3 მაისი, პარასკევი, 2024

გურამ რჩეულიშვილის „აქ კი თბი­ლა“ – მოსწავლის ხედვა

spot_img

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ლი­ტე­რა­ტუ­რა არა­ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბაა, მი­სი მთა­ვა­რი ხიბ­ლიც სწო­რედ ისაა, რამ­დე­ნი მკითხ­ვე­ლიც ჰყავს ნა­წარ­მო­ებს, იმ­დენ­ნა­ი­რად ხე­დავენ მას, თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი აზ­რი და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია უჩ­ნ­დე­ბა. ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა, რომ მოს­წავ­ლე უფ­რო ღრმად სწვდე­ბა ავ­ტო­რის სათ­ქ­მელს, მედ­ლის მე­ო­რე მხა­რე­საც შე­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს, უკეთ ჭვრეტს წვრილ­მა­ნებს, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შენც სწავ­ლობ, გი­ხა­რია, ასე იზ­რ­დე­ბა ერ­თი­ცა და მე­ო­რეც. ელე­ნეს მი­ერ გან­ხი­ლუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბიც მხო­ლოდ მცდე­ლო­ბაა იმი­სა, თუ რო­გორ უნ­და აღ­მო­ა­ჩი­ნოს უფ­ლის მი­ერ „უთ­ვა­ლა­ვი ფე­რით“ შემ­კულ სამ­ყა­რო­ში, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, 13 წლის გო­გო­ნამ სა­კუ­თა­რი „მე“.

მა­ი­კო გვი­ჩია

სსიპ ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სახ. №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

წიგ­ნის სი­კე­თე­ზე ბევ­რი და­წე­რი­ლა, მეც ვერ ვიქ­ნე­ბი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­ნაკ­ლი­სი, მხო­ლოდ ჩე­მი თვა­ლით აღ­ქ­მულ წიგ­ნის სამ­ყა­რო­ში შე­გა­ხე­დებთ წა­მით, რო­გორ გა­მო­მი­ვა, არ ვი­ცი… რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის „წიგნი“ წა­ვი­კითხე გა­სულ წელს, ბავ­შ­ვუ­რად რა­საც მივ­ხ­ვ­დი, ის იყო, რომ სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ცი მკვლელ­მა მხო­ლოდ იმი­ტომ და­ინ­დო, რომ ხელთ წიგ­ნი ეკა­ვა და მთე­ლი არ­სე­ბით კითხუ­ლობ­და. თურ­მე მკვლელ­საც ჰყვა­რე­ბია კითხ­ვა, ჩა­საფ­რე­ბულ­მა სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო ვერ გა­წი­რა, მე­რე ვერ უმ­ხელ­და, თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, ვერც ეკითხე­ბო­და, ნე­ტავ რა წიგ­ნი იყოო ის…

წი­ნა კვი­რას მას­წავ­ლე­ბელ­მა მოგ­ვ­ცა ასე­თი და­ვა­ლე­ბა, რომ წაგ­ვე­კითხა გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ერ­თი მოთხ­რო­ბა და კლა­სის­თ­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით წარ­გ­ვედ­გი­ნა. მე ეს მწე­რა­ლი პირ­ვე­ლად აღ­მო­ვა­ჩი­ნე. სას­კო­ლო წიგ­ნ­ში მი­სი სუ­რა­თი იყო, სუ­რათ­ზე – ახალ­გაზ­რ­და, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი და სი­მარ­თ­ლე რომ გითხ­რათ, მხო­ლოდ სუ­რა­თი არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და. მო­ვის­მი­ნე მი­სი ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვის ის­ტო­რია, რა­მაც, ცო­ტა არ იყოს, და­მა­ღო­ნა.

რო­ცა სახ­ლ­ში დავ­ბ­რუნ­დი, ეს და­ვა­ლე­ბა ბო­ლოს­კენ მო­ვი­ტო­ვე, რა­ღაც­ნა­ი­რად არ მინ­დო­და მი­სი შეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ დავ­ნა­მუს­დი და მა­ინც და­ვიწყე მოთხ­რო­ბის მო­ძი­ე­ბა. ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა ნა­წარ­მო­ე­ბი ვნა­ხე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­თა­უ­რით, რო­გო­რე­ბი­ცაა: „ალა­ვერ­დო­ბა“, „წვი­მა­ში“, „სიყ­ვა­რუ­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე“, „ზამ­თა­რი იწყე­ბა“, „მუნ­ჯი ახ­მე­დი და სი­ცოცხ­ლე“… მაგ­რამ ერ­თ­მა სა­თა­ურ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­იპყ­რო ჩე­მი ყუ­რადღე­ბა, ეს იყო მოთხ­რო­ბა „აქ კი თბი­ლა“. ნე­ტა რა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ეს ნა­წარ­მო­ე­ბი? შე­ვუ­დე­ქი კითხ­ვას. მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟე­ტი ასე­თია: ერთ ცივ, სუს­ხი­ან დღეს ვა­ჟა და მი­სი დი­ა­სახ­ლი­სი სა­სა­დი­ლო ოთახ­ში ის­ხ­დ­ნენ. ვა­ჟა მე­ცა­დი­ნე­ობ­და, ხო­ლო დი­ა­სახ­ლი­სი სახ­ლის საქ­მე­ებს აკე­თებ­და. ცო­ტა ხან­ში მათ მე­ზო­ბე­ლი ეწ­ვია და ამი­ტომ დი­ა­სახ­ლის­მა და მე­ზო­ბელ­მა ქე­ი­ფი გა­დაწყ­ვი­ტეს. გა­შა­ლეს სუფ­რა, და­აწყ­ვეს სა­ნო­ვა­გე და და­იწყეს მოლ­ხე­ნა, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლებს შეგ­ვე­ფე­რე­ბა. აქ, მარ­თა­ლია, ოსე­ბი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთს კარ­გად ეწყო­ბოდ­ნენ. და­ლი­ეს სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი, გა­იხ­სე­ნეს სტუ­დენ­ტო­ბა და მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ძა­ლი­ან თბი­ლად გა­ა­ტა­რეს ეს სა­ღა­მო. თუმ­ცა ყვე­ლას­თ­ვის თბი­ლი არ იყო. რო­დე­საც დი­ა­სახ­ლი­სი და მო­სუ­ლი შე­ზარ­ხოშ­დ­ნენ, მათ ხში­რად გა­აჟ­ღე­რეს ასე­თი ფრა­ზა: „აქ კი თბი­ლა“. მაგ­რამ ეს სით­ბო, რო­გორც ჩანს, ღუ­მე­ლი­დან კი არ მო­დი­ო­და, არა­მედ ეს იყო ადა­მი­ა­ნუ­რი სით­ბო, რო­მელ­საც ისი­ნი გას­ცემ­დ­ნენ, თუმ­ცა არა ვა­ჟა. მას ეს სი­ტუ­ა­ცია არ მოს­წონ­და, მას ყვე­ლა­ფე­რი აწუ­ხებ­და, აღი­ზი­ა­ნებ­და სას­მე­ლის სუ­ნი, ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბა, ჭა­მი­სას პი­რის წკლა­პუ­ნიც, ღო­რის ხორ­ცი­სა თუ თევ­ზის სუ­ნი, რო­მე­ლიც უხ­ვად იფ­რ­ქ­ვე­ო­და საკ­ვე­ბი­დან. მე­ო­რე დღეს ვა­ჟა სახ­ლ­ში მარ­ტო დარ­ჩა. იგი წიგნს კითხუ­ლობ­და, იჯ­და სი­ჩუ­მე­ში. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვა­ჟა­მაც გა­ი­მე­ო­რა იგი­ვე ფრა­ზა… „აქ კი თბი­ლა“… ზამ­თ­რის დღე­ე­ბია აღ­წე­რი­ლი, ბა­კუ­რი­ან­ში, ცი­ვა. თბილ ღუ­მელ­თან არ იქ­ნე­ბო­და სი­ცი­ვე, თუმ­ცა ვერ გა­მერ­კ­ვია, რა­ტომ თბი­ლო­და ვა­ჟას­თან…

რო­ცა და­ვას­რუ­ლე ამ მოთხ­რო­ბის კითხ­ვა ბევ­რი ვი­ფიქ­რე, თუ რა­ზე იყო და რა მას­წავ­ლა. ეს უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო ჩემ­თ­ვის, რომ მე­ო­რე­ჯე­რაც მო­მი­წია წა­კითხ­ვა და შემ­დ­გომ მივ­ხ­ვ­დი… ეს მოთხ­რო­ბა გა­ფიქ­რებს ადა­მი­ა­ნი­სა და წიგ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. თუ რო­გორ შე­უძ­ლია წიგნს, თუნ­დაც ბავ­შ­ვო­ბა­ში წა­კითხულ „რობინზონ კრუ­ზოს“, რო­მე­ლიც ვა­ჟამ ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სის ბავშვს არ და­უთ­მო და გო­ნე­ბით გა­და­ეშ­ვა კითხ­ვა­სა და წარ­სულ­ში, გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს ის სით­ბო, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ, ასე­ვე და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დია და თი­თო­ე­ულ მათ­განს აქვს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტის ზო­ნა, ზო­გის­თ­ვის ეს იქ­ნე­ბა მე­გობ­რებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა, ზო­გის­თ­ვის მე­ზობ­ლის სახ­ლ­ში მა­დი­ა­ნად ღო­რის ხორ­ცის მირ­თ­მე­ვა არაყ­თან ერ­თად, წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბა და ზო­გის­თ­ვის კი სი­მარ­ტო­ვე­ში წიგ­ნის კითხ­ვა, მა­ვა­ნის­თ­ვის – ხატ­ვა, ცეკ­ვა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა და სხვა მრა­ვა­ლი. ვფიქ­რობ, ეს სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რია, ჩვენ ხომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა შე­ხე­დუ­ლე­ბით. ყვე­ლა­ნი ამ სამ­ყა­როს სხვა­დას­ხ­ვა ფე­რით ვხე­დავთ და აღ­ვიქ­ვამთ, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ ჩვენ უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, ვის­თ­ვის რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს ფე­რე­ბი: ცი­ვი თუ თბი­ლი… რო­ცა ამ წე­რილს ვწერ­დი, აქაც თბი­ლო­და…

ელე­ნე მი­ქი­აშ­ვი­ლი

VIIა კლა­სის მოს­წავ­ლე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები