3 მაისი, პარასკევი, 2024

სო­ფელ ივე­რი­ის და მი­სი სკო­ლის იტო­რია

spot_img

1982 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცკ-ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის 15 სოფ­ლი­დან, ოცი გვა­რის 73 ახალ­გაზ­რ­და ოჯა­ხი ჩა­ა­სახ­ლეს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა მხა­რეს. ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის დად­გე­ნი­ლე­ბით, ოს­კე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცათ 0,5 ჰა ურ­წყა­ვი სახ­ნავ-სა­თე­სი ფარ­თო­ბი.

მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ზი­კუ­რი შრო­მით, ად­გილ­მ­დე­ბა­რე ერ­კო­ტი­დან 7კმ-ის მან­ძილ­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს სას­მე­ლი წყა­ლი, გა­ა­კე­თეს რე­ზერ­ვუ­ა­რი, სა­ი­და­ნაც დღემ­დე ყვე­ლა ოჯახს წყა­ლი თა­ნაბ­რად მი­ე­წო­დე­ბა. ამა­ვე დროს, მთავ­რო­ბამ, მდი­ნა­რე მტკვარ­ზე, სოფ­ლის­თ­ვის ცალ­კე ააშე­ნა წყლის სა­ტუმ­ბო სად­გუ­რი, რი­თაც ხერ­ხ­დე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ვარ­გუ­ლის გა­სარ­წყა­ვი­ა­ნე­ბა. ასე­ვე, თი­თო­ე­ულ ოჯახს, სეს­ხის სა­ხით, მშე­ნებ­ლო­ბის­თ­ვის, მთავ­რო­ბამ გა­მო­უყო თან­ხა 4500 მა­ნე­თის ოდე­ნო­ბით, რი­თაც და­იწყო ახა­ლი სოფ­ლის შე­ნე­ბა.

სოფ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის დროს სტუმ­რად ჩა­მო­ვი­და ცკ-ის მდი­ვა­ნი, ბა­ტო­ნი ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე, რა დრო­საც იაკო­ბა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და ახალ­შო­ბი­ლი. მან ოჯახს ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბა მი­უ­ლო­ცა და ახალ­შო­ბილს და­არ­ქ­ვა სა­ხე­ლი „ივე­რი“, ამის გა­მო, „ოს­კე­რი­ის“ ნაც­ვ­ლად, სო­ფელს და­ერ­ქ­ვა „ივე­რია“.

1984-85 წლებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფომ ააშე­ნა სკო­ლა, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზით და გა­რე მო­ედ­ნით, რო­მე­ლიც გათ­ვ­ლი­ლი იყო 200 მოს­წავ­ლე­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად, სკო­ლა 8-წლი­ა­ნი იყო, 1989 წლამ­დე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო ბა­ტო­ნი ნო­დარ სურ­მა­ნი­ძე. პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ: სე­მიე ცეცხ­ლა­ძე, შო­რე­ნა ქო­ნი­ა­ძე, ნე­ლი ყა­ზაშ­ვი­ლი, თა­მარ მე­ლა­ძე, ლი­ა­ნა ლონ­და­რი­ძე, ნა­ნა დი­ა­სა­მი­ძე, იოსებ აბუ­ლა­ძე, ნი­ნო შა­ი­ნი­ძე.

1987 წლი­დან 8-წლი­ა­ნი სკო­ლა სა­შუ­ა­ლოდ გა­და­კეთ­და. მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტი გა­ი­ზარ­და და შე­ად­გენ­და 75 მოს­წავ­ლეს. 1989 წელს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის თავ­ჯ­დომ­რის მო­ად­გი­ლედ გა­და­იყ­ვა­ნეს და დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე, ბა­ტო­ნი შო­თა გე­ლა­ძე, რო­მე­ლიც 2003 წლამ­დე მუ­შა­ობ­და. 2003 წლი­დან დღემ­დე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მე გახ­ლავართ.

სკო­ლის შე­ნო­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, უტარ­დე­ბო­და რე­მონ­ტი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­ს­პერ­ტი­ზის დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­ნო­ბა დე­მონ­ტაჟს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და 2024 წლის­თ­ვის, ახა­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა.

2017 წელს სკო­ლა­ში ჩა­ტარ­და სოფ­ლის და­არ­სე­ბის 35 და სკო­ლის 30 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა.

სკო­ლა­ში 19 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უფ­რო­სი და ერ­თი წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რომ­ლებ­საც მი­ღე­ბუ­ლი აქვთ არა­ერ­თი სერ­ტი­ფი­კა­ტი და სი­გე­ლი.

ამ­ჟა­მად ივე­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 82 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა 50-60%, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, წარ­მა­ტე­ბით აბა­რებს ეროვ­ნულ გა­მოც­დებს და სწავ­ლას სა­ხელ­მ­წი­ფო და კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში აგ­რ­ძე­ლებს. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 80-90% საქ­მ­დე­ბა სა­ჯა­რო და კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­ში; 20-30% სწავ­ლას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში აგ­რ­ძე­ლებს.

სკო­ლა­ში შექ­მ­ნი­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი „სთა­რი“, წიგ­ნის მკითხ­ველ­თა კლუ­ბი „სამ­კითხ­ვე­ლო“, სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბ­ლი „ივე­რია“.

მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ოთხი პრო­ექ­ტი და მო­ი­პო­ვეს გრან­ტე­ბი. მო­გე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით:

  1. სოფ­ლის ცენ­ტ­რ­ში გა­შენ­და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სკვე­რი, სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რით (800 ლა­რი);
  2. სკო­ლა აღი­ჭურ­ვა სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რით (800 ლა­რი);
  3. სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნა­დი ფონ­დი შე­ივ­სო კლას­გა­რე­შე სა­კითხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რით (800 ლა­რი);
  4. სკო­ლას შე­ე­მა­ტა ხე­ლოვ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის­თ­ვის საჭირო რე­სურ­სე­ბი(800 ლა­რი).
თენგიზ შავაძე
ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები