11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

თვის პრიზიორი მარიამ პერანიძე გახდა

spot_img

დასრულდა „ახალი განათლების“ მიერ მოსწავლეთა მხარდასაჭერად გამოცხადებული კონკურსი და გამოვლინდა ნოემბრის თვის გამარჯვებული.

 

მკითხველთა ხმის უმრავლესობა – 740 მოწონება დაიმსახურა შპს „მზეკაბანი 2007“-ის XII კლასის მოსწავლის, მარიამ პერანიძის ნამუშევარმა.

(ნაშრომი არ ექვემდებარება ჟიურის შეფასებას, გამარჯვებული ვებგვერდზე მოწონების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდა).

თვის პრიზიორი ნამუშევარი – „ჩემი მასწავლებელი“ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ჩემი მასწავლებელი – ახალი განათლება (akhaliganatleba.ge)

შეგახსენებთ, კონკურსის პირობის თანახმად, მონაწილეობდა ოთხი კერძო სკოლა – „მზეკაბანი“, „გორდა“, „ფარნავაზი“, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.

პროექტის ამოცანაა კერძო სკოლების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა არაფორმალური განათლების კუთხით.

კონკურსის იდეური და ფინანსური მხარდამჭერი: ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი.

თვის გამარჯვებული მოსწავლე დაჯილდოვდება 100 ლარით და ნამუშევარი დაიბეჭდება „ახალი განათლების“ 36-ე ნომერში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები