27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩემი მასწავლებელი

spot_img

13 წლის იყო ელენე, როცა განუზომელი რაოდენობის დარდი და ფიქრი შემოაწვა. განსაკუთრებით, მეგობრებთან ურთიერთობაში დაშვებულ ,,შეცდომებზე” ეფიქრებოდა, რომლებსაც ისინი ვერც კი ამჩნევდნენ, თუმცა ელენე ხომ ამჩნევდა? შესაბამისად, მისი თვითშეფასება ნულამდე დაეცა. ზედმეტად კრიტიკული გახდა, საკუთარი თავის მიმართ. ამას ერთ-ერთ საგანში მიღებული დაბალი ქულაც დაემატა და იმ დღის შემდეგ, ელენემ საკუთარი მეცადინეობისა და ძალების მოკრების ტექნიკა სრულიად შეცვალა. თითო საგანს 3 საათს უთმობდა, რადგან ეგონა, რომ აბზაც-აბზაც თუ ისწავლიდა უფრო კარგად დაამახსოვრდებოდა და კარგ შეფასებასაც დაიმსახურებდა.

ალბათ გგონიათ ეს მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, რაც დრო გადიოდა მით მეტად იტვირთავდა თავს, დასვენების საშუალებას არ აძლევდა საკუთარ „მეს“. ამან ხელი შეუშალა მის როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ განვითარებას.

ერთ დღესაც მას კლასში უთქვამს – „დავიღალე ყველაფრით, აღარ შემიძლია ყოველ დღე ერთი და იგივე…“

ასეთი ფერადი და ყველაზე მხიარული ადამიანისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა, უცნაურად ჟღერს, არა?

ეს ყველაფერი კი წარმოთქვა თავისი ლიტერატურის მასწავლებლის წინაშე…

მასწავლებელმა აქამდე ეს არ იცოდა, გაიკითხა მეგობრებში თუ როგორ მივიდა ელენე ამ ზომამდე. როცა ყველაფერი გაიგო, აწონ-დაწონა, საღამოს სოციალური ქსელის ,,მესინჯერის” საშუალებით გაუგზავნა შეტყობინება, სადაც მასწავლებელი ელენეს ყველანაირად აგრძნობინებდა, რომ მის გვერდით იყო და რაც არ უნდა მომხდარიყო, ყოველ წუთსა და წამს, მზად იყო დახმარებოდა. ელენე გაახარა ამ შეტყობინებამ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მასწავლებელმა მორიგი ტექსტი გაუგზავნა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეძლო მოეგვარებინა თვითშეფასებასა და მეცადინეობასთან დაკავშირებული პრობლემები. შეტყობინება რჩევებით იყო დახუნძლული, როგორც ზაფხულში ხე ვაშლებით. რაოდენ იღბლიანი უნდა იყო, რომ ასეთი ადამიანი, თანაც მასწავლებლის სახით გყავდეს გვერდით.

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები. მასწავლებელი კი ელენეს თითქმის ყოველდღე ეკითხებოდა თუ რამდენი ნაბიჯი გადადგა წინ პრობლემის გადაჭრის გზაზე. კარგი კი ის იყო, რომ თანდათან უმჯობესდებოდა, ელენე მართლაც მუშაობდა საკუთარ თავზე.

მასწავლებელს ეს გამოუვიდა, ბავშვში ცხოვრებისადმი მოტივაციის ამაღლება შეძლო.

15 წლის შემდეგ

სწორედ ლიტერატურის მასწავლებლის, თინათინის დამსახურებაა, დღეს რომ ელენე წარმატებული, თავდაჯერებული და განათლებული პიროვნებაა. წარმატებული როგორც კარიერაში, ისე  პიროვნულად.

კარგი მასწავლებელი, ჩავთვალოთ, რომ კარგი გამოცდილი მეგობარია. არაფერი სჯობს  როცა გყავს გვერდით ისეთი ადამიანი, რომლისგანაც მუდმივად სწავლობ რაღაც ახალს, გამორჩეულსა და სასარგებლოს.

ნუცა მაისურაძე

შპს ,,ფარნავაზი“, X კლასის მოსწავლე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები