1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ზგემ-ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია

spot_img

გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ, 8 თე­ბერ­ვალს, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო დის­კუ­სია გა­მარ­თა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ვერ­სია და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ 2022 წელს და­იწყო, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 100-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან, სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლე­ბი­დან. თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბა იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ 2023 წლის 12 დე­კემ­ბერს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, რე­ფორ­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის (ზგემ-ის) ცვლი­ლე­ბა და­ა­ა­ნონ­სა. წარ­დ­გე­ნის ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ სი­ახ­ლეს დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თუმ­ცა, ამ დრომ­დე, არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის ში­ნა­არ­სი­სა და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბის შე­სა­ხებ.

სწო­რედ სა­კითხის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო დის­კუ­სია გა­მარ­თა, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან ერ­თად, შეხ­ვედ­რა­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ცე­სის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია მი­მო­ი­ხი­ლა და გა­აც­ნო სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი, შეს­თა­ვა­ზა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. შეხ­ვედ­რა­ზე, დო­კუ­მენ­ტ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, შემ­დ­გომ ნა­ბი­ჯებ­ზეც ისა­უბ­რეს.

კო­ა­ლი­ცი­ის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ამ, დო­კუ­მენ­ტის წარ­დ­გე­ნი­სას, დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­აც­ნო, რო­მე­ლიც სა­ექ­ს­პერ­ტო პა­ნელ­მა კვლე­ვი­სა და მსჯე­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ი­მუ­შა­ვა (იხილეთ დოკუმენტი).

გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას თქმით, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ეხე­ბა რო­გორც ში­ნა­არ­სობ­რივ სა­კითხებს, ასე­ვე ტექ­ნი­კურს, დო­კუ­მენ­ტის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბას და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის გზებს. „კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად, ორი მთა­ვა­რი სი­ახ­ლე, რაც ამ დო­კუ­მენტს აქვს, პრინ­ცი­პე­ბის და კონ­ტექ­ს­ტე­ბის ნა­წი­ლე­ბია. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის დო­კუ­მენტს თან ახ­ლავს 6 პრინ­ცი­პი, რა­საც სის­ტე­მა უნ­და ეფუძ­ნ­დე­ბო­დეს, რის მი­ხედ­ვი­თაც უნ­და ფას­დე­ბო­დეს ის. მე­ო­რე მხრივ, ეს პრინ­ცი­პე­ბი ერ­თ­გ­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რა­საც უნ­და იზი­ა­რებ­დეს და რა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც უნ­და იმარ­თე­ბო­დეს სის­ტე­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტექ­ს­ტებს, პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით, გა­მო­ყო­ფი­ლი გვაქვს სა­მი კონ­ტექ­ს­ტი, რა­შიც ადა­მი­ანს უწევს ოპე­რი­რე­ბა – სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი და ინ­ფორ­მა­ცი­ულ-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი. ვფიქ­რობთ, ეს კარ­გად პა­სუ­ხობს რო­გორც ლო­კა­ლურ, ისე გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს.

და­ბო­ლოს, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ფო­კუ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე­ცაა. ასე­ვე, გა­მოკ­ვე­თი­ლია სკო­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­აც.“

⇒ რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი?

გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი სი­მონ ჯა­ნა­შია ამ­ბობს, რომ სირ­თუ­ლე მა­ში­ნაც და ახ­ლაც იყო და არის ის, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­თან­ხ­მე­ბა კონ­კ­რე­ტულ მიზ­ნებ­ზე, „ამი­ტომ პრინ­ცი­პე­ბი, რა­ზეც ვცდი­ლობთ, რომ და­ე­ფუძ­ნოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა (რაც გვქონ­და და ახ­ლაც და­ვი­ცა­ვით), ერ­თი მხრივ, კონ­კ­რე­ტუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და, მე­ო­რე მხრივ, ზო­გა­დი, მი­სა­ღე­ბი და გა­სა­გე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რაც გუ­ლის­ხ­მობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთ სირ­თუ­ლეს – გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას უჭირს გან­საზღ­ვ­როს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უპა­სუ­ხოს სხვა­დას­ხ­ვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბას. ანუ შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ერთ ჭკუ­ა­ზე იყოს და ერ­თი და იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დეს. ამი­ტომ, ჩვენ დაგ­ვ­ჭირ­და იმა­ზე და­ფიქ­რე­ბა, რა არის სა­ბა­ზი­სო, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რა­ზეც ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით. ცხა­დია, ამის გარ­და, არ­სე­ბობს რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ოჯახს, პი­როვ­ნე­ბას, მას­წავ­ლე­ბელს თუ სტრუქ­ტუ­რას ამოძ­რა­ვებს. პრინ­ციპ­ში, ეს არ გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ მხო­ლოდ ამ მიზ­ნე­ბის­თ­ვის არ­სე­ბობს სკო­ლა, არ­სე­ბობს კი­დევ ბევ­რი სხვა მი­ზა­ნი. უბ­რა­ლოდ, ეს არის მიზ­ნე­ბი, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ე­ფუძ­ნოს ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც იღებს სა­ხელ­მ­წი­ფო. ამ დო­კუ­მენ­ტის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი სა­ხელ­მ­წი­ფოა და მე­ო­რე, რა თქმა უნ­და, გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი – სკო­ლე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი და სხვა.

რე­ა­ლუ­რად, 2004 წლის დო­კუ­მენ­ტის მიზ­ნე­ბი და კონ­ტექ­ს­ტი ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლი კონ­ტექ­ს­ტის­გან. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბულ დო­კუ­მენ­ტ­ში, თა­ვის დრო­ზე, ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, ისიც ჩაგ­ვე­დო თუ რო­გორ უნ­და შეც­ვ­ლი­ლი­ყო გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ფი­ლო­სო­ფია. მა­ში­ნაც და დღე­საც ჩვენ მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ დო­კუ­მენ­ტ­ში წე­რია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ქმნის პი­რო­ბებს იმის­თ­ვის, რომ რა­ღაც ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნოს ახალ­გაზ­რ­დამ. ეს პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს და არ არის შემ­თხ­ვე­ვი­თი ფრა­ზა, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოს, რომ სის­ტე­მამ პირ­და­პირ უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როს ადა­მი­ანს რა­ღაც, ან პირ­და­პირ მის­ცეს ცოდ­ნა, ჩა­უ­ნერ­გოს რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს ორი მიდ­გო­მა ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ერ­თი ეფუძ­ნე­ბა, ვთქვათ, იმ დაშ­ვე­ბას, რომ, ბავ­შ­ვი რო­მე­ლიც სკო­ლა­ში და­დის, არის გა­ნათ­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტი და არა ობი­ექ­ტი. ანუ თა­ვად გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი მიდ­გო­მის პრინ­ცი­პი უნ­და შეც­ვ­ლი­ლი­ყო – რო­გორ ვუდ­გე­ბით გა­ნათ­ლე­ბას, რო­გორ ვხე­დავთ. არა მხო­ლოდ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბია სა­ინ­ტე­რე­სო, რას უნ­და მი­აღ­წი­ოს ბავ­შ­ვ­მა, არა­მედ პრინ­ცი­პია აღ­წე­რი­ლი. ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მგო­ნია, რომ ეს ცვლი­ლე­ბა იყო მა­შინ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. დღეს, ერთ-ერ­თი, რა­ზეც შე­ვე­ცა­დეთ გვე­მუ­შა­ვა, იყო ის, რომ პირ­ველ დო­კუ­მენ­ტ­ში, ანუ 2004 წლის დო­კუ­მენ­ტ­ში, არ არის გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რო­ლი იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც აქ­ცენ­ტი პი­როვ­ნე­ბა­ზეა. არის უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მა, სა­დაც მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხდე­ბა ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და და მის­თ­ვის რა­ღაც კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მა­გა­ლი­თად, ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყოს სო­ლი­და­რო­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­თან­ხ­მე­ბე­ბი. კი, იქაც წე­რია, რომ ის კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა უნ­და იყოს აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე, შეძ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ აქ­ცენ­ტი მა­ინც პი­როვ­ნე­ბა­ზეა. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, მიზ­ნებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­ზა­ნიც დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა. ვფიქ­რობ, კონ­ტექ­ს­ტე­ბის გა­მოკ­ვე­თაც სწო­რედ ამას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.“

⇒ რო­გო­რი სის­ტე­მა გვინ­და გვქონ­დეს?

კო­ა­ლი­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ირი­ნა ხან­თა­ძემ, ზგემ-ის ახა­ლი ვერ­სი­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნა, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის ახალ ვერ­სი­ა­ში გაცხა­დე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, მა­თი აზ­რით, რე­ა­ლუ­რად შექ­მ­ნის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წი­ნა­პი­რო­ბას, თუ რო­გო­რი სის­ტე­მა გვინ­და გვქონ­დეს.

ირი­ნა ხან­თა­ძე, არ­სე­ბულ სა­რე­კო­მენ­და­ციო ვერ­სი­ა­ში, ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხად პრინ­ცი­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჩა­ნა­წერს მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ „შე­იძ­ლე­ბა უფ­რო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იდა­ვოს და რა­ღაც სხვა პრინ­ცი­პებ­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი იყო, მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, რომ აუცი­ლებ­ლად ამ ტი­პის დო­კუ­მენ­ტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი უნ­და იყოს არა მხო­ლოდ ის, თუ რა შე­დეგ­ზე გვინ­და გა­ვი­დეთ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მი­მარ­თე­ბით, არა­მედ, ასე­ვე, აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს მი­ნიშ­ნე­ბა იმა­ზე, რო­გო­რი იყოს ეს პრო­ცე­სი, გა­რე­მო, სას­წავ­ლო პო­ლი­ტი­კა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ასეთ შე­დეგ­ზე გას­ვ­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა შე­საძ­ლო ჩა­რე­ვით ვერ გა­ვა­ლთ, აუცი­ლებ­ლად გარ­კ­ვე­ულ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ჩა­რე­ვაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სწო­რედ ასე­თი დის­კუ­სია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და – რა არის ის საკ­ვან­ძო პრინ­ცი­პე­ბი, რა­საც უნ­და ეფუძ­ნე­ბო­დეს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა და ეფუძ­ნე­ბო­დეს, თუნ­დაც სკო­ლა თა­ვის მარ­თ­ვა­ში. ვფიქ­რობთ, ამი­ტო­მაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მო­ი­ცავ­დეს ამ ტი­პის გა­ნაცხადს და ქმნი­დეს რა­ღაც ბა­ზას, შე­თან­ხ­მე­ბას იმა­ზე, რო­გორ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რო­გო­რი უნ­და იყოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა – სკო­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

რა თქმა უნ­და, სის­ტე­მა დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებ­ზე უნ­და იყოს აწყო­ბი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ არა მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტ­რო ან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი სხვა უწყე­ბა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დეს ამ პრინ­ცი­პით და პრო­ცე­სი იყოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, არა­მედ იმა­საც, რომ სკო­ლაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იყოს თა­ვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, სა­უ­ბა­რია კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, რო­გორც პრინ­ციპ­ზე. რო­დე­საც რა­ღაც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებთ, უნ­და ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დეთ მას­წავ­ლებ­ლის, მოს­წავ­ლის და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის მიზ­ნე­ბით. უნ­და გან­ვ­საზღ­ვ­როთ, რამ­დე­ნად ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის მიზ­ნებს. თუ ეს პრინ­ცი­პე­ბი არ იქ­ნა და­ცუ­ლი, რა თქმა უნ­და, და­სა­ხულ შე­დეგ­ზე (რაც ჩვენ გვინ­და) ვერ გა­ვალთ. ვფიქ­რობ, მოქ­მედ ვერ­სი­ა­ში ასე მკა­ფი­ოდ არ იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი ეს სა­კითხი. ახალ ვერ­სი­ა­ში მი­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წი­ნა­პი­რო­ბას შექ­მ­ნის შე­თან­ხ­მე­ბის­თ­ვის, თუ რო­გო­რი სის­ტე­მა გვინ­და გვქონ­დეს.

ერთ-ერ­თი მო­ტი­ვი, რა­ტო­მაც და­ვიწყეთ ზგემ-ის გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, ისიც იყო, რომ იმ პე­რი­ოდ­ში იწყე­ბო­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის არ­სე­ბულ სტან­დარ­ტ­ში პირ­ვე­ლი სტან­დარ­ტი სკო­ლის ფი­ლო­სო­ფი­ას ეხე­ბა. პირ­და­პი­რი ჩა­ნა­წე­რია, რომ სკო­ლას უნ­და ჰქონ­დეს მი­სია, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან. ამ დროს გვაქვს დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით. ბუ­ნებ­რი­ვია, ლო­გი­კუ­რად გაჩ­ნ­და აზ­რი იმის შე­სა­ხებ, რომ თუ სკო­ლებს უნ­და მოვ­თხო­ვოთ გა­ნაცხა­დე­ბი, რეფ­ლექ­სია, რო­მელ­შიც უნ­და აირეკ­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი, ალ­ბათ, დროა, დო­კუ­მენ­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია არ­სე­ბობ­დეს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და, ზო­გა­დად, რე­ფორ­მის კონ­ტექ­ს­ტ­ში, სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბი მო­ტი­ვი­ცაა, თუ რა­ტომ დაჩ­ქარ­და გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.“

⇒ კონ­ტექ­ს­ტე­ბის გა­მოკ­ვე­თა (რე­კო­მენ­და­ცია 2)

ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ერთ-ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია კონ­ტექ­ს­ტე­ბის გა­მოკ­ვე­თას ეხე­ბა. „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თულ პი­რებს და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნ­და ჰქონ­დეთ მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა, თუ რო­გო­რი გა­რე­მოს­თ­ვის ამ­ზა­დე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დებს. ამ მხრივ, სა­სურ­ვე­ლია, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­ში უფ­რო მკა­ფი­ოდ იყოს გან­მარ­ტე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის უნა­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კონ­ტექ­ს­ტე­ბი. უპ­რი­ა­ნია, გა­მო­ი­ყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი და სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო…“

დო­კუ­მენ­ტის თა­ნა­ავ­ტო­რი მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ამის და­კონ­კ­რე­ტე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო ცალ­სა­ხა­დაა მო­ცე­მუ­ლი. ჩვენ ვნა­ხეთ და კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა, ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ბევ­რად უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე, წი­ნა თა­ო­ბე­ბის. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ეს იმის შე­დე­გია, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებს და­ე­ფუძ­ნა იგი­ვე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, გან­ვი­თარ­და რე­სურ­სე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­დამ­ზად­დ­ნენ და ა.შ. თუმ­ცა, იყო რა­ღაც, რაც მოს­ვე­ნე­ბას არ გვაძ­ლევ­და ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში – რა ცოდ­ნა უნ­და ჰქონ­დეს ახალ­გაზ­რ­დას იმის­თ­ვის, რომ ეს­მო­დეს, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მის გარ­შე­მო. თუმ­ცა, ეს არ უნ­და იყოს მხო­ლოდ ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ნი­ლი ცოდ­ნა, რო­გორ უნ­და ხდე­ბო­დეს ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, არა­მედ ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი უნ­და შეგ­ვე­ტა­ნა, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ ნა­ბი­ჯებს გუ­ლის­ხ­მობს — რას ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ და­ვიც­ვათ ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მა­ტი­კა, რო­გო­რიც არის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­კითხე­ბი.

2004 წლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რად უფ­რო წინ წა­ვი­და და თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბიც ვარ­თ ­ბუ­ნებ­რივი გა­რე­მო­ს მიმართ მომ­ხ­მა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, გვინ­და, რომ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს არა მხო­ლოდ ცოდ­ნა ჰქონ­დეთ ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, არა­მედ ქმე­დე­ბით და­ამ­ტ­კი­ცონ ამ ცოდ­ნის არ­სე­ბო­ბა. გვჭირ­დე­ბა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ზრუნ­ვი­თი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლებ­მაც უნ­და ასა­ხონ ეს რო­გორც არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო, ისე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბით. ეს მხო­ლოდ ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის კი არა, მთლი­ა­ნად სკო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ერთ-ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­კითხი სწო­რედ ეს არის, რო­მე­ლიც უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლა­დაა გა­მოკ­ვე­თი­ლი დო­კუ­მენ­ტ­ში, რი­თაც, სკო­ლებს ვუ­ბიძ­გებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რად უფ­რო წინ წა­ვი­დეს და ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან გა­და­ვი­დეთ ქმე­დე­ბა­ზე.“

გი­ორ­გი მე­ლი­ქა­ძემ, ილი­ას სა­ა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტ­მა, კო­ა­ლი­ცი­ა­ში გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ა­ზე გა­ნაცხა­და, რომ, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­ზე ვსა­უბ­რობთ, არ უნ­და ვი­გუ­ლის­ხ­მოთ მხო­ლოდ გარ­კ­ვე­ულ ლო­კა­ლო­ბას მიბ­მუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, არ­მედ, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ვი­გუ­ლის­ხ­მოთ, ჩვე­ნი (ლო­კა­ლო­ბა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის) პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის და სი­ცოცხ­ლის წი­ნა­შე. „არა მგო­ნია სწო­რი მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა თა­ვად ინ­დი­ვი­დის­თ­ვის­ვე იყოს კარ­გის მომ­ტა­ნი და სა­სარ­გებ­ლო. გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სა­სარ­გებ­ლოა, თუ­კი ინ­დი­ვი­დი, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვის უახ­ლო­ეს გა­რე­მო­ზე ზრუ­ნავს, რი­თაც მო­ნა­წი­ლე­ობს იმ დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ში, რაც სა­კა­ცობ­რიო ინ­ტე­რე­სე­ბია. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი, რა თქმა უნ­და, ჩე­მი აზ­რით, პირ­ვე­ლი რგო­ლია ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის, მაგ­რამ უფ­რო გლო­ბა­ლუ­რად უნ­და შევ­ხე­დოთ ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. რად­გან რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი გა­მოვ­კ­ვე­თეთ, სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ვუ­კავ­ში­რეთ ეროვ­ნულს, მგო­ნია, რომ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად რე­დე­ფი­ნი­ცია სჭირ­დე­ბა ამ ეროვ­ნუ­ლო­ბას, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ეს უკავ­შირ­დე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე. ამი­ტომ, ჩე­მი აზ­რით, სო­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი, რაც შე­ვე­ცა­დეთ გა­მოგ­ვეკ­ვე­თა ამ დო­კუ­მენ­ტ­ში და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შიც აისა­ხა, ასე ვთქვათ, პირ­ვე­ლი შრეა, თუმ­ცა, ეს აუცი­ლებ­ლად ვრცელ­დე­ბა მთლი­ა­ნად ადა­მი­ა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე დე­და­მი­წა­ზე. სა­ერ­თოდ, ცნე­ბა უნ­და გა­ჯან­საღ­დეს, რად­გან მუდ­მი­ვად ეროვ­ნუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა არ არის სა­სარ­გებ­ლო.“

ზგემ-ის დო­კუ­მენ­ტ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა აზ­რით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტის გა­ნახ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვით უნ­და ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს. დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში კი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ცე­სის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც. მა­თი­ვე აზ­რით, გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცესს უნ­და ახ­ლ­დეს მკა­ფიო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სტრა­ტე­გია, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ას: არ­სე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის, წი­ნა­და­დე­ბე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბას, და­მუ­შა­ვე­ბას, ანა­ლიზ­სა და უკუ­კავ­შირს.

რე­ვაზ აფხა­ზა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ რო­ცა ამ ხა­რის­ხის დო­კუ­მენ­ტ­ზეა სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ სის­ტე­მის აგე­ბის პრინ­ცი­პე­ბი­სა და სის­ტე­მა­ში ოპე­რი­რე­ბუ­ლი ციფ­რე­ბის ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თა, რომ რა­ღაც სა­ფუძ­ვე­ლი გვქონ­დეს თუნ­დაც იმის, რომ მო­ვუ­წო­დოთ ხოლ­მე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბებს ამ პრინ­ცი­პე­ბის ერ­თ­გუ­ლე­ბა. „რაც შე­ე­ხე­ბა პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ზგემ-ის გა­ნახ­ლე­ბა­ზე სა­მი­ნის­ტ­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, მხო­ლოდ ვა­რა­უ­დე­ბის დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი. ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით არც მი­სი ში­ნა­არ­სი­სა და არც აგე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­დაც უკ­ვე რე­ზის­ტენ­ტუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ ასე­თი ტი­პის დო­კუ­მენ­ტე­ბის თუ ახა­ლი რე­ფორ­მე­ბის მი­მართ და ძა­ლი­ან და­ბა­ლია მიმ­ღებ­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩე­მი აზ­რით, რა­საც ვა­კე­თებთ ძა­ლი­ან სწო­რია. მე­ტიც, გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი უნ­და გავ­ხა­დოთ მსჯე­ლო­ბა ამ თე­მა­ზე, მათ შო­რის, მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც.

დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვად შე­იქ­მ­ნა, ჩვე­ნი მო­ცა­ლე­ო­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კი არ არის, ეს სა­მი­ნის­ტ­როს სურ­ვი­ლიც იყო და საკ­მა­ოდ ბევ­რი რე­სურ­სიც და­ი­ხარ­ჯა. ამი­ტომ, ერ­თი მხრივ, პრო­ცე­სე­ბის დუბ­ლი­რე­ბა რომ არ მოხ­დეს და მე­ო­რე მხრივ, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რო­გორც ეს ძა­ლი­ან ვიწ­რო წრე­ებ­ში ხდე­ბა ხოლ­მე, სა­მო­ქა­ლა­ქო, სა­მეც­ნი­ე­რო და სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და შე­ვე­ცა­დოთ, მსჯე­ლო­ბა იმ დო­ნე­ზე გავ­შა­ლოთ, რომ სა­მი­ნის­ტ­რო შე­უ­ერ­თ­დეს ამ დის­კუ­სია.“

თუმ­ცა, რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე გა­ირ­კ­ვა, კო­ა­ლი­ცი­ის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენ­ტ­ზე რე­ა­გი­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­როს გა­და­ეგ­ზავ­ნა, მა­თი მხრი­დან მხო­ლოდ იმ პა­სუ­ხით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა, რომ ნა­ხეს და მო­ი­წო­ნეს. ამი­ტომ, ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი მი­იჩ­ნევს, ვიდ­რე  სა­მი­ნის­ტ­რო ზგემ-ის სა­ხეც­ვ­ლილ დო­კუ­მენტს და­ამ­ტ­კი­ცებ­დეს, მა­ნამ­დეა სა­ჭი­რო სა­მო­ქა­ლა­ქო და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა, რომ ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი და­იც­ვან, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად უნ­და გან­საზღ­ვ­რავ­დეს დღე­ვან­დელ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები