8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ახა­ლი პლატ­ფორ­მა გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე სა­სა­უბ­როდ

spot_img

გა­სულ კვი­რას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უწყე­ბელ­მა ახა­ლი პრო­ექ­ტი და­იწყო – სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტის  გა­და­ცე­მა „გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ქვეყ­ნის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ცე­სე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად, ერ­თ­გ­ვარ პლატ­ფორ­მას სთა­ვა­ზო­ბენ. პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, ამ სფე­რო­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბა­თა სა­ერ­თო ხედ­ვას, მიზ­ნებ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებს, პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის ზო­გა­დი კონ­ტუ­რე­ბის მო­ნიშ­ვ­ნას და­ეთ­მო.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს – მას­წავ­ლებ­ლებს, დი­რექ­ტო­რებს, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და მშობ­ლებს –  სა­კითხე­ბის მო­ნა­ხა­ზი შეს­თა­ვა­ზა, ამ ციკ­ლის შემ­დ­გომ გა­და­ცე­მებ­ში უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად გან­სა­ხილ­ვე­ლად და სამ­ს­ჯე­ლოდ  – რა გვინ­და ქარ­თუ­ლი სკო­ლის­გან, რა შე­დე­გებ­ზე გვსურს გას­ვ­ლა, რა პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბია სის­ტე­მა­ში. სა­კითხე­ბის ზო­გა­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თი იყო: სკო­ლის ავ­ტო­ნო­მია; ზგე­მი – ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი; ესგ – ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა; ეროვ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა; ავ­ტო­რი­ზა­ცია; სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა-შე­თა­ვა­ზე­ბის სის­ტე­მა; სკო­ლის ლი­დე­რის, დი­რექ­ტო­რი­სა და მო­ად­გი­ლის რო­ლი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ფუნ­ქ­ცი­ე­ბი; მას­წავ­ლე­ბე­ლი, მი­სი სა­მუ­შაო და ფი­ნან­სუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა; სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა; გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მ­ვა; სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა; სას­კო­ლო კვე­ბა.

„შე­ვე­ცა­დე, ყვე­ლა ის საკ­ვან­ძო სა­კითხი ჩა­მო­მეთ­ვა­ლა, რო­მელ­ზეც მუ­შა­ო­ბის დი­დი ვე­ლია გაშ­ლი­ლი სა­მი­ნის­ტ­რო­ში. მე ვერ გეტყ­ვით, რომ ყვე­ლა მათ­გან­ზე არ­სე­ბობ­დეს ახ­ლა კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ხედ­ვა და ეს შე­უძ­ლე­ბე­ლიც არის. სწო­რედ ეს არის ის ფორ­მა­ტი, სა­დაც, პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩვენ უნ­და ვცა­დოთ, ყვე­ლამ ერ­თად, „გა­მოვ­თა­ლოთ“ ის სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ სა­კითხს სჭირ­დე­ბა.

მე ვერ ვხე­დავ ჩემს როლ­სა და ფუნ­ქ­ცი­ას იმ სტა­ტუს­ში და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ახ­ლა ვარ, თუ ჩვენ თვალს არ გა­ვუს­წო­რებთ ყვე­ლა იმ გა­მოწ­ვე­ვას და პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც ახ­ლა სის­ტე­მა­ში გვაქვს. ვინც დე­ტა­ლებ­შია ჩა­ხე­დუ­ლი და ასე­თი დღეს მრავ­ლად ზის სტუ­დი­ა­ში, ალ­ბათ ყვე­ლა ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, თი­თო­ე­უ­ლი სა­კითხი რა მას­შ­ტა­ბი­საა.“

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას, მი­ნის­ტ­რ­მა თქვა:

„ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ის აუცი­ლებ­ლად გა­და­სა­ხე­დია, ვი­ნა­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტებ­თან არა­ნა­ი­რად არ მო­დის თან­ხ­ვედ­რა­ში, მათ შო­რის, ალ­ბათ, არც იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, იმ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო­ში დგას“.

ასე­ვე, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, აღ­ნიშ­ნა, რომ აქ არის სა­კითხე­ბის წყე­ბა, რო­გორც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ასე­ვე პრობ­ლე­მუ­რი, არის ასე­ვე რი­გი გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა დამ­ს­წ­რე აუდი­ტო­რი­ას შეს­თა­ვა­ზა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნათ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხე­ბი, შემ­დ­გომ გა­და­ცე­მებ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად. ახა­ლი გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი თა­ნაბ­რად მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნ­და რო­გორც მი­ნის­ტ­რის­თ­ვის, ასე­ვე სტუმ­რე­ბის­თ­ვის.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი: ჩვე­ნი სრუ­ლი მზა­ო­ბაა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში ჩავ­რ­თოთ ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი პო­ზი­ცი­ი­სა. ეს და­საწყი­სია გა­და­ცე­მე­ბის ციკ­ლი­სა, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს რო­გორც პრო­ცე­სის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბა­ზე, გახ­ს­ნი­ლო­ბა­ზე, ასე­ვე იმ შე­დე­გებ­ზეც, რი­სი მიღ­წე­ვაც ჩვენ ყვე­ლას ასე გვინ­და. ერ­თად მო­ვახ­დი­ნოთ ამ სა­კითხე­ბის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ეს ფორ­მა­ტი ამის რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს.

სტუ­დი­ა­ში ბევ­რი სა­კითხი, პრობ­ლე­მა თუ გა­მოწ­ვე­ვა და­სა­ხელ­და. მოკ­ლე ამო­ნა­რი­დე­ბის სა­ხით გა­გაც­ნობთ ძი­რი­თად მო­საზ­რე­ბებს.

მე­გი კავ­თუ­აშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“, მშო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: მი­ნის­ტ­რის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან ბო­ლო ორი სა­კითხი – სას­კო­ლო კვე­ბა და სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა – ის გა­მოწ­ვე­ვე­ბია, რო­მე­ლიც მოხ­ვ­და ჩვენს „სას­კო­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბის ნუს­ხა­ში“. ეს  პა­ტა­რა პუბ­ლი­კა­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით, 800 მშო­ბელ­თან გავ­ლი­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად მომ­ზად­და და მას­ში ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ სას­კო­ლო პრობ­ლე­მე­ბის, რაც 2022-23 სას­წავ­ლო წელს აწუ­ხებ­დათ მოს­წავ­ლე­ებს და ჩვენ­თან გა­ახ­მო­ვა­ნეს ამ ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებ­მა. მინ­და ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მებ­ზე ვი­სა­უბ­როთ.

პირ­ვე­ლია სას­კო­ლო კვე­ბა. ჩვენ ხში­რად ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მე­ხუ­თე, მე­ექ­ვ­სე, მეშ­ვი­დე გაკ­ვე­თილ­ზე მში­ე­რი ზის და ეს უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვაა. ერ­თია სას­კო­ლო კვე­ბის და­ნერ­გ­ვა სკო­ლა­ში, რაც შე­საძ­ლოა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი იყოს, ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, მაგ­რამ მე­ო­რეა რო­გო­რი ბუ­ფე­ტე­ბი გვაქვს დღეს სკო­ლა­ში. იმ 25%-ში, სა­დაც ბუ­ფე­ტი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, ჩვენ არ გვაქვს ბუ­ფე­ტი, გვაქვს უბ­ნის მა­ღა­ზია, სა­დაც იყი­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის 2017 წელს გა­მო­ცე­მულ დად­გე­ნი­ლე­ბას.

მე­ო­რე პრობ­ლე­მაა სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. თბი­ლის­ში, მა­გა­ლი­თად, არის უბა­ნი, ნა­ძა­ლა­დე­ვი, სა­დაც ძა­ლი­ან ცო­ტა სკო­ლაა დარ­ჩე­ნი­ლი და ბო­ლო ორი სას­წავ­ლო წე­ლია, ზო­გი­ერ­თი სკო­ლის მშობ­ლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი­თა და გზის გა­და­კეტ­ვით იწყე­ბენ 15 სექ­ტემ­ბერს სას­წავ­ლო წელს.

რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ შემ­ცირ­დეს ბი­უ­როკ­რა­ტია და იმ­დე­ნი სკო­ლა და­ინ­გ­რეს, რამ­დე­ნის აშე­ნე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ დათ­ქ­მულ ვა­და­ში. ეს დათ­ქ­მუ­ლი ვა­და ისე­დაც ძა­ლი­ან ბევ­რია, ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი და რე­ა­ლუ­რად, თით­ქ­მის არც ერ­თი ვა­და­ში არ სრულ­დე­ბა, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 4 წე­ლიც კი გრძელ­დე­ბა ხოლ­მე მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი.

მე­სა­მე ეხე­ბა  სკო­ლე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბას. რო­დე­საც სკო­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ,  ჩვენ გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ სკო­ლის დი­რექ­ტორს არ შე­უძ­ლია, თა­ვად და­ამ­ტ­კი­ცოს, საშ­ტა­ტო გან­რი­გით, იმ­დე­ნი დამ­ლა­გე­ბე­ლი, რამ­დე­ნიც სჭირ­დე­ბა და თა­ვად­ვე გან­საზღ­ვ­როს მა­თი ხელ­ფა­სი; ასე­ვე, გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ არის სკო­ლე­ბი, სა­დაც არ ჰყავთ დამ­ლა­გე­ბე­ლი იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან და­ბა­ლია ხელ­ფა­სი (300-400 ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში) და ერ­თი ქა­ლი (ქალს იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი არი­ან დამ­ლა­გებ­ლე­ბი) ას­რუ­ლებს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბას და, რე­ა­ლუ­რად, ვერ ას­რუ­ლებს იმი­ტომ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა ამ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თოს. გვჭირ­დე­ბა ამ ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდაც და მა­თი ხელ­ფა­სის ზრდაც, რომ არ მი­ვი­ღოთ ან­ტი­სა­ნი­ტა­რია სკო­ლებ­ში.

გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია, „განათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის“ დი­რექ­ტო­რი: ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­მი­ნის­ტ­როს წი­ნა მე­ნეჯ­მენ­ტ­თან მუ­შა­ობ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და რამ­დე­ნი­მე მო­დე­ლიც შევ­თა­ვა­ზეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და დაწყე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა, მათ შო­რის და­ფი­ნან­სე­ბის გა­ან­გა­რი­შე­ბე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ნა­თე­ლი რომ გავ­ხა­დო, შე­ვახ­სე­ნებ,  არა­ერ­თი კვლე­ვით, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო,

ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის 80%-მდე სას­კო­ლო სა­ა­თებ­ში მში­ე­რია. ესაა რო­გორც პირ­და­პი­რი გა­გე­ბით შიმ­ში­ლი, ასე­ვე ფა­რუ­ლი შიმ­ში­ლი, რაც ნიშ­ნავს, რომ არც ვი­ტა­მი­ნე­ბი, არც და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა, არც მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი არ მი­ე­წო­დე­ბათ და ამი­ტო­მაც აქვთ ან წო­ნის პრობ­ლე­მა, ან ზრდის და ა.შ.

ხში­რად, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს უტო­პი­ად მი­აჩ­ნი­ათ ხოლ­მე, ამი­ტომ გან­ვ­მარ­ტავ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ქვეყ­ნე­ბის 90%-ში არ­სე­ბობს სას­კო­ლო კვე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მა და ტი­პი და ამას აქვს ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა და­იწყეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ამ პროგ­რა­მას ყვე­ლა­ზე დიდ სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მას ეძა­ხი­ან. მა­ინ­ტე­რე­სებს, კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­დის და­ი­ნერ­გე­ბა კვე­ბის პროგ­რა­მა (არა­ერ­თხელ მივ­მარ­თეთ წე­რი­ლო­ბით სა­მი­ნის­ტ­როს და, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია). ჩე­მი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მიდ­გო­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, არა მარ­ტო სა­ტე­ლე­ვი­ზიო, არა­მედ სა­მუ­შაო ფორ­მა­ტე­ბიც იყოს. თქვე­ნი ბო­ლო გან­ცხა­დე­ბი­დან მე დამ­რ­ჩა წარ­მოდ­გე­ნა, რომ 2027 წლის­თ­ვის და­ი­ნერ­გე­ბა სას­კო­ლო კვე­ბის პროგ­რა­მა, ანუ ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ, რომ 80% ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლის სა­ა­თებ­ში შიმ­ში­ლობს, ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას იღებს და ამ დროს, ვამ­ბობთ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 4 წე­ლი ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უნ­და იცა­დონ. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, ეს, არც მო­რა­ლუ­რად და არც პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, სწო­რი არ არის და ამი­ტომ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენ­დი კონ­კ­რე­ტულ პა­სუ­ხებს.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი: მზად ვარ, დღეს­ვე გავ­ხ­ს­ნათ კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­ზე დის­კუ­სია. ამის მზა­ო­ბა რომ არ იყოს, აქ არ ვიჯ­დე­ბო­დი.

მინ­და ვცა­დოთ, რომ ჩა­საფ­რე­ბის რო­ლე­ბი­დან გა­მო­ვი­დეთ და რე­ა­ლუ­რად, საგ­ნობ­რი­ვად ვი­სა­უბ­როთ, გნე­ბავთ გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბის სა­კითხ­ზე. 

რო­დე­საც რა­ღა­ცას ვაკ­რი­ტი­კებთ, რა­ღა­ცა­ზე გა­მოგ­ვაქვს ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი, სწო­რად უნ­და ავუხ­ს­ნათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­ი­დან მო­დის ეს პრობ­ლე­მა, რო­გორ მო­დის, რამ­დე­ნი ხა­ნია ეს პრობ­ლე­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში და შემ­დეგ უნ­და გავ­ცეთ პა­სუ­ხი სად, რა და რო­დის იქ­ნე­ბა.

და­ვიწყოთ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით. და­ახ­ლო­ე­ბით, 2100-მდე სა­ჯა­რო სკო­ლა გვაქვს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სა­დაც, შე­საძ­ლოა, ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­ში იყოს რთუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ეს არ არის ერ­თი და ორი წლის პრობ­ლე­მა, 30 წლის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ღე­ბის დღი­დან, 90-იანი წლე­ბი­დან, მოგ­ვ­ყ­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ახ­ლა მე გეტყ­ვით რას ვა­კე­თებთ, რა გაგ­ვი­კე­თე­ბია და რა არის გეგ­მა, ამ კუთხით. აუცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბი, მათ შო­რის, კონ­კ­რე­ტუ­ლად „ნა­ხა­ლოვ­კის“ მა­გა­ლითს და ქე­ისს, რო­მელ­შიც, და­მერ­წ­მუ­ნეთ, ექ­ს­პერ­ტი გავ­ხ­დი, იმ­დე­ნად დე­ტა­ლუ­რად ვიც­ნობ ამ სა­კითხს.

ამის შემ­დეგ მი­ნის­ტ­რ­მა ე.წ. „პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის პრო­ექ­ტ­ზე“ ისა­უბ­რა და ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში დას­რუ­ლე­ბულ, მიმ­დი­ნა­რე თუ და­გეგ­მილ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე და  კი­დევ ერ­თხელ გა­ნაცხა­და, რომ ეს პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­დაჭ­რი­ლა, უახ­ლო­ეს 3-4 წე­ლი­წად­ში, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ, მოგ­ვარ­დე­ბა: ბუ­ნებ­რი­ვია, ამ­ხე­ლა მას­შ­ტა­ბურ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ასე ხდე­ბა,  რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, არის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, მაგ­რამ რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ 1000 სკო­ლა­ზე და თქვენ რა კა­ტე­გო­რი­ის სკო­ლებ­საც ასა­ხე­ლებთ, რო­მე­ლიც, 15 სექ­ტემ­ბ­რის მდგო­მა­რე­ო­ბით, ვერ შეხ­ვ­და იმ ფორ­მატ­ში, რა  გვინ­დო­და, ასე­თი, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 15  სკო­ლაა. მე არ მჭირ­დე­ბა იმის ახ­ს­ნა, რა მას­შ­ტა­ბის პრობ­ლე­მაა ეს, მაგ­რამ მოხ­და ასე­თი რამ, 1000 სკო­ლი­დან 15-ში ასე­თი პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თა. აქ­ვე ვიტყ­ვი, 15 კი არა, სულ რომ 1 იყოს 10 ათას­ში, ესეც პრობ­ლე­მაა, ესეც მი­სა­ხე­დია და სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო ამ კუთხით.

აქ­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და გან­ვუ­მარ­ტო, რომ არც ერ­თი ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ასე­თი კა­ტე­გო­რი­ის სკო­ლებ­ში სწავ­ლობს, მათ შო­რის „ნა­ხა­ლოვ­კა­ში“ (რო­მე­ლიც ახ­სე­ნეთ და ძა­ლი­ან რთუ­ლი და მძი­მე ქე­ი­სია და აქ არა­ფერ შუ­ა­შია „და­ან­გ­რი­ეთ იმ­დე­ნი შე­ნო­ბა, რამ­დე­ნის აშე­ნე­ბის თა­ვიც გაქვთ“) ღია ცის ქვეშ არ არის დარ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია უახ­ლო­ეს სკო­ლებ­ში, მა­თი სურ­ვი­ლის, საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში და ყვე­ლას­თ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია უფა­სოდ, სა­ხელ­მ­წი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით, სატ­რან­ს­პორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

ვიმ­ს­ჯე­ლოთ ამ სა­კითხ­ზე და ჩვენ გეტყ­ვით ჩვენს გეგ­მას, ხედ­ვას, იმ ზო­გა­დი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გარ­და, რო­მე­ლიც გა­მი­კე­თე­ბია.

ი­შა ჩიკ­ვი­ლა­ძე, 35-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: ერთ-ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. ამა­ზე მსჯე­ლო­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მოგ­ვი­წევს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა­ზეც.

კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს  სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სავ­სეა ფაქ­ტობ­რი­ვი, ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი შეც­დო­მე­ბით.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლე­ბა. იქ­ნებ ამ სა­კითხებ­ზეც ვიმ­ს­ჯე­ლოთ.

შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე, გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის მკვლე­ვა­რი: ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმ სა­ერ­თო ფარ­თო ხედ­ვის ნაკ­ლე­ბო­ბა და ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კურ რა­ღა­ცებ­ზე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ ქმნის. ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი თე­მე­ბის იზო­ლი­რე­ბუ­ლად გან­ხილ­ვა, ვფიქ­რობ, არ მიგ­ვიყ­ვანს სწორ შე­დე­გე­ბამ­დე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რა­ღაც სა­კითხებ­ზე შე­თან­ხ­მე­ბა და იმის ქვეშ ამ თე­მა­ტი­კის გან­ხილ­ვა. მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის სა­კითხი იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ესგ-ზე, და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხებ­ზე, მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მის სა­კითხებ­ზე და ა.შ. მსჯე­ლო­ბის გა­რე­შე; ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ზე და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე მსჯე­ლო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუ არ ვი­ცით მმარ­თ­ვე­ლო­ბის რა მო­დე­ლი გვაქვს, თუ არ ვი­ცით ესგ-ს და ზგემ-ს რო­გორ ვცვლით.

ჩვენ გვჭირ­დე­ბა რე­ფორ­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს, რო­გო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა აქვს სის­ტე­მას.

სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა და სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა, დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და მათ შო­რის, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის კონ­ტექ­ს­ტ­ში, შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი; იგი­ვე სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი; ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რაც, რო­მე­ლიც გვაქვს, შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყოს იმი­ტომ, რომ სის­ტე­მის მოწყო­ბა  იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და არ გვქონ­დეს პირ­ვე­ლი­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სამ­დე, არა­მედ გვქონ­დეს სკო­ლამ­დე­ლი და დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი, ანუ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად უნ­და შევ­ხე­დოთ რო­გორ ვცვლით სის­ტე­მას. ამის შემ­დ­გომ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი რგო­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის ეფექ­ტუ­რად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. აქ შე­მო­ვა ბევ­რი სა­კითხი, იმა­ვე კერ­ძო სკო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ვი­სა­უბ­როთ კერ­ძო სკო­ლებ­ზე, თუ­კი არ ვი­სა­უბ­რებთ და­ფი­ნან­სე­ბის ნა­წილ­ზე ან კერ­ძო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წილ­ზე. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ მთლი­ა­ნო­ბა­შია გან­სა­ხილ­ვე­ლი.

შემ­დ­გომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეთ ში­ნა­არ­ს­ზე, რა ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი, რა ში­ნა­არ­სი უნ­და იყოს, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნა­წილ­ზე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და თუნ­დაც შემ­დ­გომ – ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის, ანუ ყვე­ლა ეს ნა­წი­ლი არის ერ­თი­ა­ნი, მთლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნო­ბა­ში უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თე­მა­ტუ­რად შევ­თან­ხ­მ­დეთ და ვიმ­ს­ჯე­ლოთ რო­გო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მოწყო­ბა სჭირ­დე­ბა სის­ტე­მას და რო­გორ ვაწყობთ ამ სის­ტე­მას. თი­თო­ე­უ­ლი თე­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ერ­თ­მა­ნეთ­ზე გა­დაბ­მუ­ლი. ამის პრობ­ლე­მა გვაქვს სის­ტე­მა­ში, მა­გა­ლი­თად, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლებს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, გვე­უბ­ნე­ბი­ან, იცით, და­ფი­ნან­სე­ბის ნა­წილ­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს, ამი­ტომ რა­ღაც სა­კითხებ­ზე ვერ გი­პა­სუ­ხებთ, ფი­ნან­სურ დე­პარ­ტა­მენტს რო­ცა ესა­უბ­რე­ბი, ის გე­უბ­ნე­ბა, მე ცო­ტა ბუ­ღალ­ტ­რუ­ლად ვუ­ყუ­რებ და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში რა მიზ­ნე­ბია არ ვი­ცი, უბ­რა­ლოდ ფორ­მუ­ლას ვუ­ყუ­რებ, სკო­ლებს აქვთ თუ არა ნაშ­თი.

თუ ეს სა­კითხე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში არ გან­ვი­ხი­ლეთ, ვერ გა­დავ­წყ­ვეტთ და გვექ­ნე­ბა კოს­მე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, გარ­კ­ვე­უ­ლი ილუ­ზო­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი, მაგ­რამ არა მთლი­ა­ნი სას­კო­ლო რე­ფორ­მა.

სი­მონ ჯა­ნა­შია, გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის მკვლე­ვა­რი: ვი­სა­უბ­როთ ფარ­თო სა­კითხებ­ზე და ერთ-ერ­თი ასე­თი ფარ­თო სა­კითხია რო­გორ მი­ვუდ­გეთ გან­ვი­თა­რე­ბას, რა პრობ­ლე­მე­ბია. შეგ­ვიძ­ლია ჩა­მოვ­თ­ვა­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით – სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, მას­წავ­ლე­ბე­ლი, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, და­ფი­ნან­სე­ბა, მარ­თ­ვა და ა.შ. რა არის გა­მო­სა­ვა­ლი, ცხა­დია, დე­ტა­ლებ­ზე რომ არ ვი­სა­უბ­როთ, გა­მო­სა­ვა­ლია გან­ვი­თა­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა.

ჩვე­ნი სის­ტე­მის ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ძა­ლი­ან ნე­ლა ვი­თარ­დე­ბა, არის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ათ­წ­ლე­უ­ლე­ბი არ იც­ვ­ლე­ბა

და ეს არ არის მარ­ტო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­კითხე­ბი, არის ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც, მათ შო­რის, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მარ­თ­ვა­საც უკავ­შირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, მშო­ბელ­მა წი­ნას­წარ იცო­დეს, ორი წლის შემ­დეგ რო­მელ სკო­ლას გა­ა­რე­მონ­ტე­ბენ, რომ წი­ნას­წარ და­ი­ჭი­როს თა­და­რი­გი და ა.შ., რაც უკავ­შირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას, სის­ტე­მის მარ­თ­ვის პრინ­ცი­პებს. მე მგო­ნია, რომ ეს პრინ­ცი­პე­ბი უნ­და ეთან­ხ­მე­ბო­დეს იმ მიზ­ნებს, რაც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას უნ­და ჰქონ­დეს. ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა დავ­სა­ხოთ, მაგ­რამ ერთ-ერ­თი ცენ­ტ­რა­ლუ­რი მი­ზა­ნი არის ის, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­დეს უფ­რო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. თუ ეს მი­ზა­ნი გვაქვს, მა­შინ სის­ტე­მის მარ­თ­ვაც უფ­რო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უნ­და იყოს და ეს გა­და­ცე­მა კარ­გი ნა­ბი­ჯია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის­კენ, მაგ­რამ, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ხდე­ბა ხოლ­მე ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა, რაც, ერ­თი მხრივ, შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს უფ­რო და­ფა­რუ­ლი, ნაკ­ლე­ბად გან­ხი­ლუ­ლი სა­კითხე­ბი, რა­საც აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ხსე­ნე­ბა.

ერთ-ერ­თი ასე­თი სა­კითხია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით. ყვე­ლა პარ­ტია, და ეს მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ერ­გო ბა­ტონ გი­ორ­გის, ცდი­ლობს, მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც, სკო­ლა აკონ­ტ­რო­ლოს და ვი­ცით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თვლის, რომ, მი­სი პარ­ტი­უ­ლი არა­ლო­ი­ა­ლო­ბის ან და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მო, სის­ტე­მი­დან გა­უშ­ვეს.

ესე­ნი არ არი­ან მხო­ლოდ სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ან სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წევ­რე­ბი, ესე­ნი არი­ან, მათ შო­რის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. ამ პრობ­ლე­მას სის­ტე­მუ­რი მოგ­ვა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. სის­ტე­მურ მოგ­ვა­რე­ბა­ში იმას კი არ ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ კარ­გი მი­ნის­ტ­რი უნ­და მო­ვი­დეს და არ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს ეს სის­ტე­მა სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის, არა­მედ გვჭირ­დე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უშ­ლი­და პარ­ტი­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მას სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და ა.შ.

ჩვე­ნი სის­ტე­მის არას­წო­რი მოწყო­ბა რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ერთ-ერ­თი არის ის, რომ, მა­გა­ლი­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ არის ჩარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სი­სტე­მა­ში. თუ ისი­ნი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, ცხა­დია, ეს არ გა­მო­რიცხავს პარ­ტი­უ­ლი კონ­ტ­რო­ლის არ­სე­ბო­ბას, მაგ­რამ უფ­რო ახ­ლოს იქ­ნე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მა­გა­ლი­თად, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მი­მარ­თავს მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­დე­საც სკო­ლა არ კეთ­დე­ბა დრო­უ­ლად მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და არა, მა­ინც და მა­ინც, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს. ცხა­დია, რი­ტო­რი­კის დო­ნე­ზეც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს, მა­გა­ლი­თად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბებ­მა სკო­ლებს აუხ­ს­ნან, რა შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ი­ცა­ვენ მათ, თუ მათ­ზე იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა, რაც მე არ მახ­სოვს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თქვე­ნი მოს­ვ­ლის მე­რე, იყო მო­ად­გი­ლის და­ნიშ­ვ­ნა, რო­მე­ლიც 10 წელ­ზე მე­ტი იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი. ჩვენ გვი­ნა­ხავს პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის მმარ­თ­ვე­ლე­ბის და­ნიშ­ვ­ნაც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და რა შე­დე­გე­ბი მო­აქვს ამას. ეს არ არის შემ­თხ­ვე­ვი­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი.

გთა­ვა­ზობთ, შე­იც­ვა­ლოს სტრუქ­ტუ­რუ­ლი მიდ­გო­მა იმის­თ­ვის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლე­ბი იყოს უფ­რო ნაკ­ლე­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუნ­დაც, დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში, დი­რექ­ტო­რე­ბის კონ­კურ­ს­ზე.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა საკ­მა­ოდ ვრცლად ისა­უბ­რა და დი­დი დრო და­უთ­მო მას­წავ­ლებ­ლებ­სა და დი­რექ­ტო­რებ­ზე პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლა­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვ­ნის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე პა­სუხს, შემ­დე­გაც არა­ერ­თხელ და­უბ­რუნ­და გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას და და­სას­რულ­საც კი­დევ ერ­თხელ შე­ე­ხო ამ სა­კითხს, რა­მაც, სამ­წუ­ხა­როდ, ფორ­მატს პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი შეს­ძი­ნა: თით­ქოს, და­საძ­რა­ხია პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა, პი­რი­ქით, მე სა­ა­მა­ყო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა მგო­ნია., ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში, 7 წლის წინ, ბო­ლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში  ჩვე­ნი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი, ცენ­ტ­რა­ლუ­რი, გა­მარ­თუ­ლი სსიპ-ის, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო და ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ააწყო. დღეს მან­და­ტუ­რი ბავ­შ­ვის, მშობ­ლის, მას­წავ­ლებ­ლის, დი­რექ­ტო­რის მხარ­დამ­ჭე­რი და მე­გო­ბა­რია. და­ნერ­გა პრე­ვენ­ცი­ის სის­ტე­მა, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც ფსი­ქო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას უწე­ვენ იმ ბავ­შ­ვებს და მშობ­ლებს, იმ ოჯა­ხებს, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ა­ფა­სოს ეს სა­კითხი.

შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე: სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და არა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი ვინ არ იყო და­ნიშ­ნუ­ლი, არა­მედ, მა­გა­ლი­თად, იმა­ზე, რომ დღეს სის­ტე­მა­ში გვაქვს ორ­მა­გი გა­სა­უბ­რე­ბე­ბი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის კან­დი­და­ტე­ბის, მათ შო­რის, იმ კან­დი­და­ტე­ბის, ვინც თა­ვი­ან­თი კომ­პე­ტენ­ცია და­ა­დას­ტუ­რა. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დ­გომ, ანუ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი რომ ჩა­ა­ბა­რეს, მათ აქვთ გა­სა­უბ­რე­ბა და შემ­დ­გომ, კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში რომ იყ­ვ­ნენ გაგ­ზავ­ნი­ლი, კი­დევ უტარ­დე­ბათ გა­სა­უბ­რე­ბა. ჩე­მი აზ­რით, ეს სის­ტე­მა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია სტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის. შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ რო­გორ მო­ვაგ­ვა­როთ ეს პრობ­ლე­მა.

და­ჩი ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ოლიმ­პი­ა­და „ევე­რეს­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: ერ­თი სა­კითხი მინ­და და­ვა­მა­ტო. მე დაწყე­ბით კლა­სებს ვას­წავ­ლი და ჩვენ, დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ვაწყ­დე­ბით ამ პრობ­ლე­მას,  რო­დე­საც მო­დი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბა. მუდ­მი­ვად დგას ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის პრობ­ლე­მა. ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ ბავ­შ­ვი ბაღ­ში არ და­დი­ო­და, ან მა­გა­ლი­თად, ის,  რაც იგეგ­მე­ბა, რომ სკო­ლა­ში მი­ვიდ­ნენ 31 დე­კემ­ბ­რამ­დე და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, ანუ 5 წლის ბავ­შ­ვე­ბი. ამ ბავ­შ­ვე­ბის დიდ ნა­წილს შუბ­ლ­ზე აწე­რია, რომ „მე ბაღ­ში არ დავ­დი­ო­დი“ ან „მე პა­ტა­რა ვარ და თა­მა­ში მინ­და“. ამ სი­ახ­ლე­ზე სა­მი­ნის­ტ­რომ რამ­დე­ნი­მე თვე იმუ­შა­ვა, ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი… და ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. კარ­გია, რომ მშო­ბელს არ­ჩე­ვა­ნი აქვს. ვი­სურ­ვებ­დი, ასე­თი­ვე ფორ­მატ­ში, ყო­ფი­ლი­ყო ამა­ზე დის­კუ­სია, რომ მშო­ბელ­მა მი­ი­ღოს სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად, სას­კო­ლო მზა­ო­ბა ჰგო­ნი­ათ, ბავ­შ­ვ­მა ლექ­სე­ბი, ან­გა­რი­ში და წე­რა რომ იცის  (ჯერ წე­რა სა­ერ­თოდ რა­ტომ უნ­და იცო­დეს – ეს ცალ­კე თე­მაა). ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, იმ რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის ცოდ­ნა, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს პა­ტა­რა ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში მის­ვ­ლას და არ ჩათ­ვა­ლოს მშო­ბელ­მა, რად­გან სა­მი­ნის­ტ­რო­ში შე­იქ­მ­ნა ჯგუ­ფი, იმუ­შა­ვა და ასე გა­დაწყ­ვი­ტა, ე.ი. შე­მიძ­ლია ჩე­მი შვი­ლი მი­ვიყ­ვა­ნო. იყოს ამა­ზე სა­უ­ბა­რი ღი­ად. ჩე­მი შვი­ლი ახ­ლა მე­სა­მე კურ­ს­ზეა, ნო­ემ­ბერ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და მა­შინ, რო­ცა სკო­ლა­ში მი­დი­ო­და, ზუს­ტად ასე იყო, 31 დე­კემ­ბ­რამ­დე და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის მიყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მე, რად­გან ჩემს შვილს ვამ­ჩ­ნევ­დი, რომ შე­და­რე­ბით და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა ჰქონ­და და მე რომ ის 5 წლის მი­მეყ­ვა­ნა სკო­ლა­ში, ძა­ლი­ან გაწ­ვალ­დე­ბო­და, არ მი­ვიყ­ვა­ნე.

არ მეს­მის, არ მეს­მო­და და ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებ რას ნიშ­ნავს ფრა­ზა – წე­ლი­წა­დი და­კარ­გოს, რო­მელ­საც ხში­რად გა­ი­გო­ნებთ მშობ­ლე­ბის­გან.

ამი­ტომ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ მშობ­ლებს ვუთხ­რათ, რას­თან გვაქვს საქ­მე, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რომ მი­ი­ღონ.

თა­მუ­ნა კა­პა­ნა­ძე, თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტო­რი: ავ­ტო­ნო­მია არის თე­მა, რო­მე­ლიც აქ ჩა­მოთ­ვ­ლილ ყვე­ლა თე­მას აერ­თი­ა­ნებს – ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის, სას­კო­ლო კვე­ბის, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვი დო­კუ­მენ­ტია და რო­მელ­საც ეყ­რ­დ­ნო­ბა შემ­დ­გომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რას ვა­პი­რებთ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მას შემ­დეგ, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბა უკ­ვე აღარ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მე-9 კლა­სის შემ­დეგ. რო­გორ შე­მიძ­ლია მე ამა­ში ვი­ყო ავ­ტო­ნო­მი­უ­რი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვად­გე ჩემს მოს­წავ­ლეს და იგი­ვე სა­მი­ნის­ტ­როს. იმი­ტომ, რომ ჩვენ, სკო­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სკო­ლებს, რომ­ლებ­საც კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რა გვაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, შეგ­ვიძ­ლია დი­დი დამ­ხ­მა­რე ფუნ­ქ­ცი­ი­სა და რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა და ჯან­სა­ღი ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში.

ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ხა­რის­ხი პირ­და­პირ ბმა­შია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას­თან.

გან­ვ­მარ­ტავ: ჩვენ ახ­ლა გა­ვი­ა­რეთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია იმი­ტომ, რომ შენ ახ­დენ თვით­შე­ფა­სე­ბას – რა შე­გიძ­ლია, ვინ ხარ და სად ხარ, 10-ბა­ლი­ა­ნი შკა­ლით რომ გავ­ზო­მოთ, სად არის ჩე­მი ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს, რა ძლი­ე­რი მხა­რე აქვს ისე­თი, რომ შემ­დეგ შე­საძ­ლებ­ლო­ბად აქ­ცი­ოს, ასე­ვე, სად დგას ჩე­მი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, რაც ყვე­ლას გვა­წუ­ხებს და რა­ტომ­ღაც არ ვსა­უბ­რობთ ამ ფაქ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე — რო­გორ ავა­მაღ­ლოთ აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი სკო­ლებ­ში და აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი სის­ტე­მა, რო­მელ­ზეც ჩვენ ერ­თად უნ­და ვიზ­რუ­ნოთ იმი­ტომ, რომ არის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი. უფ­რო მე­ტად შემ­წყ­ნა­რე­ბე­ლი და ტო­ლე­რან­ტი გვინ­და გავ­ხა­დოთ ჩვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლიც, დი­რექ­ცი­აც და მოს­წავ­ლე­ე­ბიც. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი იყოს ბედ­ნი­ე­რი.

სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­ას ვუბ­რუნ­დე­ბი ისევ, თუ­კი იქ­ნა ისე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ, მა­გა­ლი­თად, სკო­ლა, რო­მელ­საც გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი აქვს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, შეს­თა­ვა­ზებს სა­მი­ნის­ტ­როს სა­კუ­თა­რი მოწყო­ბის სის­ტე­მას, სა­ა­თობ­რივ ბა­დეს და თა­ვად შეძ­ლებს და­გეგ­მოს, სა­უ­ბა­რია სკო­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც სრუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­ი­ა­რეს, აქვთ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და არ ეში­ნი­ათ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბის, ეს მხა­რე­ე­ბი თა­ვად მო­ა­წეს­რი­გონ და გან­საზღ­ვ­რონ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აძ­ლი­ე­რონ, ვთქვათ, სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დე; და მე­ო­რე, თუ სკო­ლას არ ხიბ­ლავს, ამ გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე, თა­ვად აიღოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და არც შე­უძ­ლია, სა­მი­ნის­ტ­რომ შეს­თა­ვა­ზოს, ვთქვათ, რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი.

აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­სა­უბ­როთ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე და აქაც შე­იძ­ლე­ბა შე­ფა­სე­ბის სა­კითხი დავ­ს­ვა იმი­ტომ, რომ თუ­კი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ჩათ­ვ­ლის, რომ ეროვ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბის სა­კითხი და­დე­ბი­თად გა­დაწყ­დეს, ჩვე­ნი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მა­გა­ლი­თად,  გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ნიშ­ნის კომ­პო­ნენტს სა­ერ­თოდ მოხ­ს­ნი­და და და­ტო­ვებ­და გან­მა­ვი­თა­რე­ბელს და ამით პრო­ცესს გახ­დი­და უფ­რო შე­მოქ­მე­დე­ბითს.

ეკა­ტე­რი­ნე კოტ­რი­კა­ძე, თბი­ლი­სის 210-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი: პირ­ველ რიგ­ში, სა­ნამ ჩემს მო­საზ­რე­ბას გა­მოვ­თ­ქ­ვამ გარ­კ­ვე­ულ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პა­ტა­რა კო­მენ­ტარს გა­ვა­კე­თებ – მე ვარ 210-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გი და მინ­და ვთქვა, რომ ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს სკო­ლა­ში, ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩე­მი საგ­ნით და­ვა­ინ­ტე­რე­სო და გა­ვუღ­ვი­ვო მო­ტი­ვა­ცია, თუმ­ცა, ვე­რა­ნა­ირ წნეხს, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მე სკო­ლა­ში ვერ ვგრძნობ.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კ­რე­ტულ იდე­ებს,  ვი­ნა­ი­დან მე ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გი ვარ, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა და რა­ტომ, გეტყ­ვით. სა­ნამ მოს­წავ­ლე არ მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ მას ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, ანუ შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის­თ­ვის სჭირ­დე­ბა ეს სა­გა­ნი, ძა­ლი­ან დი­დი ძალის­ხ­მე­ვა გვჭირ­დე­ბა, რომ და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ. რა თქმა უნ­და, ამის­თ­ვის ყვე­ლა­ნა­ირ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებთ, რაც სკო­ლა­ში გვაქვს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, იქ­ნე­ბა ხელ­საწყო­ე­ბი, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა თუ მარ­ტი­ვი კვლე­ვე­ბი, კლა­სებ­შიც ვა­ტა­რებთ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­შიც, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი კვლე­ვი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბოთ იმი­სათ­ვის, რომ შემ­დ­გომ ბავ­შ­ვ­მა შეძ­ლოს მი­სი რე­ა­ლი­ზე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. თუ გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებთ ჩვენს მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სი ამ საგ­ნე­ბის მი­მართ საგ­რ­ძ­ნობ­ლად მო­ი­მა­ტებს არა მარ­ტო ბო­ლო კლა­სებ­ში, არა­მედ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი­დან.

მე­ო­რე – თქვენ ახ­სე­ნეთ, ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რომ კა­ტის გა­მოც­დე­ბი რო­დე­საც გა­უქ­მ­და, თქვენ იყა­ვით ამის ერთ-ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი და რა თქმა უნ­და, თქვე­ნი არ­გუ­მენ­ტი გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ მე, რო­გორც პე­და­გო­გი, ვთვლი, რომ რო­დე­საც მოს­წავ­ლე ამ­თავ­რებს 12 კლასს და შე­დის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი სა­გა­მოც­დო უნარ-ჩვე­ვე­ბით, პირ­ვე­ლი­ვე გა­მოც­და­ზე ხვდე­ბა საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლი ვი­თა­რე­ბა. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კ­ვე­ულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე, თუნ­დაც ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს, ჩა­ვა­ტა­როთ გა­მოც­დე­ბი იმი­სათ­ვის, რომ და­ვად­გი­ნოთ ეს მოს­წავ­ლე, გარ­კ­ვე­ულ სა­ფე­ხურ­ზე, რა დო­ნე­ზეა, რა აქვს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი, რომ მი­ეჩ­ვი­ოს სა­გა­მოც­დო ფორ­მა­ტის მარ­თ­ვას, არ იყოს მის­თ­ვის სტრე­სუ­ლი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და მო­ტი­ვა­ცი­აც ჰქონ­დეს. ეს, რა თქმა უნ­და, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­საც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, მო­ტი­ვა­ცი­ა­საც აუმაღ­ლებს და სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვებ­საც ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებს. თუ ასე მოხ­დე­ბა, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბი.

სკო­ლას აღი­ა­რე­ბა სწო­რედ მა­შინ ექ­ნე­ბა, რო­ცა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

რუ­სუ­დან აბ­რა­მი­ძე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფი­ლო­ლო­გი: მეც ვი­სურ­ვებ­დი, რომ მე­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის იყოს სკო­ლა, ეს ინ­ს­ტი­ტუ­ცია და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სკო­ლა შო­რის ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა იყოს, რომ სკო­ლა აძ­ლევ­დეს ნე­ბის­მი­ერ პე­და­გოგს გან­ვი­თა­რე­ბის კი­დევ უფ­რო გაზ­რ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ხელს უწყობ­დეს ყვე­ლა­ნა­ი­რად. მე მგო­ნი, გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა მუ­შა­კი, დაწყე­ბუ­ლი მშობ­ლი­დან და დამ­თავ­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რით, ამის­კენ უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გ­მე­ლი.

დღეს ძა­ლი­ან ძნე­ლია, ჩა­მოთ­ვა­ლო, უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუ ჩა­იშ­ლე­ბა ეს პრობ­ლე­მე­ბი, კი­დევ უფ­რო მე­ტად ვკონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბით თი­თო­ე­ულ კონ­კ­რე­ტულ პრობ­ლე­მა­ზე, რომ­ლე­ბიც უამ­რა­ვია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი:  ჩე­მი აქ ყოფ­ნის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქ­ცი­აც ის მგო­ნია, რომ სწო­რედ თქვენ­გან გა­ვი­გოთ რო­გორ ხე­დავთ ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებს. ერ­თია, და­ვა­სა­ხე­ლოთ პრობ­ლე­მა, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, მი­სი გა­დაჭ­რის გზებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­საზ­რე­ბებ­საც თუ ვიტყ­ვით. მე არ მაქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ ყვე­ლა სა­კითხი ზედ­მი­წევ­ნით სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ვი­ცი ან უნ­და ვი­ცო­დე. ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ, რო­გორ­მე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო სპექ­ტ­რი, სხვა­დას­ხ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბებ­თან ერ­თად, დავ­ს­ხ­დეთ და შევ­თან­ხ­მ­დეთ რა გვინ­და ამ გა­ნათ­ლე­ბის­გან, იმი­ტომ, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი მარ­ტო ჩე­მი ან თქვე­ნი ხომ არ არის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის არის და ამი­ტო­მა­ცაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ ჩარ­თუ­ლო­ბი­თი და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი იყოს პრო­ცე­სი.

გა­სა­გე­ბია, რომ თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა გვაკ­რი­ტი­კოთ, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბიც აკე­თოთ და მე ეს ნამ­დ­ვი­ლად არ მიკ­ვირს, მაგ­რამ არ გაგ­ვექ­ცეს ის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, იდეა, რის­თ­ვი­საც ახ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩვენ გვის­მენს და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ აზ­რ­თა ჭი­დილ­ში გა­მო­ვი­ტანთ ყვე­ლა­ზე სწორ­სა და კარგს.

მი­მაჩ­ნია, რომ უაღ­რე­სად ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლია იმ უდი­დე­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბის კორ­პუ­სის­თ­ვის, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ სის­ტე­მა­ში გვყავს და დღე და ღა­მე ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, რომ თით­ქოს კონ­კ­რე­ტუ­ლი პარ­ტია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იგუ­ლის­ხ­მე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახ­დენს 60 ათას პი­როვ­ნე­ბა­ზე ან მათ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე გავ­ლე­ნას და ეს ღირ­სე­უ­ლი, ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ისე­თი „ელექ­ტო­რა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი“, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუ პარ­ტი­ას თა­ვის თავს გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნე­ბენ რა­ღაც მიზ­ნე­ბის­თ­ვის.  წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რამ­ხე­ლა ჯაჭ­ვია აბ­სურ­დის. ვე­რა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბერ­კე­ტი ვე­რა­სო­დეს ვერ ექ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ 60 ათა­სი პე­და­გო­გი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი გა­ხა­დოს იმი­ტომ, რომ თა­ვად არ გა­ახ­დე­ვი­ნე­ბენ თავს.

სი­მონ ჯა­ნა­შია: მე მიკ­ვირს, რომ უბ­რა­ლოდ პრობ­ლე­მის უარ­ყო­ფა ხდე­ბა, ისე შე­ი­ფუ­თა, თით­ქოს, ვი­ღა­ცას შე­უ­რაცხ­ყო­ფას ვა­ყე­ნებთ და ამი­ტომ ამ პრობ­ლე­მა­ზე არ უნ­და ვი­სა­უბ­როთ.

მე მგო­ნია, რომ თუ მოგ­ვიწ­ვი­ეთ იმის­თ­ვის, რომ გითხ­რათ, რა­მე პრობ­ლე­მა ხომ არ არის, გიხ­ს­ნით, რომ პრობ­ლე­მა არის, თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, წი­ნას­წარ არ უარ­ყოფთ და მო­ის­მენთ და მე­რე შე­იძ­ლე­ბა უპა­სუ­ხოთ.

მე არ ვი­ცი, თქვენ რა გაძ­ლევთ იმის უფ­ლე­ბას, რომ დარ­წ­მუ­ნე­ბით თქვათ, თითქოს პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა არ არ­სე­ბობს სკო­ლებ­ზე და არ ვი­ცი, ასე­თი ბერ­კე­ტე­ბი თუ გაქვთ, რომ მსგავსი დას­კ­ვ­ნა გა­მო­ი­ტა­ნოთ, მაგ­რამ არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც, მა­გა­ლი­თად, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შექ­მ­ნი­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ყვე­ბი­ან, რომ მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი ჩა­ას­წო­რეს დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში. თუ სა­ხე­ლი და გვა­რი გინ­დათ, გეტყ­ვით სა­ხელ­სა და გვარ­საც, ვინ ამ­ბობს და თან უარ­ყო­ფი­თად კი არ ხდე­ბა მხო­ლოდ ჩას­წო­რე­ბა, და­დე­ბი­თა­დაც, მა­გა­ლი­თად, კო­მი­სი­ამ თქვა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ არის შე­სა­ბა­მი­სი დი­რექ­ტო­რო­ბის­თ­ვის, რო­ცა ეკითხე­ბი­ან ვინ ჩა­ას­წო­რა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, მათ ამი­სა­მარ­თე­ბენ ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ზე, ამ­ბო­ბენ, რომ ეს სა­მი­ნის­ტ­როს გა­რეთ გა­დაწყ­და.

შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე: ჩემს კო­მენ­ტარ­ში არ ყო­ფი­ლა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ კო­მი­სია პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იღებს ან არ იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, აქ სა­უ­ბა­რია, რომ ორ­მა­გი კო­მი­სია აღ­ქ­მუ­ლია რო­გორც ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც არის და იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი კან­დი­და­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ან სა­სარ­გებ­ლოდ?! შე­სა­ბა­მი­სად, თუ­კი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის შეც­ვ­ლა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე უნ­და ვი­სა­უბ­როთ, რად­გან ასე არის აღ­ქ­მუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს ამის ფაქ­ტე­ბი, მაგ­რამ აღ­ქ­მა ასე­თია.

მო­დი, ვი­სა­უბ­როთ ისეთ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, რო­დე­საც ორ­მა­გი კო­მი­სი­ის ნაც­ვ­ლად, გვექ­ნე­ბა სხვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც უკეთ შე­ვა­ფა­სებთ რამ­დე­ნად კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან კან­დი­და­ტე­ბი.

ასე­თი ბევ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ­სე­ბობს და ვი­ფიქ­როთ რო­გორ შევ­ც­ვა­ლოთ, რომ ამ­გ­ვა­რი აღ­ქ­მა აღარ იყოს. ეს თქვენ­თ­ვის არის უკე­თე­სი, რომ ვი­ღა­ცამ მსგავ­სი ბრალ­დე­ბა არ წა­გი­ყე­ნოთ.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი:  თუ თქვენ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ დი­რექ­ტო­რე­ბის ორ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი გა­სა­უბ­რე­ბის  ფორ­მა­ტი უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს, და­ა­სა­ხე­ლეთ, შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეთ, ვი­სა­უბ­როთ ამა­ზე, ამის სრუ­ლი მზა­ო­ბაა. მე ვხე­დავ ჩემს და ჩვენს როლს ამ ნა­წი­ლის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლედ და სა­ერ­თოდ არ მი­მაჩ­ნია, რომ მთა­ვა­რი აქ­ტო­რი ვარ, იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა შე­საძ­ლოა რი­გი პრობ­ლე­მე­ბი, სა­კითხე­ბი და გა­დაჭ­რის გზე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკეთ იცი­ან ვიდ­რე ვინ­მემ, ვინც სა­მი­ნის­ტ­რო­ში ზის. ამი­ტომ, მად­ლო­ბა ყვე­ლა გა­მომ­ს­ვ­ლელს და რა თქმა უნ­და, კრი­ტი­კა სრუ­ლად მი­სა­ღე­ბია.

მე მა­ინც ვი­სურ­ვებ­დი და ვფიქ­რობ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი მო­ლო­დი­ნი ამ გა­და­ცე­მი­სად­მი არის ის, რომ თი­თო­ე­ულ აქ­ტორს გა­ნათ­ლე­ბა­ში რაც ეხე­ბა, იმა­ზე ვე­სა­უბ­როთ, გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თ­მა­ნეთს მო­საზ­რე­ბე­ბი, მათ შო­რის თუნ­დაც კრი­ტი­კუ­ლი და გა­ვი­ტა­ნოთ აქე­დან შე­დე­გი, რო­მელ­საც შემ­დ­გომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ჩვენც და ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თა­ვის თავ­ზე მი­ი­ღე­ბენ. ერ­თი, რაც შე­მიძ­ლია თქვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც დავ­პირ­დე, არც ერთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ჩვენ არ ვი­ღებთ და არ მი­ვი­ღებთ, რო­მე­ლიც არ შე­დის მას­წავ­ლებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ში, დი­რექ­ტო­რის ინ­ტე­რე­სებ­ში, სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში და ა.შ. ეს არის ჩე­მი პრინ­ცი­პუ­ლი მიდ­გო­მა. პი­რი­ქით, ჩე­მი მი­ნის­ტ­რად და­ნიშ­ვ­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ალ­ბათ, 3 ათას მას­წავ­ლე­ბელს შევ­ხ­ვ­დი იმი­ტომ, რომ მა­ინ­ტე­რე­სებს რას ფიქ­რო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს, ალ­ბათ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რი, ვი­საც პრე­ტენ­ზია და ამ­ბი­ცია აქვს, რომ ექ­ს­პერ­ტია, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია და რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბა იცის. მზად ვართ, მო­გის­მი­ნოთ, გა­ვი­ზი­ა­როთ და მი­ვი­ღოთ ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და არ ვი­ყოთ, პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბი­ვით, ნიშ­ნის მო­გე­ბით ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი. მე მგო­ნი, კარ­გად გეს­მით ყვე­ლას, რა რე­სურ­სის პი­რო­ბებ­ში გვი­წევს მუ­შა­ო­ბა და

ვი­სურ­ვებ­დი, ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხი მქონ­დეს და ერთ დღე­ში მო­ვაგ­ვა­რო ყვე­ლა პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ასე­თი არ არის და ვერც ერ­თი, ჩემს ად­გი­ლას, ამას ვერ გა­ა­კე­თებ­დით.

♦ ♦ ♦

ახალ პლატ­ფორ­მა­ზე გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე დის­კუ­სია გა­იხ­ს­ნა, შემ­დეგ გა­და­ცე­მებ­ში კონ­კ­რე­ტულ პრობლემებზე გაგ­რ­ძელ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­დაჭ­რის გზე­ბიც მო­ი­ნიშ­ნე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, ეს ფორ­მა­ტი მო­რი­გი პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შო­უს სა­ხეს თუ არ მი­ი­ღებს, რი­სი მცი­რე ნიშ­ნე­ბიც პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მა­ში გა­მოჩ­ნ­და.

 

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები