27 აპრილი, შაბათი, 2024

ნინო კაპერსკის გამოცდილება

spot_img

ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ ემო­ცი­ებ­ზე

რო­დე­საც ბავ­შ­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და არა­სა­თა­ნა­დოდ იქ­ცე­ვა, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად, ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ „ქცე­ვის შე­ჩე­რე­ბა­ზე“, გა­გე­ბის გა­რე­შე, „რა­ტომ ჰქონ­და მას ად­გი­ლი“. ხში­რად, ბავშვს არ აქვს ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გირ­ჩევთ, პრობ­ლე­მუ­რი ქცე­ვის შე­სამ­ცი­რებ­ლად, რა ტექ­ნი­კა­საც არ უნ­და იყე­ნებ­დეთ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, „აღი­ა­რეთ“ ბავ­შ­ვის გრძნო­ბე­ბი, შემ­დეგ კი გა­უმ­კ­ლავ­დით ქცე­ვას. სცა­დეთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის დაწყე­ბა ამ გზით:

  1. აღი­ა­რეთ, რომ ბავ­შ­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად: „და­თო, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჩან­ხარ!“
  2. შემ­დეგ, და­არ­წ­მუ­ნეთ, რომ აღელ­ვე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია: „მეს­მის, თუ რო­გორ ხარ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რად­გან ახ­ლა არ შე­გიძ­ლია ———— მი­ღე­ბა. შე­საძ­ლოა, ამას მეც ძა­ლი­ან გა­ვე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნე“. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თქვენ უნ­და და­ე­თან­ხ­მოთ მას ან მო­ი­წო­ნოთ მი­სი ქცე­ვა, უბ­რა­ლოდ აღი­ა­რეთ, თუ რო­გორ გრძნობს იგი თავს.
  3. და­ბო­ლოს, და­ეხ­მა­რეთ ბავშვს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ან შე­უ­თან­ხ­მ­დით, თუ რო­დის ან რო­გორ შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ის, რაც სურს. უარ­ყო­ფი­თი ქცე­ვის ნაც­ვ­ლად, ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ იმა­ზე, თუ რა გინ­დათ, რომ ბავ­შ­ვ­მა გა­ა­კე­თოს.

თუ­კი ბავ­შ­ვი მე­ტის­მე­ტად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია იმი­სათ­ვის, რომ გო­ნივ­რუ­ლად გე­სა­უბ­როთ, უთხა­რით: „ახ­ლა ლა­პა­რა­კი­სათ­ვის ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხარ. ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა! მითხა­რი, რო­დე­საც საკ­მა­რი­სად მშვი­დად იგ­რ­ძ­ნობ თავს, ლა­პა­რა­კი­სათ­ვის“. შემ­დეგ, მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნეთ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ქცე­ვი­სად­მი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ყუ­რადღე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტეთ ემო­ცია და ილა­პა­რა­კეთ ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. და­უბ­რუნ­დით 1-3 ნა­ბი­ჯებს (ეძი­ეთ მი­ზე­ზი და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბი), მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ბავ­შ­ვი ლა­პა­რა­კი­სათ­ვის საკ­მა­რის სიმ­შ­ვი­დეს იგ­რ­ძ­ნობს.

ასე­თი მიდ­გო­მით, პა­ტივს სცემთ ბავშვს. პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ გრძნო­ბა­ზე და არა ქცე­ვა­ზე. „გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, სხვე­ბის­თ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რი არაა“.

არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ყუ­რადღე­ბა უფ­რო სა­სარ­გებ­ლო სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეთ.

რო­გორ გინ­დათ, რომ ბავ­შ­ვ­მა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სას, მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა? მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ავ­ლენთ სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბებს, პრაქ­ტი­კა­ში იქამ­დე გა­მო­ი­ყე­ნეთ, სა­ნამ ჩვე­ვა­ში გა­და­იზ­რ­დე­ბა. ამ­გ­ვა­რად, ბავ­შ­ვი „სა­ი­მე­დო პარ­ტ­ნი­ო­რად“ აღ­გიქ­ვამთ და მე­ტად შე­ეც­დე­ბა მარ­თე­ბუ­ლი სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნას.

მხედ­ვე­ლო­ბი­თი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის მოთხოვ­ნა

აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში მღელ­ვა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მო­წო­დე­ბა – შე­მოგ­ხე­დონ. რო­დე­საც ბავ­შ­ვი ცდი­ლობს მო­უს­მი­ნოს თქვენს ნათ­ქ­ვამს, მო­წო­დე­ბა, გი­ყუ­როთ თვა­ლებ­ში, გა­მო­იწ­ვევს მხო­ლოდ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და ხელს შე­უშ­ლის მოს­მე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა­ში. ამის სა­მი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს:

✅? ბევრ ბავშვს აქვს სმე­ნი­თი აღ­ქ­მის პრობ­ლე­მე­ბი. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად თქვე­ნი პი­რის მოძ­რა­ო­ბას უყუ­რე­ბენ. მოთხოვ­ნა — შე­მოგ­ხე­დონ, გო­ნივ­რუ­ლია, თუ მათ სჭირ­დე­ბათ თქვე­ნი ტუ­ჩე­ბის მოძ­რა­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, რა­თა უკეთ გა­ი­გონ რას ამ­ბობთ.

✅? სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, აუტიზ­მის მქო­ნე მრა­ვალ ბავშვს უჭირს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ორი შეგ­რ­ძ­ნე­ბის შე­კავ­ში­რე­ბა. მათ შე­უძ­ლი­ათ ან შე­მოგ­ხე­დონ, ან მო­გის­მი­ნონ, მაგ­რამ ორი­ვეს ერ­თ­დ­რო­უ­ლად ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან.

✅? ზო­გი­ერ­თი ბავ­შ­ვი, საგ­ნე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, პე­რი­ფე­რი­ულ მხედ­ვე­ლო­ბას იყე­ნებს, ამი­ტომ მის­თ­ვის პირ­და­პირ თვა­ლე­ბში ყუ­რე­ბა მე­ტის­მე­ტად გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

ასე რომ, მო­წო­დე­ბა – შე­მოგ­ხე­დონ, არ ზრდის სა­კითხის გა­გე­ბის დო­ნეს, პი­რი­ქით, ხში­რად აფერ­ხებს მის წვდო­მას.

უმე­ტე­სო­ბა ჩვენ­გა­ნის­თ­ვის, სხვის თვა­ლებ­ში ყუ­რე­ბა ბევ­რად უფ­რო ად­ვი­ლია, რო­დე­საც ამას სა­კუ­თა­რი ნე­ბით ვა­კე­თებთ და არა მო­წო­დე­ბით. იგი­ვე ეხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა სტილს. აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო ხში­რად შე­მოგ­ხე­და­ვენ, თუ ამას შე­მოვ­ლი­თი გზით შეს­თა­ვა­ზებთ და არა მო­წო­დე­ბით. გა­მო­ი­ყე­ნეთ შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი და აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ბავ­შ­ვი უფ­რო ხში­რად გი­ყუ­რებთ:

  1. ბავ­შ­ვ­თან სა­უბ­რი­სას, და­დე­ქით ისე, რომ იყოთ მის წინ, თვა­ლის დო­ნე­ზე. რო­დე­საც თქვე­ნი სა­ხე ბავ­შ­ვის მხედ­ვე­ლო­ბის არე­შია, უკეთ მი­იქ­ცევთ მის ყუ­რადღე­ბას. ეს არ ნიშ­ნავს სა­ხეს­თან ძა­ლი­ან მი­ახ­ლო­ე­ბას, რაც მას შე­ა­ში­ნებს. იყა­ვით მი­სი მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში ისე, რომ გა­უ­ად­ვილ­დეს შე­მო­ხედ­ვა.
  2. ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ სიტყ­ვე­ბი და მე­ტად – არა­ვერ­ბა­ლუ­რი ენა. სიტყ­ვე­ბი აძ­ლი­ე­რე­ბენ არა­ვერ­ბა­ლუ­რად მი­წო­დე­ბულ ინ­ფო­რ­მა­ცი­ას. ყუ­რადღე­ბის მი­საპყ­რო­ბად, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი მი­მი­კა და ჟეს­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ. ამით მი­ი­ზი­დავთ ბავშვს, შე­მოგ­ხე­დოთ სა­ხე­ზე, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად.
  3. რო­დე­საც ბავ­შ­ვი შეწყ­ვეტს ყუ­რე­ბას, ოდ­ნავ შე­ყოვ­ნ­დით, სა­ნამ კვლავ არ მო­იკ­რეფს ყუ­რადღე­ბას. კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას, შეს­ვე­ნე­ბა ბავშვს ეხ­მა­რე­ბა აღ­დ­გე­ნა­ში.
  4. მრა­ვა­ლი ბავ­შ­ვი თვალს ადევ­ნებს ხე­ლებს. თუ ბავ­შ­ვი თქვენ­თან შე­ხე­ბით თავს უსაფ­რ­თხოდ გრძნობს, ხში­რად მი­ა­ტა­ნი­ნეთ ხე­ლე­ბი თქვენს სა­ხეს­თან, რაც მა­შინ­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს მის მშვიდ მზე­რას. თქვენს სა­ხე­ზე მზე­რით, ბავშვს პო­ზი­ტი­ურ ემო­ცი­ას უზი­ა­რებთ. მხედ­ვე­ლო­ბი­თი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის ყვე­ლა­ზე ცუ­დი დროა, რო­დე­საც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხართ ან საყ­ვე­დუ­რობთ. ამით მხო­ლოდ უარ­ყო­ფით ემო­ცი­ას გა­უ­ზი­ა­რებთ.

ასე­ვე, ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბით ნუ მო­აბ­რუ­ნე­ბი­ნებთ ბავშვს თქვენ­კენ სა­ხეს, მოთხოვ­ნით: „შე­მომ­ხე­დე!“ ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბით თა­ვის მობ­რუ­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხ­მაა მის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე. მას გა­უ­ჭირ­დე­ბა „ნდო­ბის“ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თუ მხედ­ვე­ლო­ბით კონ­ტაქტს ფი­ზი­კუ­რად „აიძუ­ლებთ“. იმა­ზე მე­ტად არა­ფე­რი იწ­ვევს შიშს და შფოთ­ვას, ვიდ­რე რო­დე­საც ვი­ღაც გე­ხე­ბათ ნი­კაპ­ზე და თავს გატ­რი­ა­ლე­ბი­ნებთ, რომ შე­ხე­დოთ თვა­ლებ­ში.

თუ გსურთ, რომ ბავ­შ­ვ­მა თქვენ­თან თა­ვი „და­ცუ­ლად, აღი­ა­რე­ბუ­ლად და უნა­რი­ა­ნად“ იგ­რ­ძ­ნოს, ნუ მო­ახ­დენთ ზე­წო­ლას მხედ­ვე­ლო­ბით კონ­ტაქ­ტ­ზე ან რა­ი­მე სხვა ურ­თი­ერ­თო­ბის სტილ­ზე. ზე­წო­ლის ნაც­ვ­ლად, მო­ახ­დი­ნეთ პრო­ვო­ცი­რე­ბა. ასე, სა­ბო­ლო­ოდ, მო­ი­პო­ვებთ მის „ნდო­ბას“ და სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ებს.

„ითა­ნამ­შ­რომ­ლეთ ჩემ­თან, მენ­დეთ და მე მექ­ნე­ბა სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია, იძუ­ლე­ბით მხო­ლოდ დამ­კარ­გავთ.“

ქე­ბის ნაც­ვ­ლად, ერ­თად იზე­ი­მეთ!

წლე­ბის წინ გა­ვი­გე, რომ „ორ­მ­ხ­რი­ვი წა­ხა­ლი­სე­ბა“, სა­დაც ორი­ვე მხა­რე ერ­თ­მა­ნეთს აჯილ­დო­ებს, ბევ­რად უფ­რო ძლი­ე­რია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ბავ­შ­ვის შე­ქე­ბა. ორ­მ­ხ­რი­ვი წა­ხა­ლი­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, ბავ­შ­ვი არა მარ­ტო იღებს ჯილ­დოს, არა­მედ გას­ცემს კი­დეც. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი ბავშვს, ნაც­ვ­ლად პა­სი­უ­რი მიმ­ღე­ბი­სა, აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლედ ხდის. ორ­მ­ხ­რი­ვი წა­ხა­ლი­სე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­გა­ლი­თია „high five“ (ჟეს­ტი, რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი, აწე­უ­ლი მკლა­ვით არ­ტყამს ერ­თ­მა­ნეთს ხე­ლის გუ­ლებს). ბავ­შ­ვი და­ჯილ­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი მას ხე­ლის გუ­ლებ­ზე დარ­ტყ­მის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ხსნის და­ჯილ­დო­ე­ბის პრო­ცესს და ბავ­შ­ვი ამას მის ხე­ლის­გუ­ლებ­ზე დარ­ტყ­მით ას­რუ­ლებს. შე­ქე­ბის ნაც­ვ­ლად, ისი­ნი ერ­თად ზე­ი­მო­ბენ.

სიტყ­ვი­ე­რი შე­ქე­ბა: „ყო­ჩაღ, და­თო!“ სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ ხში­რად მას მი­ნი­მა­ლუ­რი მო­ტი­ვა­ცია ახ­ლავს. ამის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლი, სიტყ­ვე­ბი სწრა­ფად ქრე­ბა და ხში­რად არ მყარ­დე­ბა. მე­ო­რე, ბავ­შ­ვი აქ­ტი­უ­რად არ არის ჩარ­თუ­ლი და პა­სი­უ­რად იღებს შე­ქე­ბას. მე­სა­მე, ის იმ­დე­ნად ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ კარ­გავს ენ­თუ­ზი­აზმს და ხდე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი.

ორ­მა­გად ეფექ­ტუ­რია სა­მი ტი­პის შე­ქე­ბის — ფი­ზი­კუ­რი, ჟეს­ტუ­რი და სიტყ­ვი­ე­რი — შეწყ­ვი­ლე­ბა. იგი შედ­გე­ბა „ფი­ზი­კუ­რი“ კონ­ტაქ­ტის­გან, „high five“-ის სა­ხით, მო­წო­ნე­ბის „ჟეს­ტის­გან“, ცე­რა თი­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და სიტყ­ვი­ე­რი შე­ქე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა — „გა­სა­ო­ცა­რია!“. სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი/ემო­ცი­უ­რი შე­ქე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი:

  1. წა­ხა­ლი­სე­ბის დროს, და­დე­ქით პი­რის­პირ, თვა­ლის დო­ნე­ზე. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ცე­რა თი­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ასა­ხი­ე­რებთ მო­წო­ნე­ბის ჟესტს, ხე­ლე­ბი სა­ხეს­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნეთ ისე, რომ ბავ­შ­ვ­მა თქვე­ნი სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის ამოც­ნო­ბა შეძ­ლოს.
  2. ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეთ სიტყ­ვე­ბი და მე­ტად — არა­ვერ­ბა­ლუ­რი ენა (სა­ხის ხა­ლი­სი­ა­ნი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის ჟეს­ტე­ბი და მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ხმა). გა­მო­ი­ყე­ნეთ მხო­ლოდ მოკ­ლე სიტყ­ვი­ე­რი შე­ქე­ბა, რო­გო­რი­ცაა — „გა­სა­ო­ცა­რია!“.
  3. ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ „ჩვენ­ზე“, ვიდ­რე „შენ­ზე“.

სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი/ემო­ცი­უ­რი შე­ქე­ბა არის მხი­ა­რუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო და ორ­მ­ხ­რი­ვი წა­ხა­ლი­სე­ბა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ემო­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე და რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც მარ­ტი­ვია. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით არა მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებთ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უნარს, არა­მედ ავი­თა­რებთ ძლი­ერ სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ უნა­რებს. ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბის გზით სწავ­ლა.

ისიამოვნეთ ერთად გატარებული წუთებით!

ნი­ნო კა­პერ­ს­კი, თბი­ლი­სის მე-200 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები