1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

რეფორმიდან რეფორმამდე (თუ კარ­გად და­ვიწყე­ბუ­ლი ძვე­ლი?)

spot_img

ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე
პე­და­გო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი

 

 

სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მამ ბევ­რი სი­ახ­ლე და­ნერ­გა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­თა და ე.წ. „ახა­ლი სკო­ლის“ მო­დე­ლით, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით, დი­ო­რა­მე­ბით, მატ­რი­ცე­ბით, მდგრა­დი წარ­მოდ­გე­ნე­ბით, ცნე­ბე­ბი­თა და ქვეც­ნე­ბე­ბით, თე­მე­ბით, პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბით, სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის უახ­ლე­სი სტრა­ტე­გი­ე­ბით… მაგ­რამ არის კი ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ახ­ლე? იქ­ნებ ეს გზა ჩვენ­მა სკო­ლამ უკ­ვე გა­ი­ა­რა? ვეც­დე­ბით გა­ვავ­ლოთ პა­რა­ლე­ლე­ბი 100 წლის წი­ნან­დელ რე­ა­ლო­ბა­სა და დღე­ვან­დელ რე­ფორ­მას შო­რის, დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა კი მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის მიგ­ვინ­დია.

ამ­ჯე­რად ჩვენ შე­ვე­ხე­ბით გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში და­ნერ­გილ ე.წ. „ახა­ლი სკო­ლის“ გა­მოც­დი­ლე­ბას, კომ­პ­ლექ­სე­ბი­თა და პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­მო­ცე­მულ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-30-იან წლებ­ში გა­უქ­მ­და ქარ­თ­ვე­ლი გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბის მი­ერ დი­დი რუ­დუ­ნე­ბი­თა და ძა­ლის­ხ­მე­ვით შექ­მ­ნი­ლი ეროვ­ნუ­ლი დაწყე­ბი­თი სკო­ლა, ხო­ლო ახა­ლი – საბ­ჭო­უ­რი – ჯერ კი­დევ არ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. იმ­დ­რო­ინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა პირ­ველ კლას­ში და­იწყო სა­ან­ბა­ნო წიგ­ნე­ბის, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის უარ­ყო­ფით. 1922-1926 წლებ­ში ან­ბა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გან­სახ­კო­მის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ­მა პლა­კა­ტებ­მა და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შექ­მ­ნილ­მა სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. მი­ზე­ზად კი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო, რომ ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მოძ­ველ­და და ახალ მოთხოვ­ნებს ნაკ­ლე­ბად შე­ე­ფე­რე­ბო­და. რე­ა­ლუ­რად კი ეს გახ­ლ­დათ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ე­ნის“ სკო­ლი­დან გან­დევ­ნის მცდე­ლო­ბა.

ამ მხრივ ძალ­ზე სა­ყუ­რადღე­ბოა 1925 წელს სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­სა­რი­ა­ტის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი პლა­კა­ტე­ბი და მე­თო­დუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სა­ხელ­წო­დე­ბით „წერა­კითხ­ვის სწავ­ლე­ბა პლა­კა­ტე­ბით – ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი“. ეს კრე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად წარ­მო­ად­გენს იმ სი­ახ­ლე­ე­ბის გან­ხილ­ვას, რაც გა­ნათ­ლე­ბის მა­შინ­დელ­მა რე­ფორ­მამ მო­ი­ტა­ნა და და­ნერ­გა სკო­ლა­ში. პირ­ვე­ლად აქ ვხვდე­ბით ტერ­მი­ნებს „ახა­ლი სკო­ლა“, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა, თე­მა/ქვე­თე­მა… „ახა­ლი სკო­ლის“ პრინ­ცი­პე­ბის ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და ცვლი­ლე­ბე­ბი სწავ­ლე­ბის სის­ტე­მა­სა და მე­თო­დებ­შიც. შე­მო­ღე­ბულ იქ­ნა ე.წ. სწავ­ლე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა საგ­ნის სწავ­ლე­ბას ერთ თე­მას – „ბუ­ნე­ბას, შრო­მა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას“ – უკავ­ში­რებ­და. კომ­პ­ლექ­სურ­მა სის­ტე­მამ გან­საზღ­ვ­რა ჯერ ან­ბა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა არ­სე­ბო­ბა/არარ­სე­ბო­ბა, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი – სა­ან­ბა­ნო წიგ­ნე­ბის აგე­ბის სა­კითხი.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. „კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს“ წე­რა-კითხ­ვის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში – აი, რას წე­რენ ამის შე­სა­ხებ მა­შინ­დე­ლი რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი: „კომ­პ­ლექ­სურ პროგ­რა­მებ­ში წე­რა­კითხ­ვის სწავ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად შე­ირ­წყ­მე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ მა­სა­ლას­თან… მა­გა­ლი­თად, შე­მოდ­გო­მა­ზე (თე­მა) ვა­მუ­შა­ვებთ ქვე­თე­მას „მუ­შა­ო­ბა ბაღ­ში“ და ამ ქვე­თე­მა­ში უნ­და გა­ვაც­ნოთ ღ და შ. მუ­შა­ო­ბა სკო­ლის ბაღ­ში გა­დაგ­ვაქვს; თუ ასე­თი არა გვაქვს, ვახ­დენთ ექ­ს­კურ­სი­ას ბაღ­ში, სა­დაც მუ­შა­ო­ბენ, ხილს კრე­ფენ. ბავ­შ­ვე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან, მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ, აგ­რო­ვე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ხილს და მო­აქვთ სკო­ლა­ში. ხა­ტა­ვენ და ძერ­წა­ვენ ბაღს, ვაშლს, კომშს… ბავ­შ­ვე­ბის წინ მო­ვა­თავ­სებთ ბა­ღის სუ­რათს, ქვე­მოთ მი­ვაკ­რავთ პლა­კატს დიდ­რო­ნი ასო­ე­ბით და­ბეჭ­დილს – ბა­ღი. ბავ­შ­ვე­ბი პლა­კატს კითხუ­ლო­ბენ, აკ­ვირ­დე­ბი­ან ასო ღ-ს, ადა­რე­ბენ ლ-სა და დ-ს, სწე­რენ, სჭრი­ან, ძერ­წა­ვენ ახალ ასოს…“ (იქ­ვე).

ამ სტრი­ქო­ნე­ბის კითხ­ვი­სას შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გაგ­ვახ­სენ­დეს დღე­ვან­დე­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, დი­ო­რა­მე­ბი, პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა…, რომ­ლე­ბიც დღეს უკ­ვე თვით­მიზ­ნად იქ­ცა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და უკ­ვე მშობ­ლე­ბის მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვაც ამ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და ე.წ. დი­ო­რა­მე­ბის შექ­მ­ნი­სა­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. ყო­ვე­ლი­ვე ამას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა? ვე­ღარ მო­ვას­წ­რებთ კითხ­ვი­სა და წე­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას? ეს უკ­ვე მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. მთა­ვა­რი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის მე­თოდს, აქ ავ­ტო­რე­ბი სა­კითხს ღი­ად ტო­ვე­ბენ — „ვინ რო­მელს იც­ნობს კარ­გად და ეხერ­ხე­ბა ის გა­მო­ი­ყე­ნო­სო“ (იქ­ვე, გვ. 14).

თით­ქოს გან­სახ­კო­მი უფ­ლე­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს, მე­თო­დი თა­ვად შე­არ­ჩი­ოს, მაგ­რამ ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რი (შდრ.: დაღ­მა­ვალ-აღმა­ვა­ლი) მე­თო­დი ფაქ­ტობ­რი­ვად უკუ­აგ­დეს, რო­გორც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და „გაც­ვე­თი­ლი“; უფ­რო მე­ტიც – ამ მე­თო­დით შედ­გე­ნი­ლი ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სა­ერ­თოდ გა­ა­ძე­ვეს სკო­ლი­დან. ამ  დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ხაზ­გას­მით არის აღ­ნიშ­ნუ­ლი „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ან­ბა­ნო წიგ­ნე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა სკო­ლა­ში სახ­მა­რებ­ლად“… მი­ზე­ზი ამი­სა გახ­ლავთ ის, რომ  სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ახა­ლია, სა­ან­ბა­ნო წიგ­ნე­ბი კი „გაც­ვე­თი­ლი წე­სით“ გახ­ლავთ შედ­გე­ნი­ლი.“ (იქ­ვე, გვ. 3).

არა­და ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი მე­თო­დის უპი­რა­ტე­სო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს ენას­თან მის­მა სრულ­მა შე­სა­ბა­მი­სო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ­ში 33 ბგე­რაა და თი­თო­ე­ულ ასოს თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი წე­რი­თი ნი­შა­ნი – ასო – აქვს.

„რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სკო­ლის­თ­ვის“ ახა­ლი მე­თო­დით შედ­გე­ნი­ლი სა­ან­ბა­ნო წიგ­ნე­ბი გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი. ასე­თი გახ­ლ­დათ ე.წ. „მთლი­ან სიტყ­ვა­თა“, ანუ „ამე­რი­კუ­ლი მე­თო­დი“. მი­სი არ­სია არა ცალ­კე­უ­ლი ასო­ე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნი სიტყ­ვე­ბის ხა­ტის დე­კო­დი­რე­ბა, და­ზე­პი­რე­ბა. რა იყო ამ მე­თო­დის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი? ალ­ბათ ის, რომ იგი სა­ოც­რად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი გახ­ლ­დათ იმ­დ­რო­ინ­დელ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­ში. ეს მე­თო­დი მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე და­ნერ­გეს ქარ­თულ საბ­ჭო­თა სკო­ლა­შიც. 1926 წელს გა­მო­ი­ცა ვ. ძი­ძი­გუ­რი­სა და ალ. გვა­ხა­რი­ას „პირ­ვე­ლი წიგ­ნი“, შედ­გე­ნი­ლი ე.წ. „მთლი­ან სიტყ­ვა­თა“ მე­თო­დით. ეს წიგ­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ვე­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იყო იმ წლებ­ში. მი­სი ღირ­სე­ბა მხო­ლოდ ის გახ­ლ­დათ, რომ ისევ და­იწყო წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის და­ფუძ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე და არა პლა­კა­ტებ­სა და ცალ­კე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ შექ­მ­ნილ სა­ეჭ­ვო რე­სურ­სებ­ზე. მას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი ნა­წი­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბით შეხ­ვ­და ამ წიგ­ნის გა­მოს­ვ­ლას, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­საც, რომ­ლე­ბიც „მთლი­ან სიტყ­ვა­თა“ მე­თო­დი­დან და კომ­პ­ლექ­სუ­რი სწავ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში (1927-1933 წ.წ.) გა­მო­ი­ცე­მო­და ამა­ვე მე­თო­დით შედ­გე­ნი­ლი სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც: ნ. ბოც­ვა­ძის, რ. ჩიხ­ლა­ძის, ე. ბურ­ჯა­ნა­ძის „ახა­ლი წიგ­ნი“; ტ. ზა­ა­ლიშ­ვი­ლის „ვის­წავ­ლოთ“; პ. ჭა­ნიშ­ვი­ლის „შრო­მა და ცოდ­ნა“. „მთლი­ან სიტყ­ვა­თა“ მე­თო­დით შედ­გე­ნი­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გვხვდე­ბა 1935 წლამ­დე. ამ მე­თოდს ქარ­თუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­დან­ვე მი­უ­ღებ­ლად თვლი­და და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ისევ ბგე­რით-ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზურ მე­თოდს იყე­ნებ­და (ქარ­თუ­ლი სა­ან­ბა­ნო წიგ­ნის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფია, 1957 წ, გვ. 62).

ამი­ტო­მაც იყო, რომ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ყვე­ლა ამ წიგ­ნ­მა გზა და­უთ­მო ისევ ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დე­ბით შედ­გე­ნილ ან­ბა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი ენის ფო­ნე­ტი­კურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე გახ­ლავთ მორ­გე­ბუ­ლი.

დღეს „სი­ახ­ლე­ე­ბით“ ხში­რად გახ­ლავთ შე­ფუ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი სკო­ლის მი­ერ დი­დი ხნის  წინ გან­ვ­ლი­ლი გზა; მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თხელ უკ­ვე მო­სინ­ჯა ჩვენ­მა სკო­ლამ და თა­ვად­ვე უარ­ყო იგი.

ამი­სი ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ალ­ბათ ისიც გახ­ლავთ, რომ დღე­ვან­დე­ლი რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას; იმ სკო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა და ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძემ ჩა­უ­ყა­რეს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები