3 მაისი, პარასკევი, 2024

სიყ­ვა­რუ­ლით ნა­შე­ნე­ბი ცოდ­ნის ტა­ძა­რი

spot_img

ქა­ლაქ ფოთ­ში, აკა­კის ქუ­ჩა­ზე, სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია დგას თე­ო­ფა­ნე და­ვი­თა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა, რომ­ლის კედ­ლებ­ში მრა­ვალ თა­ო­ბას გა­უვ­ლია ცოდ­ნის ურ­თუ­ლე­სი ლა­ბი­რინ­თე­ბი, სკო­ლა, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ჩვენს ქა­ლაქ­ში ცოდ­ნის ტა­ძარ­თა  მშე­ნებ­ლო­ბის ის­ტო­რია, სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის ლამ­პ­რის ან­თე­ბა.

XIX სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი…

თურ­ქ­თა სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ბა­ტო­ნო­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქა­ლა­ქი იწყებს გა­ნახ­ლე­ბა­სა და აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბას. რუ­სე­თის მე­ფის ბრძა­ნე­ბით, 1858 წლის 18 ნო­ემ­ბერს, ფო­თი გა­მოცხად­და სა­ნავ­სად­გუ­რო ქა­ლა­ქად, ხო­ლო 1863 წელს და­იწყო ნავ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა.

აღორ­ძი­ნე­ბის გზა­ზე დამ­დ­გა­რი ქა­ლა­ქის სა­მე­ურ­ნეო პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი მო­ითხოვ­და სა­ჭი­რო ცოდ­ნის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. სწო­რედ ამი­ტომ, მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ქა­ლა­ქის მმარ­თ­ვე­ლო­ბის მოთხოვ­ნით, 1867 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან, კავ­კა­სი­ის სას­წავ­ლო ოლ­ქის მზრუნ­ვე­ლის ნე­ბარ­თ­ვით, ფოთ­ში გა­იხ­ს­ნა დაწყე­ბი­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი სწავ­ლე­ბის ორი წლის კურ­სით, სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რუ­სულ ენა­ზე.

დრო­ის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვ­ლე­ბო­და სწავ­ლე­ბის ფორ­მა და ში­ნა­არ­სი – სა­მეგ­რე­ლოს სა­მაზ­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი, სამ­კ­ლა­სი­ა­ნი, ოთხ­კ­ლა­სი­ა­ნი, ექ­ვ­ს­კ­ლა­სი­ა­ნი, უმაღ­ლე­სი დაწყე­ბი­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა შრო­მის სკო­ლა, პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ათ­წ­ლე­დი, სა­ნი­მუ­შო პირ­ვე­ლი სკო­ლა – ასე იწო­დე­ბო­და იგი სხვა­დას­ხ­ვა დროს. 1944 წელს გა­და­კეთ­და სა­შუ­ა­ლო სკო­ლად, სა­დაც მხო­ლოდ გო­გო­ნე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ, 1954 წლი­დან შე­მო­ღე­ბულ იქ­ნა ქალ-ვაჟ­თა ერ­თად სწავ­ლე­ბა და იწო­დე­ბო­და ფო­თის პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლად.

ტა­ძა­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­საკ­რე­ბე­ლია, ასეა სკო­ლაც – იგი ცოდ­ნის ტა­ძა­რია და ამი­ტო­მაც სიყ­ვა­რუ­ლით, სი­სა­თუ­თით აგებ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის, ნი­კო ნი­კო­ლა­ძის ძა­ლის­ხ­მე­ვა და ინი­ცი­ა­ტი­ვა – 1898 წლის 21 მა­ისს ქა­ლა­ქის თავ­მა, ქა­ლა­ქის მმარ­თ­ვე­ლო­ბის სხდო­მა­ზე, მო­ითხო­ვა, რომ სა­მეგ­რე­ლოს ექ­ვ­ს­კ­ლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის აშე­ნე­ბუ­ლი­ყო ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ქვის შე­ნო­ბა. ახა­ლი პრო­ექ­ტი და ხარ­ჯ­თაღ­რიცხ­ვა დამ­ტ­კიც­და 1902 წლის 18 ივ­ნისს. სკო­ლის შე­ნო­ბას სა­ძირ­კ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა 1902 წლის 20 ივ­ნისს. სა­ძირ­კ­ვ­ლის ჩაყ­რის ცე­რე­მო­ნი­ალს ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: ქუ­თა­ი­სის გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ქა­ლა­ქის თა­ვი ნი­კო ნი­კო­ლა­ძე, ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სა­ხალ­ხო სკო­ლე­ბის ინ­ს­პექ­ტო­რი და სხვა პი­რე­ბი. 1904 წლის ზაფხულ­ში დას­რულ­და მშე­ნებ­ლო­ბა და, 1904 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბ­რი­დან, სა­მეგ­რე­ლოს ექ­ვ­ს­კ­ლა­სი­ან­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა მუ­შა­ო­ბა და­იწყო ახალ შე­ნო­ბა­ში.

1961 წელს პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლას გა­მო­ე­ყო მეშ­ვი­დე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით – მე-9 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტის ზრდის გა­მო, 1963 წელს აშენ­და მე­ო­რე კორ­პუ­სი.

რამ­დე­ნი სტუ­მა­რი ჰყო­ლია სკო­ლას – ქარ­თ­ვე­ლი, უცხო­ე­ლი, ყვე­ლა აღუფ­რ­თო­ვა­ნე­ბია შე­ნო­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ არ­ქი­ტექ­ტუ­რას, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­სა­და­ვი­თა და მო­ნუ­მენ­ტუ­რო­ბით, ერ­თ­დ­რო­უ­ლად. დღეს იგი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლია.

პირ­ვე­ლი სკო­ლის ჭერ­ქ­ვეშ ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რ­და აღი­ზარ­და და დად­გა ცხოვ­რე­ბის სწორ გზა­ზე. მათ შო­რის იყ­ვ­ნენ და დღე­საც არი­ან მეც­ნი­ე­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის, კულ­ტუ­რის, მე­დი­ცი­ნის, მრეწ­ვე­ლო­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გე­ბის რი­გი­თი მუ­შა­კე­ბი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი.

სხვა­დას­ხ­ვა დროს ფო­თის პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში (მა­შინ­დელ ექ­ვ­ს­კ­ლა­სი­ან სას­წავ­ლე­ბელ­ში) სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს ისეთ­მა გა­მო­ჩე­ნილ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, რო­გო­რე­ბიც არი­ან: აკა­დე­მი­კო­სე­ბი – ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჩი­ტაია, შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა, თე­ო­ფა­ნე და­ვი­თაია; პო­ე­ტი ალიო  მირ­ცხუ­ლა­ვა, მწე­რა­ლი რო­დი­ონ ქორ­ქია, იონა ვა­კე­ლი (მეგ­რე­ლი­ძე), პო­ე­ტი ჯე­მალ ჩა­ხა­ვა. ჩვე­ნი სკო­ლის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია ბ-ნი გო­ჩა ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე – ჰა­ა­გის სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თ­ლოს მო­სა­მარ­თ­ლე.

1981 წელს სკო­ლას დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, აკა­დე­მი­კოს თე­ო­ფა­ნე და­ვი­თა­ი­ას სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. მრა­ვა­ლი ღირ­სე­უ­ლი და სა­ხე­ლო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღი­ზარ­და პირ­ვე­ლი სკო­ლის კედ­ლებ­ში, რომ­ლებ­მაც სა­თა­ვე და­უ­დეს სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის სწავ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ებს. რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, ქა­ლაქ ფო­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, ქალ­ბა­ტო­ნი თი­ნა ჭო­ჭუა, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში იწყებს მოღ­ვა­წე­ო­ბას. 1941 წელს, მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით, შე­იქ­მ­ნა ქი­მი­ის კა­ბი­ნეტ-ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია სა­თა­ნა­დო ხელ­საწყო­ე­ბი­თა და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბით.

დღეს ეს ლა­ბო­რა­ტო­რია ქალ­ბა­ტო­ნი თი­ნა ჭო­ჭუ­ას სა­ხე­ლო­ბი­საა. ქი­მი­ის სწავ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს თი­ნა ჭო­ჭუ­ას მოს­წავ­ლე – ქ-ნი ნატ­რუ­ლი ტა­ბი­ძე. იგი 82 წლი­საა და კვლავ ენერ­გი­უ­ლად უძღ­ვე­ბა თა­ვის საქ­მეს. მი­სი  ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქი­მი­ის ლა­ბო­რა­ტო­რია სრუ­ლად გა­ნახ­ლ­და 2020 წელს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და კომ­პა­ნია „EYGeorgia“-ს და­ფი­ნან­სე­ბით, რომ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გახ­ლ­დათ რუს­ლან ხო­როშ­ვი­ლი.

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვითა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ნა­ყო­ფი­ე­რი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რ­დო­ბის გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი დი­დი წვლი­ლის­თ­ვის, ქ-ნ ნატ­რუ­ლი ტა­ბი­ძეს, 2021 წელს, მი­ე­ნი­ჭა სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბა. იგი და­ჯილ­დოვ­და სა­პა­ტიო სი­გე­ლი­თა და სამ­კერ­დე ნიშ­ნით.

დღეს 864 მოს­წავ­ლის აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბის საქ­მეს სკო­ლის უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პრო­ცეს­ში. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბულ­მა ნა­ბი­ჯებ­მა ხე­ლი შე­უწყო სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რის შე­დე­გად კი­დევ უფ­რო კრე­ა­ტი­უ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი გახ­და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა. სკო­ლა­ში და­ნერ­გი­ლია პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა, რა­მაც მოს­წავ­ლე­ებ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რე­ბი განა­ვი­თა­რა; სკო­ლა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი „დე­მო­სი“, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი (კლუ­ბის მე­ურ­ვე – სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი მაია გვა­სა­ლია).

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­დე­გია, რომ ქა­ლაქ ფო­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა ევ­რო­პის საბ­ჭოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სკო­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის წევ­რია. 2022 წლის 7-9 დე­კემ­ბერს, ქა­ლაქ სტრას­ბურ­გ­ში, გა­ი­მარ­თა ამ ქსე­ლის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შეხ­ვედ­რა­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყო 7 სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მათ შო­რის გახ­ლ­დით მეც, რო­გორც ქა­ლაქ ფო­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და №3 სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ლე­ლა კე­მუ­ლა­რია, ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტით „ჩვე­ნი ხმა სკო­ლა­ში“.

№1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში შექ­მ­ნი­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­რე­მო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. 2023 წელს სკო­ლამ  წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი.

მოამზადა ნონა ჟვანიამ

რე­დაქ­ცი­ის­გან:  2007-2023 წლებ­ში სკო­ლას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ქ-ნი ნო­ნა  ჟვა­ნია, რო­მე­ლიც ორ­ჯერ ზე­დი­ზედ იყო არ­ჩე­უ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რად. ამ­ჯე­რად იგი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რია, ხო­ლო №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რად არ­ჩე­უ­ლია ბა­ქარ ერა­გია.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები