27 აპრილი, შაბათი, 2024

საუბრები ასტრონომიაზე

spot_img
მანანა კიკაჩეიშვილი
სკოლის დირექტორი

 

სსიპ ქალაქ თბილისის №72 სკოლის პედაგოგებმა, ანა ფურცელაძემ და ლელა ხუნაშვილმა, მათემატიკის კლუბისა და წრეების მონაწილე მოსწავლეებთან ერთად, დაგეგმეს ექსკურსია თბილისის ციფრულ სივრცეში, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებში საგნის მიმართ მოტივაციის ამაღლება და ინტერესის გაღვივება. მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობა აღმოჩნდა, სადაც იკვეთებოდა მათემატიკის როლი ციფრულ ტექნოლოგიებში, მაგრამ მოსწავლეებს უკმარისობის განცდა დარჩათ იმის გამო, რომ ამ ვირტუალურ სივრცეში პლანეტები, ხელოვნური თანამგზავრები და მათთვის უცნობი სხვა საგნები იკვეთებოდა. ვიზუალური ეფექტები არ იყო გაფორმებული შესაბამისი აუდიოტექსტებით, არც ტიტრებით. ამიტომაც, უამრავ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პედაგოგი ანა ფურცელაძე მოსწავლეებს ასტრონომიულ სკოლასთან დაკავშირებას დაჰპირდა.

სკოლაში მოვიწვიეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ბატონი გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც, უამრავი წყაროებით გამდიდრებული ინფორმაციით, ბავშვების დიდი სიყვარული და მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრის სრული შემადგენლობის მოწონება დაიმსახურა. ბევრი კითხვა დაისვა, დროის უკმარისობის გამო, ვერ მოხერხდა ბავშვებისთვის საინტერესო ყველა საკითხის სრულად ამოწურვა. ბატონი გიორგი შეჰპირდა მოსწავლეებს, რომ მომავალ ხუთშაბათსაც გვესტუმრება და გააგრძელებს საუბარს ვარსკვლავების შესახებ, მოიტანს ტელესკოპს და ბავშვებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ პლანეტა მზეს.

მოსწავლეებმა ასტრონომიის სკოლაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. ამით უფრო მეტად და ფართოდ გაეხსნებათ ასტრონომიის ცოდნის კარი. აუდიტორია მოიცავდა ყურადღებიან და მოწესრიგებულ მსმენელს, მადლობა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით Xზ და Xგ კლასების მოსწავლეებს, საორგანიზაციო საქმეებში აქტიური მონაწილეობისათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები