5 მაისი, კვირა, 2024

სიყ­ვა­რულს და­ვარ­ქ­ვი მე შე­ნი სა­ხე­ლი

spot_img

თა­მუ­ნა გრი­გო­ლია
სსიპ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხ. ქ. წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

სსიპ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე აქ­ტი­ვო­ბით, ღია გაკ­ვე­თი­ლი­თა თუ შთამ­ბეჭ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა. 145 წლის ძირ­ძ­ველ სკო­ლას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დი­დი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცია აქვს. ამ ცოდ­ნის კე­რა­ში ცხოვ­რე­ბა დუღს და სი­ცოცხ­ლე ხა­რობს. შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლა-სწვლე­ბის პრო­ცე­სიც პო­ზი­ტი­ურ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სიტყ­ვას ამ­ბობს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც 15 აპ­რი­ლი იყო. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­ლო­მე ქო­ბა­ლი­ამ, სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მას შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა და­უ­კავ­ში­რა და, სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე დე­და­ე­ნის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, სიყ­ვა­რუ­ლის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა, სა­ხელ­წო­დე­ბით: „სიყ­ვა­რულს და­ვარ­ქ­ვი მე შე­ნი სა­ხე­ლი“ გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ნა­წარ­მო­ე­ბის „მა­რი­ტას“ მი­ხედ­ვით.

ლი­ტე­რა­ტუ­რულ-თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ VIIIბ კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი (დამ­რი­გე­ბე­ლი — თა­თია ივა­ნიშ­ვი­ლი; ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი – სა­ლო­მე ქო­ბა­ლია). მათ შთამ­ბეჭ­და­ვად წარ­მო­ად­გი­ნეს „მა­რი­ტას“ სი­უ­ჟე­ტი და ტექ­ს­ტ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვი ცეკ­ვე­ბი­თა და სიმ­ღე­რე­ბით გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნეს. საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი იყო: მოს­წავ­ლე­თათ­ვის გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის გაც­ნო­ბა და უკეთ შეს­წავ­ლა; მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­აზ­რე­ბა და გა­თა­ვი­სე­ბა; ავ­ტო­რის შე­ხე­დუ­ლე­ბის ამოც­ნო­ბა სიყ­ვა­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბით; ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბი­თი კითხ­ვით წა­კითხ­ვა, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და იმ­პ­რო­ვი­ზე­ბა; მოს­წავ­ლე­ებს მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით ემ­ს­ჯე­ლათ ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ თვით­შეგ­ნე­ბა­სა და ბრბოს ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე, შეს­წავ­ლი­ლი კი და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან; გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნათ ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის (მუ­სი­კის, ცეკ­ვის) რო­ლი და მოს­წავ­ლე­ებ­ში გან­მ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი­ყო ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გი – ლი­ტე­რა­ტუ­რულ-თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ის შექ­მ­ნა და აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე წარ­დ­გე­ნა.

15 აპ­რი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­სა და გუ­ლის გა­მო­ძა­ხი­ლი, სიყ­ვა­რუ­ლის სა­გა­ლო­ბე­ლი და იმის სათ­ქ­მე­ლი, რომ „ყვე­ლა­ფე­რი ძველ­დე­ბა მზის­ქ­ვე­შეთ­ში, მტვრად და ფერ­ფ­ლად უბ­რუნ­დე­ბა მა­რა­დი­სო­ბის წი­აღს“, მაგ­რამ მა­რა­დი­უ­ლია სიყ­ვა­რუ­ლი. ის „არა­სო­დეს არ გა­და­ვა“.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ფა­ქი­ზო ფან­ჩუ­ლი­ძე, სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე და­ლი სი­ლა­გა­ძე, სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი და სხვა­დახ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი. ქალ­ბა­ტონ­მა ფა­ქი­ზომ და მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წარ­მოდ­გე­ნა და სა­უ­კე­თე­სოს ტი­ტუ­ლიც უბო­ძეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები