1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

თითო მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დადებითად ან უარყოფითად აისახა განათლების სისტემაზე

spot_img
შალვა ტაბატაძე
განათლების მკვლევარი

 

საკ­მა­ოდ გა­მი­ჭირ­და ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის ზუს­ტად გან­საზღ­ვ­რა იმი­ტომ, რომ ცო­ტა რთუ­ლია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ან მოვ­ლე­ნის და­სა­ხე­ლე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის თვალ­საზ­რი­სით ან ცუ­დი შე­დე­გის მომ­ტა­ნი ერ­თის და­სა­ხე­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ბევ­რი იყო ასე­თი. პო­ზი­ტი­ურ­ში ვიტყ­ვი ერთ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც არა შე­დე­გობ­რი­ვად ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით იყო კარ­გი, არა­მედ, მხო­ლოდ იდე­ის თვალ­საზ­რი­სით, რო­მე­ლიც სწო­რად არ გან­ხორ­ცი­ელ­და და გაგ­რ­ძელ­და შემ­დეგ­ში – ეს არის სა­პენ­სიო ჯილ­დოს პროგ­რა­მა. თა­ვის­თა­ვად, აქ ვგუ­ლის­ხ­მობ არა იმას რო­გორ გა­კეთ­და, არა­მედ იდე­ას. იდე­ას, ერ­თი მხრივ, რო­გორც პრო­ფე­სი­ა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის შეს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას,  მე­ო­რე მხრივ, იდე­ას, მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რე­ბი რომ შე­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში (სკო­ლებს მი­ე­ცეთ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა) და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, უკ­ვე სა­პენ­სიო ასაკ­ში, მა­ღა­ლი პენ­სი­ით რომ მი­დი­ოდ­ნენ პრო­ფე­სი­ი­დან. ანუ, ეს  სა­მი­ვე იდეა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის – ის, რომ მას­წავ­ლებ­ლის პენ­სია იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და გან­სხ­ვა­ვე­ბუ­ლი პენ­სი­ით გა­დი­ოდ­ეს, ეს კარ­გია რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, ასე­ვე სის­ტე­მა­ში რო­ტა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. რაც მთა­ვა­რია, კარ­გია მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლის მო­ზიდ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვის­თ­ვის. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­დე­გად მოხ­დე­ბო­და შეღ­წე­ვა და ესეც პოლი­ტი­კის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ანუ, რა იდე­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ეს პროგ­რა­მა, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლი და კარ­გი, რაც მახ­სენ­დე­ბა… თუმ­ცა იყო პრობ­ლე­მე­ბი, ცუ­დად გან­ხორ­ცი­ელ­და, იყო ერ­თ­ჯე­რა­დი და ა.შ. კი­დევ ერ­თხელ ვიტყ­ვი, რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ ვა­ფა­სებ, ვა­ფა­სებ იდე­ას და ხედ­ვას, რაც შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხ­და­რი­ყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის, თუ­კი რე­ა­ლუ­რად და­ე­ფუძ­ნე­ბო­და პროგ­რა­მა ამ იდე­ას და შემ­დეგ­ში გან­ვი­თარ­დე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა უარ­ყო­ფითს, აქ ბევ­რი მახ­სენ­დე­ბა – სქე­მის წა­მოწყე­ბა და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი  მას­წავ­ლებ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­ტო­ვე­ბა, მა­თი ხელ­შეწყო­ბა. ასე­ვე მახ­სენ­დე­ბა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­თ­ვის წარ­თ­მე­ვა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ბო­ლო, ეს არის სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­სი, რო­დე­საც, ნაც­ვ­ლად სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა რე­ფორ­მი­სა და მათ­თ­ვის დე­ლე­გი­რე­ბი­სა მაქ­სი­მა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის (სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გავ­ლე­ნა რომ არის ყვე­ლა­ზე დი­დი, მათ შო­რის მას­წავ­ლებ­ლის გავ­ლე­ნა­ზე დი­დი, ამას კვ­ლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რებს), მოხ­და სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო –  ჯერ პი­რო­ბე­ბის არ­შექ­მ­ნა, რომ მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ფი­ლი­ყო დი­დი, მე­რე პი­რო­ბე­ბის არ­შექ­მ­ნა, რომ მა­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხი ყო­ფი­ლი­ყო მა­ღა­ლი და შემ­დეგ, ძა­ლი­ან ცუ­დად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი რო­გორც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის, ისე სკო­ლა­ში გაგ­ზავ­ნის ეტაპ­ზე, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, სამ­წუ­ხა­როდ, 500 კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი და­იბ­ლო­კა და სკო­ლებს არ მი­ე­ცათ რე­ა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამის ეფექტს, რა თქმა უნ­და, ახ­ლა ვერ ვნა­ხავთ, თუმ­ცა ამის გა­მოს­წო­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა თუ აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა. დი­რექ­ტო­რე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­სი, ამ თვალ­საზ­რი­სით, იყო ყვე­ლა­ზე დამ­ღუპ­ვე­ლი რო­გორც არას­წო­რი ხედ­ვით, ისე­ვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით.

სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი დი­რექ­ტო­რე­ბის მოყ­ვა­ნის პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის ნაც­ვ­ლად (რო­მე­ლიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებს), მთე­ლი ეს პრო­ცე­სი სხვა მიზ­ნე­ბის­თ­ვის იქ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან ცუ­დი/უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. ეს სა­კითხი ყვე­ლა­ზე ახა­ლია და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ამ ეტაპ­ზე, ამი­ტომ შევ­ჩერ­დი, თო­რემ სას­კო­ლო  სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­საც აუცი­ლებ­ლად გა­მოვ­ყოფ­დი და კი­დევ ერ­თხელ – სქე­მის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც და­ი­კარ­გა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი­ყო მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სი. ეს ორი­ვე ძა­ლი­ან ცუ­დი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო – ერ­თ­მა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყო ხე­ლი, მე­ო­რემ – მას­წავ­ლებ­ლის კორ­პუ­სის და მე­სა­მემ, რა­ზეც უფ­რო ვრცლად ვი­სა­უბ­რე  – კომ­პე­ტენ­ტუ­რი დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვას. სა­მი­ვე კომ­პო­ნენ­ტ­ში საკ­მა­ოდ ცუ­დი მა­გა­ლი­თე­ბი გვაქვს, მაგ­რამ მა­ინც მე­სა­მეს და­ვა­სა­ხე­ლებ, რო­გორც დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ თე­მას.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები