1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

გრი­ფის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მელ­საც პე­და­გო­გე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ

spot_img

მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო პირ­ვე­ლი კლა­სის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის პირ­ვე­ლი კლა­სის გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წელს მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა – მხო­ლოდ ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს – „ქარ­თუ­ლი ენა“ – გრი­ფი­რე­ბა და ამით მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბის წარ­თ­მე­ვა. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იმი­თაც იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რომ გრი­ფის გა­რე­შე დარ­ჩა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აგე­ბუ­ლი „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ (ნინო გორ­დე­ლა­ძე, გვანცა ჩხენკელი, ლელა მანგოშვილი), რო­მე­ლიც სრუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებ­და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოთხოვ­ნებს და რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი პე­და­გო­გი მო­უთ­მენ­ლად ელო­და. უარი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი შე­ნიშ­ვ­ნით იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი – „სა­მი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა აკ­ლია“, რი­სი გა­მოს­წო­რე­ბაც (სურ­ვი­ლი­სა და ნე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან), ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის არა­ვი­თარ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენ­და.

ბუ­ნებ­რი­ვია, სა­სურ­ვე­ლი იყო, პე­და­გო­გებს რამ­დე­ნი­მე მიდ­გო­მა ჰქო­ნო­დათ ასარ­ჩე­ვად და რო­მელ­საც გა­ი­თა­ვი­სებ­დ­ნენ, იმით წარ­მა­ტე­ბა­საც ად­ვი­ლად მი­აღ­წევ­დ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვე კი ის არის, რომ აშ­კა­რად და­ი­ჩაგ­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი, გა­მოც­დი­ლი, ქარ­თუ­ლი ენის ბუ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი მე­თო­დი, რო­მელ­საც იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ 1912 წლის გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით ინარ­ჩუ­ნებ­დ­ნენ აქამ­დე გრი­ფი­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი.

მარ­თა­ლია, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მაც და­რიგ­და სა­ჩუქ­რად სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, მაგ­რამ ის, ბუნებრივია, ვერ უპა­სუ­ხებს ახა­ლი თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნებს. აქ ხომ ნაწარ­მოე­ბე­ბი, თავისთავად უდავოდ კარგი, საუკუნეზე მეტი ხნისაა და არ არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი შემდგომი პროცესი ქართული საბავშვო მწერლობის, ასევე, პედაგოგიკის,  ამ­ი­­­ტომ აღ­­მოჩ­ნ­და გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­ნა­ნი, რომ ორი­ვე მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად შედ­გე­ნი­ლი „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ ძი­რი­თად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ მხო­ლოდ კერ­ძო სკო­ლე­ბის­თ­ვი­საა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თ­ვის კი – არა.

რა თქმა უნ­და, პე­და­გო­გე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს მოს­წონს ერ­თა­დერ­თი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, მაგ­რამ დი­დი ნა­წი­ლი სხვა მე­თო­დით სწავ­ლე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ­და. მას­წავ­ლებ­ლებ­მა ერ­თ­გ­ვარ ძა­ლა­დო­ბა­დაც კი შე­ა­ფა­სეს ეს შეზღუდ­ვა. ასე­თი დი­ლე­მა პირ­ვე­ლად შე­იქ­მ­ნა წელს, არა­და, თუ­კი პე­და­გო­გი ვერ მო­ირ­გებს სწავ­ლე­ბის მე­თოდს, ვერ გა­ნეწყო­ბა, ეს აუცი­ლებ­ლად აისა­ხე­ბა შე­დეგ­ზეც.

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა და, იმავ­დ­რო­უ­ლად, წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი გზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა – აი, რა აღარ შეს­თა­ვა­ზეს, სამ­წუ­ხა­როდ, წელს პე­და­გო­გებს, რაც დიდ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და გულ­დაწყ­ვე­ტას იწ­ვევს.

წე­რა-კითხ­ვის ერ­თად სწავ­ლე­ბის მე­თო­დის ეფექ­ტის გა­სამ­ყა­რებ­ლად და­ვი­მოწ­მებთ ერთ კვლე­ვას, რო­მე­ლიც ია კუ­ტა­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტარ­და და რომ­ლის შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­ში, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მოხ­სე­ნე­ბის სა­ხით, გა­აც­ნეს აუდი­ტო­რი­ას სწო­რედ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. კვლე­ვის მიზ­ანი იყო მოს­წავ­ლე­თა პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დის ე.წ. ეფექ­ტის ზო­მის გან­საზღ­ვ­რა. გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი ნი­ნო გორ­დე­ლა­ძისა და გვან­ცა ჩხენ­კე­ლის რე­დაქ­ცი­ით შედ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. „პროგ­რე­სის ეფექ­ტის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნ­და, რომ იმ სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის პროგ­რე­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ენას სწავ­ლო­ბენ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დით, თით­ქ­მის ორ­ჯერ აღ­ემა­ტე­ბა სხვა სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის პროგ­რე­სის მაჩ­ვე­ნე­ბელს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტა­პის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კას აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტი მოს­წავ­ლე­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. თუმ­ცა აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ კვლე­ვა დას­რუ­ლე­ბუ­ლი არაა, და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ჯერ კი­დევ მი­ღე­ბუ­ლი არაა.“ – ამო­ნა­რი­დი შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­ში­დან. სამ­წუ­ხა­როდ, კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბას პან­დე­მი­ამ შე­უ­შა­ლა ხე­ლი.

ნი­ნო გორ­დე­ლა­ძე, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კონ­სულ­ტან­ტი: „პე­და­გო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სი­მარ­თ­ლის სათ­ქ­მე­ლად მა­შინ­ვე „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ მახ­სენ­დე­ბა, ამ გა­ზეთ­მა 2018 წლი­დან­ვე გა­უხ­ს­ნა გზა მწვა­ვე დის­კუ­სი­ას „დე­და ენის“ თე­მა­ზე. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­ზე, „დღის კოდ­ში“, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე ახ­ლა­ხან მოკ­ლედ გა­მოთ­ქ­მულ ჩემს აზრს ამ­ჯე­რად ამ გა­ზეთ­ში და­ვას­რუ­ლებ, რა­თა ბო­ლომ­დე წარ­მო­ჩინ­დეს სი­მარ­თ­ლე! წელს ჩვე­ნი დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით შედ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო – „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“, რო­მე­ლიც იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა აგე­ბუ­ლი და თან სრუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოთხოვ­ნებს, გრი­ფის გა­რე­შე დარ­ჩა! „სა­მი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა აკ­ლია“, – ამ შე­ნიშ­ვ­ნით და­სა­ბუთ­და უარი! (რაც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩვენ­თ­ვის, რად­გან მა­ნამ­დე, აპე­ლა­ცი­ის შე­დე­გად, სა­თა­ნა­დო ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ, ბა­რი­ე­რი ნა­მა­ტით გა­და­ლა­ხა, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ამას­თან, ექ­ს­პერ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­ვ­რ­ჩა, რომ სას­წავ­ლო გა­რე­მოს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო­დაც კი მი­იჩ­ნი­ეს, არ და­კარ­გუ­ლი­ყო ასე გა­აზ­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სი.) გან­ვ­მარ­ტავ, რომ ერთ დღე­ში უკ­ვე მზად გვქონ­და სა­მი­ვე და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­თაც ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭა! აღ­ვ­ნიშ­ნავ იმა­საც, რომ ექ­ს­პერ­ტებს შეხ­ვედ­რის დროს ამ და­ნაკ­ლი­სის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უთ­ქ­ვამთ! სამ­წუ­ხა­როდ, აი ამ­გ­ვა­რად და­ე­კარ­გათ სა­ჯა­რო სკო­ლებს არ­ჩე­ვა­ნი და ერ­თა­დერ­თი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ამა­რა დარ­ჩ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ეს იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის, წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბა რომ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი მე­თო­დით სურ­დათ. რაც მთა­ვა­რია, მათ ნა­ხეს გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და კი­დევ უფ­რო მე­ტად დას­წყ­დათ გუ­ლი. ასე­ვე, ახ­სოვ­დათ მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი – „დე­და ენის კვალ­ზე“, ახა­ლი კი კი­დევ უფ­რო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, მხატ­ვარ ნი­ნო ჩაკ­ვე­ტა­ძის მი­ერ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, კერ­ძო სკო­ლებს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭათ! არა­ერ­თ­მა სა­უ­კე­თე­სო კერ­ძო სკო­ლამ სწო­რედ „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ შე­არ­ჩია და კმა­ყო­ფი­ლე­ბა­საც არ ფა­რა­ვენ, ისი­ნი აღარ დგა­ნან დი­ლე­მის წი­ნა­შე, წარ­მა­ტე­ბით მიჰ­ყ­ვე­ბი­ან მათ­თ­ვის სა­სურ­ველს – გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი მე­თო­დით შედ­გე­ნილ­სა და, ამა­ვე დროს, ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის და­საძ­ლე­ვად სან­დო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. ყვე­ლა ფაქ­ტი სი­მარ­თ­ლეა, ამი­ტომ გი­ამ­ბეთ გულ­წ­რ­ფე­ლად და სა­ჯა­როდ. ჩე­მი აზ­რით, გრი­ფი­რე­ბის ხარ­ვე­ზი იყო დად­გე­ნი­ლი დრო­ის სიმ­ცი­რე, ასე­ვე, მე­ტი ყუ­რადღე­ბა დე­ტა­ლებ­ზე, ვიდ­რე არ­სის მთლი­ა­ნო­ბა­ში და­ნახ­ვა. თუ­კი ასეა, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ გა­და­ფას­დე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­სათ­ვის შეზღუ­დუ­ლი არ­ჩე­ვა­ნიც. მას­წავ­ლებ­ლე­ბი არა­სო­დეს მო­ინ­დო­მე­ბენ ისეთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც გულ­წ­რ­ფე­ლად არ მოს­წონთ! მა­თი აზ­რი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს კრი­ტე­რი­უ­მად მი­მაჩ­ნია. მო­ლო­დი­ნი კი ჰქონ­დათ არა ერ­თა­დერ­თი­სა, არა­მედ, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­მი­დან ერთ-ერ­თის არ­ჩე­ვი­სა! დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის არა­ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ა­დას­ტუ­რებს ჩემს ნათ­ქ­ვამს და ისი­ნიც გულ­წ­რ­ფე­ლად იტყ­ვი­ან სა­კუ­თარ სი­მარ­თ­ლეს. თუ­კი არ­სე­ბობ­და გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი იმ­გ­ვა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლებ­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­წყო­ბა, ან­თე­ბა შე­ეძ­ლო სი­ა­მოვ­ნე­ბით სწავ­ლე­ბი­სათ­ვის, მიღ­მა არ უნ­და რჩე­ბო­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ამ ფაქ­ტორს არ უნ­და ივიწყებ­დ­ნენ დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის ქვე­ყა­ნა­ში.“

კარ­გია, რომ მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, კერ­ძო სკო­ლებს მი­ე­ნი­ჭათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შერ­ჩე­ვა­ში და ბევ­რ­მა პე­და­გოგ­მა არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნილ „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ გა­ა­კე­თა.

თა­მუ­ნა ესი­ტაშ­ვი­ლი, წმინ­და ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა: „ხში­რად მი­ფიქ­რია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს როლ­ზე და ყო­ველ­თ­ვის ერ­თ­სა და იმა­ვე დას­კ­ვ­ნამ­დე მივ­დი­ვარ. მოს­წავ­ლეს და გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ­კ­ლა­სელს უნ­და ჰყავ­დეს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი და ჰქონ­დეს სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. სხვა­ნა­ი­რად ის სა­ძირ­კ­ვე­ლი ვერ ჩა­იყ­რე­ბა, რი­თიც შემ­დეგ ცოდ­ნის კედ­ლებს ავა­შე­ნებთ. და მა­ინც, რო­გო­რია სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო? წიგ­ნი, სა­დაც ერ­თ­მა­ნეთს ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყ­მის გა­მოც­დი­ლე­ბა და ინო­ვა­ცია. „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ სწო­რედ ასე­თია – იმ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლი და დახ­ვე­წი­ლია, ისეა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ნი­უ­ან­სი, იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყ­მის ძველს ახა­ლი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, უკუ­აგ­დო და ჩა­ა­ნაც­ვ­ლო სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი. ერ­თი წა­მით არ შემ­პარ­ვია ეჭ­ვი, რომ არ მის­ცემ­დ­ნენ გრიფს და რო­ცა ეს გა­ვი­გე, გავ­შ­რი, გა­ვოგ­ნ­დი. ეს არის და­ნა­შა­უ­ლი მო­მავ­ლის წი­ნა­შე. მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი? რო­გორ მკა­ფი­ო­დაა ყვე­ლა­ფე­რი – კომ­პ­ლექ­სუ­რე­ბი, კუ­რი­კუ­ლუ­მი. მომ­დევ­ნო კლა­სებ­შიც გა­მოდ­გე­ბა ნი­მუ­შად. ამა­ზე უარის თქმა რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და.

იაკო­ბის გე­ნი­ა­ლუ­რი მიგ­ნე­ბა „აი ია“, მარ­ტი­ვი­დან რთულ გზა­ზე შე­უმ­ჩ­ნევ­ლად გა­დას­ვ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს უგუ­ლე­ბელ­ვ­ყოთ. შე­ვიდ­ნენ სკო­ლებ­ში და ნა­ხონ, რო­გორ მარ­ტი­ვად და სიყ­ვა­რუ­ლით სწავ­ლო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი. ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი ხომ ცალ­კე თე­მაა კი­დევ, სა­თი­თა­ოდ გა­დავ­ფურ­ც­ლე და დავ­ტ­კ­ბი. ეს გვერ­დ­ზე გა­და­სა­დე­ბი და და­სა­ვიწყე­ბე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არაა, ეს ზუს­ტად ისაა, რაც გვჭირ­დე­ბა და ეს გვაჩ­ვე­ნა მრა­ვალ­წ­ლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ. ვგუ­ლის­ხ­მობ „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“-ს წი­ნა­მორ­ბედ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს „დე­და ენის კვალ­ზე“; ახა­ლი კი უდა­ვოდ კი­დევ უფ­რო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.“

ქე­თე­ვან სი­რა­ძე, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, „ლა­მა­რა მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა XXI სა­უ­კუ­ნის“ მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს ლექ­სის „ქარ­თ­ვ­ლის დე­დას“ ეპიგ­რა­ფად მოჰ­ყავს ლა­იბ­ნი­ცის სიტყ­ვე­ბი: „აწ­მ­ყო, შო­ბი­ლი წარ­სუ­ლი­სა­გან, არის მშო­ბე­ლი მო­მავ­ლი­სა“. დი­დი შე­მოქ­მე­დე­ბი სწო­რედ რომ წი­ნა­პარ­თა სიბ­რ­ძ­ნე­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ქმნი­ან ეროვ­ნულ სა­გან­ძურს, ისეთს, რო­გო­რიც იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენაა“, სა­ბო­ლო­ოდ კი ყო­ვე­ლი­ვე ფას­დე­ბა მა­რა­დი­უ­ლო­ბის სა­ზო­მით. ყვე­ლა ერს აქვს სა­კუ­თა­რი იდენ­ტუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა, რომ­ლის შე­მეც­ნე­ბა და გა­თა­ვი­სე­ბა უნ­და იყოს გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა კი ამ გზა­ზე ენი­ჭე­ბა იმ პირ­ველ მარ­ც­ვალს, რო­მელ­საც თე­სავს მო­ზარ­დი თა­ო­ბის გულ­ში მშობ­ლი­უ­რი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი პირ­ვე­ლი წიგ­ნი.

ნი­ნო გორ­დე­ლა­ძი­სა და გვან­ცა ჩხენ­კე­ლის ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი 2023 წლის „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ სწო­რედ რომ ამ პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით შექ­მ­ნი­ლი, სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და შემ­კუ­ლი ვა­რი­ან­ტია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სი „დედა ენის კვალ­ზე“ (ამა­ვე ავ­ტო­რე­ბი­სა), რო­მელ­მაც არა­ერთ თა­ო­ბას შე­ას­წავ­ლა წე­რა-კითხ­ვა, შე­აყ­ვა­რა მშობ­ლი­უ­რი ენა და შე­ა­მეც­ნე­ბი­ნა ის ზნე­ობ­რივ-მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს ეროვ­ნუ­ლო­ბას გან­საზღ­ვ­რავ­და და გან­საზღ­ვ­რავს. ამ მი­ზი­დუ­ლო­ბა­სა და სიყ­ვა­რულს კი რო­გორც მოს­წავ­ლე­ებ­ში, ისე მას­წავ­ლებ­ლებ­ში აჩენს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი „დე­და ენის“ გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია, რო­მელ­შიც უხ­ვად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­გორც თა­ვად გო­გე­ბაშ­ვი­ლის მცი­რე თხზუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის თუ პრო­ზის და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა შე­მოქ­მე­დე­ბის ნი­მუ­შე­ბი. ახალ გა­მო­ცე­მა­ში ავ­ტო­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ ან­ბა­ნის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ასო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შედ­გე­ნილ სა­კითხა­ვებ­საც, რომ­ლე­ბიც მშვე­ნი­ე­რი მცი­რე სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ამ­ბე­ბია. წიგ­ნ­ში ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბა სა­აზ­როვ­ნო, ლექ­სი­კის გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი, ფო­ნე­ტი­კუ­რი თუ სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბი.

ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მხატ­ვ­რის, ნი­ნო ჩაკ­ვე­ტა­ძის, მშვე­ნი­ე­რი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი. წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ოდ­ში აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია თე­მა­ტუ­რი თუ სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ნა­ხა­ტე­ბი, რო­მელ­თაც მიზ­ნობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს. მოს­წავ­ლე­ებს არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ მათ­ზე წი­ნა­და­დე­ბე­ბის თუ მცი­რე ამ­ბე­ბის შედ­გე­ნა, გან­წყო­ბა­თა ამოც­ნო­ბა… ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი დიდ სით­ბო­სა და სი­კე­თეს ას­ხი­ვებს…

„მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ – ეს არის ტრა­დი­ცი­ულ, ეროვ­ნულ ძი­რებ­ზე შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც, ამავ­დ­რო­უ­ლად, ძალ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვეა და დახ­ვე­წი­ლი.“

♦♦♦

სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­მა ერთ გა­მო­სა­ვალს მი­აგ­ნეს – „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის სა­ხით შე­ი­ტა­ნეს კლას­ში და მოს­წავ­ლე­ე­ბი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას აზი­ა­რეს. მათ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს ხში­რად ვხვდე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ცალ­კე ჯგუ­ფიც შე­იქ­მ­ნა – „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქ­ვა­მენ რო­გორც ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ასე­ვე, ზო­გა­დად, წლე­ვან­დე­ლი გრი­ფი­რე­ბის ირ­გ­ვ­ლივ.

ლი­ზა და­ვი­თაშ­ვი­ლი: „მარ­თა­ლია სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს ჩვენ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მოგ­ვ­ცეს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი იყო ჩემ­თ­ვის, და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი მე­თო­დით ას­წავ­ლის წე­რა-კითხ­ვას, მაგ­რამ… და­მა­ტე­ბი­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­ჩე­ვი­სას შეზღუ­დუ­ლე­ბი არ ვართ, ნე­ბის­მი­ე­რი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ჰოდა მეც ეს უფ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნე და ჩემს პა­ტა­რებს დღე­სას­წა­უ­ლი მო­ვუწყვე – „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ და­მა­ტე­ბით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ შე­ვი­ტა­ნე, ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ მო­ვაკ­ლებ­დი ჩემს პა­ტა­რებს. მად­ლო­ბა სა­ავ­ტო­რო გუნდს და მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს.“

ნი­ნო მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი-იორ­და­ნიშ­ვი­ლი: „უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა ავ­ტო­რებს სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­ვა­ლე­ბე­ბის­თ­ვის. მარ­თ­ლაც რომ ტექ­ს­ტე­ბის უგემ­რი­ე­ლე­სი „კოქ­ტე­ი­ლი“ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეთ.“

თი­ნი­კო ჩხა­ი­ძე: „ვინ აგ­ვარ­ჩე­ვი­ნა?! მხო­ლოდ „ქარ­თუ­ლი ენა“ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს. მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ კი არა, რთუ­ლი­დან მარ­ტი­ვის­კენ მიგ­ვ­ყავს ბავ­შ­ვე­ბი.“

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ „მშობ­ლი­უ­რი ენის კვალ­ზე“ უცხო­ეთ­ში, ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მო­ებ­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლია. მა­გა­ლი­თად, პე­და­გო­გებ­მა – მაია მა­ი­სუ­რა­ძემ და ჯა­ნა ამი­რე­ჯიბ­მა გერ­მა­ნი­ა­ში, დრეზ­დე­ნის ქარ­თუ­ლი საკ­ვი­რაო სკო­ლის „ანა ბა­ნა“ (საკ­ვი­რაო სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ირ­მა ჭან­ყოშ­ვი­ლი) ბავ­შ­ვებს ჩა­უ­ტა­ნეს. მათ სწორედ ამ სახელ­მძღ­ვა­ნელოზე შეაჩერეს არჩევანი, სათანადოდ ეს მიიჩნიეს.

♦♦♦

ასე­თია, მოკ­ლედ, ვი­თა­რე­ბა, თუ რა დი­ლე­მის წი­ნა­შე დად­გ­ნენ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გე­ბი. ჩვენს გა­ზეთ­ში ად­რეც გვქო­ნია დის­კუ­სია „დე­და ენას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით და დღე­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ ყვე­ლას­თან, ვი­საც სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქ­მის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა.

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები