პერსონაჟებისთვის სახელების შერჩევა არ არის იოლი. ყოფილა შემთხვევები, როცა ნაწარმოებს არ „მოუხდა“ სახელები და შეუცვლია ისინი ავტორს. ზოგჯერ ნაწარმოებში სახელის უმნიშვნელოდ ცვლაც ხდება (სიტუაციურად, მწერალი როგორც თვლის საჭიროდ).
ჩვენ ვეცადეთ და მოვიძიეთ ონლაინ-რესურსების საშუალებით „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სახელთა მნიშვნელობა. დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რამდენად შეესაბამება სახელის მნიშვნელობა გმირის ფუნქციასა და ხასიათებს, ე.ი. ავტორს შემთხვევით არ აურჩევია კონკრეტული პერსონაჟისთვის ის სახელი, რომელიც პოემაშია გამოყენებული. აქვე დავძენთ, რომ რამდენიმე სახელი მნიშვნელობა გაურკვეველი დაგვრჩა. თუ ვინმე ამ საკითხის ამოწურვაში დაგვეხმარება, მადლიერნი დავრჩებით.
- როსტევანი (როსტან) – „სწორმხედვალი“ , „ბრძენი“ , „მართალი“;
- თინათინი – „მოციმციმე სხივი“, ,,ამომავალი მზე“;
- ავთანდილი – „სამშობლოს რწმენა“ , „სარწმუნოების კერა“. ზოგი განმარტებით – ვეფხის გულა;
- ფარსადანი – „სწავლულული“, „მეცნიერი“;
- ნესტან-დარეჯანი – „სწორუპოვარი“, „მისი მსგავსი არავინაა“;
- ტარიელი (ტარიერი, ტარია) (ირანული) – „მეფე გმირი“, „მოყმე მეფე“;
- დავარი(სპარსული) – „სამართლის მქმნელი“, „მსაჯული“;
- შერმადინი(არაბული) – „სარწმუნოების სინდისი“;
- ასმათი(არაბული) – „უმწიკვლო“, „უმანკო“;
- ფატმანი – „ძუძუს მოსხლეტილი“;
- ნურადინ-ფრიდონი(ირანული) – „სამმაგი ძალის მქონე“;
- უსამი – უცნობია;
- უსენი – უცნობია;
- რამაზი(არაბული) – შესაძლოა უკავშირდებოდეს ისლამის მიმდევართა მარხულობის თვის სახელწოდება რამაზანს და ნიშნავდეს ამ თვეში დაბადებულს;
- მელიქ-სურხავი – უცნობია;
- როსანი – „გულუხვი“, „შემოქმედებითი“, „იღბლიანი“, „ყურადღებიანი“;
- როდია – „იღბლიანი“, ,„მხიარული“, „თანამედროვე“;
- დულარდუხტი – უცნობია;
- როშაქი – უცნობია;
- სარიდანი – უცნობია.
ნატა შუბითიძე – ქალაქ თბილისის №152 საჯარო სკოლის X3 კლასის მოსწავლე
თეკლა მორჩილაძე – აკეთის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე