9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

რა ეტაპებს გაივლის სკოლამდელი დაწესებულება ავტორიზაციის მისაღებად

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა მი­ი­ღო კა­ნო­ნი „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ და და­ამ­ტ­კი­ცა პა­კე­ტი „ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის კო­დექ­ს­ში“ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე. კა­ნო­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ისიც აორ­მა­გებს, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მიღ­მა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ბევ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა დარ­ჩე­ნი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი არ­სე­ბობს და მოქ­მე­დებს, მაგ­რამ არა­ვის შე­უ­მოწ­მე­ბია რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მუ­შა­ობს თი­თო­ე­უ­ლი სტან­დარ­ტი. აუცი­ლე­ბე­ლია, და­იწყოს მუ­შა­ო­ბა იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა (სა­ჯა­როც და კერ­ძოც) სწო­რედ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტით მუ­შა­ობ­დეს.

ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კა­ნო­ნი საკ­მა­ოდ დიდ დროს იძ­ლე­ვა – 2022-2030 წლე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე კა­ხა­ბერ ერა­ძე ამ­ბობს, ეს მხო­ლოდ ერ­თი შე­ხედ­ვი­თაა ასე, თო­რემ სა­მუ­შაო ბევ­რად შრო­მა­ტე­ვა­დია და ისეთ ნი­უ­ან­სებ­თან შე­ხე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, რა­საც დროც სჭირ­დე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­აც, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ცხრაწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია იქ­ნე­ბა.   სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის ოპე­რი­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც და მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც, კა­ნო­ნით, აქამ­დე სწო­რედ მათ ევა­ლე­ბო­დათ.   სა­ხელ­მ­წი­ფომ   მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კითხს გა­უძღ­ვეს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, რო­მელ­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ხო­ლო 2030 წლის პირ­ვე­ლი იან­ვ­რი­დან, უკ­ვე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­გავ­ლი­ლი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ისევ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს გა­და­ე­ცე­მა.

ბა­ტო­ნი კა­ხა­ბერ ერა­ძე იმ ეტა­პე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს,
რაც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა, ერ­თად უნ­და გა­ი­ა­რონ შე­დეგ­თან მი­სას­ვ­ლე­ლად.

 

პირ­ველ რიგ­ში, ეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბა­ზის შექ­მ­ნაა, რაც 2022 წლის პირ­ველ ივ­ლისს გა­იხ­ს­ნე­ბა და რე­გის­ტ­რა­ცია 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ზუს­ტად უნ­და ვი­ცო­დეთ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რამ­დე­ნი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ქვე­ყა­ნა­ში – იგუ­ლის­ხ­მე­ბა კერ­ძო სექ­ტო­რიც. ვერ ვიტყ­ვი, რომ რე­გის­ტ­რა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, არ მინ­და ეს ტერ­მი­ნი გა­მო­ვი­ყე­ნო, მაგ­რამ თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სურს, კა­ნო­ნი­ერ სა­ფუძ­ველ­ზე ით­ვ­ლე­ბო­დეს ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბად, აუცი­ლებ­ლად უნ­და და­რე­გის­ტ­რირ­დეს, რად­გან მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, ვინც არ და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბა, ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­ღარ გა­აგ­რ­ძე­ლებს. იმე­დი მაქვს, სა­კითხი ასე არ დად­გე­ბა, რად­გან ამ ეტაპ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო ბა­ღე­ბის­გან არა­ნა­ირ სტან­დარტს არ ითხოვს, მხო­ლოდ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბას, რა­საც   მოყ­ვე­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის­გან ინ­ტენ­სი­უ­რი, ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 2022 წლის პირ­ველ ივ­ლი­სამ­დე არ საქ­მი­ა­ნობ­და ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რას დრო­ე­ბი­თი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად გა­ივ­ლის.

კი­დევ ერ­თი სა­კითხი, რაც, ალ­ბათ, აუცი­ლებ­ლად უნ­და გან­ვ­მარ­ტოთ – ვის შე­ე­ხე­ბა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი?

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­გა­ნი მხო­ლოდ ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბია, რომ­ლებ­საც აქვთ ამ­ბი­ცია, რომ იქ სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი უნ­და წა­რი­მარ­თე­ბო­დეს. სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ამ პრო­ცე­სის გა­მარ­თუ­ლად და ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვაა. კა­ნო­ნი არ ვრცელ­დე­ბა ე.წ. დღის ცენ­ტ­რებ­ზე და იმ ფი­ზი­კურ თუ იური­დი­ულ პი­რებ­ზე, ვინც გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ით ას­რუ­ლებს ძი­ძის ან აღ­მ­ზ­რ­დე­ლის როლს.

მიმ­დი­ნა­რე წელს კი­დევ ერ­თი ეტა­პი უნ­და გა­ვი­ა­როთ – ესაა არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა. მათ შო­რის არის სტან­დარ­ტი, რომ­ელიც არაა დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც უნ­და დამ­ტ­კიც­დეს – კუ­რი­კუ­ლუ­მის ში­ნა­არ­სი, უსაფ­რ­თხო­ე­ბის, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თე­ბა­შიც შე­ვი­მუ­შა­ვებთ თვით­შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზა­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი 2023 წლი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ თვით­შე­ფა­სე­ბას. ამ­ჟა­მად სტან­დარ­ტე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის ეტაპ­ზე ვართ, რა­საც მოჰ­ყ­ვე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა. რომ­ლის შემ­დე­გაც და­ვიწყებთ ბა­ღე­ბის ინ­ტენ­სი­ურ მხარ­და­ჭე­რას.

პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ თვით­შე­ფა­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ეს სა­ხელ­მ­წი­ფოს, სის­ტე­მის კომ­პე­ტენ­ცია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის. ამი­ტომ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ზე უკ­ვე გვქონ­და სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე და არ გა­მოვ­რიცხავ, რომ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი, სა­დაც არი­ან ამ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თაც თვით­შე­ფა­სე­ბის კუთხით ჩვე­ნი ცენ­ტ­რი მო­ამ­ზა­დებს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მაც უნ­და გა­მო­ყონ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ასე­ვე გა­და­ვამ­ზა­დებთ თვით­შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს თვით­შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ამ სა­კითხ­ზე სა­უბ­რი­სას, მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნო, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი იყოს, ყვე­ლა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბის რე­ა­ლურ სუ­რათს ასა­ხავ­დეს, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით დაწყე­ბუ­ლი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ბა­ღებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­თი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის კეთ­დე­ბა. არას­წო­რი და შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა არას­წორ და შე­ლა­მა­ზე­ბულ მხარ­და­ჭე­რას ნიშ­ნავს. თუ დო­კუ­მენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ შე­ნო­ბა შე­სა­ბა­მი­სია სტან­დარ­ტ­თან, რა თქმა უნ­და, არა­ვინ აღარ იფიქ­რებს ამ შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე, ან თუ ამ­ბობს, რომ პროგ­რა­მა სრუ­ლად გა­მარ­თუ­ლია და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ აქვს, ეს თა­ვად ბაღს შე­მო­უბ­რუნ­დე­ბა ცუ­დად, რო­ცა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში გა­რე შემ­ფა­სე­ბე­ლი აღ­მო­ა­ჩენს, რომ თურ­მე ბაღს სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ვერ და­უ­ნა­ხავს სწო­რად. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ მთა­ვა­რია, ბა­ღებ­მა თვით­შე­ფა­სე­ბის მი­ზა­ნი და­ი­ნა­ხონ, მა­შინ ისი­ნი აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი­ან ობი­ექ­ტუ­რე­ბი. ამა­ში კი ჩვენს მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

მო­მა­ვალ წელს შე­იქ­მ­ნე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა, სა­დაც რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში წა­რად­გი­ნონ თვით­შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი, დრო­ე­ბი­თი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, რომ­ლის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზეც, 2024 წელს, გა­ნი­ხი­ლე­ბა ბა­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­მუ­შავ­დე­ბა მხარ­დამ­ჭე­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი თუ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით დახ­მა­რე­ბის კუთხით. აქ ჩა­ერ­თ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი და გა­დავ­დი­ვართ (2025-30წწ) ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, რომ­ლის სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. შე­ფა­სე­ბა იქ­ნე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი, რად­გან თა­ვი­დან­ვე ვერ მოვ­თხოვთ სტან­დარ­ტ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბას, მაგ­რამ რა იქ­ნე­ბა ის აუცი­ლე­ბე­ლი მი­ნი­მუ­მი, სად დავ­თ­მობთ და რა შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ვუშ­ვებთ ნა­წი­ლობ­რივ შე­სა­ბა­მი­სო­ბას, ამას და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უწყე­ბებ­თან ერ­თად, რის­კე­ბის აწო­ნის შემ­დეგ, გა­დავ­წყ­ვეტთ. აქ­ვე დავ­ძენ, ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ჯგუ­ფის მი­ერ შე­მუ­შავ­დე­ბა, მათ შო­რის სტან­დარ­ტე­ბი, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­დე­ბა.

მინ­და ხაზ­გას­მით გა­ვი­მე­ო­რო – ყვე­ლა ტი­პის რე­გუ­ლა­ცია, ყვე­ლა ეტა­პი, რო­მელ­საც სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­ივ­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, ერ­თ­ნა­ი­რად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა კერ­ძო, სა­ჯა­რო და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ბა­ღე­ბი­სა თუ ბი­ლინ­გ­ვუ­რი პროგ­რა­მით მო­მუ­შა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის.

და­საწყის­ში აღ­ვ­ნიშ­ნე, რომ 9-10 წე­ლი მხო­ლოდ ერ­თი შე­ხედ­ვი­თაა დი­დი დრო სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რა­ზეც ვი­სა­უბ­რე, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტან­დარ­ტი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სტან­დარ­ტია, რო­მე­ლიც უპი­რო­ბოდ გუ­ლის­ხ­მობს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ კადრს. ამ მხრივ არც ისე კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, გა­ი­მიჯ­ნა აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გი­სა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლის პრო­ფე­სი­ე­ბი. აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მაა და დღე­ი­სათ­ვის არც ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, პროგ­რა­მუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თ­ვის, მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მ­ზ­რ­დელს, ამ პროგ­რა­მას რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, წლე­ბია, ახორ­ცი­ე­ლებს და ძა­ლი­ან მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ა­ცაა. ამ ორ პროგ­რა­მას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რო­ლი აკის­რია სკო­ლამ­დელ აღ­ზ­რ­და­ში, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბა, კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებ­ზე მოთხოვ­ნა კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა და სის­ტე­მა მის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად მზად უნ­და იყოს.

ასე რომ, კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლის მა­ავ­ტო­რი­ზე­ბე­ლი გახ­და. სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და ის სფე­როა, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ზე ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თ­ვის. ამი­ტომ, ვე­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა იმა­ზე უპი­რა­ტე­სი, ვიდ­რე სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტე­ბით.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები