3 მაისი, პარასკევი, 2024

ინ­ტერ­ვიუ შო­თა იათაშ­ვილ­თან

spot_img

ერ­თი ამ­ბა­ვი უნ­და მო­გიყ­ვეთ. მე-9 კლას­ში, ორი წლის წინ, პან­დე­მი­ი­სას, გა­ვი­ა­რეთ ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი­სა და მთარ­გ­მ­ნე­ლის, შო­თა იათაშ­ვი­ლის ლექ­სი „მე­გობ­რო­ბა“, წიგ­ნ­ში მი­თი­თე­ბულ რუბ­რი­კა­ში: „მის­წე­რე ავ­ტორს“. მოს­წავ­ლე­ებს მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დათ, ქე­თე­ვან რუ­სი­ამ და ან­დ­რია ბუ­კი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბით იაქ­ტი­უ­რეს… სიყ­ვა­რუ­ლით გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა ავ­ტო­რი, რის­თ­ვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას. ბა­ტო­ნი შო­თას წე­რილს კი აქ­ვე გთა­ვა­ზობთ, ნე­ბის­მი­ერ­მა რომ წა­ი­კითხოს, მარ­თ­ლაც სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­წე­რი­ლი და სით­ბო­თი სავ­სე. მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო შო­თა, მე­ტის­მე­ტად გაგ­ვა­ნე­ბივ­რეთ და გაგ­ვა­ხა­რეთ!

მაია გვი­ჩია
სსიპ ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

გა­მარ­ჯო­ბა, ქე­თე­ვან!

ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და შე­ნი წე­რი­ლი.

გა­მი­ხარ­და, რომ ჩემ­მა ლექ­ს­მა ჩემ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბის სურ­ვი­ლი გა­გი­ჩი­ნა.

მე თვი­თონ ჩე­მი ეს ლექ­სი მიყ­ვარს (ხან­და­ხან ისე­ცაა, რომ პო­ე­ტებს არ უყ­ვართ ზო­გი­ერ­თი სა­კუ­თა­რი ლექ­სი) და გა­მი­ხარ­და, რომ ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­ი­ტა­ნეს.

ლექ­სი საკ­მა­ოდ ძვე­ლია, მაგ­რამ დღეს ისე იკითხე­ბა, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე მოვ­ლე­ნებ­ზე, პან­დე­მი­ურ სამ­ყა­რო­ზე რე­აქ­ცია. ამას წი­ნათ ჩი­ნეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო ვნა­ხე, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად ამ ლექ­სის ილუს­ტ­რა­ცი­ად გა­მოდ­გე­ბო­და. ორი ადა­მი­ა­ნი შუ­შის კედ­ლის ორ მხა­რეს დგას, ერ­თ­მა­ნეთს შეს­ც­ქე­რის და თი­თის წვე­რე­ბით ერ­თ­მა­ნეთს „ეხე­ბა“. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ ისაა, რომ ფო­ტო­ზე ცოლ-ქმა­რია ასა­ხუ­ლი, ჩემ­თან კი ეს ორი ადა­მი­ა­ნი მე­გო­ბა­რია. თუმ­ცა ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაც არაა, რად­გან ნამ­დ­ვი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, ერ­თ­მა­ნე­თის ნამ­დ­ვი­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან. აი, გიგ­ზავ­ნი ამ ფო­ტოს, თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით. ამ ლინ­კ­ზეა:

სიყვარული კორონავირუსის დროს [ფოტოამბავი]

რაც შე­ე­ხე­ბა შენს შე­კითხ­ვას. ჩე­მი აზ­რით, ეს ლექ­სი ნდო­ბა­ზე კი არა, უფ­რო ზრუნ­ვა­ზეა. და გა­მო­სა­ვალ­ზე. გა­რე­მო ხში­რად შეზღუდ­ვებს გვი­წე­სებს. ეს შეზღუდ­ვე­ბი ხან სა­მარ­თ­ლი­ა­ნია, ხან უსა­მარ­თ­ლო. მაგ­რამ გა­რეგ­ნუ­ლი შეზღუდ­ვა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბებ­შიც შე­იზღუ­დოს. უფ­რო პი­რი­ქით. და რო­ცა არის ნამ­დ­ვი­ლი მე­გობ­რო­ბა, ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რაც უფ­რო მე­ტად ზღუ­და­ვენ ადა­მი­ანს, ის მით უფ­რო ნა­ტი­ფად და მძაფ­რად გა­მო­ხა­ტავს თა­ვის ემო­ცი­ებს. ამი­ტო­მაა, რომ მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ხში­რა­დაა ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­წე­რა უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში – ომის, თუ რო­გორც ამ ლექ­სშია, კა­რან­ტი­ნის დროს. სწო­რედ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ჩნდე­ბა ყვე­ლა­ზე უკეთ, თუ რამ­დე­ნად ნამ­დ­ვი­ლია ის გრძნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ორ ადა­მი­ანს ერ­თ­მა­ნეთ­თან აკავ­ში­რებ­და. მე შე­და­რე­ბით წყნა­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და და ამი­ტო­მაც ნაკ­ლე­ბად გა­მო­მიც­დია ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბებ­ში ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, ამი­ტომ გა­მი­ჭირ­დე­ბა იმ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, მყავს თუ არა მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად ვენ­დო­ბი. თუმ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, გარ­დაც­ვ­ლი­ლი მე­გობ­რე­ბი მახ­სენ­დე­ბა, რად­გან ისი­ნი აქამ­დე ჩემ გვერ­დით ერ­თ­გუ­ლად იყ­ვ­ნენ და ამ მე­გობ­რო­ბას აწი უკ­ვე ვე­ღა­რა­ფე­რი გა­მოც­დის, ამი­ტომ ისი­ნი ჩემს გულ­ში ბო­ლომ­დე ჩე­მი ერ­თ­გუ­ლე­ბი და ბო­ლომ­დე სან­დო­ნი დარ­ჩე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა თეთრ ლექსს (ვერ­ლიბრს) და რით­მი­ან (კონ­ვენ­ცი­ურ) ლექსს. მე გვი­ან და­ვიწყე ლექ­სე­ბის წე­რა. ჯერ მა­თე­მა­ტი­კუ­რი და­ვამ­თავ­რე და სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, მე­რე სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ვსწავ­ლობ­დი და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი… კითხ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. თით­ქ­მის ყვე­ლაფ­რის: რო­მა­ნე­ბის, მოთხ­რო­ბე­ბის, ფი­ლო­სო­ფი­ის. ერ­თა­დერ­თი, რა­საც არ ვკითხუ­ლობ­დი, ეს პო­ე­ზია იყო. და აი, ასე უც­ნა­უ­რად მოხ­და. რა­ზეც სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დი, რა­ღაც მო­მენ­ტ­ში ის უცებ გაჩ­ნ­და ჩემ­ში. და გაჩ­ნ­და ურით­მო ლექ­სის, ვერ­ლიბ­რის სა­ხით. და რო­ცა მივ­ხ­ვ­დი, რომ ლექ­სის წე­რა რა­ღაც შემ­თხ­ვე­ვი­თი არ იყო, მე­რე და­ვიწყე იმა­ში გარ­კ­ვე­ვა, თუ სა­ერ­თოდ, რა ფე­ნო­მე­ნი იყო პო­ე­ზია. მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ამა­ში. სა­ერ­თოდ, იმის სწრა­ფად გა­აზ­რე­ბა­ში, რომ თუ პო­ე­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხა­ზებს კარ­გად არ შე­ვის­წავ­ლი­დი, დი­ლე­ტან­ტო­ბას ვერ გავ­ც­დე­ბო­დი, სა­კუ­თარ ხელ­წე­რას ვერ მი­ვაგ­ნებ­დი. ამის მე­რე საკ­მა­ოდ დი­დი ხა­ნი იყო ვერ­ლიბ­რი ჩემ­თ­ვის წე­რის ერ­თა­დერ­თი ხერ­ხი, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტ­ში გა­მიჩ­ნ­და შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი ამოვ­წუ­რე, რომ ერ­თ­სა და იმა­ვეს ვი­მე­ო­რებ­დი. ამან გა­მი­ჩი­ნა ინ­ტე­რე­სი რით­მი­ა­ნი ლექ­სე­ბი­სად­მი. „აბა რა გა­მო­ვა, რომ ვცა­დო?“ და 2000-იანი წლე­ბის და­საწყი­სი­დან ასე­თი მცდე­ლო­ბე­ბი გა­მიხ­შირ­და. თან­და­თან თით­ქ­მის სულ რით­მი­ან ლექ­სებ­ზე გა­და­ვე­დი. ემო­ცი­უ­რად მომ­წონ­და ეს, ახა­ლი შთა­გო­ნე­ბა გა­მი­ჩი­ნა. 2006 წელს გა­მო­ცე­მულ ჩემს პო­ე­ტურ კრე­ბულ­ში „სა­ნამ დროა“, და­ახ­ლო­ე­ბით 80%, რით­მი­ა­ნი ლექ­სე­ბია. სწო­რედ ამ კრე­ბულს მი­ე­ნი­ჭა პრე­მია „სა­ბა“. მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით ეს გან­წყო­ბა, რო­გორც მო­ვი­და, ისე­ვე გაქ­რა, და ისევ ვერ­ლიბრს და­ვუბ­რუნ­დი, რო­მე­ლიც მა­ინც გა­ცი­ლე­ბით მე­ტა­დაა ჩემ­თ­ვის პო­ე­ტუ­რი სათ­ქ­მე­ლის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიდ­რე რით­მი­ა­ნი ლექ­სი. ახ­ლა ისევ ვერ­ლიბრს ვწერ, თუმ­ცა ხან­და­ხან გავ­ლი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა თავს შე­მახ­სე­ნებს ხოლ­მე და ისევ მე­წე­რი­ნე­ბა რით­მი­ა­ნი ლექ­სი.

ლექ­სის წე­რა მარ­თ­ლაც მო­მენ­ტის ამ­ბა­ვია. რა­ღაც დე­ტა­ლი, ნი­უ­ან­სი უცებ აჩენს შენ­ში პო­ე­ტურ სათ­ქ­მელს, ანუ მუ­ზას. და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა იყო ისე, რომ ეს გან­წყო­ბა არ გაჩ­ნ­დეს შენ­ში. ერ­თხელ მგო­ნი თით­ქ­მის ერ­თი წე­ლი ვე­რა­ფე­რი დავ­წე­რე. მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, პო­ე­ტებს ამი­სი არ ეში­ნი­ათ. იცი­ან, რომ ეს ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა კუ­რი­ოზს. წე­რის დროს არა, მაგ­რამ პო­ე­ტურ გა­მოს­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კუ­რი­ო­ზი მახ­სენ­დე­ბა. მოს­კო­ვის პო­ე­ტურ ბი­ე­ნა­ლე­ზე ვარ (ეს 2008 წლის ომამ­დე იყო) და გახ­ს­ნა­ზე უნ­და წა­ვი­კითხო ლექ­სი – ქარ­თუ­ლად, ხო­ლო რუ­სუ­ლი თარ­გ­მა­ნი ეკ­რან­ზე წა­ვა. დაწყე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ად­რე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ქარ­თუ­ლი ტექ­ს­ტი სას­ტუმ­რო­ში დამ­რ­ჩა. უკან მის­ვ­ლას ვერ მო­ვას­წ­რებ. არც ინ­ტერ­ნეტ­ში დევს ეს ლექ­სი. თან მე ჩე­მი ლექ­სე­ბი არ მა­მახ­სოვ­რ­დე­ბა ზე­პი­რად. მი­თუ­მე­ტეს ეს გრძე­ლი ვერ­ლიბ­რია. „ფან­ქა­რი მი­წა­ში“, შე­გიძ­ლია ნა­ხო, ახ­ლა დევს ინ­ტერ­ნეტ­ში. რა ვქნა? გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. და უცებ მო­ვი­ფიქ­რე. დავ­ჯე­ქი და ჩე­მი ლექ­სის რუ­სუ­ლი თარ­გ­მა­ნის უკან, ქარ­თუ­ლად გად­მო­თარ­გ­მ­ნა და­ვიწყე. ცო­ტა სხვა­ნა­ი­რი გა­მო­ვი­და, მე­რე რომ შე­ვა­და­რე, მაგ­რამ ისიც კარ­გი იყო. და აი, ასე, სა­კუ­თა­რი ლექ­სის თარ­გ­მა­ნის თარ­გ­მა­ნი წა­ვი­კითხე სცე­ნი­დან.

ქე­თე­ვან, შენ გარ­და, კითხ­ვე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა შენ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა, ან­დ­რია ბუ­კი­ამ და ბა­რემ მა­საც აქ­ვე ვუ­პა­სუ­ხებ.

პირ­ველ კითხ­ვა­ზე, რო­გორ გავ­ხ­დი მწე­რა­ლი, ზე­მოთ ვუ­პა­სუ­ხე.

2) თქვე­ნი აზ­რით, რის გა­მო არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი თქვე­ნი მად­ლი­ე­რი?

მე ოც წელ­ზე მე­ტია, სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რიც ვარ. და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი დე­ბი­უ­ტან­ტი და­მი­ბეჭ­დავს პირ­ვე­ლად, დავ­ხ­მა­რე­ბი­ვარ მათ სწო­რი გზის პოვ­ნა­ში. სა­ერ­თოდ, გულ­წ­რ­ფე­ლად მი­ხა­რია სხვი­სი წარ­მა­ტე­ბა და თუ რა­მე ხარ­ვე­ზე­ბი აქვთ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა­სა თუ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, ამა­საც მათ უპ­რობ­ლე­მოდ, ღი­ად ვუბ­ნე­ბი, რა­თა გა­მო­ას­წო­რონ. ვფიქ­რობ, თუ ვინ­მეა ჩე­მი მად­ლი­ე­რი, ალ­ბათ ამ თვი­სე­ბის გა­მო.

3) გაქვთ თუ არა რა­ი­მე და­მა­ლუ­ლი, გა­სა­ო­ცა­რი ჰო­ბი?

არა, ასე­თი არა­ფე­რი მაქვს. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გითხ­რა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჭად­რა­კი. ბავ­შ­ვო­ბა­ში ოს­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ვი­ყა­ვი, და ახ­ლაც ხში­რად ვთა­მა­შობ კომ­პი­უ­ტერ­ში. ეს, მუ­შა­ო­ბის დროს, გან­ტ­ვირ­თ­ვა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.

4) ყვე­ლა­ზე და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ, რაც გა­დაგ­ხ­დე­ნი­ათ

თუ პო­ე­ზი­ას­თან კავ­შირ­ში გი­პა­სუ­ხებთ, ძა­ლი­ან უც­ნა­ურ ად­გი­ლებ­ში წა­მი­კითხავს ლექ­სე­ბი. მა­გა­ლი­თად, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, ცი­ხე­ში… ერ­თხელ, სლო­ვე­ნი­ა­ში, მღვი­მე­შიც წა­ვი­კითხე ჩე­მი ლექ­სე­ბი, რო­გორც იქა­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ლა­უ­რე­ატ­მა.

5) რო­მე­ლი მწე­რა­ლია თქვენ­თ­ვის მი­სა­ბა­ძი და რა­ტომ?

არ ვი­ცი. ჩემ­თ­ვის მწერ­ლე­ბი ცო­ტა სხვა­ნა­ი­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მთლი­ა­ნო­ბა­ში ვხე­დავ, ცხოვ­რე­ბის წე­სით, ხელ­წე­რით, პლ­უ­სე­ბით, მი­ნუ­სე­ბით… მი­სა­ბაძ არ­სე­ბებს არ ვე­ძებ მათ­ში.

6) თუ გქო­ნი­ათ კონ­ტაქ­ტი რო­მე­ლი­მე მწე­რალ­თან და რა რჩე­ვა მი­გი­ღი­ათ მის­გან?

სულ მწერ­ლებ­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი, ქარ­თ­ვე­ლე­ბის გარ­და, 20 ქვე­ყა­ნა­ში ვარ სხვა­დას­ხ­ვა ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ნამ­ყო­ფი და, ძა­ლი­ან ბევრ უცხო­ელ მწე­რალს ვიც­ნობ. სულ რჩე­ვებს ვაძ­ლევთ ერ­თ­მა­ნეთს, აბა რა გითხ­რა? 🙂

7) რო­დის მო­გე­ცათ იმის სურ­ვი­ლი, რომ გამ­ხ­და­რი­ყა­ვით მწე­რა­ლი?

ამ კითხ­ვა­ზეც ზე­მოთ ვუ­პა­სუ­ხე, ქე­თე­ვანს.

8) გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, რომ უნ­და და­გე­ნე­ბე­ბი­ნათ ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­­ვის თა­ვი?

კი, საკ­მა­ოდ ხში­რად ფიქ­რობს ამა­ზე მწე­რა­ლი. მე მა­გა­ლი­თად, რომ მქონ­დეს ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­გა­ზე გა­და­ვერ­თ­ვე­ბო­დი ძა­ლი­ან დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით. რა­ღაც ალ­ბათ მა­ინც და­მე­წე­რი­ნე­ბო­და, მაგ­რამ დიდ ენერ­გი­ას მას­ში ჩავ­დებ­დი, იმი­ტომ რომ ჩე­მი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ოც­ნე­ბაა რე­ჟი­სო­რო­ბა. ისე, ბო­ლო სა­მი წე­ლია, ძა­ლი­ან ცო­ტა ლექსს ვწერ, რად­გან პრო­ზა­ზე გა­და­ვერ­თ­ვე. 2020-ში ჩე­მი რო­მა­ნი „დამ­წყე­ბი“ გა­მო­ვი­და, ამ დღე­ებ­ში კი ჩე­მი ზღა­პა­რი, „ნა­თი­ას და თა­თი­ას თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ გა­მო­ვა, უკ­ვე სტამ­ბა­შია.

ბავ­შ­ვე­ბო, თქვენ­მა მა­ი­კო მას­წავ­ლე­ბელ­მა მითხ­რა, რომ ამ წე­რილს მთელ კლასს წა­უ­კითხავს. ამი­ტომ ყვე­ლას მო­გე­სალ­მე­ბით. მი­ხა­რია, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა ასე გიყ­ვართ. თუმ­ცა ყვე­ლა სა­გა­ნი თა­ვის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ცოდ­ნას იძ­ლე­ვა და სხვა­ნა­ი­რად ზრდის ადა­მი­ანს, და ამი­ტომ გირ­ჩევთ, ეს იგ­რ­ძ­ნოთ, ამ თვა­ლით შე­ხე­დოთ, ფი­ზი­კა იქ­ნე­ბა ეს, ბი­ო­ლო­გია თუ მა­თე­მა­ტი­კა. სა­ი­დუმ­ლოდ გეტყ­ვით, რომ სწო­რედ ამა­ზეა ჩე­მი რო­მა­ნიც.

გრძე­ლი წე­რი­ლი გა­მო­მი­ვი­და.

ბო­ლოს ამას გი­სურ­ვებთ: მარ­თ­ლე­ბი იყა­ვით და კე­თი­ლე­ბი, და ინ­ტე­რე­სი­ა­ნე­ბი. ცხოვ­რე­ბა ერ­თხელ გეძ­ლე­ვათ და ის ტყუ­ი­ლად არ უნ­და გაფ­ლან­გოთ. ესაა მთა­ვა­რი. და­ნარ­ჩენს რა­მე­ნა­ი­რად მო­ევ­ლე­ბა.

სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით,

შო­თა იათაშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები