3 მაისი, პარასკევი, 2024

რეფორმიდან რეფორმამდე – „დე­და ენი­დან“ „დე­და­ე­ნამ­დე“

spot_img
ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე
პე­და­გო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი

 

 

წე­რი­ლი მე­ო­რე

ჩვენს წი­ნა წე­რილ­ში უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, პირ­ველ რიგ­ში, ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ უარ­ყო­ფით და­იწყო. იმ­დ­რო­ინ­დელ რე­ფორ­მა­ტო­რებს მი­აჩ­ნ­დათ, რომ ეს წიგ­ნი „მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და გაც­ვე­თი­ლი მე­თო­დით გახ­ლ­დათ შედ­გე­ნი­ლი“ (იხ. გა­ზე­თი „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“, 09.11.23).

ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი. ამ წიგნს ხში­რად ჰქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი არა მხო­ლოდ პე­და­გო­გი­უ­რი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­დი­კა­ტო­რის რო­ლიც. ასეა ახ­ლაც: უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­ა­მა­ყით იხ­სე­ნე­ბენ იმ დროს, რო­ცა ისი­ნი ქარ­თულ წე­რა-კითხ­ვას ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენით“ სწავ­ლობ­დ­ნენ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ითხო­ვენ მის დაბ­რუ­ნე­ბას სკო­ლა­ში. არც თუ იშ­ვი­ა­თად მათ პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც უერ­თ­დე­ბი­ან, აპე­ლი­რე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის პატ­რი­ო­ტულ გან­წყო­ბა­ზე ისე, რომ ზოგ­ჯერ თა­ვა­დაც არ აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რო­გორ და რა სა­ხით უნ­და აღ­დ­გეს ეს წიგ­ნი თა­ვის უფ­ლე­ბებ­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლი­სათ­ვის კი ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი და მი­სი „დე­და ენა“ მხო­ლოდ წარ­სულ­თან და დრო­მოჭ­მულ­თან ასო­ცირ­დე­ბა, მო­ითხო­ვენ მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეც­ვ­ლას და ქარ­თუ­ლი წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბა­ში უახ­ლე­სი (ევ­რო­პუ­ლი, ამე­რი­კუ­ლი) „ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“ და­ნერ­გ­ვას.

სა­ინ­ტე­რე­სოა, გან­ვი­თა­რე­ბის რა გზა გან­ვ­ლო დი­დი პე­და­გო­გის ამ სა­ან­ბა­ნო წიგ­ნ­მა, რო­დის და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და იგი, რო­გორ და რამ­დენ­ჯერ შე­იც­ვა­ლა ის თა­ვად პე­და­გო­გის სი­ცოცხ­ლე­ში, რო­გორ გა­აგ­რ­ძე­ლეს მი­სი საქ­მე მის­მა მიმ­დევ­რებ­მა და ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი პე­და­გო­გი­კის დამ­ც­ვე­ლებ­მა; რით არის ეს წიგ­ნი ასე ძვირ­ფა­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი­სათ­ვის, რა­ტომ ითხო­ვენ და­უ­ყო­ვ­ნებ­ლივ მის დაბ­რუ­ნე­ბას დღე­საც, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რა მოთხოვ­ნე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს ჩვენს სკო­ლას ამ კუთხით და რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა…

ცნო­ბი­ლია, რომ ი. გო­გე­ბაშ­ვილს „დე­და ენამ­დე“ უკ­ვე ჰქონ­და და­წე­რი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ან­ბა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო „ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი და პირ­ვე­ლი სა­კითხა­ვი წიგ­ნი მოს­წავ­ლე­თათ­ვის“, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა რე­დაქ­ცი­ით 1865-1885 წ.წ. გა­მო­დი­ო­და. 1885 წლი­დან 1903 წლამ­დე კი იბეჭ­დე­ბო­და შეც­ვ­ლი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით – „კო­კო­რი“ და სკო­ლებ­ში­აც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და „დე­და ენის“ პა­რა­ლე­ლუ­რად. ანუ „დე­და ენა“ არ არის ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სა, მაგ­რამ ერ­მა შე­ით­ვი­სა და შე­იყ­ვა­რა მხო­ლოდ „დე­და ენა“. რა­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ ამი­სი მი­ზე­ზი? მხო­ლოდ სა­ხელ­წო­დე­ბა­ში?! ან იქ­ნებ იმა­ში, რომ ამ წიგ­ნ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი (თუ სტრა­ტე­გი­ე­ბი, რო­გორც ახ­ლა უწო­დე­ბენ) სრუ­ლად არის მორ­გე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ენის ფო­ნე­ტი­კურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას?! ან რა­ტომ არის, რომ სწო­რედ „დე­და ენა“ (და არა „ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი და პირ­ვე­ლი სა­კითხა­ვი წიგ­ნი“) გა­და­ა­მუ­შა­ვეს მის­მა მიმ­დევ­რებ­მა და ამით მას ახა­ლი სი­ცოცხ­ლე შთა­ბე­რეს?!

„დე­და ენის“ პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა 1876 წლით თა­რიღ­დე­ბა. ავ­ტო­რის სი­ცოცხ­ლე­ში „დე­და ენა“ სულ 33-ჯერ გა­მო­ი­ცა. 1906 წლამ­დე (21-ე გა­მო­ცე­მამ­დე) იგი გა­მო­დი­ო­და 2 წლის კურ­სით, ხო­ლო 1906 წელს იგი ავ­ტორს გა­უყ­ვია ორ ნა­წი­ლად: 1. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი — „დე­და ენა, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი პა­ტა­რა მოთხ­რო­ბე­ბით და დედ­ნით ყვე­ლა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის ქარ­თ­ველ­თათ­ვის“ და 2. „დე­და ენა, მე­ო­რე ნა­წი­ლი, სა­კითხა­ვი წიგ­ნი, ან­ბა­ნის შემ­დეგ სკო­ლებ­ში სახ­მა­რე­ბე­ლი“. რო­გორც თა­ვად ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, წიგ­ნის 2-ად გა­ყო­ფის მი­ზე­ზი ის ყო­ფი­ლა, რომ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ყვე­ლა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის ქარ­თ­ველ­თათ­ვის მი­სა­ღე­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. „წი­ნათ ან­ბან­ში ერია ელე­მენ­ტი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლის ეკ­ლე­სი­ი­სა, რო­მე­ლიც ძლი­ერ უშ­ლი­და ხელს გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბულს ქარ­თ­ვე­ლებ­სა, ქარ­თ­ველ ებ­რა­ე­ლებს და თვით ქარ­თ­ველ კა­თო­ლი­კე­თაც, ეხ­მა­რათ ეს ან­ბა­ნი. ოც­და­პირ­ველს გა­მო­ცე­მა­ში ეს ელე­მენ­ტი გა­მოვ­ტო­ვეთ და ამით შე­საძ­ლე­ბე­ლი გავ­ხა­დეთ ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბა ყვე­ლა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის ქარ­თ­ველ­თათ­ვის“ (ი. გოგ. დე­და ენა, მე­ო­რე ნა­წი­ლი, წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა, 1907 წ).

„დე­და ენამ“ პირ­ვე­ლი­დან 33-ე გა­მო­ცე­მამ­დე გან­ვ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და გა­ნახ­ლე­ბის დი­დი გზა: თან­და­თან იც­ვ­ლე­ბო­და სა­კითხა­ვი მა­სა­ლის ენა (უახ­ლოვ­დე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მებს), სა­ა­ნა­ლი­ზო სიტყ­ვე­ბი (სიტყ­ვე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ბავ­შ­ვი ახალ ასო-ბგე­რას სწავ­ლობ­და), სა­კითხა­ვი და სა­წე­რი მა­სა­ლა, გა­საც­ნობ ასო-ბგე­რა­თა თან­მიმ­დევ­რო­ბა, მაგ­რამ არ იც­ვ­ლე­ბო­და ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც მას გა­მორ­ჩე­ულს ხდი­და ან­ბა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა შო­რის. ესე­ნია: 1. თა­ვად სა­ხელ­წო­დე­ბა „დე­და ენა“, 2. ხალ­ხუ­რო­ბის იდეა (ხალ­ხუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით, ან­და­ზე­ბით, ენის გა­სა­ტე­ხე­ბით წიგ­ნის გამ­დიდ­რე­ბა; სა­კითხა­ვი მა­სა­ლის ენა, რო­მე­ლიც ხალ­ხის ენას­თან იყო ახ­ლო), 3. ახა­ლი ასო-ბგე­რე­ბის სწავ­ლე­ბის ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რი (დაღ­მა­ვალ-აღ­მა­ვა­ლი) მე­თო­დი, 4. წი­ნას­წა­რი ვარ­ჯი­ში, 5. სა­ა­ნა­ლი­ზო სიტყ­ვე­ბი­სა და და­სუ­რა­თე­ბის პრინ­ცი­პი, 6. ასო-ბგე­რა­თა თან­მიმ­დევ­რო­ბის პრინ­ცი­პი (გე­ნე­ტუ­რო­ბის, გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლო­ბის, სი­მარ­ტი­ვე-სირ­თუ­ლის…), 7. სა­კითხა­ვი მა­სა­ლის შერ­ჩე­ვი­სა და და­ლა­გე­ბის პრინ­ცი­პი (სა­კითხა­ვი მა­სა­ლა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის გა­სა­გე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ვე დროს ფა­სე­უ­ლო­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი; „ყო­ვე­ლი დი­დი მწე­რა­ლი ამა­ვე დროს დი­დი პე­და­გო­გი­ცააო“), 8. თე­მა­ტუ­რო­ბის პრინ­ცი­პი (სა­კითხა­ვი მა­სა­ლა და­ყო­ფი­ლი იყო თე­მა­ტურ-ბუ­დობ­რი­ვი პრინ­ცი­პის მი­ხედ­ვით), 9. კითხ­ვი­სა და წე­რის ერ­თ­დ­რო­უ­ლი სწავ­ლე­ბა, 10. თი­თო გაკ­ვე­თილ­ზე თი­თო სირ­თუ­ლე, 11. კითხ­ვა-წე­რის ხერ­ხი, 12. უაზ­რო მარ­ც­ვ­ლე­ბის კითხ­ვა­ზე უარის თქმა…

სწო­რედ ეს იყო ამ წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი. მთა­ვა­რი კი ის გახ­ლ­დათ, რომ ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი თა­ვი­სი დრო­ი­სათ­ვის დი­დი რე­ფორ­მა­ტო­რი იყო, ფეხ­და­ფეხ მის­დევ­და იმ სი­ახ­ლე­ებს, რო­მელ­თაც ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა სთა­ვა­ზობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას, ამა­ვე დროს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ქარ­თუ­ლი ენის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბო­ბებს და არ ახ­დენ­და ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის ბრმა კო­პი­რე­ბას.

„დე­და ენის“ შემ­დეგ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 20-30-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ­მა ან­ბა­ნის ვერც ერ­თ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ ვერ შეძ­ლო შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ის ფუნ­ქ­ცია, რაც ქარ­თულ სა­ან­ბა­ნო წიგნს ეკის­რე­ბო­და: ეს­წავ­ლე­ბი­ნა მოს­წავ­ლი­სათ­ვის გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვა და წე­რა ენის ლინ­გ­ვის­ტუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და პე­და­გო­გი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვი­სა და წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი, მი­ე­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი ზნე­ობ­რი­ვი ორი­ენ­ტი­რი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის. სწო­რედ ამის გა­მო ქარ­თულ სკო­ლას კვლავ მო­უხ­და ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრინ­ცი­პებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა და მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­ან­ბა­ნო წიგ­ნე­ბის შედ­გე­ნი­სას. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იანი წლე­ბი­დან ჩვე­ნი სკო­ლა მა­ინც და­უბ­რუნ­და თა­ვის კა­ლა­პოტს, ანუ იმ პრინ­ცი­პებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ი. გო­გე­ბაშ­ვილ­მა და­ამ­კ­ვიდ­რა.

1943 წელს, გა­ნათ­ლე­ბის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ატ­თან, შე­იქ­მ­ნა კო­მი­სია, რო­მელ­მაც გა­ნი­ხი­ლა დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა აგე­ბის მე­თო­დი­კუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. კო­მი­სი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ პრინ­ცი­პებ­ში ვკითხუ­ლობთ: „დე­და ენის“ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი უნ­და აიგოს ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ პრინ­ცი­პით, სა­ხელ­დობრ, იგი უნ­და შედ­გეს ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რი მე­თო­დის კითხ­ვა-წე­რის ხერ­ხით. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უნ­და შე­ი­ცავ­დეს სა­სა­უბ­რო სუ­რა­თებს, სა­ხა­ზავ-სა­ხა­ტავ ნი­მუ­შებს, ან­ბანს სა­კითხა­ვი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი­თა და წე­რის ნი­მუ­შებს, მარ­ტივ სუ­რა­თებს საგ­ნის სა­ხე­ლის და­სა­წე­რად, ან­ბა­ნის შემ­დეგ სა­კითხავ მა­სა­ლას“ (ვ. რა­მიშ­ვი­ლი, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა, 1953 წ. თბ. გვ.79). ამა­ვე წელს გა­მოცხად­და ან­ბა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც 1944 წელს გა­ი­მარ­ჯ­ვა ნ. ბოც­ვა­ძი­სა და ეკ. ბურ­ჯა­ნა­ძის ან­ბა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ. წიგნს, კო­მი­სი­ის დად­გე­ნი­ლე­ბით, ეწო­და „დე­და ენა“, რამ­დე­ნა­დაც იგი სრუ­ლად მის­დევ­და და ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრინ­ცი­პებს, მაგ­რამ არამც და არამც არ წარ­მო­ად­გენ­და ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ ბრმა კო­პი­რე­ბას. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ წიგ­ნის გან­ხილ­ვა (რა­საც ჩვენ დღეს გრი­ფი­რე­ბას ვუ­წო­დებთ) იყო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და პე­და­გო­გი­უ­რი დარ­გის იმ­დ­რო­ინ­დე­ლი კო­რი­ფე­ე­ბი: ა. შა­ნი­ძე, არნ. ჩი­ქო­ბა­ვა, გ. თავ­ზიშ­ვი­ლი, დ. უზ­ნა­ძე, გ. ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, ვალ. რა­მიშ­ვი­ლი… ავ­ტო­რებს ჰქონ­დათ მათ­თან შეხ­ვედ­რი­სა და სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბის და­სა­ბუ­თე­ბის უფ­ლე­ბა. წიგ­ნი გა­და­მუ­შავ­და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, მას­ში შე­ვი­და არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს შე­ე­ხე­ბო­და რო­გორც სა­კითხავ მა­სა­ლას, ისე ასო­თა თან­მიმ­დევ­რო­ბას, სა­ა­ნა­ლი­ზო სიტყ­ვებს, სა­წერ მა­სა­ლას, და­სუ­რა­თე­ბას, ეს ბუ­ნებ­რი­ვიც გახ­ლ­დათ, რამ­დე­ნა­დაც ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ გა­მო­ცე­მის შემ­დეგ 30-ზე მეტ­მა წელ­მა გან­ვ­ლო და ქარ­თუ­ლი საბ­ჭო­თა სკო­ლა სრუ­ლი­ად ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბის წი­ნა­შე იდ­გა. ავ­ტორ-შემ­დ­გე­ნელ­თა სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ მათ მო­ა­ხერ­ხეს ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ადაპ­ტი­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან და ამ წიგნს ახა­ლი სი­ცოცხ­ლე აჩუ­ქეს. აქ­ვე იმა­საც აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ ვერც ეს წიგ­ნი გა­ექ­ცა კო­მუ­ნის­ტურ შტამპს (და ეს ბუ­ნებ­რი­ვიც იყო იმ დროს), წიგ­ნი მის­დევ­და იმ წლებ­ში გა­მო­ცე­მულ ქარ­თუ­ლი ენის პროგ­რა­მას, ამი­ტო­მაც აქ შეხ­ვ­დე­ბით „მშრო­მელ­თა ბე­ლა­დე­ბის“ სუ­რა­თებს, კო­მუ­ნის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ით გაჟ­ღენ­თილ სა­კითხავ მა­სა­ლას („კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა“, „პირ­ვე­ლი მა­ი­სი“, „შვი­დი ნო­ემ­ბე­რი“, „25 თე­ბერ­ვა­ლი“…). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ წიგ­ნ­მა უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა რო­გორც ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბით ბავ­შ­ვე­ბის აღ­ზ­რ­და­ში, ასე­ვე ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი­კის გა­დარ­ჩე­ნა­ში.

მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა ამ წიგ­ნის გზა. ავ­ტო­რებს კი­დევ ერ­თხელ მო­უ­წი­ათ კო­მი­სი­ის წი­ნა­შე წარ­დ­გო­მა 1957 წელს, რო­დე­საც ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის იდე­ებ­სა და პრინ­ცი­პებს საფ­რ­თხე და­ე­მუქ­რა ახა­ლი სა­ან­ბა­ნო წიგ­ნის შე­მოჭ­რი­სას. მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს ფსი­ქო­ლო­გე­ბის: ზ. ხო­ჯა­ვა­სა და ი. მო­სი­ა­ვას — სა­ან­ბა­ნო წიგ­ნის პრო­ექ­ტი. წიგ­ნი ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დე­ბის რე­ვი­ზი­ას ახ­დენ­და. მა­შინ ერ­თად და­ი­რაზ­მა მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი და ნ. ბოც­ვა­ძი­სა და ეკ. ბურ­ჯა­ნა­ძის წიგ­ნი „გა­დარ­ჩა“. გა­დარ­ჩა, რად­გა­ნაც ის ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და გა­ნახ­ლე­ბულ ქარ­თულ სკო­ლას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენს უფ­როს თა­ო­ბას ამ წიგ­ნით აქვს ნას­წავ­ლი ქარ­თუ­ლი წე­რა-კითხ­ვა და დღემ­დე ღრმად სჯე­რა, რომ ეს ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენა“ გახ­ლ­დათ.

ეს წიგ­ნი ქარ­თულ სკო­ლას წარ­მა­ტე­ბით ემ­სა­ხუ­რა 1980 წლამ­დე. 1969 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­იწყო ექ­ს­პე­რი­მენ­ტი 6-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბის სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვი­სა. სას­კო­ლო ასა­კად გა­ნი­საზღ­ვ­რა არა 7 (რო­გორც ეს ად­რე იყო), არა­მედ 6 წე­ლი. ეს ექ­ს­პე­რი­მენ­ტი გაგ­რ­ძელ­და 1980 წლამ­დე, 1980 წელს კი სა­კავ­ში­რო მას­შ­ტა­ბით და­ი­ნერ­გა 6-წლი­ან­თა სწავ­ლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, დღის წეს­რიგ­ში დად­გა ექ­ვ­ს­წ­ლი­ან­თათ­ვის ან­ბა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნის სა­კითხი (რო­გორც ცნო­ბი­ლია, ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის, ასე­ვე ნ. ბოც­ვა­ძი­სა და ეკ. ბურ­ჯა­ნა­ძის „დე­და ენე­ბიც“ 7-8 წლის მოს­წავ­ლე­თათ­ვის გახ­ლ­დათ შედ­გე­ნი­ლი). ეს მი­სია ითა­ვა ქარ­თუ­ლი ენის მე­თო­დი­კის ცნო­ბილ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა პროფ. ვალ. რა­მიშ­ვილ­მა. 1969 წელს და­ი­ბეჭ­და მი­სი „დე­და­ე­ნა“ (და არა „დე­და ენა“, რო­გორც ეს მის წი­ნა­მორ­ბე­დებს ჰქონ­დათ. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით ეს სიტყ­ვა, რო­გორც ერ­თ­ც­ნე­ბი­ა­ნი კომ­პო­ზი­ტი, დღეს ერ­თად იწე­რე­ბა).

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მოს­წავ­ლის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წიგ­ნ­ში მრა­ვა­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და რო­გორც სა­კითხავ და სა­წერ მა­სა­ლა­ში, ისე — წე­რა-კითხ­ვის პე­რი­ო­დი­ზა­ცი­ა­ში. გა­ი­ზარ­და წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დი, შე­იც­ვა­ლა და რამ­დე­ნად­მე გა­მარ­ტივ­და სა­კითხა­ვი მა­სა­ლა, იგი მო­ვი­და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მოთხოვ­ნებ­თან შე­სატყ­ვი­სო­ბა­ში, შე­იც­ვა­ლა სა­ა­ნა­ლი­ზო სიტყ­ვე­ბი, ასო-ბგე­რა­თა თან­მიმ­დევ­რო­ბა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი იყო ის პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლებ­ზე­დაც ზე­მოთ გვქონ­და სა­უ­ბა­რი და რომ­ლე­ბიც ი. გო­გე­ბაშ­ვილ­მა და­ამ­კ­ვიდ­რა ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ა­ლო­ბა­ში. ვალ. რა­მიშ­ვი­ლი ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი­კის აქ­ტი­უ­რი დამ­ც­ვე­ლი გახ­ლ­დათ. იგი 1989 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი წიგ­ნი ავ­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც წარ­მა­ტე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქარ­თულ სკო­ლას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „გა­ნათ­ლე­ბის“ დაკ­ვე­თით გა­ნახ­ლ­და და სკო­ლა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და 2000-2005 წლებ­შიც, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მამ­დე.

ამ­გ­ვა­რად, 1912 წლის შემ­დეგ ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ გა­მო­ცე­მუ­ლა (თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ცალ­კე­ულ წლებს, რო­დე­საც იგი სპონ­ტა­ნუ­რად შეც­ვ­ლი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით ავ­ტო­რის ინი­ცი­ა­ლე­ბით გა­მო­დი­ო­და ხოლ­მე), 1944 წლი­დან იგი ჩა­ა­ნაც­ვ­ლა ნ. ბოც­ვა­ძი­სა და ეკ. ბურ­ჯა­ნა­ძის მი­ერ შედ­გე­ნილ­მა „დე­და ენამ“, ხო­ლო 1969 წლი­დან 2005 წლამ­დე – ვალ. რა­მიშ­ვი­ლის მი­ერ შედ­გე­ნილ­მა „დე­და­ე­ნამ“.

2006 წლი­დან და­იწყო სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, რო­მელ­მაც არ­სე­ბი­თად შეც­ვა­ლა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, და­ი­ნერ­გა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, ახ­ლე­ბუ­რი საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი; სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მი­მართ გაჩ­ნ­და ახა­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბი, შე­იც­ვა­ლა შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, და­ვა­ლე­ბა­თა ტი­პე­ბი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ზე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. წი­ნა პლან­ზე წა­მო­ი­წია არა ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბამ (რო­გორც ეს ად­რე იყო), არა­მედ მოს­წავ­ლე­თა შე­ი­ა­რა­ღე­ბამ სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბით… სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც, და სა­ან­ბა­ნო წიგ­ნე­ბიც, ბუ­ნებ­რი­ვია, მათ­თან მო­ვი­და შე­სატყ­ვი­სო­ბა­ში.

დღე­ვან­დე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა – კარ­გია, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს და პა­ტივს სცემს დი­დი პე­და­გო­გის სა­ხელს, მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია, რომ მი­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მან „დე­და ენის“ სა­ხით დაგ­ვი­ტო­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია. უფ­რო მე­ტიც, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ექ­ს­პერ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი რის­ხ­ვა სწო­რედ დი­დი იაკო­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას და­ატყ­და. მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს მი­სი სა­ბავ­შ­ვო მოთხ­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ფა­სე­უ­ლო­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე გახ­ლავთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ენობ­რი­ვი ადაპ­ტი­რე­ბის შემ­დეგ თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლი­სათ­ვი­საც ისე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რო­გორც ეს გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში იყო. მხო­ლოდ სა­ხელ­წო­დე­ბით ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ამ წიგნს, ვერც პირ­ვან­დე­ლი სა­ხით გა­მო­ვი­ყე­ნებთ. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, თა­ვად ავ­ტო­რი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ცვლი­და წიგნს და იმ­დ­რო­ინ­დელ სი­ახ­ლე­ებს ფეხ­და­ფეხ მის­დევ­და. ამი­ტო­მაც იგი, დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი, კვლა­ვაც უნ­და ჩად­გეს ერის სამ­სა­ხურ­ში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები