27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორია სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის გზა

spot_img

მასწავლებლთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ვაქვეყნებთ დეტალურ ინფორმაციას 13 მარტს გამოქვეყნებული „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.  მნიშვნელოვანი სიახლეებია სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად:

სპეციალური მასწავლებლის სტატუსების ჩამონათვალს დაემატა მენტორის სტატუსი;

შეიცვალა წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების გზები – სტატუსის მოპოვება შესაძლებელი ხდება სპეციალური მასწავლებლობის მსურველების პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისა და პორტფოლიოს შეფასების საფუძველზე;

წამყვანის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა გაიმართება 2023 წელს, ხოლო მენტორის – 2024 წლიდან დაიწყება.

სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების, მრავლობითი დარღვევების, სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეებთან, გაივლიან სპეციალურ სასერტიფიკატო კურსს.

🔎🔸სქემით განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეები:

ა) პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი;

ბ) უფროსი სპეციალური მასწავლებელი;

გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი;

დ) მენტორი სპეციალური მასწავლებელი.

შესაბამისად, იერარქიულად, სპეციალური მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლი, ხოლო ყველაზე მაღალი – მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

🔎🔸პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

  1. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 613 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს.
  2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ენიჭება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 613 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირს.

🔎🔸უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული, განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

ბ) უნდა ჰქონდეს, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული, განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და, ამ პროგრამის ფარგლებში, გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

გ) უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან, სულ მცირე, ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.

🔎🔸წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ბ) ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და დადებითად აქვს შეფასებული სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო).

🔎🔸მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი

მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და დადებითად აქვს შეფასებული სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო).

🔎წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი, შესაბამისი ზღვრის გადალახვას;

ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი პირველი დონის დადებითად შეფასებას.

სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის მიერ ამ მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ზღვარს.

🔎მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

  1. მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი, შესაბამისი ზღვრის გადალახვას;

ა.ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას;

ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, რაც გულისხმობს ტესტირებაში, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მინისტრის ბრძანებით დადგენილი, შესაბამისი ზღვრის გადალახვას;

ბ.ბ) სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი მეორე დონის დადებითად შეფასებას.

  1. უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ სქემის 211 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საფუძველს.
  2. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) დადებითად ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.
  3. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) დადებითად შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
  4. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) დადებითად ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.
  5. სქემის 211 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებელი გადალახავს მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ზღვარს.

🔎სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა

  1. უფროსი/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის მიერ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, რის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ახორციელებს სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიო) შეფასებას.
  2. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ჯგუფი, არანაკლებ 2 პირის შემადგენლობით.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით, შეფასებიდან ორი კვირის ვადაში, ელექტრონულად ან მატერიალურად (წერილობითი ფორმით) წარადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ინფორმაცია მიღებული შედეგის შესახებ სპეციალურ მასწავლებელს აესახება ელექტრონულ სისტემაში.
  4. სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  5. სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, წარადგენს თითოეული ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელშიც ის ასწავლის.
  6. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ მასწავლებელს, პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით, არ წარადგენს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ასწავლის, სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს, ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქმედების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან, ერთი თვის ვადაში.
  7. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და განხილვის წესი განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

🔎განსაკუთრებულ შემთხვევაში, მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს. გადაწყვეტილება მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების შესახებ ეგზავნება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

🔎პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში, შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აცნობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პირისათვის სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერების შესახებ.

პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი, სტატუსის აღდგენის მიზნით, მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.

🔎პრაქტიკოსი/უფროსი/წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და სპეციალურ მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

🔎პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს:

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით, 2025 წლის 1 იანვრამდე, ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს არა უგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, წამყვანი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდის ჩატარებას პროფესიულ უნარებში – არა უგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა, ხოლო მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთათვის პროფესიულ უნარებში – არა უგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.

🔎სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2024 წლის 1 იანვრიდან.

2022 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვალოს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა.

2022 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ჩაითვალოს სქემით გათვალისწინებულ უფროს სპეციალურ მასწავლებლად.

⏩⏩⏩ცვლილების თანახმად, ახლებურად განისაზღვრა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის გზა, იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები