27 აპრილი, შაბათი, 2024

მავთულხლართები

spot_img

უჩვეულო დილა გათენდა. სარკმლიდან შემოსული გაზაფხულის მზის სხივები დათა პაპას თვალებში უჭყიტინებდა. წამოდგა, მზით გამთბარი სხეულის შემოსვას შეუდგა.

პაპას ეჩქარებოდა, სამწყემსურში უნდა წასულიყო. ჯერ ქათმები დააპურა, შემდეგ გომურთან დაბმული ძროხა ახსნა, მიეფერა. საძოვარზე გასაშვებად ჭიშკარი გამოაღო.

და… იმ დროიდან დათა პაპას ძროხა ერთადერთი იყო, რომელსაც „საზღვრის“ უკანონო კვეთისთვის ცხინვალის იზოლატორში არ ათავსებდნენ.

– ახლა რა უნდა ვქნათ? – თითქოს საკუთარ თავს ჰკითხა მოხუცმა ქალმა.

– სახლს არ მივატოვებ, არსად წავალ, – მიუგო დათა პაპამ.

– ნანა? – იკითხა ქალმა.

ნანა მოხუც მშობლებს მავთულხლართებთან ხვდებოდა, ჩახუტება მტკივნეული და საამო იყო.

ომში უიარაღო ადამიანები უფრო დიდხანს იბრძვიან!

დაჩი მირველაშვილი

თბილისის კერძო სკოლის „ჰელიოსი“ მე-11 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები