3 მაისი, პარასკევი, 2024

სტუმრად ეროვნულ გვარდიაში

spot_img

სსიპ ქალაქ თბილისის №72  საჯარო სკოლის მოსწავლეები, „პროფორიენტაციის კლუბის“ ხელმძღვანელის, გურანდა თავაძის ორგანიზებით, თვითმართველობის წევრებთან ერთად, ესტუმრნენ საქართველის ეროვნულ გვარდიას. მოსწავლეებმა მოისმინეს ბრიფინგი „რეზერვის პროგრამის“ შესახებ, გაეცნენ ეროვნული გვარდიის სტრუქტურას და ფუნქციებს.

მოსწავლეებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა გვარდიის სარდალი, გენერალი რომა ჯოხაძე. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამხედრო ბაზა, აღჭურვილობა, მიიღეს სიმბოლური საჩუქრები. ასევე, მოილოცეს ბაზაზე არსებული წმინდა გიორგის ეკლესია. ბოლოს ისადილეს ჯარისკაცებთან ერთად.

ჩვენი უფროსკლასელები ძალიან კმაყოფილნი და აღტაცებულნი დაბრუნდნენ. რამდენიმე მათგანი ფიქრობს კიდეც პროფესიად ჯარისკაცობა აირჩიოს და ემსახუროს თავის ქვეყანას.

სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ეროვნულ გვარდიას და თავდაცვის სამინისტროს ამ შესაძლებლობისთვის.

მადლობა სამსახურისთვის !!!

სკოლის დირქეცია, ასევე, მადლობას უხდის „პროფორიენტაციის კლუბის“ ხელმძღვანელს გურანდა თავაძეს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობისათვის.

მანანა კიკაჩეიშვილი

სკოლის დირექტორი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები