სფე­რო­ში ვრჩე­ბი და ვცდი­ლობ შევ­ც­ვა­ლო, რაც არ მომ­­წონს

452

თე­ო­ნა არა­ხა­მია,   სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რი, 84-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი,   მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის ტრე­ნერ-კონ­სულ­ტა­ტი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რე­გი­ო­ნუ­ლი სას­წავ­ლო ტუ­რის სუ­პერ­ვი­ზო­რი და სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის პრო­ექ­ტის — „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის“   სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ნა­ბი­ჯი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­კენ

დი­დი ხა­ნი არ არის, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და­ი­ნერ­გა და არც მე მქონ­და ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მის შე­სა­ხებ. რო­დე­საც ფი­ლო­ლო­გი­ა­ში ბა­კა­ლავ­რის   ხა­რის­ხი მო­მა­ნი­ჭეს,   მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე პრო­ექ­ტ­ში „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ჯა­ვა­ხეთ­ში ქარ­თულს ვას­წავ­ლი­დი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში. იქ იყ­ვ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც ჰქონ­დათ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სირ­თუ­ლე­ე­ბი, მაგ­რამ არც ამის აღი­ა­რე­ბა და არც სა­თა­ნა­დო მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ხდე­ბო­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბით. პრაქ­ტი­კუ­ლად, მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და გა­დავ­წყ­ვი­ტე, მეც შე­მე­ტა­ნა პა­ტა­რა წვლი­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­ნე­ბა­ში. რო­გორც კი თბი­ლის­ში დავ­ბ­რუნ­დი, ჩა­ვა­ბა­რე მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე — სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და პირ­ვე­ლი კურ­სი­დან ვმუ­შა­ობ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად, ვცდი­ლობ, ხე­ლი შე­ვუწყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ამ­ჟა­მად მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტი ვარ და ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ვუ­კითხავ მას­წავ­ლებ­ლებს ტრე­ნინგ-მო­დულს. ამავ­დ­რო­უ­ლად, ჩარ­თუ­ლი ვარ პრო­ექ­ტ­ში „რე­გი­ო­ნუ­ლი სას­წავ­ლო ტუ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის“ — ერთ-ერ­თი სუ­პერ­ვი­ზო­რი ვარ. ტუ­რის მი­ზა­ნია, რე­გი­ონ­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თა ვი­ზი­ტი თბი­ლი­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრაქ­ტი­კის მქო­ნე სკო­ლებ­ში და მა­თი პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა.

ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია

სის­ტე­მას, უბ­რა­ლოდ, არ ჰყავს სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე კად­რი, ამი­ტომ სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი ან ფსი­ქო­ლო­გე­ბი იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას ამ პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ­ლებ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა არ აქვთ. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლა­დაა საქ­მე რე­გი­ო­ნებ­ში, რად­გან იქ მო­მუ­შა­ვე სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ჯერ კი­დევ არ აქვს გავ­ლი­ლი შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გი, არ იცი­ან რა პრინ­ცი­პე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით იმუ­შა­ონ, მუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­წი­ლი, წლე­ბია, სკო­ლა­ში მუ­შა­ობს. სწო­რედ რე­გი­ო­ნუ­ლი სას­წავ­ლო ტუ­რი, რო­მელ­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რე, აძ­ლევთ მათ სა­შუ­ა­ლე­ბას, ნა­ხონ რო­გორ მუ­შა­ო­ბენ გა­მოც­დი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რა ეტა­პებს გავ­დი­ვართ, რო­გორ ვავ­სებთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რო­გორ ვახ­დენთ კლას­ში სსსმ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ას და რო­გორ ვმუ­შა­ობთ რე­სურსოთახ­ში მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბი­სას ან მი­სი აკა­დე­მი­უ­რი, კოგ­ნი­ტუ­რი თუ ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა აქვს, მაგ­რამ, რო­ცა პრაქ­ტი­კა­ში აჩ­ვე­ნებ ამ ყვე­ლა­ფერს, ბევ­რად მე­ტი შე­დე­გი აქვს. თა­ვა­დაც ამ­ბო­ბენ, რომ რე­გი­ო­ნულ ტურ­ზე სულ სხვა კუთხით და­ი­ნა­ხეს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, მიხ­ვ­დ­ნენ რა არის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის თუ დამ­რი­გებ­ლის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, კარ­გად გა­ერ­კ­ვ­ნენ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმუ­შა­ონ სსსმ მოს­წავ­ლეს­თან. მე­ტიც, გეგ­მავ­დ­ნენ, რომ ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე და­იწყებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ სკო­ლებ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზე­ბას.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი დღე

ჩე­მი ყო­ვე­ლი დღე ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია — 7 სა­ათ­ზე ვდგე­ბი, რომ 9-ზე სკო­ლა­ში ვი­ყო, სა­დაც 10 სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე მხვდე­ბა. ზო­გი­ერთ მათ­განს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ასის­ტი­რე­ბას ვუ­წევ, ზოგს გაკ­ვე­თილ­ზე ვეს­წ­რე­ბი, ზოგ­თა­ნაც რე­სურსოთახ­ში ვმუ­შა­ობ სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მშობ­ლებ­თან — გან­ვი­ხი­ლავ მოს­წავ­ლის ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვაძ­ლევ.

შემ­დეგ ერ­თი სკო­ლი­დან მე­ო­რე­ში მივ­დი­ვარ და იქაც იმა­ვე რე­ჟიმ­ში მი­წევს მუ­შა­ო­ბა.

5-6 სა­ა­თის­თ­ვის   ვას­რუ­ლებ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბას და შემ­დეგ, ხან მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში ვარ, ხა­ნაც სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტის შეხ­ვედ­რებ­ზე. სახ­ლ­ში, ძი­რი­თა­დად, სა­ღა­მოს 10-11 სა­ათ­ზე მივ­დი­ვარ, რის შემ­დე­გაც ვიწყებ მე­ო­რე დღის­თ­ვის მა­სა­ლე­ბის — სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის, გეგ­მე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის, ან­გა­რი­შე­ბის — მზა­დე­ბას. ღა­მის 3-4 სა­ათ­ზე კი, ლეპ­ტოპ­თან რო­ცა ჩამ­თ­ვ­ლემს, მშობ­ლე­ბი და­ხუ­რა­ვენ და გა­და­დე­ბენ ხოლ­მე გვერ­დ­ზე, მე კი დილით ისევ მაღ­ვი­ძა­რა მაღ­ვი­ძებს და ცი­ფერ­ბ­ლატ­ზე ისევ 07:00 სა­ა­თია.

სირ­თუ­ლე­ე­ბი

ზო­გა­დად, ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ბევ­რი სირ­თუ­ლეა, უპირ­ვე­ლე­სი — და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა. სწო­რედ ამის გა­მო ხდე­ბო­და გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თა სკო­ლი­დან გა­დი­ნე­ბა და კერ­ძო სექ­ტორ­ში ან სხვა სფე­რო­ში და­საქ­მე­ბა. ამის თა­ო­ბა­ზე არა­ერ­თი მოთხოვ­ნა გვქონ­და ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვას­თან, რო­მე­ლიც არა­ნა­ირ რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ­თან შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა   მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა. შევ­ხ­ვ­დით და ვე­სა­უბ­რეთ ინ­კ­ლუ­ზი­ა­ში არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე და რო­გორც ხე­დავთ, შე­დეგ­საც მი­ვაღ­წი­ეთ — სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მოგ­ვე­ნი­ჭა და ანაზღა­უ­რე­ბაც გაგ­ვე­ზარ­და. ახ­ლა ვე­ლო­დე­ბით სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბას.

თა­ვის­თა­ვად, ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ერთ-ერ­თი სირ­თუ­ლე არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რია — სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ვა­კან­სი­ებს უმე­ტე­სად ფსი­ქო­ლო­გე­ბი ან სხვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი იკა­ვე­ბენ ისე, რომ მა­თი წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბაც კი არ ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს მხო­ლოდ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის შემ­დეგ შე­უძ­ლია გა­და­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტრე­ნინ­გის გავ­ლა. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­უც­დელ კადრს უწევს სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა, რა­საც, სა­ბო­ლო­ოდ, დიდ სირ­თუ­ლეს­თან მივ­ყა­ვართ. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ უნ­და იზ­რუ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი კად­რე­ბის წი­ნას­წარ გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კი­დევ დი­დი ხა­ნი არ ამაღ­ლ­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის დო­ნე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

ზოგ­ჯერ, ისეც ხდე­ბა, რომ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას — დი­რექ­ტორს არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ხედ­ვა, რაც ამ პრო­ცე­სის ჯან­საღ გან­ვი­თა­რე­ბას უშ­ლის ხელს. ამას ემა­ტე­ბა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თა მწი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა თუ მიმ­ღებ­ლო­ბა. მარ­თა­ლია, ეტა­პობ­რი­ვად საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­საც ატ­რე­ნინ­გე­ბენ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნას ვერ ახ­დე­ნენ. ამის მი­ზე­ზი ისიც არის, რომ მათ შე­სა­ბა­მი­სი ხედ­ვა არ აქვთ და ისიც, რომ სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბა გაკ­ვე­თილ­ზე და­მა­ტე­ბით შრო­მას მო­ითხოვს და აღარ სურთ ზედ­მე­ტად თა­ვის დატ­ვირ­თ­ვა. ამის გა­მო, ხში­რად, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს უთან­ხ­მო­ე­ბა აქვს საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, მას გა­მუდ­მე­ბით უწევს მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

ვფიქ­რობ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, კარ­გი იქ­ნე­ბა სკო­ლებ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის წარ­მო­ე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მას­წავ­ლებ­ლებ­სა თუ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს გზი­დან გა­დახ­ვე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას აღარ მის­ცემს.

რო­გორც ხე­დავთ, ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ბევ­რი სირ­თუ­ლეა — არც ანაზღა­უ­რე­ბაა დი­დი, სა­მუ­შა­ოც ბევ­რია, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის სწო­რედ ეს სირ­თუ­ლე­ე­ბია გა­მოწ­ვე­ვა, ხო­ლო წარმა­ტე­ბა — ის თი­თო­ე­უ­ლი პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი, რა­საც ეტა­პობ­რი­ვად ვაღ­წევ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მე ის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, რო­მე­ლიც, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, სფე­რო­ში ვრჩე­ბი და ვცდი­ლობ შევ­ცა­ლო ის, რაც არ მომ­წონს და ამი­სათ­ვის დრო­სა და ენერ­გი­ას არ ვი­შუ­რებ!

„ჩვენ და­ვი­ბა­დეთ ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნე­ბი“

სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის თუ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პირ­თა მი­მართ, ძი­რი­თა­დად, არა­ჯან­სა­ღია, ცნო­ბი­ე­რე­ბა — და­ბა­ლი, რად­გან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა (რო­გორც ჩემს სკო­ლა­ში, ასე­ვე სხვა სკო­ლებ­ში — თბი­ლის­სა თუ რე­გი­ო­ნებ­ში), რომ მშობ­ლებს უარი უთ­ქ­ვამთ მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა­ზე. ძი­რი­თა­დ მი­ზე­ზად კი, იმას ასა­ხე­ლე­ბენ, რომ არ სურთ მათ შვილს სსსმ მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სი ჰქონ­დეს. ამბო­ბენ, რომ ეს ცუ­დად აისა­ხე­ბა სწავ­ლა­ზე, შემ­დ­გომ­ში — და­საქ­მე­ბა­ზე. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს სტა­ტუ­სი სა­მუ­და­მოა და მოს­წავ­ლეს „დამ­ღა­სა­ვით“ მიჰ­ყ­ვე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ასე იმი­ტომ ფიქ­რო­ბენ, რომ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ვერ აწო­დე­ბენ სწო­რად ამ თე­მას.   არა­და, მშო­ბე­ლი იმ­დე­ნა­დაა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი მის სის­წო­რე­ში, რომ აზრს აღარც იც­ვ­ლის. ზოგ­ჯერ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბი­საც ერი­დე­ბათ, იმა­ზე უფ­რო მე­ტად ფიქ­რო­ბენ, რას იტყ­ვი­ან ისი­ნი? ამ ყვე­ლა­ფერს იქამ­დე მივ­ყა­ვართ, რომ მშო­ბე­ლი არ აღი­ა­რებს შვი­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას და მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნი აქვს მის მი­მართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერც შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას უწევს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, ისევ ბავ­შ­ვი ზა­რალ­დე­ბა, რად­გან ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცუ­დად აისა­ხე­ბა მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბი­სა და და­ბა­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ბრა­ლია ისიც, რომ ზოგ­ჯერ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ში­შით ან სიბ­რა­ლუ­ლით უყუ­რე­ბენ სსსმ და შშმ მოს­წავ­ლე­ებს, რაც ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არას­წო­რია. არც მო­მე­ტე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და არც სიბ­რა­ლუ­ლი. უნ­და გვეს­მო­დეს, რომ ყვე­ლა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბით: ზოგს სიმ­ღე­რა არ შე­უძ­ლია, ზოგს — ხატ­ვა, ზოგს სი­ა­რუ­ლის ან მეტყ­ვე­ლე­ბის სირ­თუ­ლე აქვს, ზოგს — სწავ­ლის. რო­მე­ლი მათ­გა­ნი იქ­ნე­ბა ტი­პუ­რი მოს­წავ­ლე? ან ვინ გან­საზღ­ვ­რავს რა არის ნორ­მა?   თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და ყვე­ლას, მათ შო­რის მეც, გვაქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რა­შიც შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვ­ჭირ­დეს გა­რე­მოს მორ­გე­ბა ან ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ უნ­და მი­ვი­ღოთ ერ­თ­მა­ნე­თი ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც ვართ, გა­ვუ­წი­ოთ დახ­მა­რე­ბა, თუ­კი ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა და მო­ვეპყ­როთ, რო­გორც თა­ნას­წორს.

ინ­კ­ლუ­ზი­ის ამო­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბაც სწო­რედ ესაა — „ჩვენ და­ვი­ბა­დეთ ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნე­ბი“.

იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ამაღ­ლ­დეს და მიმ­ღებ­ლო­ბა გა­ი­ზარ­დოს, სა­ხელ­მ­წი­ფომ აქ­ტი­უ­რად უნ­და აწარ­მო­ოს სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია. მარ­თა­ლია, ბო­ლო წლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, მიმ­ღებ­ლო­ბაც გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ეს საკ­მა­რი­სი არ არის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ კი­დევ ბევ­რი სა­მუ­შაოა. არც მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბის და დი­რექ­ტო­რე­ბის დატ­რე­ნინ­გე­ბაა საკ­მა­რი­სი, რად­გან მშობ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბაც ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის — მოს­წავ­ლე, ძი­რი­თა­დად, მშო­ბელ­თა­ნაა და მხო­ლოდ ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აძ­ლე­ვენ, არა­საკ­მა­რი­სია.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ­კი კლას­ში სსსმ ან შშმ მოს­წავ­ლე გვყავს

დი­დი ხა­ნია, რაც ხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, ვა­ტა­რებ ტრე­ნინ­გებს მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ასე­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ვა­ტა­რებ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს სკო­ლებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, და­ახ­ლო­ე­ბით, ვი­ცი რა სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს. ამი­ტომ, მათ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას მივ­ცემ:

  • კარ­გად გა­ე­ცა­ნით თქვენს ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბებს და თა­ვი­დან­ვე წა­რუდ­გი­ნეთ ისი­ნი   საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­საც, თუნ­დაც, პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით, რომ ყვე­ლამ იცო­დეს ვის რა ფუნ­ქ­ცია აკის­რია სკო­ლა­ში. ხში­რა­დაა შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­მა არ იცი­ან თა­ვი­ან­თი და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს;
  • აუცი­ლებ­ლად გა­წე­რეთ რე­სურ­სო­თახ­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის გან­რი­გი;
  • წლის და­საწყის­ში­ვე შე­ად­გი­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის რე­სურ­სო­თახ­ში მუ­შა­ო­ბის გეგ­მა თი­თო­ე­უ­ლი სსსმ მოს­წავ­ლი­სათ­ვის, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით;
  • პე­რი­ო­დუ­ლად გა­ნა­ახ­ლეთ რე­სურსოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ბა­რა­თით მი­მარ­თეთ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას რე­სურ­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ;
  • სიფ­რ­თხი­ლით მო­ე­კი­დეთ მოს­წავ­ლის გაკ­ვე­თი­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნას, ნუ გა­ა­კე­თებთ ამას სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე. სჯობს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ იმუ­შა­ოთ რე­სურ­სო­თახ­ში უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, ვიდ­რე კონ­კ­რე­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის გაც­დე­ნის ხარ­ჯ­ზე;
  • და­ეს­წა­რით გაკ­ვე­თი­ლებს არა მარ­ტო დახ­მა­რე­ბის, არა­მედ მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით.
  • გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბი­სას, გა­მო­ი­ყე­ნეთ დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კე­ბი და გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს, მი­ე­ცით მას­წავ­ლებ­ლებს უკუ­კავ­ში­რი — ერ­თობ­ლი­ვად გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ გაკ­ვე­თი­ლი, მი­სი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და მი­ე­ცით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი;
  • იმუ­შა­ვეთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის შედ­გე­ნა­სა და შემ­დ­გომ, და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლით, კარ­გად ხვდე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გორ ჩარ­თონ სსსმ მოს­წავ­ლე, მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, გაკ­ვე­თი­ლის სა­მი­ვე ფა­ზა­ში;
  • გქონ­დეთ ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მშობ­ლებ­თან და მი­ე­ცით მათ უკუ­კავ­ში­რი თუ სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი;
  • რე­ა­ლუ­რად გა­მარ­თეთ ისგ შეხ­ვედ­რე­ბი და ხე­ლი შე­უწყ­ვეთ ყვე­ლა წევ­რის დას­წ­რე­ბას;
  • იმუ­შა­ვეთ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე — ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ა­ტა­რეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სას­კო­ლო მას­შ­ტა­ბით   რო­გორც საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­თან და მშობ­ლებ­თან;
  • და­ი­ცა­ვით მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი და ას­წავ­ლეთ მა­თაც რი­სი უფ­ლე­ბა აქვთ, რო­გორ და­იც­ვან თა­ვი;
  • ბო­ლოს, გვახ­სოვ­დეს, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ახ­ლა დგამს პირ­ველ ნა­ბი­ჯებს, ამი­ტომ ვე­ცა­დოთ, ჩვენც შე­ვი­ტა­ნოთ წვლი­ლი მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ხე­ლი შე­ვუწყოთ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის წა­მოწყე­ბას.

ესაუბრა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი