27 აპრილი, შაბათი, 2024

ინტერვიუ თამარ ქიტიაშვილთან

spot_img

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ ქი­ტი­აშ­ვილ­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა,   2020 წე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, გარ­დამ­ტე­ხი წე­ლია და „ეპო­ქა, რო­მე­ლიც 2021 წლი­დან და­იწყე­ბა, იქ­ნე­ბა საკ­ვან­ძო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პულ ხა­რის­ხ­თან სა­ბო­ლო­ოდ მი­ახ­ლო­ე­ბის­თ­ვის“.

ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­მა­სას­თან და­ახ­ლო­ე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ბევრ ცვლი­ლე­ბას მო­ითხოვს, შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე წელს ბევ­რი სი­ახ­ლე იგეგ­მე­ბა, მათ შო­რის: გა­ნახ­ლ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტი და და­იწყე­ბა და­ნერ­გ­ვა; არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა; და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის ცვლი­ლე­ბა ხელ­ფა­სე­ბის ზრდა­საც მო­ი­აზ­რებს – პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, 1 იან­ვ­რი­დან, უკ­ვე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და­ან­გა­რი­შე­ბით იღე­ბენ ანაზღა­უ­რე­ბას – სა­ათ­ში 15 ლა­რი; ჩა­რიცხ­ვის ახა­ლი მო­დე­ლი პრი­ო­რი­ტეტს მი­ა­ნი­ჭებს ახალ­გაზ­რ­დებს, „ვი­ნა­ი­დან დღეს ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს, ის კო­ჰორ­ტა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­და იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე ცო­ტაა ჩვენს სის­ტე­მა­ში შე­მომ­ს­ვ­ლელ­თა შო­რის.“ – გვითხ­რა ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა.

იგეგ­მე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში, კერ­ძოდ – რამ­დე­ნი­მე სკო­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სრუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მი­წო­დე­ბის­თ­ვის მომ­ზად­დე­ბა.

და­ბო­ლოს, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­ბო­ლო­ოდ მო­იხ­ს­ნე­ბა ჩი­ხი და შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ პრო­ფე­სი­ულ­მა სტუ­დენ­ტებ­მა სწავ­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ნაგ­რ­ძონ.

მიმ­დი­ნა­რე წელს და­გეგ­მილ ამ და ბევრ სხვა სი­ახ­ლე­სა და ცვლი­ლე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხ­თან პა­ექ­რო­ბა

ჩვენ­თ­ვის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტია არა მხო­ლოდ წი­ნა სტრა­ტე­გი­ის, 2013-2020-ის, არა­მედ მიმ­დი­ნა­რე სტრა­ტე­გი­ის ფარ­გ­ლებ­შიც, რომ­ლის ქუდ­ქ­ვე­შაც ახ­ლა ვო­პე­რი­რებთ. 2020 გარ­დამ­ტე­ხი წე­ლია, ამ ციკ­ლის და­მას­რუ­ლე­ბე­ლი, შემ­კ­ვ­რე­ლი. იწყე­ბა მუ­შა­ო­ბა ახალ, 2021-25 წლე­ბის, სტრა­ტე­გი­ა­ზე. რად­გან წლე­ვან­დე­ლი წე­ლი გარ­და­მა­ვა­ლია, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა. ჩვენ და­ვეყ­რ­დე­ნით ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის (ETF) კვლე­ვებს, სა­ი­და­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­შან­დობ­ლი­ვი სა­კითხი იკ­ვე­თე­ბა, კერ­ძოდ ის, რომ სის­ტე­მას ჯერ კი­დევ აქვს ხა­რის­ხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა. მარ­თა­ლია, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე, ამ რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას გარ­კ­ვე­უ­ლი იმი­ჯი და­უმ­კ­ვიდ­რ­და, თუმ­ცა, ჩვენ უკ­ვე იმ ეტაპ­ზე ვართ, რო­დე­საც ევ­რო­პულ ხა­რის­ხ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხ­თან პა­ექ­რო­ბა უნ­და და­ვიწყოთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­მა­სას უნ­და მი­ვე­სა­და­გოთ, ვი­ნა­ი­დან აღარ არის საკ­მა­რი­სი, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, ჩვენს წვენ­ში ვი­ხარ­შე­ბო­დეთ, გლო­ბა­ლუ­რი ბაზ­რე­ბი თა­ვი­სას ითხოვს. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე უნ­და გახ­დ­ნენ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი. მთე­ლი ჩვე­ნი შემ­დ­გო­მი სტრა­ტე­გია, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დე­გი ეტა­პი სწო­რედ ამა­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბა.

პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი და კერ­ძოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა გახ­ლავთ, ამა­ვე დროს, მთე­ლი სის­ტე­მის ხერ­ხე­მა­ლია. ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში უნ­და გა­ვი­აზ­როთ მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი და მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ასა­კი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, ასე ვთქვათ, ახა­ლი სის­ხ­ლის შე­მო­დი­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლად ხდე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან ის ანაზღა­უ­რე­ბა, რა­საც ჩვენ ვუხ­დი­დით (ჯერ კი­დევ ორი წლის წინ, და­რიცხუ­ლი ხელ­ფა­სი 8 ლა­რი იყო სა­ათ­ში), სრუ­ლი­ად არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იყო ბა­ზარ­ზე და გვი­ჭირ­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მო­ზიდ­ვა. კერ­ძოდ, რა სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის პე­და­გო­გის მო­ზიდ­ვა, ზო­გა­დის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით? ჩვენ ხომ არ გვყავს ისე­თი კად­რი, რო­მე­ლიც ერ­თხელ შე­მო­ვა და შემ­დეგ მას სის­ტე­მა­ში „და­ვი­ჭერთ“ 30-40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზოგ­ჯერ უფ­რო მე­ტიც, სა­ნამ პენ­სი­ა­ზე არ გა­ვა, ნელ-ნე­ლა ვა­ვი­თა­რებთ. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ეს მიდ­გო­მა არ გვაქვს, აქ გვჭირ­დე­ბა გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი შრო­მის ბაზ­რი­დან, მა­გა­ლი­თად, ისე­თი შემ­დუ­ღე­ბე­ლი, რო­მელ­საც დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს დაგ­რო­ვი­ლი, ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ ხელს ვუწყობთ მის დარ­ჩე­ნას ბა­ზარ­ზე, რად­გან გვაწყობს, ისე­თი კად­რი შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ, რო­მე­ლიც, პა­რა­ლე­ლუ­რად, წარ­მო­ე­ბა­შია და, მუდ­მი­ვად, წარ­მო­ე­ბა­სა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სებს ერ­თ­მა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს, ვი­ნა­ი­დან ჩვენს პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში ერთ-ერ­თი სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა. მა­გა­ლი­თად, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, ბა­ზარ­ზე დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი მზა­რე­უ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბევ­რად უფ­რო მა­ღა­ლია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ მან შეძ­ლოს სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბა ან პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ამ მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა­სა და მო­დელს ცო­ტა სხვაგ­ვა­რად ვხე­დავთ.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა

ეს არ არის სქე­მა, სა­დაც მას აუცი­ლებ­ლად ვა­ვალ­დე­ბუ­ლებთ გან­ვი­თა­რე­ბას და შე­სა­ბა­მის სა­ფე­ხუ­რებ­სა და კა­ტე­გო­რი­ებ­ში გა­დას­ვ­ლას, არა­მედ ვქმნით ჩარ­ჩოს (მსოფ­ლიო ბან­კის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და კარ­გი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ბრი­ტა­ნუ­ლი ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით), მო­დელს, პირ­ველ რიგ­ში, რო­გორ მო­ვი­ზი­დოთ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორ შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ სის­ტე­მა­ში. ამი­სათ­ვის, ცხა­დია, და­საძ­ლე­ვი იქ­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი პროგ­რა­მა პე­და­გო­გი­კა­ში, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­ა­როს. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის გან­ვი­ხი­ლოთ ელექ­ტ­რო­ო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი — თუ მე გა­მოც­დი­ლი ელექ­ტ­რი­კო­სი ვარ, ვმუ­შა­ობ, ვთქვათ, ენერ­გოპ­რო ჯორ­ჯი­ა­ში, მაქვს სურ­ვი­ლი, ვას­წავ­ლო, მო­ვი­ძიე სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ვა­ფორ­მო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და და­ვიწყო მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა, თით­ქოს არა­ფე­რი მიშ­ლის ხელს, მაგ­რამ ვერ მი­ვი­ღებ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს, ვიქ­ნე­ბი მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. იმი­სათ­ვის, რომ სტა­ტუ­სი მი­ვი­ღო (სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში), თუ მაქვს სურ­ვი­ლი, დავ­რ­ჩე და გა­ვაგ­რ­ძე­ლო სწავ­ლე­ბა, უნ­და დავ­ძ­ლიო გარ­კ­ვე­უ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ექ­ვ­სი მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბა. ამ პროგ­რა­მის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, მი­ვი­ღებ მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბას, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს, ვი­ნა­ი­დან პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე მაქვს. თუ­კი მე ახალ­გაზ­რ­და ვარ, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი­დან შე­მო­სუ­ლი, მა­შინ, ამ ორ წე­ლი­წად­ში, პედაგოგიკის კურსის დაძლევასთან ერთად, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბაც უნ­და და­ვაგ­რო­ვო. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ გავ­ხ­დე, შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სი მი­ვი­ღო, ერ­თი მხრივ, მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მჭირ­დე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, პე­და­გო­გი­კის ცოდ­ნა. აი, ამ ორ მდგე­ნელს მივ­ყა­ვართ, ასე ვთქვათ, მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­ვე მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას, აქ სა­ვალ­დე­ბუ­ლო არა­ფე­რი არ არის. თუ შენ გინ­და, დარ­ჩე მუდ­მი­ვად, თან წარ­მო­ე­ბა­ში იყო და თან კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იკითხო, ამა­ში ხელს არა­ფე­რი გიშ­ლის. სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, რო­გორც ეს ზო­გად­შია, სქე­მა­ში რა­ღაც კა­ტე­გო­რი­ებ­ზე გა­დას­ვ­ლა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მსგავ­სი რამ არ არის. თუ სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვე, მე­რე შე­გიძ­ლია, მუდ­მი­ვად იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო შე­ნი სტა­ტუ­სი. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი არ არის, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი სწავ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ფე­ხუ­რებ­ზე იაროს, ჩვე­ნი მი­ზა­ნია უფ­რო მე­ტი პრაქ­ტი­კო­სი ადა­მი­ა­ნი გვყავ­დეს სის­ტე­მა­ში, რო­მელ­საც მა­ჯის­ცე­მა­ზე ედე­ბა ხე­ლი – რა ხდე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში, რა ვი­თა­რე­ბაა ბა­ზარ­ზე. ამი­ტომ, ჩვენ­თ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მი­სი ის მე­ო­რე ცხოვ­რე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, ისე­თი მოქ­ნი­ლი სის­ტე­მა შევ­ქ­მ­ნათ, რო­მე­ლიც მას მის­ცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას – თან ას­წავ­ლოს და თან წარ­მო­ე­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ზი­ცია.

იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბელს რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა სურს, მა­გა­ლი­თად, გახ­დეს სხვე­ბის მენ­ტო­რი ან შე­ი­თავ­სოს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო-ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, მას უკ­ვე მო­უ­წევს გარ­კ­ვე­უ­ლი და­მა­ტე­ბი­თი ცოდ­ნის შე­ძე­ნა და ამ ცოდ­ნის და­დას­ტუ­რე­ბა, მაგ­რამ ამას არ აქვს სქე­მის ფორ­მა. ამი­სათ­ვის მის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა, მას მი­ე­ცე­მა უფ­ლე­ბა, რომ, ვთქვათ ახალ­მო­სულ მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­წი­ოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და აღ­მო­უ­ჩი­ნოს მხარ­და­ჭე­რა. ეს ჯერ კი­დევ შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია, მხო­ლოდ კონ­ტუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა და ძი­რი­თა­დი კონ­ცეფ­ცია ეს არის. დე­ტა­ლე­ბი თან­და­თან გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბე­ბიც და­ერ­ქ­მე­ვა და წლის ბო­ლომ­დე ამოქ­მედ­დე­ბა.

ახა­ლი სტან­დარ­ტი

მე უკ­ვე ვახ­სე­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­მა­სას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, ამ ჭრილ­ში სი­ახ­ლე გვაქვს – დღე-დღე­ზე დამ­ტ­კიც­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტი და და­იწყე­ბა და­ნერ­გ­ვა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მო­უ­წევთ, და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ ახა­ლი სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის ქსე­ლის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზეა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ამ სტან­დარტს სრუ­ლი­ად სხვა დო­ნე­ზე გა­დაჰ­ყავს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვაც კი იქ­ნე­ბა ამ სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ამი­ტომ, მთე­ლი წლე­ვან­დე­ლი წე­ლი, და­ეთ­მო­ბა მათ მხარ­და­ჭე­რას, რომ ახალ სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიდ­ნენ.

ახა­ლი სტან­დარ­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ბევრ გა­მოწ­ვე­ვას უქ­მ­ნის, შე­მო­დის კო­ლე­ჯის მმარ­თ­ვე­ლო­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი კულ­ტუ­რა, ესეც უნ­და გა­და­ი­ხე­დოს, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მო­უ­წევთ ხა­რის­ხის ში­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გარ­კ­ვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­და­ხედ­ვა-გაძ­ლი­ე­რე­ბა და ა.შ., რაც ბევრ ძვრებს გა­მო­იწ­ვევს სის­ტე­მა­ში.

და­ფი­ნან­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­დე­ლი

ვგეგ­მავთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხის თა­მა­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბას გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლი­თაც და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი. კერ­ძოდ, წელს, და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა გვექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც წა­ა­ხა­ლი­სებს კო­ლე­ჯის გან­ვი­თა­რე­ბას, ვი­ნა­ი­დან, ერ­თი მხრივ, აქ ჩნდე­ბა ისე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­გო­რიც არის კო­ლე­ჯის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მიღ­მა, ანუ პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა და­ი­ყო­ფა და იქ­ნე­ბა: კო­ლე­ჯის გან­ვი­თა­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, კა­პი­ტა­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა, მიღ­წე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, ანუ ის კო­ლე­ჯე­ბი, რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი ექ­ნე­ბათ, წა­ხა­ლის­დე­ბი­ან და და­ფი­ნან­სე­ბის და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი იქ­ნე­ბა მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დის­თ­ვის, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტე­ბი იმი­სათ­ვის, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს შე­ვუწყოთ ხე­ლი ადაპ­ტა­ცი­ა­სა და ინ­კ­ლუ­ზი­ა­ში, იქ­ნე­ბა ეს საცხოვ­რებ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა, კვე­ბის, ტრან­ს­პორ­ტის თუ სხვ. სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტიც შე­მო­დის, რო­გორც და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. ყვე­ლა­ფე­რი ეს ხელს შე­უწყობს სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა, რომ მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, 15 ლა­რი გახ­და (სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღა­უ­რე­ბა). პირველი იან­ვ­რი­დან მათ უკ­ვე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და­ან­გა­რი­შე­ბით მი­ი­ღეს ხელ­ფა­სი, მაგ­რამ ხა­ზი უნ­და გა­ვუს­ვათ იმას, რომ ეს არის სა­ბა­ზი­სო, რო­დე­საც ახა­ლი მო­დე­ლი ჩა­ეშ­ვე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბის სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ანაზღა­უ­რე­ბაც იქ­ნე­ბა სტი­მუ­ლი­რე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ზრდით.

ჩა­რიცხ­ვის ახა­ლი მო­დე­ლი

ჩა­რიცხ­ვის ახა­ლი მო­დე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი. დღეს ჩვენ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი სის­ტე­მა გვაქვს, რო­მე­ლიც შე­იც­ვ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა კვლავ ერ­თი­ა­ნი იყოს, მაგ­რამ პროგ­რა­მის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და ამ პროგ­რა­მა­ზე შე­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, თუ დღეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი და ზრდას­რუ­ლე­ბი ერ­თ­გ­ვა­როვ­ნად შე­მოგ­ვ­ყავს სის­ტე­მა­ში და ერ­თ­მა­ნეთს უწე­ვენ კონ­კუ­რენ­ცი­ას, რი­თიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზა­რალ­დე­ბი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ასე­ვე, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი, უთა­ნას­წო­რო­ბის ეს მო­მენ­ტი გა­მოს­წორ­დე­ბა და მათ გარ­კ­ვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სი უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბათ. ჩა­რიცხ­ვის ახა­ლი მო­დე­ლი მათ ინ­ტე­რე­სებ­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რეს­საც, რომ ჩა­რიცხ­ვი­სას პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ა­ნი­ჭოს ახალ­გაზ­რ­დებს, ვი­ნა­ი­დან დღეს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს – კო­ჰორ­ტა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­და იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე ცო­ტაა ჩვენს სის­ტე­მა­ში შე­მომ­ს­ვ­ლელ­თა შო­რის.

კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში

წელს იგეგ­მე­ბა სა­კა­რი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის (Career Education), კა­რი­ე­რუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. ეს იქ­ნე­ბა უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ჭრილ­ში და­ნა­ხუ­ლი, მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სა­კა­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტ­რო შექ­მ­ნის, და­ნერ­გ­ვა წელს და­იწყე­ბა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ გვაქვს პროგ­რა­მა „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, უკ­ვე 15 000-მა მოს­წავ­ლემ ისარ­გებ­ლა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ შევ­დი­ვართ სკო­ლა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბით, ორ­თ­ვი­ა­ნი, სა­ო­რი­ენ­ტა­ციო და სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო პროგ­რა­მე­ბით და ვაძ­ლევთ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­ბა­ზი­სო პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ონ. უკ­ვე 700 სკო­ლა დავ­ფა­რეთ. სკო­ლე­ბის შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პია, ვთქვათ, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­ფარ­ვა, ვცდი­ლობთ, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში მივ­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნელ-ნე­ლა ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს დავ­ფა­რავთ, თან კო­ლე­ჯე­ბის რე­სურ­ს­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ვი­ნა­ი­დან ამ პროგ­რა­მის მი­წო­დე­ბის პრინ­ცი­პია — კო­ლე­ჯი და სკო­ლა თა­ნამ­შ­რომ­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, კო­ლეჯ­საც უნ­და ჰქონ­დეს სა­თა­ნა­დო რე­სურ­სი, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, ასე­ვე, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სკო­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას და მზა­ო­ბას. პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად, კო­ლე­ჯი და სკო­ლა, ერ­თობ­ლი­ვად, აკე­თე­ბენ გა­ნაცხადს სა­მი­ნის­ტ­რო­ში და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ფი­ნან­ს­დე­ბი­ან. ასე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვა­ფარ­თო­ებთ ქსელს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია კა­რი­ე­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ორი­ენ­ტა­ცი­ის­თ­ვის. ვფიქ­რობთ, ამ კომ­პო­ნენტს კი­დევ უფ­რო გა­ვაძ­ლი­ე­რებთ სხვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი­თაც.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­სა და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ წელს 500 სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­ი­ცე­მა, ანუ ჩვენ წელს პრი­ო­რი­ტეტ­ში გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი და გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. ამა­ში ჩავ­რ­თეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი. ისი­ნი, წელს პირ­ვე­ლად, და­იწყე­ბენ ამ პროგ­რა­მას და მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბა­ში ჩვენ გა­დავ­ცემთ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სერ­ტი­ფი­კა­ტებს ტუ­რიზ­მის, სამ­შე­ნებ­ლო და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ მას­შ­ტაბ­ზე ჯერ არა­სო­დეს გავ­სულ­ვართ. შარ­შან გვქონ­და პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც „პირ­სო­ნის“ 60 სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­ვე­ცით, წელს ეს რა­ო­დე­ნო­ბა, ასე ვთქვათ, დრა­მა­ტუ­ლად გა­იზ­რ­დე­ბა.

რად­გან სკო­ლებს შე­ვე­ხე, აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ წელს გაძ­ლი­ერ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლებ­ში, კერ­ძოდ, და­ვიწყებთ სი­ახ­ლეს – პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სრუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მი­წო­დე­ბის­თ­ვის მო­ვამ­ზა­დებთ რამ­დე­ნი­მე სკო­ლას, ასე­ვე, მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის მი­წო­დე­ბის­თ­ვის, ვი­ნა­ი­დან მიგ­ვაჩ­ნია, რომ სკო­ლა ძა­ლი­ან კარ­გი რე­სურ­სია რე­გი­ო­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, ისეთ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, სა­დაც პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა არ გვაქვს. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, ყველ­გან პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი გა­იხ­ს­ნას, შე­საძ­ლოა სკო­ლის და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­სურ­სი იქ­ნეს მაქ­სი­მა­ლუ­რად ათ­ვი­სე­ბუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ მსურ­ვე­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვა­წო­დოთ. აქ­ცენ­ტი, კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, იმ რე­გი­ო­ნულ სკო­ლებ­ზე კეთ­დე­ბა, სა­დაც არ გვაქვს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე.

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი

ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და უნ­და გა­ეს­ვას ხა­ზი, რომ წელს ვიწყებთ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის უფ­რო მას­შ­ტა­ბურ და­ნერ­გ­ვას (2016 წლი­დან პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში მი­დი­ო­და, გა­ე­როს მხარ­და­ჭე­რით), რომ­ლე­ბიც მოხ­ს­ნის ჩიხს და შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის, რომ პრო­ფე­სი­ულ­მა სტუ­დენ­ტებ­მა სწავ­ლა გა­ნაგ­რ­ძონ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. წელს მას­შ­ტა­ბი იზ­რ­დე­ბა და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას 6 კო­ლე­ჯი და­იწყებს.

2018 წელს მი­ღე­ბულ­მა კა­ნონ­მა სულ სხვა სიბ­რ­ტყე­ზე გა­და­იყ­ვა­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, ბევრ რა­მე­ში გაგ­ვეხ­ს­ნა კა­რი, ბევ­რი რამ სხვაგ­ვა­რად და­ი­ნა­ხა სის­ტე­მამ და, სწო­რედ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სრუ­ლი­ად სხვა მას­შ­ტაბ­ზე გა­ვე­დით. ამი­ტო­მაც, თა­მა­მად ვსა­უბ­რობთ ჩვე­ნი ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე და­ვიწყეთ სწო­რე­ბა. აქამ­დე შიგ­ნით იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა იყო მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, რომ ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვქონ­და. სის­ტე­მამ უკ­ვე სხვა სა­ფე­ხურ­ზე აიწია და სხვაგ­ვა­რად და­ვიწყეთ ორი­ენ­ტი­რე­ბა და სწო­რე­ბა. ეპო­ქა, რო­მე­ლიც 2021 წლი­დან და­იწყე­ბა, იქ­ნე­ბა საკ­ვან­ძო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პულ ხა­რის­ხ­თან სა­ბო­ლო­ოდ მი­ახ­ლო­ე­ბის­თ­ვის. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ 2013-20 წლის რე­ფორ­მა სა­ძირ­კ­ვე­ლი იყო, ე.წ. პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი, რაც შე­ვას­რუ­ლეთ იმის­თ­ვის, რომ სა­არ­სე­ბო პრობ­ლე­მე­ბი გა­დაგ­ვეჭ­რა, უფ­რო ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი, ახ­ლა უკ­ვე დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ვართ, სის­ტე­მუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ად­გილ­ზეა და ვიწყებთ სრუ­ლი­ად სხვა მას­შ­ტა­ბის რე­ფორ­მას, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ხა­რის­ხ­ზე მუ­შა­ო­ბას.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა

წელს მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის მას­შ­ტა­ბიც გა­იზ­რ­დე­ბა და გვექ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე – და­იწყე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა. მათ, ვი­საც არა­ფორ­მა­ლუ­რად აქვთ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა (მა­გა­ლი­თად, 10 წე­ლი მუ­შა­ობენ შემ­დუ­ღებ­ლად, მაგ­რამ არ აქვთ ხელ­ზე არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი ან ცნო­ბა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი, არც სერ­ტი­ფი­კა­ტი, არც დიპ­ლო­მი) შე­ეძ­ლე­ბათ იღი­ა­რონ, ფორ­მა­ლი­ზე­ბა გა­უ­კე­თონ თა­ვი­ანთ უნა­რებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას და მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი.

წელს არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში IT და სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა გვაქვს და­გეგ­მი­ლი, ასე­ვე, გავ­ზ­რ­დით სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბულ, ანუ დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის მას­შ­ტაბს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბის სრუ­ლი ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცია. ძა­ლი­ან დი­დი პრო­ექ­ტი და­ვიწყეთ შარ­შან და და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა ახალი პორ­ტა­ლის შექმნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ღე­ბა. ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე პორ­ტა­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ორი­ენ­ტა­ცი­ას და ინ­ფორ­მი­რე­ბა­საც ბევ­რად შე­უწყობს ხელს და ჩვე­ნი სის­ტე­მის შიგ­ნით კო­ლე­ჯე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­საც გაზ­რ­დის იმი­ტომ, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მათ ოპე­რა­ცი­ებს, ქა­ღალ­დი სა­ერ­თოდ ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბრუნ­ვი­დან, ყვე­ლა­ფე­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლად იწარ­მო­ებს, დაწყე­ბუ­ლი გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბი­დან და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პროგ­რა­მის და­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტი

პროგ­რა­მე­ბის მი­ღე­ბა და და­მა­ტე­ბა, შე­მოს­ვ­ლა სივ­რ­ცე­ში ხდე­ბა იმ ახა­ლი სტან­დარ­ტით, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გზით, რო­მე­ლიც ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩვენ გვაქვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით კო­ლე­ჯე­ბი ქმნი­ან პროგ­რა­მებს და რომ­ლებ­საც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გზით, ნელ-ნე­ლა, იმა­ტე­ბენ. სწო­რედ ამა­შია გა­მოწ­ვე­ვა, რომ ახა­ლი სტან­დარ­ტია და მათ მე­ტი მუ­შა­ო­ბა მო­უ­წევთ, რაც გაზ­რ­დის ახ­ლად და­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ხა­რისხს, ვი­ნა­ი­დან ახა­ლი სტან­დარ­ტით იქ­ნე­ბა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს კი აუცი­ლებ­ლად გუ­ლის­ხ­მობს: დამ­საქ­მებ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას; ყვე­ლა სტე­იკ­ჰოლ­დერ­თან, რე­გი­ო­ნულ პო­ლი­ტი­კას­თან ახალ­და­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მის თავ­სე­ბა­დო­ბას; წი­ნას­წარ და­საქ­მე­ბი­სა და თვით­და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას (რომ ეს პროგ­რა­მა ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­როა, ამა და ამ ტი­პის და­საქ­მე­ბას მოგ­ვ­ცემს და ა.შ.). ჩვენ მი­ვი­ღებთ ხა­რის­ხობ­რი­ვად, თვი­სებ­რი­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხა­რის­ხის პროგ­რა­მებს, რაც ცხა­დია, სა­ბო­ლო­ოდ, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე და მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სტა­ტუს­ზე, ზო­გა­დად, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე აისა­ხე­ბა.

ლა­ლი თვალაბეიშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები