გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ სრულყოფილი შესწავლის საფუძველი თავად ალავერდის ტაძრის ისტორიის გაცნობაა. შევეცადე, რომ ინტერნეტის საშუალებით მოძიებული მასალებით თავი მომეყარა საიმედო და სარწმუნო ფაქტების შესახებ, რომელიც თანატოლებს დაეხმარება ნაწარმოების გააზრებულ შესწავლაში.
ალავერდი საკათედრო ტაძარი და მონასტერია ალავერდის ეპარქიაში. ეს ეპარქია მოიცავს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს. ტაძარი მდებარეობს ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა.
XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგი პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი (არაბულად ალავერდი ღვთის ბოძებულს, მოწოდებულს აღნიშნავს) და ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარია, რომლის სიმაღლეც 50 მეტრზე მეტია (თბილისის სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე ის საქართველოში ყველაზე მაღალი ტაძარი იყო). ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავარდა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდი ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. 1742 წლის მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურითაა ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრეკსები.
ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიულ აბსიდებით მთავრდება და ქმნის ტრიკონქს. ალავერდს ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყეში დაუგრევიათ. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია წარწერებიც.
2011 წლის ივნისში ხანგრძლივმა წვიმებმა ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც XIII საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება. წყლით დაიფარული იყო ღირსი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაც. დანესტიანდა და დაობდა კედლები. სპეციალისტების შეფასებით, წვიმების შემთხვევაში ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის დატბორვა ისევ მოსალოდნელია. ასევე, საფრთხე ტაძრის მდგრადობასაც ემუქრება.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსს 2006 წლიდან მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურს უძრავი ძეგლის კატეგორია. 2007 წლის 24 ოქტომრიდან ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ალავერდობა – ნაყოფიერებასა და მოსავლის აღება-დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული. იმართება ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) შეიცავდა რწმენა-წარმოდგენებით შექმნილ დღესასწაულს (წინაქრისტიანული და ქრისტიანული ელემენტებით). ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ–ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელებიც ზეიმობენ ამ დღეს.
ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინასამრეწველო ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები
გიორგი აბულაძე – ქ. ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის 12გ კლასის მოსწავლე