2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

მარ­ტი­ვად გა­უ­გებთ ოკ­ლან­დერს, თუ მზად ხართ სი­მარ­თ­ლის მო­სას­მე­ნად – ინტერვიუ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტ მზი­კო და­ლა­ქიშ­ვი­ლთან

spot_img

„იყო ფან­ჯ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა ინერ­ცი­ის გა­მო, მკაც­რად დაგ­მა­ნუ­ლი გვქონ­და და ჯერ კი­დევ არ შეგ­ვი­ღია. ეს წიგ­ნი სწო­რედ ამ ფან­ჯ­რე­ბის მიღ­მა გვა­ხე­დებს.

წლე­ბია, არა­თუ ბავ­შ­ვი, ახალ­გაზ­რ­დაც აღარ მეთ­ქ­მის, მაგ­რამ კითხ­ვი­სას, მეც მო­მინ­და ამ სა­ო­ცარ მხატ­ვ­რულ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა – ეს ავ­ტო­რის სუ­პერ­პ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, გად­მო­ცე­მის სტი­ლი­სა და მიგ­ნე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­მოა. დაკ­ვირ­ვე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბას მოს­დევს და ამ დაკ­ვირ­ვე­ბით, გაკ­ვირ­ვე­ბა გაკ­ვირ­ვე­ბას – თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლოს იყო, აქ­ვე, ხე­ლის­გულ­ზე. ბავ­შ­ვის ცოდ­ნა ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბაა. ის კითხ­ვე­ბი, რო­მელ­საც ბავ­შ­ვი სვამს, ხში­რად უფ­რო­სე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია. მათ სწავ­ლა და ჩაღ­რ­მა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა. ძნე­ლია გა­ი­ზი­ა­რო ბავ­შ­ვის სი­მარ­თ­ლე, მაგ­რამ რო­გორც ავ­ტორ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო და­არ­წ­მუ­ნა – ამ თე­რა­პი­ით – შე­საძ­ლე­ბე­ლი. ცალ­კე აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია მთარ­გ­მ­ნე­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი შრო­მა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თუ­ლი. ზუს­ტად შე­ამ­ჩ­ნევთ და ამო­იც­ნობთ.“ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ეს მცი­რე ზო­მის რე­ცენ­ზია ვა­ი­ოლეტ ოკ­ლან­დე­რის წიგნს „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ ეკუთ­ვ­ნის, რო­მე­ლიც მარ­ტის ბო­ლოს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არტა­ნუჯ­მა“ გა­მოს­ცა. ინ­გ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნეს მა­რი­ამ და ნი­ნო ქა­ჯა­ი­ებ­მა, ხო­ლო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რია ფსი­ქო­ლო­გი, ბავ­შ­ვ­თა, მო­ზარ­დ­თა და ზრდას­რულ­თა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი მზი­კო და­ლა­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „გეშ­ტალტ თა­მა­შით თე­რა­პი­ის“ პრო­ცეს­ში.  რას ნიშ­ნავს გეშ­ტალტ თე­რა­პია და რო­გორ შე­ვა­ღოთ ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ოკ­ლან­დე­რის ცნო­ბი­ლი ფან­ჯა­რა, ამის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი მზი­კო და­ლა­ქიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

– მო­დი და­ვიწყოთ თქვე­ნი წარ­დ­გე­ნით – გა­ე­ცა­ნით მკითხ­ველს და გვი­ამ­ბეთ რა­ტომ აირ­ჩი­ეთ გეშ­ტალტ თე­რა­პია ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც თუ ისე პო­პუ­ლა­რუ­ლია?

– ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე რომ ვსწავ­ლობ­დი, და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცო­დი, მინ­დო­და მე­მუ­შა­ვა პა­ცი­ენ­ტებ­თან, რომ­ლებ­საც და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, ანუ ჩე­მი ინ­ტე­რე­სის სფე­რო მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა არ იყო, მინ­დო­და უშუ­ა­ლოდ პრაქ­ტი­კო­სი ფსი­ქო­ლო­გი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. გა­ვე­ცა­ნი არა­ერთ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რო­გო­რიც არის ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზი, კოგ­ნი­ტურ-ბი­ჰე­ვი­ო­რა­ლუ­რი მიდ­გო­მა, ცალ­კე ბი­ჰე­ვი­ო­რა­ლუ­რი მიდ­გო­მა. ამ ძი­ე­ბის გზა­ზე ჩემ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლო და ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სწო­რედ გეშ­ტალტ თე­რა­პია აღ­მოჩ­ნ­და. შე­ვეც­დე­ბი აგიხ­ს­ნათ რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც გეშ­ტალტ თე­რა­პია და რა­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, გავ­ყო­ლო­დი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას. პირ­ველ რიგ­ში, ვიტყ­ვი იმას, რომ მი­მარ­თუ­ლე­ბა და ბიძ­გი მომ­ცა თა­მარ გა­გო­ში­ძემ, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია თა­ვი­სი საქ­მის. რად­გა­ნაც ბავ­შ­ვებ­თან ფქსი­ქო­თე­რა­პია სუს­ტად იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გვყავ­და ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბი, ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა მითხ­რა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ბავ­შ­ვ­თა გეშ­ტალტ თე­რა­პი­ას ვინ­მე ის­წავ­ლის და ეს ვინ­მე შენ იქ­ნე­ბი. ეს იყო ბიძ­გი. ამის შემ­დეგ მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის შე­სა­ხებ. ვი­პო­ვე ეს ავ­ტო­რი, და­ვეს­წა­რი მის ტრე­ნინ­გებს, კარ­გად გა­ვე­ცა­ნი მის წიგნს… და აქ და­იწყო ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი რო­გორც ჩემს პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლა­ში, ისე, ზო­გა­დად, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა­ში — რა გზი­თაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­ბო­ლო­ოდ, მე­ურ­თი­ერ­თა ბავ­შ­ვებ­თან, მო­ზარ­დებ­თან. თით­ქოს ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და და გა­დაწყ­და, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და ჩე­მი კა­რი­ე­რა.

 

?✔ რაც შე­ე­ხე­ბა წიგნს – „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ , მი­სი თარ­გ­მ­ნის იდე­აც მას შემ­დეგ გაჩ­ნ­და, რაც ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დერს პი­რის­პირ შევ­ხ­ვ­დი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ტრე­ნინ­გზე. მი­სი გაც­ნო­ბით არა მხო­ლოდ მივ­ხ­ვ­დი, არა­მედ გა­ვი­აზ­რე და გან­ვი­ცა­დე, რას ნიშ­ნავს იყო თე­რა­პევ­ტი, რა ძა­ლა აქვს თე­რა­პი­ას, მივ­ხ­ვ­დი იმა­საც, რომ სწორ გზა­ზე ვარ. მას­თან შეხ­ვედ­რა ყვე­ლა­ზე კარ­გი მო­ტი­ვა­ცია აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვის თე­რა­პევ­ტო­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რი დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სკო­ლა­ში ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე, რთუ­ლად აღ­საზ­რ­დელ ბავ­შ­ვებ­თან. ამ პე­რი­ოდ­ში შვი­ლი და­ე­ღუ­პა. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ესე­ლე­ნის ინ­ს­ტი­ტუტ­ში წა­ვი­და და იქ გა­ეც­ნო გეშ­ტალტს — იქ იპო­ვა შვე­ბა და ძა­ლა, დაბ­რუ­ნე­ბო­და ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს. მა­ლე­ვე სწავ­ლა კა­ლი­ფორ­ნი­ის გეშ­ტალ­ტის ინ­ს­ტი­ტუტ­ში და­იწყო და გეშ­ტალტ თე­რა­პევ­ტი გახ­და. ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ, ამ პრო­ცეს­ში და­ნა­ხულ­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა ოკ­ლან­დერს ბუ­ნებ­რი­ვად გა­უ­ჩი­ნა იდეა, გეშ­ტალტ თე­რა­პია გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და მო­ერ­გო ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას.

კლი­ნი­კუ­რი ცოდ­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არ­სე­ბობს ამ ცოდ­ნა­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნაც, რა­საც გეშ­ტალ­ტ­ში „მე-შენ ურ­თი­ერ­თო­ბა“ ჰქვია, სა­დაც თე­რა­პევ­ტი არაფ­რით არ არის მე­ტი ან ნაკ­ლე­ბი პა­ცი­ენ­ტ­ზე, ის უბ­რა­ლოდ მას­თან არის, ხვდე­ბა პა­ცი­ენტს იქ, სა­დაც არის, იღებს ისეთს, რო­გო­რიც არის, გან­ს­ჯის, მო­ლო­დი­ნი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე. ეს არის თე­რა­პი­უ­ლი შეხ­ვედ­რა, სა­დაც ურ­თი­ერ­თო­ბით იწყე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი და ზრდა.

ზო­გა­დად, ყვე­ლა თე­ო­რე­ტი­კო­სი თან­ხ­მ­დე­ბა და ალ­ბათ თქვენც და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, წარ­მა­ტე­ბა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა – დიდ­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბავ­შ­ვო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით. რა ხდე­ბა ბავ­შვო­ბა­ში – თით­ქოს ეს ხდე­ბა  პრე­დი­კა­ტო­რი იმი­სა, თუ რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან რთუ­ლია ხოლ­მე ბავ­შ­ვო­ბა­ში დას­წავ­ლი­ლის, გამ­ჯ­და­რი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქცე­ვე­ბი­სა თუ რწმე­ნე­ბის გა­და­კე­თე­ბა ზრდას­რუ­ლო­ბა­ში. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი მთელ ცხოვ­რე­ბას ან­დო­მე­ბენ ხოლ­მე აქე­დან გა­მოს­ვ­ლას. თა­ვი­დან­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ ბავ­შ­ვის თე­რა­პია ძა­ლი­ან კე­თი­ლი და მად­ლი­ა­ნი საქ­მე იყო, თით­ქოს იქ­ვე ეხ­მა­რე­ბი ადა­მი­ანს იმა­ში, რომ მე­რე წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა აღარ გახ­დეს მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი. იქ­ვე ხარ და  მშო­ბელ­თან ერ­თად ეხ­მა­რე­ბი, არ და­უშ­ვას ის შეც­დო­მა, რო­მელ­საც ზრდას­რუ­ლო­ბა­ში იწ­ვ­ნევს, თა­ვი­დან აარი­დებ იმას, რომ მე­რე იტან­ჯოს და წლე­ბი მო­ან­დო­მოს პრობ­ლე­მი­დან გა­მოს­ვ­ლას, თა­ვის დახ­ს­ნას. სწო­რედ ეს გა­ვი­აზ­რე და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი — გეშ­ტალ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბას გავ­ყო­ლო­დი.

?✔ახ­ლა შე­ვეც­დე­ბი, ავ­ხ­ს­ნა მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, რა არის გეშ­ტალ­ტი.

სიტყ­ვა გეშ­ტალ­ტი ნიშ­ნავს ფორ­მი­რე­ბას. გეშ­ტალტ თე­რა­პი­ა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ანს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი მთლი­ა­ნო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ ის არ არის ცალ­კე ფიქ­რი, ანუ კოგ­ნი­ცია, არ არის ცალ­კე ემო­ცია და გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად სხე­უ­ლი. ეს ერ­თი მთლი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მია, რო­მე­ლიც ფუნქცი­ო­ნი­რებს ერ­თობ­ლი­ვად – მთლი­ა­ნო­ბა­ში, თუმ­ცა, სხვა­დას­ხ­ვა ფუნქ­ცი­ე­ბი აქვს – აზ­როვ­ნე­ბა თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს, ემო­ცი­ას თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია აქვს, სხე­უ­ლი თა­ვის­თა­ვად სხვაა, თუმ­ცა­ღა მა­თი მთლი­ა­ნო­ბა, ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი და შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა არის ის, რა­საც გეშ­ტალ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლი ფუნქ­ცი­ო­ნი­რე­ბის­თ­ვის. კოგ­ნი­ცია, სხვა სიტყ­ვე­ბით – აზ­როვ­ნე­ბა და ემო­ცია შე­თან­ხ­მე­ბუ­ლია ერ­თ­მა­ნეთ­თან და მათ­ში კონ­ფ­ლიქ­ტი ნაკ­ლე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, სხე­უ­ლიც ჯან­მ­რ­თე­ლად ვი­თარ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი იმის მი­ხედ­ვით ფუნქცი­ო­ნი­რებს, რო­გორც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მას სჭირ­დე­ბა.

– რას აკე­თებს ზო­გა­დად გეშ­ტალტ თე­რა­პევ­ტი?

– ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, თავ­და­პირ­ვე­ლად, უნ­და მიხ­ვ­დეს, რა სჭირ­დე­ბა ბავშვს, რო­მე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბა აქვს ამ მო­მენ­ტ­ში და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ადა­მი­ანს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მოთხოვ­ნი­ლე­ბა აღეძ­რას. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა გწყუ­რო­დეს, თან დაღ­ლი­ლი იყო და გე­ძი­ნე­ბო­დეს ან, შე­საძ­ლოა, გე­ნატ­რე­ბო­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი.  ჯან­მ­რ­თე­ლი ორ­გა­ნიზ­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი ახერ­ხებს გა­მო­ა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­როს მათ­გან ერ­თი, მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს ეს სა­ჭი­რო­ე­ბა. შემ­დეგ გა­და­ვი­დეს ახა­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე. რო­გორც გითხა­რით, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯან­მ­რ­თე­ლი ორ­გა­ნიზ­მი ირ­ჩევს მის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტულს. გეშ­ტალტ თე­რა­პევ­ტი სწო­რედ ამ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა პა­ცი­ენტს – გა­მო­ა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­როს რო­მე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბაა მის­თ­ვის, იმ მო­მენ­ტ­ში, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც არ და­უკ­მა­ყო­ფილ­და, კი­დევ უფ­რო მარ­ტი­ვად რომ ავ­ხ­ს­ნა, აპოვ­ნი­ნოს ადა­მი­ანს გზა, რო­მე­ლიც გა­სავ­ლე­ლი აქვს აღ­ძ­რუ­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი­დან მათ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ­დე. ამ გზას, გეშ­ტალ­ტ­ში, კონ­ტაქ­ტის ციკ­ლი ეწო­დე­ბა.

გეშ­ტალტ თე­რა­პევ­ტი ბავშვს უბ­რუ­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მის­მა ორ­გა­ნიზ­მ­მა თვი­თონ შეძ­ლოს თვით­რე­გუ­ლა­ცია.

ყვე­ლა­ზე მძი­მეა პა­ცი­ენ­ტი, რო­დე­საც სა­ერ­თოდ ვერ ხვდე­ბა სა­კუ­თარ მოთხოვ­ნი­ლე­ბას, არ იცის რა უნ­და და თით­ქოს დე­სენ­სი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია, ვერც კი ხვდე­ბა რომ რა­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი ესა­ჭი­რო­ე­ბა. არ­სე­ბობს პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ხვდე­ბა რა უნ­და, მაგ­რამ ძა­ლას ვერ პო­უ­ლობს, თით­ქოს, მუდ­მი­ვად სხვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სხვის­გან ელო­დე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ რა­ი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ი­მოქ­მე­დოს მოთხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. და­ვუშ­ვათ, იცის, რომ შია, მაგ­რამ ვერ იტყ­ვის, რომ შია მა­ნამ, სა­ნამ სხვა არ შეს­თა­ვა­ზებს: ხომ არ გშია? არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იცის რა უნ­და, თით­ქოს  ნა­ბიჯ­საც დგამს იმის­თ­ვის, რომ მი­ი­ღოს ის, რაც ესა­ჭი­რო­ე­ბა, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ში თით­ქოს და­ნა­შა­უ­ლის გან­ც­და უჩ­ნ­დე­ბა, ან, ვერ იღებს  ამ პრო­ცე­სით სი­ა­მოვ­ნე­ბას. ესეც, ერ­თ­გ­ვა­რი წყვე­ტაა კონ­ტაქ­ტის. ასე რომ, გეშ­ტალტ თე­რა­პევ­ტის მი­ზა­ნი, ბავ­შ­ვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­ცეს­ში, კონ­ტაქ­ტის ციკ­ლის უწყ­ვე­ტად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მიღ­წე­ვაა. სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, ბავ­შ­ვ­მა თვი­თონ­ვე უნ­და იცო­დეს რა სურს და ამ სურ­ვი­ლის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად გზის და­მო­უ­კი­დებ­ლად გავ­ლა თა­ვად უნ­და შეძ­ლოს. თუ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ახერ­ხებს, მო­ნა­ხოს გა­მო­სა­ვა­ლი, ითხო­ვოს დახ­მა­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ამ პრო­ცე­სის­გან მი­ი­ღოს ის შე­დე­გი, რაც მის ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, სწყუ­რია? მიხ­ვ­და, რომ სწყუ­რია? ად­გეს, მო­უშ­ვას ონ­კა­ნი, და­ლი­ოს წყა­ლი და მი­ი­ღოს სი­ა­მოვ­ნე­ბა. შემ­დეგ მი­ი­ღოს ახა­ლი იმ­პულ­სი მომ­დევ­ნო მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ. ბავ­შ­ვებ­თან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ციკ­ლი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ხოლ­მე უწყ­ვე­ტად. მათ უჩ­ნ­დე­ბათ ში­ში და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­რე­მო­ზე, თით­ქოს გა­რე­მოს თან­ხ­მო­ბა, გა­რე­მოს­გან წა­მო­სუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა სჭირ­დე­ბათ მუ­დამ. თუმ­ცა, ხში­რად გა­რე­მომ სწო­რად არ იცის რა ხდე­ბა ბავ­შ­ვის შიგ­ნით. რე­ა­ლუ­რად, დე­დამ არას­დ­როს იცის, კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში ბავშვს თა­მა­ში ურ­ჩევ­ნია თუ წიგ­ნის წა­კითხ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, უმ­ჯო­ბე­სია, ბავ­შ­ვ­მა თვი­თონ გან­საზღ­ვ­როს რა ესა­ჭი­რო­ე­ბა მას იმ მო­მენ­ტ­ში. ეს არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ გა­მო­რიცხავს იმას, რომ მშო­ბელს არ უნ­და მო­უს­მი­ნოს. ბავ­შ­ვ­მა უნ­და შეძ­ლოს რო­გორც სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის და­ფიქ­სი­რე­ბა, ისე გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა, რაც მხო­ლოდ ჯან­სა­ღი დი­ა­ლო­გით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მშო­ბელ­სა და ბავშვს შო­რის. რო­დე­საც ეს დი­ა­ლო­გი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ბავ­შ­ვე­ბი იწყე­ბენ მორ­ჩი­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა და სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ ქმე­დე­ბას, მშობ­ლის გუ­ლის მო­სა­გე­ბად…

– რო­გორ ახერ­ხებთ თე­რა­პევ­ტე­ბი, ბავშვს ის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­აკ­ვე­თი­ნოთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მის­თ­ვის და შემ­დეგ ეს უწყ­ვე­ტი ციკ­ლი ააწყოთ?

– ოკ­ლან­დე­რის წიგ­ნი ზუს­ტად ამა­ზეა, რო­გორ უნ­და ჩავ­წ­ვ­დეთ ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, რო­გორ შე­ვა­ღოთ ეს ფან­ჯა­რა და და­ვი­ნა­ხოთ, რა ხდე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ბავ­შ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში და რო­გორ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მი­სი ქცე­ვა მი­სი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის­გან; რო­გო­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მის­გან წა­მო­სუ­ლი იმ­პულ­სე­ბი და რა შე­იძ­ლე­ბა იმა­ლე­ბო­დეს ამ ქცე­ვის უკან, ანუ რო­გო­რია და­ფა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. ჩვე­ნი, თე­რა­პევ­ტე­ბის მი­ზა­ნი სწო­რედ ეს არის, რომ ზუს­ტად მი­ვაგ­ნოთ ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბას და არ გავ­ჩერ­დეთ მხო­ლოდ ბავ­შ­ვის ქცე­ვა­ზე, არ დავ­რ­ჩეთ  ზე­და­პირ­ზე და მხო­ლოდ მის ქცე­ვას არ მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა, არა­მედ ჩა­ვი­დეთ უფ­რო სიღ­რ­მე­ებ­ში და გა­ვი­გოთ — რას მა­ლავს ამ ქცე­ვის უკან, რო­მე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბა აქვს, რომ­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც ვერ ახ­დენს. ბევ­რი მშო­ბე­ლი ეუბ­ნე­ბა ბავშვს, რომ გაბ­რა­ზე­ბა კარ­გი არ არის, რომ ტი­რი­ლი ცუ­დია — ასეთ დროს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ჭებს, უყა­ლიბ­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ არ უნ­და იტი­რონ, არ უნ­და გაბ­რაზ­დ­ნენ; არა­და ბრა­ზის ემო­ცია აუცი­ლე­ბე­ლი ემო­ციაა. ბრა­ზი ძლი­ე­რი ემო­ციაა, ეს არის დი­დი ძა­ლა და ენერ­გია, რო­მელ­თან სწო­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ცოდ­ნა ენერ­გი­ის დი­დი წყა­როა, ბევ­რი ბავ­შ­ვი ბრაზ­ზე უარს ამ­ბობს, ბლო­კავს ამ ემო­ცი­ას, რად­გან მშობ­ლებს არ მოს­წონთ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ბავ­შვი. ასე­ვეა ტი­რი­ლიც. ტი­რი­ლი ერ­თ­გ­ვა­რი თვით­ზ­რუნ­ვაც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ზოგ­ჯერ აუცი­ლე­ბე­ლიც კია, რომ ბავ­შ­ვ­მა იტი­როს. თუ ჩვენ  ხში­რად ვეტყ­ვით, რომ ტი­რი­ლი ცუ­დია და არ უნ­და იტი­როს,ბავ­შ­ვი და­ის­წავ­ლის და აღარ ტი­რის. თე­რა­პი­ის დროს, ჩვენ დაბ­ლო­კილ ემო­ცი­ებს „უკან ვაბ­რუ­ნებთ“ და ვას­წავ­ლით ამ ემო­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ჩვენ ვაძ­ლევთ სივ­რ­ცეს, და­იბ­რუ­ნონ და გა­მო­ხა­ტონ დაბ­ლო­კი­ლი ემო­ცი­ე­ბი, რაც შვე­ბის მომ­გ­ვ­რე­ლი პრო­ცე­სია. ყვე­ლა­ფე­რი ეს, ემ­სა­ხუ­რე­ბა მთა­ვარ მი­ზანს: ბავ­შ­ვ­მა არ უნ­და იცოცხ­ლოს, არა­მედ იცხოვ­როს და სრუ­ლად შეძ­ლოს გა­რე­მოს აღ­ქ­მა, შეგ­რ­ძ­ნე­ბის ყვე­ლა ორ­გა­ნო­თი – ემო­ცი­ე­ბის სრუ­ლად ფლო­ბით სრუ­ლად შე­იგ­რ­ძ­ნოს სი­ცოცხ­ლე.

– თე­რა­პი­ის დროს ხდე­ბა თუ არა ემო­ცი­ე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა და რო­გო­რია თე­რა­პი­უ­ლი სივ­რ­ცის ჩარ­ჩო­ე­ბი გეშ­ტალ­ტ­ში?

– ემო­ცი­ის კო­რექ­ტი­რე­ბას არ დავარქმევ­დი, ჩვენ მათ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დაბ­ლო­კი­ლი ემო­ცი­ის გან­ბ­ლოკ­ვა­ში ვეხ­მა­რე­ბით. ხან­და­ხან მო­დის ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც სა­ხე­ზე არა­ნა­ი­რი გან­ც­და არა აქვს, ემო­ცი­ას ვერ კითხუ­ლობ. მი­ზე­ზი სხვა­დას­ხ­ვა რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს… ბავ­შ­ვი ზოგ­ჯერ იმ­პულ­სუ­რია და იმა­ზე მეტს გა­მო­ხა­ტავს, ვიდ­რე გა­რე­მო აძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, ამი­ტომ, ის ხში­რად ამის გა­მო ის­ჯე­ბა ან იღებს საყ­ვე­დურს. ამის შემ­დეგ, ში­შით,  რომ გა­რე­მომ არ გა­რი­ყოს ან დე­დამ და მა­მამ მას­ზე უარი არ თქვან, ბავ­შ­ვი და­ის­წავ­ლის, რომ ეს ემო­ცია ცუ­დია და მას­ზე უარს ამ­ბობს. არა­და, ცხოვ­რე­ბის სრუ­ლად შეგ­რ­ძ­ნე­ბა, და­მე­თან­ხ­მე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე, სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ ვცდი­ლობთ, პი­რი­ქით მო­ვიქ­ცეთ – ბავ­შ­ვებს ემო­ცი­ე­ბი და­ვუბ­რუ­ნოთ და მი­ვეხ­მა­როთ მათ გა­მო­ხატ­ვა­ში, რაც სა­კუ­თა­რი თა­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბის და აღ­მო­ჩე­ნის აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა.

ახ­ლა გან­ვი­ხი­ლავ შემ­თხ­ვე­ვას, რო­დე­საც ბავ­შ­ვი მო­დის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ემო­ცი­ით (ამას იმ­პულ­სურ ქცე­ვას ვე­ძა­ხით – ბავშვს თით­ქოს იმა­ზე მე­ტი ემო­ცია აქვს, ვიდ­რე უნ­და ჰქონ­დეს). მა­გა­ლი­თად, დე­და ჩი­ვის, რომ ბავ­შ­ვი მარ­ტი­ვად ტი­რის, ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რია, ხმა­უ­რი­ა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი სწყინს… აქ აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო­ბა, რომ ბავშვს, რო­გორც სა­კუ­თარ თავ­თან, ისე გა­რე­მოს­თან კონ­ტაქ­ტის პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ჩვენ მას, სა­კუ­თა­რ თავ­თან მი­ახ­ლო­ე­ბით, გა­რე­მოს­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით.

თე­რა­პევ­ტებს ორი რამ აინ­ტე­რე­სებთ – ბავ­შ­ვი იყოს ჰარ­მო­ნი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­კუ­თარ თავ­თან, ანუ აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს თა­ვის ემო­ცი­ებს, ფიქ­რებს, სურ­ვი­ლებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ახერ­ხებ­დეს ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას გა­რე­მოს­თან.

რო­გორ ხდე­ბა ეს? – აქ პირ­ვე­ლად ვახ­სე­ნებ სელფს – ბავ­შ­ვი უნ­და მი­უ­ახ­ლოვ­დეს სა­კუ­თარ სელფს, ანუ ნა­ხოს ვინ არის თვი­თონ – რა შე­უძ­ლია, რა მოს­წონს, რა არ მოს­წონს; რა არის მი­სი სა­კუ­თა­რი აზ­რი, შეგ­რ­ძ­ნე­ბა; ბავ­შ­ვე­ბი ხომ გა­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით იზ­რ­დე­ბი­ან. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით ბა­ღებს, სკო­ლებს, მშობ­ლებს, იოლად და­ვი­ნა­ხავთ, რომ ბავ­შ­ვე­ბი, ხში­რად, მზა ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ – ახ­ლა უნ­და გა­ვა­კე­თოთ ეს! ახ­ლა ეს უნ­და გა­ვა­კე­თოთ ასე! შე­სა­ბა­მი­სად,  რას გრძნობს ბავ­შ­ვი ამ მო­მენ­ტ­ში ან რას ფიქ­რობს, ეს, თით­ქოს თვი­თონ­ვე ავიწყ­დე­ბა და პირ­და­პირ ემორ­ჩი­ლე­ბა იმას, რა­საც გა­რე­მო კარ­ნა­ხობს.

გა­რე­მოს უნ­და ახ­სოვ­დეს და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს იმას, უბ­რა­ლოდ ემორ­ჩი­ლე­ბა გა­რე­მოს ნა­კარ­ნა­ხევს ბავ­შ­ვი თუ გრძნობს რას ელა­პა­რა­კე­ბი­ან მას.

სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, არ უნ­და მოხ­დეს გა­რე­მოს­გან იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­უ­ღე­ჭა­ვად გა­დაყ­ლაპ­ვა, რომ­ლის გე­მოც ვერ გა­ი­გო ბავ­შ­ვ­მა – ჯერ უნ­და და­ი­ღე­ჭოს, და­გე­მოვ­ნ­დეს, მო­ე­წო­ნოს, მი­ი­ღოს და მე­რე უნ­და გა­დაყ­ლა­პოს და რაც არ მოს­წონს, იმა­ზე უარის თქმა შეძ­ლოს. სამ­წუ­ხა­როდ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ხში­რად არ ეძ­ლე­ვათ ბავ­შ­ვებს. ისი­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ზა­დე­ბულ ულუ­ფებს იღე­ბენ, რო­მე­ლიც, უნ­დათ თუ არა, მა­ინც უნ­და გა­დაყ­ლა­პონ. თე­რა­პევ­ტე­ბი მათ სწო­რედ ამ პრო­ცე­სის თა­ვი­დან გავ­ლა­ში ვეხ­მა­რე­ბით – ვცდი­ლობთ გა­ი­აზ­რონ რა ხდე­ბა, რას სთა­ვა­ზობს გა­რე­მო და თვი­თონ აირ­ჩი­ონ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი­დან რა მი­ი­ღონ და რა არა, ვას­წავ­ლით პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბას, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას, რაც თვით­შე­ფა­სე­ბის სა­წინ­და­რია. ხში­რად გა­რე­მო ბავშვს სა­სარ­გებ­ლოს სთა­ვა­ზობს, მაგ­რამ, შე­საძ­ლოა, ტემ­პ­ში იყოს აც­დე­ნა — გა­რე­მო არ აც­დის ბავშვს მიხ­ვ­დეს, რომ ეს კარ­გია. გვეჩ­ქა­რე­ბა? ვე­უბ­ნე­ბით: ჩქა­რა ჩა­იც­ვი. ვაგ­ვი­ა­ნებთ? ვე­უბ­ნე­ბით: ჩქა­რა ჭა­მე. შე­იძ­ლე­ბა ბავშვს ძა­ლი­ა­ნაც უნ­და, რომ ჭა­მოს, მაგ­რამ ისე ჩქა­რა არა, რო­გორც გა­რე­მო სთა­ვა­ზობს, ან შე­იძ­ლე­ბა მას უნ­და ის­წავ­ლოს ლექ­სი, რო­მელ­საც შენ ას­წავ­ლი, მაგ­რამ არა ძალ­და­ტა­ნე­ბით, არა­მედ თა­ვი­სი ტემ­პით, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ბავ­შ­ვის ტემ­პი, ტემ­პე­რა­მენ­ტი. ერ­თია ჩვენ რა გვინ­და ბავ­შ­ვის­თ­ვის, მე­ო­რეა მას თვი­თონ რა უნ­და იმ მო­მენ­ტ­ში, რის­თ­ვის არის მზად მი­სი ორ­გა­ნიზ­მი. არ უნ­და და­ვა­ბი­ჯოთ ფე­ხი მის ემო­ცი­ებ­სა და ფიქ­რებს.

გეშ­ტალტ თე­რა­პევ­ტე­ბი  ვცდი­ლობთ, ბავ­შ­ვი და­უბ­რუნ­დეს იმ საწყის მდგო­მა­რე­ო­ბას, სა­დაც სა­კუ­თარ თავს გრძნობს, ფლობს და გა­რე­მოს­თან ჰარ­მო­ნი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია.

თა­ვის­თა­ვად, ჩვენს თე­რა­პი­ულ სივ­რ­ცე­ში ჩარ­ჩოც გვაქვს და საზღ­ვ­რებ­საც ვა­წე­სებთ, მაგ­რამ ამ სივ­რ­ცე­ში მე აუცი­ლებ­ლად ვრჩე­ბი მე, მაქვს ჩე­მი საზღ­ვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის. მა­გა­ლი­თად, თუ ბავშვს უნ­და, რომ თავ­ზე ამა­ცოც­დეს და ეს არ მსი­ა­მოვ­ნებს, მე მას აუცი­ლებ­ლად ვეტყ­ვი, შენ მე თავ­ზე ვერ ამა­ცოც­დე­ბი იმი­ტომ, რომ მე ეს არ მომ­წონს. თუმ­ცა, შევ­თა­ვა­ზებ სხვა თა­მა­შებს, რომ­ლის თა­მა­შიც შე­მიძ­ლია მას­თან. ამით ვას­წავ­ლი, რომ გა­რე­მო ყო­ველ­თ­ვის ვერ იქ­ნე­ბა მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­რე­მო ბევ­რი არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და შე­უძ­ლია ის აირ­ჩი­ოს, რო­მე­ლიც მას სურს – გა­რე­მოს­თან არ და­კარ­გოს კონ­ტაქ­ტი და ეს იყოს შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გი მათ შო­რის. მე, რო­გორც თე­რა­პევ­ტი, ვუქ­მ­ნი უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს, ვაძ­ლევ არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­დაც ის ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბით და ნამ­დ­ვი­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბებით იზ­რ­დე­ბა, იც­ვ­ლე­ბა და ვი­თარ­დე­ბა – უბ­რუნ­დე­ბა მის თავს! იბ­რუ­ნებს ბავ­შ­ვი სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, რომ­ლებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა უარი ჰქონ­და  ნათ­ქ­ვა­მი, და, უბ­რა­ლოდ, მე­ქა­ნი­კურ ქმე­დე­ბებ­ზე იყო გა­და­სუ­ლი მი­სი ცხოვ­რე­ბა. რა ასა­კი­საც არ უნ­და იყოს ბავ­შ­ვი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, ყვე­ლა ასაკ­ში ხვდე­ბა, რომ ის მხო­ლოდ გა­რე­მოს­გან წა­მო­სუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბის პრო­დუქ­ტი არ არის, რომ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია იცო­დე ვინ ხარ შენ! – ვინ ხარ შენ, სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­ში, სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის ფლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა ოკ­ლან­დე­რის წიგ­ნი ადა­მი­ა­ნებს. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­ნი თა­ვით, გა­რე­მოს­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად გა­და­სად­გ­მე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია ამ წიგ­ნ­ში ახ­ს­ნი­ლი და ნაჩ­ვე­ნე­ბი.

– ალ­ბათ, ამი­ტო­მაც არის ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის წიგ­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მშობ­ლის­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის?

– „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის პირ­ვე­ლი წიგ­ნია, სა­დაც ის გე­ნი­ა­ლუ­რი სი­მარ­ტი­ვით აღ­წერს სა­კუ­თა­რი მუ­შა­ო­ბის მო­დელს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბავ­შ­ვე­ბი­სა და თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­სის მი­მართ. ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის გან­ზ­რახ­ვამ, გეშ­ტალტ თე­რა­პია ბავ­შ­ვებ­თან და მო­ზარ­დებ­თან მუ­შა­ო­ბის­თ­ვის მო­ერ­გო, რაც მა­ნამ­დე არა­ვის უც­დია, აშ­კა­რად გა­ა­მარ­თ­ლა. დღეს ოკ­ლან­დე­რის მო­დე­ლი დი­დი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში. მი­სი წიგ­ნი 16 ენა­ზეა ნა­თარ­გ­მ­ნი და ბევ­რი თე­რა­პევ­ტის სა­მა­გი­დო წიგ­ნად იქ­ცა. მარ­ტი­ვია ოკ­ლან­დე­რის გა­გე­ბა, თუ მზად ხარ სი­მარ­თ­ლის მო­სას­მე­ნად. ის იც­ნობს ბავშვს, მას ყვე­ლა ბავ­შ­ვის ეს­მის, არა­ვის გან­ს­ჯის, ყვე­ლა­ზე თა­ნაბ­რად ზრუ­ნავს, ყვე­ლას ანა­თებს და გზა­საც უნა­თებს. მას­თან შეხ­ვედ­რა ნიშ­ნავს, შეხ­ვ­დე სა­კუ­თარ თავს ისეთს, რო­გო­რიც ღმერ­თ­მა გა­გა­ჩი­ნა – სიყ­ვა­რუ­ლით მი­აღ­წიო ბედ­ნი­ე­რე­ბას.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ყვე­ლა მშო­ბელ­მა და უფ­როს­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­აზ­როს და იგ­რ­ძ­ნოს რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ არ ვი­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოთ მხო­ლოდ გა­რე­მოს წე­სე­ბით. ცხა­დია, გა­რე­მო­ში წე­სე­ბი აუცი­ლებ­ლად არ­სე­ბობს და იარ­სე­ბებს, თუმ­ცა, არ უნ­და ვაქ­ცი­ოთ ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი მხო­ლოდ მე­ქა­ნი­კუ­რად და­მორ­ჩი­ლე­ბად არ­სე­ბე­ბად ამ გა­რე­მოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს ბავ­შ­ვე­ბის ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, მა­თი ემო­ცი­ე­ბი, გან­ც­დე­ბი, ხე­ლახ­ლა შე­ვე­ხოთ მათ და კარ­გად გა­ვი­აზ­როთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის გან­ც­და, თურ­მე, გან­აპი­რო­ბებს მის მო­მა­ვალს. არც ერ­თი წა­მით არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რამ­დე­ნად ფა­ქი­ზია ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ც­დე­ბის და ემო­ცი­ე­ბის მოს­მე­ნა და მათ­თ­ვის იმ სივ­რ­ცის მი­ცე­მა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე შეძ­ლონ სა­უ­ბა­რი. ბავ­შ­ვებს ხე­ლი შე­ვუწყოთ არა ემო­ცი­ე­ბის დაბ­ლოკ­ვა­ში, არა­მედ მი­ვეხ­მა­როთ, რომ ეს ემო­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ იმის­თ­ვის, რომ სი­ცოცხ­ლე კი­დევ უფ­რო მე­ტად შე­იგ­რ­ძ­ნონ და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ გა­რე­მოს­გან, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტი გას­ცენ. მე­ტი სი­ცოცხ­ლე ჩვენს ბავ­შ­ვებს, აი, ეს სიტყ­ვე­ბია ამ წიგ­ნის დე­ვი­ზი.

ოკ­ლან­დე­რის ფან­ჯა­რა მარ­თ­ლაც სა­უ­კე­თე­სო ფან­ჯა­რაა მშობ­ლე­ბის­თ­ვის, მა­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ბავ­შ­ვე­ბის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში შე­საღ­წე­ვად. ამის გარ­და, ეს არის ერ­თ­გ­ვა­რი შეტყო­ბი­ნე­ბა/გზავ­ნი­ლი მშობ­ლე­ბის­თ­ვის – არა­სო­დეს ენ­დოთ მხო­ლოდ თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს ბავ­შ­ვებ­ზე, ის ყო­ველ­თ­ვის გა­და­ა­მოწ­მეთ ბავ­შ­ვ­თან.

უამ­რა­ვი ხერ­ხი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც თქვენ გაძ­ლევთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ შე­ი­ხე­დოთ ბავ­შ­ვის სამ­ყა­რო­ში. ნუ გან­საზღ­ვ­რავთ ბავშვს მხო­ლოდ მი­სი ქცე­ვით, ზუს­ტად ქცე­ვის შიგ­ნით იღე­ბა ეს ფან­ჯა­რა და მის მიღ­მა იმა­ლე­ბა ყვე­ლა ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც მის ქცე­ვებს გა­ნაპ­რო­ბებს, ქცე­ვებს, რომ­ლე­ბიც თქვენ შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­წონთ ან მოგ­წონთ. ყო­ველ­თ­ვის იქო­ნი­ეთ ბავ­შ­ვ­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­დაც ბავ­შ­ვი თქვე­ნი ნდო­ბით ისარ­გებ­ლებს, სა­დაც მის­თ­ვის იქ­ნე­ბით უსაფ­რ­თხო და არა გან­მ­ს­ჯე­ლი; მის­თ­ვის შექ­მე­ნით უსაფ­რ­თხო სივ­რ­ცე, სა­დაც გა­მო­ხა­ტავს რო­გორც თა­ვის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ისე ფიქ­რებს – კოგ­ნი­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თქვენ გახ­დე­ბით ზუს­ტად ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ბავ­შ­ვი გა­იზ­რ­დე­ბა და უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვ­ლე­ბა. თუ მან ვერ გა­მო­ხა­ტა მი­სი ნამ­დ­ვი­ლი ფიქ­რი და ემო­ცია, ვე­რას­დ­როს გა­იზ­რ­დე­ბა, ვერ გახ­დე­ბა უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნი. და­მერ­წ­მუ­ნეთ, რომ ბავ­შ­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რ­დე­ბი­ან და იც­ვ­ლე­ბი­ან, თუ ჩვენ მათ მი­ვე­ცით გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კი, პირ­ველ რიგ­ში, არის მა­თი მოს­მე­ნა და არა ჩვე­ნი აზ­რის თავს მოხ­ვე­ვა. მა­თი მოს­მე­ნით ჩვენ ვიზ­რ­დე­ბით. ამ დი­ა­ლო­გით, რო­მელ­საც გეშ­ტალ­ტ­ში „მე – შენ ურ­თი­ერ­თო­ბა“ ჰქვია, ხდე­ბა რო­გორც ბავ­შ­ვის გაზ­რ­და, ისე მშობ­ლის გაზ­რ­დაც. ნუ და­ი­ზა­რებთ, მო­უს­მი­ნეთ მათ და ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს გა­ი­გებთ შვი­ლებ­ზეც და თქვენს თავ­ზეც.

?   ?   ?

?✔ „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია მშობ­ლე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სპეც­პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა პრაქ­ტი­კო­სი ფსი­ქო­ლო­გე­ბის­თ­ვის, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბის­თ­ვის.
„ნაშ­რო­მი პა­სუხს სცემს უამ­რავ სა­ჭირ­ბო­რო­ტო კითხ­ვას: რო­გორ გა­ვუ­გოთ და მო­ვექ­ცეთ ბავ­შ­ვებს; რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ბავ­შ­ვ­მა დაძ­ლი­ოს პრობ­ლე­მე­ბი და სა­კუ­თა­რი თა­ვის უკე­თე­სი ვერ­სია შექ­მ­ნას; რამ­დე­ნად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს წარ­მო­სახ­ვას და ფან­ტა­ზი­ას, ემო­ცი­ებ­სა და სა­ხელ­დე­ბას; აღ­ქ­მის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თა­მაშს, პრობ­ლე­მე­ბის ვერ­ბა­ლი­ზა­ცი­ა­სა და თვი­თო­ბის გა­აზ­რე­ბას ბავ­შ­ვებ­ში.“ – წერს ადიქ­ცი­ის კვლე­ვი­სა და კონ­სულ­ტი­რე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვა. და რაც მთა­ვა­რია, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ვა­ი­ო­ლეტ ოკ­ლან­დე­რის „ფან­ჯ­რე­ბი ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­კენ“ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ნაშ­რო­მია, რაც კი ამ დარ­გ­ში და­წე­რი­ლა – სა­ო­ცა­რი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით არის გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი წიგ­ნ­ში ყო­ვე­ლი სიტყ­ვა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები