1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

თითო მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც დადებითად ან უარყოფითად აისახა განათლების სისტემაზე

spot_img
გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე
აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი

 

ბო­ლო დე­კა­და­ში, ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე ცუ­დად, რაც გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ზე აისა­ხე­ბა, ეს არის სა­ჯა­რო სას­წავ­ლებ­ლებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლებ­ში (თუმ­ცა არა­მარ­ტო სკო­ლებ­ში) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით და­ნიშ­ვ­ნის და შერ­ჩე­ვის გან­მ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ცხა­დია, ფორ­მა­ლუ­რი არ არის, ვერ­სად ნა­ხავთ ვერც ბრძა­ნე­ბას და ვერც წე­რი­ლო­ბით დო­კუ­მენტს, თუმ­ცა, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი გვაქვს, რე­ა­ლუ­რად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა სწო­რედ ამ ნიშ­ნით ხდე­ბა. სა­ჯა­რო ბა­ღებ­ში, სკო­ლებ­სა თუ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით და­ნიშ­ვ­ნის პრაქ­ტი­კა გან­მ­ტ­კიც­და. 2013 წელ­საც, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მო­უ­წი­ათ სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის სე­ლექ­ცია, მა­ში­ნაც და ახ­ლაც, 2023 წელ­საც, ვხე­დავთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ ამ ნიშ­ნით უფ­რო მი­ი­ღე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ტი­უ­ლი არა­ლო­ი­ა­ლო­ბის ნიშ­ნით, კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­თეს­ვა ხდე­ბა სის­ტე­მი­დან.

რა უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს ეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე – ჩვენ­თან სა­ჯა­რო, ანუ სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლებ­ლე­ბის (რო­გორც ბა­ღე­ბის, ისე სკო­ლე­ბი­სა და უმაღ­ლე­სე­ბის) სა­ერ­თო მმარ­თ­ვე­ლო­ბის სის­ტე­მა­ში იმ­დე­ნად ჰი­პერ­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და ვერ­ტი­კა­ლუ­რი იერარ­ქია გვაქვს, რომ ად­გილ­ზე, მო­ცე­მულ სას­წავ­ლე­ბელ­შიც, ამ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის რო­ლი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, გავ­ლე­ნა მთლი­ა­ნად ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე საკ­მა­რი­სად დი­დია. შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლებ­ში, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზეც ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას, ში­ნა­არ­ს­ზეც, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის შერ­ჩე­ვა­ზეც და ა.შ. რო­დე­საც მხო­ლოდ პარ­ტი­უ­ლი ლო­ი­ა­ლო­ბა-არა­ლო­ი­ა­ლო­ბის ნიშ­ნით ხდე­ბა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის სე­ლექ­ცია, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე კი არ არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, არა­მედ, სკო­ლის მეშ­ვე­ო­ბით და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნით, სა­არ­ჩევ­ნო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. რამ­დე­ნად ცუ­დად აისა­ხა სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ზე? ცუ­დად აისა­ხა და აისა­ხე­ბა კი­დეც პირ­და­პირ მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებ­ზე და სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან, ისე მშობ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან.

ეს არის, ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე ცუ­დი გავ­ლე­ნა – თან სა­ჯა­რო სექ­ტო­რი ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ოჯახს ეხე­ბა. ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის პარ­ტი­უ­ლი ლო­ი­ა­ლო­ბის ნიშ­ნით და­ნიშ­ვ­ნა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის შერ­ჩე­ვა­ზეც აისა­ხე­ბა, ანუ მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა კი – მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე. ვფიქ­რობ, ბო­ლო დე­კა­და­ში ეს იყო ერ­თი-ერ­თი, ბევ­რი ცუ­დი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბი­დან, საკ­ვან­ძო.

გან­სა­კუთ­რე­ბით პა­რა­დოქ­სუ­ლია, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ ახალ­მო­სულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, 2012 წელს, კონ­კ­რე­ტუ­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­აც კი შექ­მ­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მე­ე­ბის შე­სას­წავ­ლად. და სა­ერ­თო­დაც, ამ დრო­შით იყ­ვ­ნენ მო­სუ­ლე­ბი, რომ გა­ნათ­ლე­ბა­ში პარ­ტი­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბი უნ­და შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა აღედ­გი­ნათ. ცალ­კე გან­ხილ­ვის სა­გა­ნია რო­გორ იმუ­შა­ვა ამ კო­მი­სი­ამ და რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო, იყო თუ არა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი რე­ლე­ვან­ტუ­რი, 2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის პირ­ვე­ლი შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის ერთ-ერ­თი კო­მი­სი­ის წევ­რი მეც ვი­ყა­ვი და აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლე მუ­შა­ო­ბა იმი­ტომ, რომ ერ­თი რა­უნ­დი სწო­რედ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით წა­რი­მარ­თა. რე­ა­ლუ­რად, არა კო­მი­სი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო კან­დი­და­ტის პრო­ფე­სი­ული შე­სა­ბა­მი­სო­ბისა თუ არა­შე­სა­ბა­მი­სო­ბის დადგენისას გა­დამ­წყ­ვე­ტი, არა­მედ ე.წ. გა­და­მოწ­მე­ბე­ბი პარ­ტი­ის რა­ი­ო­ნულ ოფი­სებ­ში და ა.შ. იგი­ვე გან­მე­ორ­და 2023 წელ­საც.

რო­გორ აისა­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე? მა­გა­ლი­თად, პი­ზას შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ან გა­უ­ა­რე­სე­ბა არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან, ან მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან, ან მას­წავ­ლე­ბელ­თა სიმ­რავ­ლე­ში რა­ღაც თვი­სობ­რივ ცვლი­ლე­ბებ­თან, ან მხო­ლოდ სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­თან თუ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას­თან, მხო­ლოდ ერთ რა­მეს­თან არ არის ხოლ­მე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სკო­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის არა პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა მთე­ლი დე­კა­დაა, რაც გრძელ­დე­ბა. კავ­ში­რი აქვს თუ არა ამას შე­დე­გე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან? აქვს, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ OECD-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი თვი­სობ­რი­ვი ან­გა­რი­ში – 2011 წლის სკო­ლის მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რის შე­სა­ხებ კვლე­ვა, სა­დაც პირ­და­პირ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი, რომ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, აჩ­ვე­ნე­ბენ ისე­თი სკო­ლე­ბი, რო­მელ­თა ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არის მა­ღა­ლი. გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მა­ღალ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ იმ სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­დაც მმარ­თ­ვე­ლო­ბის ეს მო­დე­ლია – ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და არა მთავ­რო­ბის. ცალ­კე აღე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე მო­დე­ლი მა­ღალ შე­დე­გებ­თან კო­რე­ლა­ცი­ას არ გვაძ­ლევს. ჩვე­ნი სკო­ლე­ბი კი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გა­რე­შე არი­ან და­ტო­ვე­ბუ­ლი, რაც მთელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცესს არა­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სად აქ­ცევს, ასე­თი ტენ­დენ­ციაა, მოკ­ლედ რომ ვთქვათ. ამი­ტომ, მა­გა­ლი­თად, პი­ზას კვლე­ვის შემ­დე­გი რა­უნ­დი რომ იქ­ნე­ბა, 2025 წელს, შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას არც მა­შინ უნ­და ვე­ლო­დოთ. ხვა­ლაც რომ შევ­ც­ვა­ლოთ მმარ­თ­ვე­ლო­ბის სის­ტე­მა, 3 წე­ლი­წა­დში, 15 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის სას­წავ­ლო შე­დე­გებ­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, წე­სით, არ უნ­და ვე­ლო­დოთ. იმი­ტომ, რომ მმარ­თ­ვე­ლო­ბის მო­დე­ლის შეც­ვ­ლას, ვიდ­რე საკ­ლა­სო ოთა­ხამ­დე მი­ვა, საკ­მაო დრო სჭირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მო­ეს­წ­როს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ჩვენს სა­კუ­თარ შე­დეგ­თან შე­და­რე­ბით, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­დე­გებს, რა თქმა უნ­და, ვერ და­ვე­წე­ვით. სამ­წუ­ხა­როდ, თუ ყვე­ლა­ფე­რი ისე დარ­ჩა, რო­გორც არის, მა­შინ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 2025 წელს ჩვე­ნი შე­დე­გე­ბი გა­უ­ა­რეს­დე­ბა.

და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა – ასე­თი რაც მახ­სენ­დე­ბა და რა­საც თვალ­სა­ჩი­ნოდ კარ­გი შე­დე­გი მოჰ­ყ­ვა, ცო­ტა პა­რა­დოქ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა – მარ­თა­ლია, კარ­გი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­თა და ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მაგ­რამ პან­დე­მი­ი­სა და ე.წ. ლოქ­და­უ­ნის დროს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში დის­ტან­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მის და­ნერ­გ­ვის, აღი­ა­რე­ბისა და მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­დე­ბი­თი შე­დე­გი ჰქონ­და წმინ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუთხით. რა თქმა უნ­და, ბევ­რი თან­მ­ხ­ლე­ბი უარ­ყო­ფი­თი (ცუ­დი) შე­დე­გე­ბიც ჰქონ­და, მაგ­რამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თვალ­საზ­რი­სით, არ­სე­ბი­თად, უფ­რო და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია. ამ იძუ­ლე­ბით­მა პი­რო­ბებ­მა ხე­ლი შე­უწყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის და მას­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცი­ას, რაც, თა­ვის­თა­ვად, სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოს­თან ერ­თად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­თაც სა­სარ­გებ­ლო საქ­მეა. ეს ერ­თი და მე­ო­რე, და­აჩ­ქა­რა პე­და­გოგ-პრო­ფე­სო­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა-ათ­ვი­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით და გვაჩ­ვე­ნა (რაც ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის და­დე­ბი­თი იყო), რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის არ­ც­თუ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ნა­წი­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­დე­გი­ა­ნა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში.

ამ პრო­ცესს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თვალ­საზ­რი­სით, ცუ­დი ის ახ­ლ­და, რომ, რო­გორც კი ეს იძუ­ლე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბა შე­ჩერ­და, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბებ­მა, სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რებ­ლებ­მა ეს სარ­გე­ბე­ლი და სი­კე­თე პან­დე­მი­ის სივ­რ­ცე­ში და­ტო­ვეს, ანუ მი­სი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია არ გა­აგ­რ­ძე­ლეს, ისევ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ხა­დეს პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა. ის, რაც დაგ­ვ­რ­ჩა, აღარ გან­ვი­თარ­და და არ გან­მ­ტ­კიც­და. ასე­თი იძუ­ლე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი მხო­ლოდ ჩვენს სის­ტე­მას არ შე­ხე­ბია, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ოს, სა­დაც, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს სარ­გე­ბე­ლი და კარ­გი პრაქ­ტი­კა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის დის­ტან­ცი­ურ გა­ნათ­ლებ­აზე გა­დას­ვ­ლა და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო გა­მოდ­გა ჩვენ­თ­ვი­საც, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და ბევ­რი სტუ­დენ­ტის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, სარ­გე­ბე­ლი იყო ისიც, რომ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში, ამ დროს, გა­ი­ზარ­და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ზე, და­ნა­ხარ­ჯე­ბი კი ოდ­ნავ შემ­ცირ­და, თუმ­ცა, შე­დე­გი­ა­ნო­ბა დი­დად არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა და ეს იყო კარ­გი. ბევ­რი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, რო­მელ­საც არ აქვს ხოლ­მე ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან ახ­ლოს, პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის დროს, იცხოვ­როს, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მოდ­გა, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

კი­დევ ერ­თი კარ­გი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მახ­სენ­დე­ბა. მარ­თა­ლია, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­დეგს ჯერ ვერ ვხე­დავთ, რად­გან რე­ა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­შია, თუმ­ცა მი­სი და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი ნამ­დ­ვი­ლად თვალ­სა­ჩი­ნო იქ­ნე­ბა. ეს არის უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის საკ­რე­დი­ტო მო­ცუ­ლო­ბის ხის­ტი ინ­ტერ­ვა­ლი­დან გა­ფარ­თო­ე­ბულ ინ­ტერ­ვალ­ზე გა­დას­ვ­ლა. აქამ­დე თუ სა­ბა­კა­ლავ­რო­ზე, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, აუცი­ლებ­ლად, მი­ნი­მუმ, 240 კრე­დი­ტი სწავ­ლის მო­ცუ­ლო­ბა იყო და­საშ­ვე­ბი და სა­მა­გის­ტ­რო­ზე – 120, ახ­ლა და­საშ­ვე­ბი გახ­და უფ­რო მოკ­ლე რო­გორც სა­ბა­კა­ლავ­რო, ისე სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი უნ­და იყოს და მორ­გე­ბუ­ლი იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­გის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცესს. ეს მოკ­ლე პროგ­რა­მე­ბი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჯერ სულ რამ­დე­ნი­მეა და არც მი­ღე­ბე­ბი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდ­ხანს იდ­გა ეს სა­ჭი­რო­ე­ბა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც და კო­ლე­ჯებ­შიც, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, პა­სუ­ხი იყო ამ მოთხოვ­ნი­ლე­ბა­ზე, მო­დი ასე ვთქვათ, და­დე­ბი­თია.

რა და­დე­ბი­თი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას? აუცი­ლებ­ლად იმ დათ­ქ­მით, თუ შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი ნამ­დ­ვი­ლად იქ­ნე­ბა გათ­ვ­ლი­ლი, იმ­დაგ­ვა­რი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იმ­გ­ვა­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბი­სათ­ვის, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია უფ­რო მოკ­ლე ხან­ში დას­რულ­დეს სწავ­ლა, ეს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში გაზ­რ­დის, ერ­თი მხრივ, პროგ­რა­მებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ას, რაც ჯან­სა­ღი პრო­ცე­სია და კარ­გია; მე­ო­რე მხრივ, ამ­გ­ვა­რი პროგ­რა­მე­ბი გა­ნათ­ლე­ბის ხარ­ჯის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბას ზრდის, გა­ნათ­ლე­ბა­ში ფუ­ჭი სვლე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯ­ზე, თუმ­ცა, ეს არ არის ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ან რა­ღაც აღ­მო­ჩე­ნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები