28 აპრილი, კვირა, 2024

რა და რო­გორ იც­ვ­ლე­ბა წლი­დან წლამ­დე

spot_img

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის (შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე, ნა­თია გორ­გა­ძე, კა­ხა გა­ბუ­ნია) მო­რი­გი კვლე­ვა – კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მა გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ჭრილ­ში – მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ ეხე­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებს. ეს სის­ტე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 2010 წლი­დან მოქ­მე­დებს და კვლე­ვე­ბიც, პე­რი­ო­დუ­ლად, იმ მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლებ­მა თვალ­ყუ­რი მი­ა­დევ­ნონ დი­ნა­მი­კას, რა და რო­გორ იც­ვ­ლე­ბა წლი­დან წლამ­დე, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი თუ გა­და­უ­ლა­ხა­ვი პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბა ამა თუ იმ ეტაპ­ზე.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს უნ­და იყოს პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე თა­ნა­ბა­რი წვდო­მის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, რა­საც იცავს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა. არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გებ­ლის თა­ო­ბა­ზე, რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კა გავ­ლე­ნას ახ­დენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბის პრო­ცე­სის სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­ზე, ეფუძ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბის იდე­ას.

რა იც­ვ­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში?

არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი. კვლე­ვის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, რომ და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცია მხო­ლოდ რა­ო­დე­ნობ­რივ ზრდა­შია – არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის უფ­რო და უფ­რო მე­ტი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი გა­მოთ­ქ­ვამს სურ­ვილს, სწავ­ლა გა­აგ­რ­ძე­ლოს ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. თუმ­ცა, ასე­ვე კვლე­ვე­ბის (წი­ნა წლე­ბი­საც) მიგ­ნე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო კუთხით არ­სე­ბულ, თით­ქ­მის ერ­თ­სა და იმა­ვე, პრობ­ლე­მას, რაც ხელს უშ­ლის კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მის სრულ­ფა­სო­ვან და­ნერ­გ­ვას, რაც სა­ერ­თოა ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის და რა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად ვერ მო­აგ­ვა­რე­ბენ. ეს ის სა­კითხე­ბია, სა­დაც ნათ­ლად ჩანს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სა თუ მცი­რე ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა. ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს ხა­რის­ხის მხარ­დამ­ჭე­რი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში ისე­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ სტუ­დენტს მი­ა­ახ­ლო­ებს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს­თან. ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხები არა­სა­თა­ნა­დო დო­ზი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში.

კვლე­ვა­ში კი­დევ ერ­თხელ ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის მშობ­ლი­ურ ენა­ზე უნა­რე­ბის გა­მოც­დის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ. წი­ნა და ახა­ლი კვლე­ვაც კვლავ ადას­ტუ­რებს, რომ უნა­რე­ბის გა­მოც­და ვერ იძ­ლე­ვა ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერ­თა­დერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბად კვლავ უნა­რე­ბის გა­მოც­და რჩე­ბა.

ამას­თან ერ­თად, მკვლევ­რე­ბი სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნე­ვენ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბას მო­მა­ვა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ფლო­ბის თა­ო­ბა­ზე. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რად­გან არ­სე­ბობს დი­დი ალ­ბა­თო­ბა, ქარ­თუ­ლი ენის ერ­თ­წ­ლი­ან პროგ­რა­მა­ში ერ­თად მოხ­ვ­დ­ნენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ფლო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას და ისი­ნიც, ვი­საც კარ­გად აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, მა­თი შე­დე­გე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. აქაც მკვლევ­რე­ბი გა­მო­სა­ვალს ხე­და­ვენ პროგ­რა­მის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ფლო­ბის მი­ხედ­ვით დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლო­ბა­ში. ისი­ნი არ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნამ გან­საზღ­ვ­როს პროგ­რა­მა­ზე მოხ­ვედ­რის შან­სე­ბი, ეს კონ­კუ­რენ­ცი­ის მხო­ლოდ ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლია, მაგ­რამ სა­ჭი­როდ მი­აჩ­ნი­ათ, არ­სე­ბობ­დეს ენის ფლო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დო­ნე, რა­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ თა­ვი­ან­თი სტუ­დენ­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მონ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის სწავ­ლე­ბე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თუ სპე­ცი­ფი­კუ­რი ან აკა­დე­მი­უ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის მო­დუ­ლე­ბი. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბიც ამის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო – ერ­თი და იმა­ვე მო­დუ­ლის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლას ვი­ღაც ერთ წელ­ში შეძ­ლებს, ვი­ღაც – ნა­ხე­ვარ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მოც­და უნა­რებ­ში ორი­ვემ ჩა­ა­ბა­რა და მა­თი ზო­გა­დი აკა­დე­მი­უ­რი მზა­ო­ბა მა­ღა­ლია.

კვლე­ვა­ში ერთ-ერ­თი აქ­ცენ­ტი ამ სა­კითხ­ზე­ცაა გა­კე­თე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ცხად­ყოფს, რომ უთა­ნას­წო­რო­ბაა თა­ვად ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებს შო­რი­საც. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 3-ჯერ მე­ტია სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნებ­ზე, გა­მო­დის, რომ ის კვო­ტა, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რა­დაა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ამ ორ ეთ­ნი­კურ ჯგუფს შო­რის, გა­ცი­ლე­ბით დი­დი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებს უქ­მ­ნის აზერ­ბა­ი­ჯნუ­ლე­ნო­ვა­ნებს – აქ კონ­კუ­რენ­ტებ­მა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი სკა­ლი­რე­ბუ­ლი ქუ­ლა უნ­და და­აგ­რო­ვონ კვო­ტა­ში მო­სახ­ვედ­რად და ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კურ­სის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, რაც არ არის სა­მარ­თ­ლი­ა­ნი. თუმ­ცა, ქარ­თუ­ლი ენის პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბას ახა­ლი პრობ­ლე­მა მოს­დევს – პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის სწო­რად არ­ჩე­ვა. იმის გა­მო, რომ სტუ­დენტს ხში­რად არ აქვს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამა თუ იმ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, არ­ჩე­ვანს რო­მე­ლი­მე პო­პუ­ლა­რულ პრო­ფე­სი­ა­ზე აკე­თებს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა თუ უნა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, მათ არც შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­ზე აქვთ წარ­მოდ­გე­ნა. მა­გა­ლი­თად, რო­ცა ირ­ჩე­ვენ ინ­გ­ლი­სურ ფი­ლო­ლო­გი­ას, ფიქ­რო­ბენ, რომ ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლით ენის ფლო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ. პროგ­რა­მის ში­ნა­არ­სის გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბას კი ცუდ შე­დე­გამ­დე მივ­ყა­ვართ. მსგავ­სი შეც­დო­მის­გან აუცი­ლებ­ლად უნ­და ვიხ­ს­ნათ სტუ­დენ­ტი – ნათ­ქ­ვა­მია კვლე­ვა­ში. იქ­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ აბი­ტუ­რი­ენტს, უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე, ჰქონ­დეს უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია თი­თო­ე­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ, რომ არ­ჩე­ვა­ნი იყოს რე­ა­ლის­ტუ­რი და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად უნი­ვერ­სი­ტეტს, არც აქ არის საკ­მა­რი­სი ამ კუთხით გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბა, ვერც იგი ახერ­ხებს სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მას. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იგუ­ლის­ხ­მე­ბა პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ქარ­თ­ველ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში მა­თი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც ხელს შე­უწყობს ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­საც გა­ა­ად­ვი­ლებს.

კვლე­ვა­ში ლა­პა­რა­კია თა­ნა­ბა­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მის არარ­სე­ბო­ბა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე. ესაა სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლო­ბა – აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი ენის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლის შემ­დეგ სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად აღი­ა­რე­ბულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, არ სარ­გებ­ლო­ბენ სა­ყო­ველ­თაო სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით.

ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო ასე ხსნის: ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლით მათ მი­ი­ღეს უკ­ვე სარ­გე­ბე­ლი, ხო­ლო და­ფი­ნან­სე­ბის მსურ­ველ­მა მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი ქარ­თ­ვე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მსგავ­სად უნ­და ჩა­ა­ბა­როს. აქვს მე­ო­რე ახ­ს­ნაც – უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის და­ფი­ნან­სე­ბის რე­ფორ­მა.

ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი მიდ­გო­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის თა­ნა­ბარ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ზო­გა­დად, პროგ­რა­მას შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბა, მაგ­რამ ის უნ­და ვრცელ­დე­ბო­დეს ყვე­ლა­ზე და არა რო­მე­ლი­მე ჯგუფ­ზე. ეს არის სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი.

კვო­ტი­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში კვლე­ვის არე­ალ­ში მოხ­ვ­და უკ­რა­ი­ნულ-რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ჯგუ­ფიც. ნათ­ქ­ვა­მია, რომ პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტი არც მათ ინ­ტე­რე­სებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ოსურ და აფხა­ზურ ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებს, კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მა­ში მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მხო­ლოდ ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს, რად­გან არა­სო­დეს უსარ­გებ­ლი­ათ ამ შე­ღა­ვა­თით. რაც შე­ე­ხე­ბათ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნებს, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა იყვნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თ­ვე­ლე­ბი ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ მო­მა­ვალს უკავ­ში­რე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს. იმის გა­მო, რომ მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი ჩვენ­თან რუ­სულ ენა­ზე არ ტარ­დე­ბა, მათ ექ­მ­ნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ შე­მოვ­ლი­თი გზით ან მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში გას­ვ­ლით.

დო­კუ­მენტს თან ერ­თ­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და თა­ნა­ბა­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის. კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლია და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და უკეთ მორ­გე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წ­ავ­ლებ­ლებ­ში ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მოთხოვ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად; მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ერ; ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, მი­ი­ღონ პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის მოთხოვ­ნებ­თან სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აკა­დე­მი­ურ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, სტუ­დენ­ტებ­სა და ლექ­ტორ-პრო­ფე­სო­რებ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ით; მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კვო­ტე­ბის სის­ტე­მის ფარ­გ­ლებ­ში, შე­იქ­მ­ნას ქარ­თუ­ლი ენის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მე­ბი.

♦ ♦ ♦

კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბით, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ პო­ლი­ტი­კის გან­საზღ­ვ­რა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ ზღუ­დავს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა­ში. ფაქ­ტია, რომ ყო­ველ წელს უფ­რო და უფ­რო მე­ტი ახა­ლაგ­ზ­რ­და აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, გა­ი­ზარ­და კონ­კუ­რენ­ცი­აც, მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღე­ბა, რად­გან ამ სა­კითხე­ბის მი­მართ სა­ხელ­მ­წი­ფოს მიდ­გო­მა ფორ­მა­ლუ­რია, რაც კარ­გად ჩანს სა­მო­ქალ­აქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და სტრა­ტე­გი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­შიც, სა­დაც აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია რა­ო­დე­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე და არა ისე­თი ტი­პის გრძელ­ვა­დი­ან თვი­სობ­რივ შე­დე­გებ­ზე, რო­მელ­მაც უნ­და შეც­ვა­ლოს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა – მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა.

ანა ფირცხალაიშვილი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები