8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

სა­ი­უ­ბი­ლეო ოთხ­მოც­დათხუთ­მე­ტის გა­და­სა­ხე­დი­დან

spot_img
თა­მაზ აბუ­ლა­ძე
სსიპ თე­მურ ზა­ქა­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­რა­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ხა­რა­უ­ლა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დან­და­ლოს თემ­ში მდე­ბა­რე­ობს, მდი­ნა­რე აჭა­რის­წყ­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, IX-X სა­უ­კუ­ნე­ე­ბის უნი­კა­ლუ­რი თა­ღი­ა­ნი ხი­დი­დან იწყე­ბა და შე­ფე­ნი­ლია ფერ­დო­ბებ­ზე. ამ სო­ფელ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სიძ­ვე­ლე­ე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ აქ და­სახ­ლე­ბა X სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბუ­ლა.

აჭა­რა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მე-16 სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბი­დან, ოს­მა­ლებ­მა და­იპყ­რეს, მაგ­რამ 60-იანი წლე­ბის თურ­ქულ დავ­თ­რებ­ში ეს სო­ფე­ლი ნახ­სე­ნე­ბი არაა. რო­გორც ჩანს, აქა­უ­რე­ბი მტერს შე­აკ­ვ­დ­ნენ და და­უ­სახ­ლე­ბე­ლი სოფ­ლის აღ­წე­რას რა­ღა აზ­რი ჰქონ­და.

ამის შემ­დეგ კვლავ გაჩ­ნ­და აქ მო­სახ­ლე­ო­ბა. მე-18 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, დან­და­ლოს აჯან­ყე­ბის შემ­დეგ, რო­ცა მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა გამ­წყ­და­რა, ზ. ჭი­ჭი­ნა­ძის ცნო­ბით, დან­და­ლო­ში იმე­რე­თი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­თა­გან, ვე­ლი­აშ­ვი­ლი და ზა­ქა­რა­ძე ხა­რა­უ­ლა­ში და­ცა­რი­ე­ლე­ბულ სახ­ლებ­ში შე­სახ­ლე­ბუ­ლან (ამ გვა­რე­ბის უბ­ნე­ბი დღე­საც არ­სე­ბობს, ზა­ქა­რა­ძე­ე­ბი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რიცხოვ­ნად არი­ან სო­ფელ­ში). ამ დრო­ი­დან აქა­უ­რე­ბი, ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, გა­მუს­ლი­მა­ნე­ბუ­ლან, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, უბ­რა­ლოდ, აღარ და­უ­ტო­ვეს ოს­მა­ლებ­მა.

წელს წე­ლი მის­დევ­და, ოს­მა­ლებს კი ერ­თი ნა­ბი­ჯიც არ გა­და­უდ­გამთ ქარ­თ­ველ­თა წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის, მე­ჩე­თი და მედ­რე­სეც არ აუგი­ათ. ერ­თა­დერ­თი მე­ჩე­თი და მედ­რე­სე მე­ფის რუ­სე­თის დროს გახ­ს­ნი­ლა, მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში. არც რუ­სებს გა­მო­უდ­ვი­ათ თა­ვი აქა­ურ­თა გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. 40 წლის მან­ძილ­ზე, ქე­დის მაზ­რა­ში მხო­ლოდ 2 სკო­ლა გახ­ს­ნეს: ერ­თი ქე­და­ში – 1903 წელს და მე­ო­რე – მა­ხუნ­ცეთ­ში, 1913 წელს, თა­ნაც ორი­ვე რუ­სუ­ლი.

♦♦♦

წი­ნამ­დე­ბა­რე ის­ტო­რი­ულ ექ­ს­კურსს იმის­თ­ვის მივ­მარ­თე, რომ მეთ­ქ­ვა: ამ სო­ფელ­ში, რო­გორც მთლი­ა­ნად აჭა­რა­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა 1921 წლი­დან გა­ი­შა­ლა. ეს ნათ­ქ­ვა­მი ზო­გი­ერთს მწა­რედ მოხ­ვ­დე­ბა გულ­ზე, რად­გან არ სურს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და­დე­ბი­თის გა­გო­ნე­ბა, მაგ­რამ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ აჭა­რა­ში, სა­დაც 1921 წელს მო­სახ­ლე­ო­ბის 94% წე­რა-კითხ­ვის უცო­დი­ნა­რი იყო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ი­შა­ლა. დან­და­ლოს თემ­ში პირ­ვე­ლი სკო­ლა 1922 წელს გა­იხ­ს­ნა, მე­ო­რე – სო­ფელ ხა­რა­უ­ლა­ში, 1928 წლის 20 ნო­ემ­ბერს. ამ დღეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ და­ქი­რა­ვე­ბულ კერ­ძო სახ­ლ­ში, ლი­ზა სურ­გუ­ლა­ძემ მერ­ხებს მი­უს­ხა 27 მოს­წავ­ლე, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ 12-მა გა­აგ­რ­ძე­ლა სწავ­ლა. ასე­თი იყო მძი­მე რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც ისიც ადას­ტუ­რებს, რომ მოს­წავ­ლე­ებ­ში არც ერ­თი გო­გო­ნა არ ერია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ, აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1957 წლამ­დე, სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა (1940 წლამ­დე – ყვე­ლა) გუ­რია-იმე­რე­თი-სა­მეგ­რე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ 60-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ასე იყო მთელ აჭა­რა­ში, ამი­ტომ მა­თი ამა­გი უდი­დე­სი, მა­რა­დი­უ­ლად სა­დი­დე­ბე­ლი და წა­რუშ­ლე­ლია! ამ პე­და­გო­გებ­მა წე­რა-კითხ­ვის უცო­დინ­რო­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სკო­ლე­ბიც გახ­ს­ნეს და 1940 წლი­სათ­ვის უკ­ვე 94%-მა იცო­და წე­რა-კითხ­ვა.

გარ­და ამი­სა ამ პე­და­გო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა სხვა მხრი­ვაც იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი – ოს­მა­ლებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­ამ­კ­ვიდ­რეს სის­ხ­ლის აღე­ბის ტრა­დი­ცია, რაც, სულ რა­ღაც 12 წე­ლი­წად­ში, აღიკ­ვე­თა; ამას­თან მტრებ­მა ქა­ლი ჩა­ამ­წყ­ვ­დი­ეს სი­ლა­მა­ზის დი­ლეგ­ში, ჩად­რ­ში გა­ახ­ვი­ეს და არა­ვინ ეკითხე­ბო­და გათხო­ვე­ბა-და­ქორ­წი­ნე­ბას, 60 წლის მა­მა­კაც­საც გა­ა­ყო­ლებ­დ­ნენ პა­ტა­რა გო­გო­ნებს. ეს უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი მოკ­ლე დრო­ში იქ­ნა დაძ­ლე­უ­ლი. ოს­მა­ლებ­მა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ამო­ძირ­კ­ვეს ვა­ზი, აჭარ­ლებ­მა კი ტყე­ებ­ში გა­და­მალ­ვით გა­და­არ­ჩი­ნეს უძ­ვე­ლე­სი ჯი­შე­ბი. 30-იან წლებ­ში კვლავ ჩა­ი­ყა­რა ვა­ზი და კვლავ აგუ­გუნ­და ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლე­ბი.

გა­სა­ო­ცა­რი იყო ისიც, რომ გუ­რია-იმე­რე­თი-სა­მეგ­რე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქალ­მა პე­და­გო­გებ­მა, რომ­ლებ­საც წა­მოს­ვ­ლი­სას აში­ნებ­დ­ნენ აჭა­რე­ლი მა­მა­კა­ცე­ბით, მა­ლე აუღეს ალ­ღო ვი­თა­რე­ბას, და­ი­ნა­ხეს, რომ არა­ფე­რი იყო სა­ში­ში და თხოვ­დე­ბოდ­ნენ კი­დეც აქა­ურ ჭა­ბუ­კებ­ზე. პირ­ვე­ლად ეს ნა­ბი­ჯი 1937 წელს ჩა­მო­სულ­მა ანე­ტა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა გა­დად­გა, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა აჭა­რა­ში და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე (1981 წლამ­დე) ემ­სა­ხუ­რა სო­ფელს. ვე­რა­ფერ სა­თა­კი­ლოს ვერ ვხე­დავ ამ ფაქ­ტ­ში და მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ქალ­ბა­ტონ ანე­ტას შე­მო­უ­ტა­ნია სო­ფელ­ში პირ­ვე­ლი უთო და გა­უ­თო­ე­ბის კულ­ტუ­რა და­უმ­კ­ვიდ­რე­ბია.

ანე­ტას მა­გა­ლი­თი ხა­რა­უ­ლის სკო­ლის კი­დევ ოთხ­მა პე­და­გოგ­მა გა­ი­ზი­ა­რა. ამ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მას­პინ­ძ­ლად ქცე­ვამ უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლე­ბის წინ­ს­ვ­ლა­ში (სხვა­თა შო­რის, კა­ტუ­შა ღლონ­ტ­მა სო­ფელ­ში ჭრა-კერ­ვის სკო­ლაც გახ­ს­ნა).

რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბით აუცი­ლე­ბე­ლია, სკო­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც მო­გითხ­როთ: კერ­ძო სახ­ლი­დან სკო­ლა, 1934 წელს, მის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად აგე­ბულ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­და, მაგ­რამ ის 1936 წელს და­იწ­ვა და ისევ კერ­ძო სახ­ლ­ში გაგ­რ­ძელ­და სწავ­ლა ორ ცვლად. 1937 წელს, დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის ად­გილ­ზე, აშენ­და შე­ნო­ბა შვიდ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლის­თ­ვის და გა­იხ­ს­ნა კი­დეც. 1956-1957 წლებ­ში ოთა­ხე­ბი მი­ა­შე­ნეს და 1957 წლი­დან სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ამოქ­მედ­და. 1988 წელს, იმა­ვე ად­გილ­ზე, 250 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლი­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნო­ბა აშენ­და, რო­მე­ლიც დღე­საც ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.

1937 წელს გახ­ს­ნი­ლი შვიდ­წ­ლი­ა­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გახ­და, შემ­დ­გომ­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გორ­დის იმ­ნა­იშ­ვი­ლი. 1940 წლი­სათ­ვის ამ სკო­ლამ პირ­ველ გა­მოშ­ვე­ბას – 14 მოს­წავ­ლეს და­უ­ლო­ცა გზა უფ­რო დიდ ას­პა­რეზ­ზე. მათ­გან, მა­ლე, ექ­ვ­სი პე­და­გო­გი გახ­და, ორი – კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და ერ­თი – საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, შვიდ­წ­ლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბით. ასე ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი სოფ­ლის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას.

პირ­ვე­ლი აჭა­რე­ლი, ვინც 1941 წელს სკო­ლის დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა, ლე­ვან დი­ა­სა­მი­ძე იყო, ქე­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზენ­დი­დი­დან, თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი. 1942-1945 წლებ­ში მას ჩა­ე­ნაც­ვ­ლა ისევ ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რი, ქე­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძენ­წ­მა­ნი­დან – სერ­გო სურ­მა­ნი­ძე. მი­სი დი­რექ­ტო­რო­ბის დროს, 1943 წელს, აქ მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­იწყო პირ­ველ­მა ხა­რა­უ­ლელ­მა, მი­ხე­ილ ზა­ქა­რა­ძემ, ქე­დის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ. მე­ო­რე წელს მის კვალს კი­დევ ორი თა­ნაკ­ლა­სე­ლი გაჰ­ყ­ვა. 1945-1950 წლებ­ში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და პირ­ვე­ლი ხა­რა­უ­ლე­ლი – არ­ჩილ ტა­კი­ძე, 1951 წელს კი – უკ­ვე უმაღ­ლეს დამ­თავ­რე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ზა­ქა­რა­ძე, პირ­ვე­ლი ხა­რა­უ­ლე­ლი, გახ­და მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

ად­გი­ლობ­რივ­მა გო­გო­ნებ­მა1930 წლი­დან და­იწყეს სკო­ლა­ში სწავ­ლა და უკ­ვე 1957 წელს პირ­ველ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა ქალ­მა, თი­ნა ცი­ნა­რი­ძემ, შემ­დ­გომ­ში ორ­დე­ნო­სან­მა პე­და­გოგ­მა, აიღო ხელ­ში სას­კო­ლო ჟურ­ნა­ლი.

1951 წლი­დან დღემ­დე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ: 1955-1957 და 1963-1993 წლებ­ში – ოთარ მჟა­ვა­ნა­ძე, აჭა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 1957-1963 წლებ­ში – მი­ხე­ილ ზა­ქა­რა­ძე, 1993-2004 წლებ­ში – ოთარ ბე­რი­ძე (ღირ­სე­ბის მედ­ლის მფლო­ბე­ლი), 2004-2007 წლებ­ში – ალექ­სან­დ­რე იმ­ნა­ძე, 2007-2017 წლებ­ში – მაყ­ვა­ლა ზა­ქა­რა­ძე, 2017 წლი­დან დი­რექ­ტო­რია მურ­მან ზა­ქა­რა­ძე. 1951 წლი­დან დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბიც ყო­ველ­თ­ვის ხა­რა­უ­ლე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ ხა­რა­უ­ლა­ში მო­მუ­შა­ვე პე­და­გო­გე­ბი­დან ორი სხვა სკო­ლა­ში გახ­და დი­რექ­ტო­რი, ხა­რა­უ­ლის სკო­ლის აღ­ზ­რ­დი­ლე­ბი­დან თორ­მეტ­მა კი დი­რექ­ტო­რად იმუ­შა­ვა, დღეს ოთხი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი: მურ­მან ზა­ქა­რა­ძე, ბად­რი ბე­რი­ძე, ინ­გა ბე­რი­ძე და ცი­რა აბუ­ლა­ძე მუ­შა­ო­ბენ დი­რექ­ტო­რე­ბად ქე­დის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში.

სულ მა­ლე, 20 ნო­ემ­ბერს, სკო­ლას 95 წე­ლი უს­რულ­დე­ბა, ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია წარ­მო­ვა­ჩი­ნო მის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თვალ­სა­ჩი­ნო რო­ლი. ჯერ იმას გა­ვუს­ვამ ხაზს, რომ პე­და­გო­გი­ურ­მა კო­ლექ­ტივ­მა, პირ­ვე­ლად, 85 წლის იუბი­ლე აღ­ნიშ­ნა. მა­შინ სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, ჩე­მი ავ­ტო­რო­ბით, 500-გვერ­დი­ა­ნი წიგ­ნი გა­მო­ი­ცა – „ორი სოფ­ლის ჩი­რაღ­და­ნი“.

რა­ტომ ორი სოფ­ლის? ეს სკო­ლა ემ­სა­ხუ­რე­ბა არა მარ­ტო ხა­რა­უ­ლელ მოს­წავ­ლე­ებს, არა­მედ მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის – ჯა­ლა­ბაშ­ვი­ლე­ბი­სა­საც. პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა ხა­რა­უ­ლის სა­შუ­ა­ლო სკო­ლამ 1960 წელს იზე­ი­მა, მას შემ­დეგ 1100-მდე ახალ­გაზ­რ­დამ და­ამ­თავ­რა სკო­ლა, მათ შო­რის უმაღ­ლეს დამ­თავ­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 250-ს აღ­წევს, აქე­დან 100-ზე მეტ­მა პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, ათე­უ­ლებს ით­ვ­ლის ექიმ­თა, იურის­ტ­თა, ჟურ­ნა­ლის­ტ­თა, ინ­ჟი­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. სა­შუ­ა­ლო-სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე­თა რიცხ­ვი უფ­რო მე­ტია და შრო­მით ას­პა­რეზ­ზე ყვე­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლია.

ხა­რა­უ­ლის სკო­ლის აღ­ზ­რ­დი­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს მი­აღ­წია არ­ჩილ ტა­კი­ძემ – იყო ქე­დის რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი, აჭა­რის სა­ოლ­ქო კო­მი­ტე­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე და აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი. მა­ღალ პარ­ტი­ულ და საბ­ჭო­თა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბით თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა მი­ხე­ილ ზა­ქა­რა­ძემ (სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა); ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სის­ტე­მა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ: ვლა­დი­მერ ზა­ქა­რა­ძე, მა­მია ცინ­ცა­ძე, სუ­ლი­კო აბუ­სე­ლი­ძე და სხვე­ბი; სხვა­დას­ხ­ვა დროს, სხვა­დას­ხ­ვა გა­ზე­თე­ბის მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რე­ბად მუ­შა­ობ­დ­ნენ: თა­მაზ აბუ­ლა­ძე, რე­სან ზა­ქა­რა­ძე და გო­ჩა აბუ­ლა­ძე; სატყეო დარ­გ­ში აჭა­რის სამ­მარ­თ­ვე­ლოს გა­ნა­გებ­და ქარ­თ­ლოს მან­ვე­ლი­ძე; სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­იხ­ვე­ჭეს: ან­ზორ მან­ვე­ლი­ძემ, და­ვით ზა­ქა­რა­ძემ და თე­მურ ზა­ქა­რა­ძემ; სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში სა­ხე­ლი გა­ით­ქ­ვეს პრო­ფე­სორ­მა ნო­დარ ბე­რი­ძემ, დოქ­ტო­რებ­მა – გუ­რამ ნა­კა­ში­ძემ და მაია ხა­რა­ძემ; სამ­წერ­ლო ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან – სან­დ­რო ბე­რი­ძე და გუ­რამ არ­ძე­ნა­ძე და ა.შ. ბა­ტო­ნი სან­დ­რო ამ­ჟა­მად ჟურ­ნალ „ჭო­რო­ხის“ რე­დაქ­ტო­რია.

ცალ­კე უნ­და შევ­ჩერ­დე ექიმ თე­მურ ზა­ქა­რა­ძე­ზე: ის აფხა­ზეთ­ში ომის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან ჩა­ე­ბა ბრძო­ლა­ში და უკა­ნას­კ­ნელ დღეს, 27 სექ­ტემ­ბერს, გა­მო­ვი­და იქი­დან. სხვა­თა შო­რის თე­მურ­მა და მის­მა მე­გობ­რებ­მა, დე­რე­ფა­ნი შექ­მ­ნეს მთავ­რო­ბის სახ­ლ­თან, რომ­ლი­თაც ვერ ან არ ისარ­გებ­ლა ეროვ­ნულ­მა გმირ­მა, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვამ. ომის შემ­დეგ თე­მუ­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ვე­ტე­რან­თა სამ­სა­ხუ­რის რე­გი­ო­ნულ დე­პარ­ტა­მენტს. ომ­გა­მოვ­ლილ კაცს გულ­მა უღა­ლა­ტა და 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ, ვე­ტე­რან­თა რეს­პუბ­ლი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ხა­რა­უ­ლის სკო­ლას მი­სი სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა.

აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ აფხა­ზეთ­ში იბ­რ­ძო­და, ასე­ვე, ხა­რა­უ­ლის სკო­ლა­ში აღ­ზ­რ­დი­ლი ედ­ნარ ზა­ქა­რა­ძე, არა­ერ­თი მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მა­ჩაბ­ლოს­თ­ვის ბრძო­ლებ­ში. ხა­რა­უ­ლის სკო­ლის სა­ხე­ლი შორს გა­ი­ტა­ნეს აქ მო­მუ­შა­ვე პე­და­გო­გებ­მა. პირ­ვე­ლი აჭა­რე­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან დი­ა­სა­მი­ძე, წლე­ბის მან­ძილ­ზე, მუ­შა­ობ­და ქე­დის რა­ი­ო­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის და არა­ერთ სა­ოლ­ქო დო­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე; სერ­გო სურ­მა­ნი­ძე და ვა­ჟა ბე­რი­ძე იყ­ვ­ნენ რა­ი­ო­ნუ­ლი რგო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა­თა გამ­გე­ე­ბი და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი; თა­მაზ გო­გი­აშ­ვი­ლი – ქე­დის რა­ი­ო­ნუ­ლი აღ­მას­კო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ხა­რა­უ­ლის სკო­ლის 6 პე­და­გოგ­სა და აღ­ზ­რ­დილს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ქე­დის რა­ი­ო­ნის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა.

აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ქ­ვას დღეს მო­მუ­შა­ვე პე­და­გო­გე­ბის შე­სა­ხე­ბაც: სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქე­თო სა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც 54 წე­ლია მუ­შა­ობს სკო­ლა­ში. მის 70-ზე მეტ მოს­წავ­ლეს ოლიმ­პი­ა­დებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს დიპ­ლო­მე­ბი, სი­გე­ლე­ბი და ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი, მა­ო­ცებს მის მი­ერ თავ­გან­წი­რუ­ლი შრო­მით შექ­მ­ნი­ლი სას­კო­ლო ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ელო­დე­ბა. ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლია ქი­მი­ის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი მაია ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც ახ­ლე­ბუ­რად უძღ­ვე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცესს. მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბებს აღ­წე­ვენ კონ­კურ­სებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში ქო­რე­ოგ­რაფ ზა­ზა მჟა­ვა­ნა­ძის რო­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რია, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი ტი­ტუ­ლი, არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის „ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ამაგ­და­რის“ და „ბრწყინ­ვა­ლე­ბის ორ­დე­ნე­ბის“ მფლო­ბე­ლი.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის აღ­ზ­რ­დი­ლის, დე­კა­ნოზ ბაგ­რატ ბე­რი­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო, ამ­ჟა­მად პენ­სი­ო­ნე­რი პე­და­გო­გის, მე­რი ბე­რი­ძის შე­სა­ხებ, ის თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას რა­ი­ონ­სა და მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ უზი­ა­რებ­და პე­და­გო­გებს, იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი სკო­ლის­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ყვე­ლას შე­სა­ხებ ვერ მო­გითხ­რობთ, სა­გა­ზე­თო სტა­ტია არ იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, ამი­ტომ აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ დღეს სკო­ლა­ში 20-ზე მე­ტი პე­და­გო­გი მუ­შა­ობს და მათ­გან ორი მენ­ტო­რია (რა­ი­ონ­ში სხვა არც არის), 3 – წამ­ყ­ვა­ნი და 12 – უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ამ კო­ლექ­ტი­ვის კი­დევ ერთ ღირ­სე­ბა­ზე მინ­და ვთქვა: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში რა სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დად­გა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო, მათ შო­რის, სკო­ლაც. მა­შინ პე­და­გო­გი თა­ვი­სი ხელ­ფა­სით ერ­თხელ თუ ჩა­ვი­დო­და ქა­ლაქ ბა­თუმ­ში და ასე­თი მძი­მე პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად არც ერთ პე­და­გოგს არ მი­უ­ტო­ვე­ბია სკო­ლა, რო­მელ­საც დღეს სხვა გა­სა­ჭი­რი აქვს: დრომ მო­ი­ტა­ნა და ცა­რი­ელ­დე­ბა სო­ფე­ლი – 250-მოს­წავ­ლი­ან სკო­ლას ახ­ლა 60 მოს­წავ­ლე ჰყავს მხო­ლოდ.

მინ­და მი­ვუ­ლო­ცო პე­და­გო­გებს სკო­ლის იუბი­ლე, გამ­ძ­ლე­ო­ბა და მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბა ვუ­სურ­ვო, რომ 100 წლის­თა­ვის გა­დახ­დაც შეძ­ლონ. თუმ­ცა, მარ­ტო მა­თი გარ­ჯა არ იკ­მა­რებს, სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ნად­გო­მა­ცაა სა­ჭი­რო.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები