარ­თო­ლა­ნი, გი­ორ­გი რა­ტი­ა­ნი, თე­მურ გულ­ბა­ნი… ჩვე­ნი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი პა­ტი­ოს­ნად შრო­მო­ბენ, ამ­რავ­ლე­ბენ ერს, სა­სი­ქა­დუ­ლო ოჯა­ხე­ბის პატ­რო­ნე­ბი არი­ან და, სკო­ლის სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ სა­ნი­მუ­შო თა­ო­ბას უზ­რ­დი­ან ქვე­ყა­ნას.

ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბა­ში არი­ან: სქიმ მო­ნა­ზო­ნი, დე­და ანა (ნა­ნა გირ­გ­ვ­ლი­ა­ნი) და მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი, მა­მა პავ­ლე (ელ­გუ­ჯა ხაჭ­ვა­ნი).

გვყავს სა­მა­ჩაბ­ლოს ომის მო­ნა­წი­ლე ვე­ტე­რა­ნე­ბი: ლა­შა გვი­და­ნი, პავ­ლე სა­ბა­შვი­ლი, ლა­შა და და­თო სა­ბაშ­ვი­ლე­ბი, ჯა­ბა გვა­რა­მა­ძე, მა­მუ­კა ქან­ც­ლი­ა­ნი, ლო­მერ ყი­ფი­ა­ნი, გია გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი, სპარ­ტაკ თო­დუა, გი­ორ­გი მაღ­რა­ძე, ირაკ­ლი ანა­ნი­აშ­ვი­ლი…

სკო­ლას, სხვა­დას­ხ­ვა დროს, წარ­მა­ტე­ბით მარ­თავ­დ­ნენ: გო­გი ჯღუ­თაშ­ვი­ლი (1982-1989), მო­ად­გი­ლე გო­გი ანა­ნიშ­ვი­ლი, დი­ა­ნა ხვი­ჩია და მო­ად­გი­ლე პეტ­რე ნან­ს­ყა­ნი (1989-1999), ივა­ნე ჯა­ნაშ­ვი­ლი, მო­ად­გი­ლე ვა­ჟა გულ­ბა­ნი (1999-2007), და­ლი ჭი­კა­ძე, მო­ად­გი­ლე­ე­ბი – მაია ჩხე­ტია და ეთე­რ ანა­ნი­აშ­ვი­ლი(2007-2011), ნი­ნო სა­ბა­ძე, მო­ად­გი­ლე ნი­ნო არე­ვა­ძე (2011-2012), 2013-2014 წლებ­ში დი­რექ­ტო­რი იყო ნი­ნო არე­ვა­ძე.

2014 წლი­დან დღემ­დე, სკო­ლას უძღ­ვე­ბი­ან: დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ გე­ლაშ­ვი­ლი, მო­ად­გი­ლე და­ლი ჭი­კა­ძე, საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი ცი­ცი­ნო კორ­ძაია, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი ელი­სო ჩიკ­ვა­ი­ძე.

ასე შე­ე­მა­ტა კი­დევ ერ­თი ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ჭეშ­მა­რი­ტად ფუ­ძედ იქ­ცა ნა­ფუ­ძა­რი, სადღაც გა­და­ი­კარ­გა ამა­ო­ე­ბა ამა­ო­ე­ბა­თა, ასე ერ­წყ­მის ქარ­თულ ცას ჟრი­ა­მუ­ლი ყრმა­თა, თით­ქოს ამეტყ­ველ­დ­ნენ ქვე­ბიც, დღეს უდაბ­ნო სა­მოთხე­დაა ქცე­უ­ლი, ასე აყ­ვავ­და უსი­ცოცხ­ლო მხა­რე!

და­ლი ჭი­კა­ძე

უდაბ­ნოს სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები