2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

რო­ცა მოს­წავ­ლე გაკ­ვე­თილ­ზე მში­ე­რი ზის…

spot_img

სას­კო­ლო კვე­ბის თე­მამ, ბო­ლო წელს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რე შე­ი­ძი­ნა. თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის მა­ღალ­მა მაჩ­ვე­ნებ­ლებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ჯერ კი­დევ 2 წლის წინ, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის დაწყე­ბა მხო­ლოდ და­ა­ნონ­სე­ბად დარ­ჩა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა შე­ფა­სე­ბით, სას­კო­ლო კვე­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე შიმ­ში­ლის აღ­მოფხ­ვ­რა, ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კითხ­ვა, მა­შინ რა­ტომ არ ჩქა­რობს ქვე­ყა­ნა ამ ძა­ლი­ან სა­ჭი­რო პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვას, მით უფ­რო იმ სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფონ­ზე, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში 16 წლამ­დე ასა­კის 130 880 ბავ­შ­ვი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს იღებს, რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში ამ ასა­კობ­რი­ვი ბავ­შ­ვე­ბის 28%-ს შე­ად­გენს. თა­ვის­თა­ვად, ბევ­რი კვლე­ვაც არ სჭირ­დე­ბა, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვებს სკო­ლა­ში კვე­ბის არც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა აქვთ და არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან თვალ­სა­ჩი­ნოა ჩვენ გარ­შე­მო, მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის ან ჩვენ­სა­ვე ოჯა­ხებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის მა­გა­ლით­ზე. კვლე­ვე­ბის გარ­და, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, თე­მის აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბამ ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა გა­მოკ­ვე­თა, ალა­პა­რაკ­დ­ნენ მშობ­ლე­ბიც და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რომ სკო­ლებ­ში ბავ­შ­ვე­ბის დი­დი ნა­წი­ლი შიმ­ში­ლობს. UNICEF-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სას­კო­ლო სა­ა­თებ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, მხო­ლოდ 27% იკ­ვე­ბე­ბა, ხო­ლო არას­დ­როს — ბავ­შ­ვე­ბის 35%; სკო­ლა­ში შიმ­ში­ლის შემ­თხ­ვე­ვე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ხში­რია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში და 45%-ს აღ­წევს. ცალ­კე თე­მაა, რას ჭა­მენ ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლებ­ში, რო­ცა სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 90%-ს, უბ­რა­ლოდ, არა აქვს ბუ­ფე­ტე­ბი, ხო­ლო ქა­ლაქ­ში გან­თავ­სე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 35%-ს – საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტე­ბი. არა­და, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს გა­იდ­ლა­ი­ნით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა სას­კო­ლო კვე­ბის  სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით, მო­ზარ­დე­ბის კვე­ბი­თი რა­ცი­ო­ნი უნ­და მო­ი­ცავ­დეს: ხი­ლი­სა და ბოს­ტ­ნე­უ­ლის საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას; სას­მე­ლი წყლის საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას; ხორ­ცის, თევ­ზის, კვერ­ცხის, ლო­ბი­ო­სა და სხვა ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტის საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას; რძე­სა და რძის ნა­წარმს; ცხი­მის, მა­რი­ლი­სა და/ან შაქ­რის შემ­ც­ველ საკ­ვებ­სა და სას­მე­ლებს – მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით. ეს გა­იდ­ლა­ი­ნი, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა იმ სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის  და არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს. რე­ა­ლო­ბის, სა­დაც ჩვენ გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც არა­თუ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა, გა­სინ­ჯუ­ლიც კი არ აქვთ, მა­გა­ლი­თად, ყვე­ლი ან ხორ­ცი…  სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა – ახალი განათლება (akhaliganatleba.ge)

გა­იდ­ლა­ი­ნიც მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი „ბავ­შ­ვის კვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ვა­რიან­ტია“, ისე­ვე რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ ორი წლის წინ წა­მოწყე­ბუ­ლი კამ­პა­ნია სას­კო­ლო კვე­ბის და­ნერ­გ­ვის თა­ო­ბა­ზე. ამ დროს კი, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის იმ 10%-ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, სა­დაც არა­ნა­ი­რი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა არ და­ნერ­გი­ლა და არც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამის კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მა არ არ­სე­ბობს. სას­კო­ლო კვე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, და­ნა­რჩე­ნი მსოფ­ლი­ოს 90%-ს, სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით, და­ნერ­გი­ლი აქვს  სას­კო­ლო კვე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბი.

რა ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი ასე­თია: ბავშვს, რო­მელ­საც გა­უ­მარ­თ­ლა და ეკო­ნო­მი­კუ­რად, შე­და­რე­ბით, ძლი­ერ ოჯახ­ში და­ი­ბა­და, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლა­ში ყოფ­ნის სა­ა­თებ­ში, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს მი­ირ­თ­ვას სახ­ლი­დან წა­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი ან იქ­ვე სკო­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში შე­ი­ძი­ნოს, შიმ­ში­ლით გუ­ლი რომ არ წა­უ­ვი­დეს. და ვი­საც არ გა­უ­მარ­თ­ლა?.. ვი­საც არ გა­უ­მარ­თ­ლა, შიმ­ში­ლობს (სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა სჭარ­ბობს).

მშო­ბე­ლი „ჩემს შვილს რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვა­ტა­ნე ლანჩ-ბოქ­სი სახ­ლი­დან, მაგ­რამ ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი მო­ი­ტა­ნა უკან. სხვებს რომ არ აქვთ საჭ­მე­ლი, მე­რი­დე­ბა ჭა­მაო.“

მას­წავ­ლე­ბე­ლი„შეს­ვე­ნე­ბა­ზე რომ გა­მოვ­დი­ვარ, გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვი ჭამს ლო­ბი­ანს და და­ნარ­ჩე­ნე­ბი მშივ­რე­ბი უყუ­რე­ბენ. სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვია.“

მას­წავ­ლე­ბე­ლი„ჩვენ­თან იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებს გუ­ლი წას­ვ­ლი­ათ შიმ­ში­ლის გა­მო. ამის მე­რე მათ რცხვე­ნო­დათ და ამი­ტომ სკო­ლა­ში აღარ მო­დი­ოდ­ნენ.“

სკო­ლის ექი­მი„მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი ად­გი­ლობ­რივ საცხობ­ში ყი­დუ­ლობს ლო­ბი­ანს და პი­ცას. ეს პი­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით მავ­ნე­ბე­ლია, რად­გან ძი­რი­თა­დად შე­ი­ცავს ცხა­რე ტო­მატ პას­ტას, მა­ი­ო­ნეზ­სა და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ძეხ­ვე­ულს, რი­სი მში­ერ­ზე მი­ღე­ბაც მოს­წავ­ლე­ე­ბის კუჭ-ნაწ­ლავს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ თუ კვე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ეს იყოს აუცი­ლებ­ლად ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი.“

ეს ცი­ტა­ტე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გად ასა­ხავს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლა­ში კვე­ბის რე­ა­ლო­ბას.

სას­კო­ლო კვე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მოძ­რა­ო­ბა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის შემ­დეგ და­იწყო. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სას­კო­ლო კვე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კამ­პა­ნი­ას „გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია“ აწარ­მო­ებს, რო­მე­ლიც უკ­ვე სას­კო­ლო კვე­ბის გლო­ბა­ლუ­რი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რია. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის (USAID Civil Society Engagement Program) მხარ­და­ჭე­რით.

გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი რე­ვაზ აფხა­ზა­ვა ამ­ბობს, რომ კო­ა­ლი­ცი­ამ უფა­სო სას­კო­ლო კვე­ბის კამ­პა­ნია, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, წა­მო­იწყო და აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უ­ჩი­ნოს რწმე­ნა – ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის, გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. „ანუ მრა­ვა­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტი აქვს. ამი­ტომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ერ­თი მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­ვა­ჩი­ნოთ მოთხოვ­ნა და მე­ო­რე მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის შევ­ქ­მ­ნათ კვლე­ვა­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რად გა­მარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს უფა­სო სას­კო­ლო კვე­ბის და­ნერ­გ­ვას ქვე­ყა­ნა­ში და, რაც მთა­ვა­რია, ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და მოხ­დეს იმ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე დრო­ში, უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რად­გან თა­ო­ბებს ვკარ­გავთ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც კვე­ბის დე­ფი­ცი­ტის გა­მო, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ ერ­თ­ვე­ბი­ან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში“.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, კო­ა­ლი­ცი­ამ ხუთ რე­გი­ონ­ში ჩა­ა­ტა­რა შეხ­ვედ­რე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან – მშობ­ლებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რებ­ზე სურ­დათ გა­ერ­კ­ვი­ათ, რას ფიქ­რო­ბენ ისი­ნი სას­კო­ლო კვე­ბის და­ნერ­გ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და რო­გორ ხე­და­ვენ თა­ვი­ანთ რე­გი­ონ­ში ამ სა­კითხის გან­ვი­თა­რე­ბას ან რო­გო­რი უნ­და იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ამ თე­მა­ზე. თავ­მოყ­რილ შე­დე­გებს, ან­გა­რი­შის სა­ხით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც წა­რუდ­გე­ნენ.

რევაზ აფხაზავა

რე­ვაზ აფხა­ზა­ვა: „რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, მათ შო­რის გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის კვლე­ვა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 77% ნა­წი­ლობ­რივ, ხში­რად ან ყო­ველ­თ­ვის გა­ნიც­დის შიმ­შილს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს. გარ­და ამი­სა, ფო­კუს­ჯ­გუ­ფე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, უამ­რავ კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლითს ვის­მენთ, რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­ცა კლას­ში მში­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი უზით. ბუ­ნებ­რი­ვია, შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბათ ბავ­შ­ვე­ბის გო­ნე­ბის და­კარ­გ­ვის ეპი­ზო­დე­ბი ან მუც­ლი­სა და თა­ვის ტკი­ვი­ლის ხში­რი ჩი­ვი­ლე­ბი, ასე­ვე, გახ­ში­რე­ბუ­ლი მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა ექიმ­თან, მი­ზე­ზით – კვე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ამას მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმი­თაც ხვდე­ბი­ან, რომ ბავ­შ­ვი მო­დუ­ნე­ბუ­ლია, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი აქვს, არ არის აქ­ტი­უ­რი… და მა­თი პირ­ვე­ლი კითხ­ვაა – დი­ლით ისა­უზ­მე? ნა­ჭა­მი ხარ? რო­გორც წე­სი, ბავ­შ­ვებს საჭ­მე­ლი არ აქვთ ნა­ჭა­მი. ისიც პრობ­ლე­მაა, რას ჭა­მენ მოს­წავ­ლე­ე­ბი (საკ­ვე­ბი, რაც მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, ძი­რი­თა­დად, არა­ჯან­სა­ღია). რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი­თაც იკ­ვე­ბე­ბი­ან, მაგ­რამ სის­ტე­მა­ტუ­რად არც მი­სი მოხ­მა­რე­ბაა მარ­თე­ბუ­ლი. აი, მა­გა­ლი­თად, ფო­კუს­ჯ­გუ­ფებ­ში, რე­გი­ო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან ხში­რად ლო­ბი­ა­ნი სა­ხელ­დე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე ჭა­მენ ბავ­შ­ვე­ბი. თა­ვის­თა­ვად, არ არის მავ­ნე საკ­ვე­ბი, მაგ­რამ ამ­დე­ნი ნახ­შირ­წყ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად, მთე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცხა­დია, კუჭ-­ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მებს გა­მო­იწ­ვევს. თუ იმ მო­ნა­ცე­მებ­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი­და­ნაა (რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მათ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა სახ­ლ­შიც არ აქვთ, არა­თუ სკო­ლა­ში), პრობ­ლე­მა კი­დევ უფ­რო მძიმ­დე­ბა. ამი­ტო­მაც უნ­და ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ბავ­შ­ვის კვე­ბა სკო­ლამ, ანუ სკო­ლამ მა­ინც უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს კვე­ბი­თი დე­ფი­ცი­ტის – მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შევ­სე­ბა ისე, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში, პან­დე­მი­ის დროს, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სწო­რედ ეს იყო – ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში არ და­დი­ოდ­ნენ და ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი სკო­ლა­ში მი­ე­ღოთ, ოჯა­ხებ­ში სას­კო­ლო ავ­ტო­ბუ­სე­ბით არი­გებ­დ­ნენ საკ­ვებს.

რე­გი­ო­ნებ­ში პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და მათი გა­დაჭ­რის გზე­ბის ად­გი­ლებ­ზე ძი­ე­ბა კამ­პა­ნი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რად­გან სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­სა და სკო­ლას სხვა­დას­ხ­ვა გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ­გან ვის­მენთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხებს ამ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­ცით, რომ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად, სო­ცი­ო­კულ­ტუ­რუ­ლად, ეკო­ნო­მი­კუ­რად და ა.შ. გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ჩვე­ნი სკო­ლე­ბი და მა­თი კონ­ტინ­გენ­ტი ერ­თ­მა­ნე­თის­გან. სწო­რედ ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზე უნ­და შევ­ძ­ლოთ ისე­თი მო­დე­ლის მო­ფიქ­რე­ბა, რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვთა­ვა­ზობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მას –  ყვე­ლა სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა უნ­და იყოს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, 2100-ვე სკო­ლა­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ, შე­იძ­ლე­ბა სკო­ლე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით დაჯ­გუფ­დეს. მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მოს­წავ­ლე­თა წი­ლის მი­ხედ­ვით და ა.შ. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, უკ­ვე მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და­იწყოს, თუ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამის ნე­ბა და სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ამის ნე­ბა არ არის. რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წარ­მოდ­გე­ნა აქვთ, რომ ერ­თი ხე­ლის მოს­მით უნ­და მოხ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი და რა­ღაც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებს იმი­ზე­ზე­ბენ, მაგ­რამ ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ „ლანჩ ბოქ­სის“ მო­დელს არ სჭირ­დე­ბა არც სა­სა­დი­ლო და არც ად­გილ­ზე მომ­ზა­დე­ბა. მაგ­რამ თუ კი ახა­ლა­შე­ნე­ბულ სკო­ლებ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ კა­ფე­ტე­რი­ებს, საჭ­მ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბელ სივ­რ­ცე­ებს და ა.შ., რა თქმა უნ­და, იმ სკო­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მო­დე­ლის ამუ­შა­ვე­ბაც; სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით და­ნერ­გ­ვაც, შე­იძ­ლე­ბა ეს სადღაც დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან და­იწყოს, სადღაც – ყვე­ლას­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლა­ში, სა­დაც 30 ბავ­შ­ვი სწავ­ლობს, კვე­ბა ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს. ერ­თი ოჯა­ხი­დან შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვი და­დი­ო­დეს სკო­ლა­ში, ამი­ტომ ორს ვა­ჭა­მოთ და ერთს არა, არ იქ­ნე­ბა სწო­რი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­ნა­ი­რი ტი­პის ქვეყ­ნის­თ­ვის, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვე­ბის, ძა­ლი­ან მძი­მეა და თან – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლი. ასე­თი ტი­პის სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბა, ერ­თი მხრივ, ბავ­შ­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს და მე­ო­რე მხრივ, მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეს და, შიმ­ში­ლის გა­მო, რა­ღაც და­ნა­კარ­გე­ბი აღარ ჰქონ­დეს. თუნ­დაც, სას­კო­ლო კვე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, მოს­წავ­ლე­ე­ბი მეტ­ხანს და­ვა­ყოვ­ნოთ სკო­ლა­ში, შევ­თა­ვა­ზოთ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სერ­ვი­სე­ბი, რაც რე­გი­ო­ნე­ბის­თ­ვის ხელ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლია და ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბავ­შ­ვე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ღარ რჩე­ბი­ან სკო­ლა­ში და სახ­ლ­ში გარ­ბი­ან იმ მი­ზე­ზით, რომ ში­ათ. იქაც რას ჭა­მენ, ეს კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა.

რე­ა­ლუ­რად, უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს სას­კო­ლო კვე­ბის და­ნერ­გ­ვას და თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჩვენ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბით მსოფ­ლიო ქვეყ­ნე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წილს, მათ შო­რის ჩვენს რე­გი­ონ­შიც, სა­დაც არა­ნა­ი­რი სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა არ გვაქვს.

სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სომ­ხეთ­შიც, აზერ­ბა­ი­ჯან­შიც, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­თა­ნაც მე­ტი სა­ერ­თო გვაქვს. ისი­ნი თუ ძლე­ვენ ამ პრობ­ლე­მას, ჩვენ­თ­ვი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია. რე­ა­ლუ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უამ­რავ ადა­მი­ანს ვაჭ­მევთ –  მსგავ­სი პრაქ­ტი­კა გვაქვს სა­ჯა­რო სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში, ვკვე­ბავთ ჯარს, პა­ტიმ­რებს, პა­ცი­ენ­ტებს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ა.შ. ამი­ტომ, ეს არ არის უტო­პი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნა და ხედ­ვა, არა­მედ სავ­სე­ბით რე­ა­ლის­ტუ­რია. მი­თუ­მე­ტეს, არა­ვინ ამ­ბობს, რომ ერთ დღეს გა­ვიღ­ვი­ძოთ და, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ყვე­ლა კლას­ში, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ჰქონ­დეს უფა­სო საკ­ვებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. მაგ­რამ, თუ გვინ­და, რომ ეს სის­ტე­მა ავა­მოქ­მე­დოთ და, თუნ­დაც, 5-10 წე­ლი­წად­ში უკ­ვე გა­მარ­თუ­ლი მო­დე­ლი გვქონ­დეს, დღეს უკ­ვე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და იდ­გ­მე­ბო­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ამის ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მოთ­ქ­მუ­ლა, არც ვა­დე­ბია გან­საზღ­ვ­რუ­ლი, არც გეგ­მე­ბი, არც სტრა­ტე­გი­ა­ში ჩანს“…

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, იგეგ­მე­ბა, ამ სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით (ეს მა­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ცაა), კამ­პა­ნი­ის გაშ­ლა და სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სას­კო­ლო კვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ა­ნამ­დე მი­ტა­ნა.

„ვფიქ­რობთ, კამ­პა­ნია უფ­რო აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­დეს და მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ძ­ლოთ მშობ­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან გა­ჩე­ნი­ლი მოთხოვ­ნე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა და მი­ვაღ­წი­ოთ მთა­ვარ მი­ზანს – რე­ა­ლუ­რად, სხვა გზა აღარ და­ვუ­ტო­ვოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, რომ უფ­რო აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, – აღ­ნიშ­ნავს რე­ვაზ აფხა­ზა­ვა, – სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცე­სებ­ში. ხაზ­გას­მით ვამ­ბობთ, რომ სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვის დაწყე­ბა რე­ა­ლის­ტუ­რია, ამის რე­სურ­სე­ბიც არ­სე­ბობს. ყვე­ლამ ვი­ფიქ­როთ იმა­ზეც, რომ ეს სა­კითხი ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაა, რად­გან ვერც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, ვერც მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვერც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და ვერც სხვა და­ნარ­ჩე­ნი ვერ შექ­მ­ნის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბას, თუ მოს­წავ­ლე გაკ­ვე­თილ­ზე მში­ე­რი ზის და, კვე­ბის დე­ფი­ცი­ტის გა­მო, მი­სი კოგ­ნი­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი პე­რი­ფე­რი­უ­ლი, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, უბ­რა­ლოდ, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ანს შია და სხვა ვე­რა­ფერ­ზე კონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბა“.

23 ოქ­ტომ­ბერს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, 10 000 მშობ­ლის ხელ­მო­წე­რი­ლი პე­ტი­ცია წა­რუდ­გი­ნეს, მოთხოვ­ნით: სკო­ლებ­ში ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი პრო­დუქ­ტე­ბით ვაჭ­რო­ბის აკ­რ­ძალ­ვა და სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვა. პე­ტი­ცია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზად­და, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­უერ­თ­დ­ნენ. ნო­ემ­ბ­რის ბო­ლოს, სა­მი­ნის­ტ­რომ „ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კვე­ბის ობი­ექ­ტის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის დად­გე­ნი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი მოთხოვ­ნე­ბი“ და­ამ­ტ­კი­ცა და დო­კუ­მენ­ტ­ში აისა­ხა სკო­ლის კვე­ბის ობი­ექ­ტის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის ჯან­სა­ღი კვე­ბი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. თუმ­ცა, ისევ პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი დარ­ჩა მთა­ვა­რი მოთხოვ­ნა: უფა­სო კვე­ბა ბავ­შ­ვებს! შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ­ჯე­რო­ბით, დღის წეს­რი­გის მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო კვე­ბა, „რო­გორც ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა და არა პრი­ვი­ლე­გია“.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები