9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

„გა­ფარ­ჩა­კე­ბუ­ლი“ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მე­ტას­ტა­ზე­ბი

spot_img

ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, პო­ზი­ტი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რო­მელ­მაც, ასე თუ ისე, მო­ა­წეს­რი­გა უმაღ­ლე­სი სკო­ლის კონ­ტინ­გენ­ტის პრობ­ლე­მა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წერ­ტი­ლი და­უს­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში „სა­ყო­ველ­თაო გაწ­ვე­ვის“ მავ­ნე პრაქ­ტი­კას, რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფოს უუნა­რო­ბით თა­ვაშ­ვე­ბუ­ლი ე.წ. „გა­ნათ­ლე­ბის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი“, „ბუტ­კებ­სა“ და სარ­და­ფებ­ში და­ფუძ­ნე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, ძა­ლად ერე­კე­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რ­დებს და სო­ლი­დურ თან­ხებ­საც სძა­ლავ­დ­ნენ… სხვა­თა შო­რის, რე­ფორ­მას, თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი და ზოგ­ჯერ მტკივ­ნე­უ­ლი შე­დე­გე­ბის გა­მო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არც თუ ისე აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბა, ეროვ­ნულ გა­მოც­დებს კი ყვე­ლა — ერი და ბე­რი, ოპო­ზი­ცია და პო­ზი­ცია მო­წო­ნე­ბით შეხ­ვ­და. მშობ­ლე­ბი, პე­და­გო­გე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლავ­დ­ნენ იმის გა­მო, რომ გა­მოც­დებ­მა სკო­ლის­კენ მო­აბ­რუ­ნა ბავ­შ­ვე­ბი და წიგ­ნი ააღე­ბი­ნა ხელ­ში… რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვებს გა­უჩ­ნ­დათ მო­ტი­ვა­ცია და შეგ­ნე­ბა იმი­სა, რომ სტუ­დენ­ტის სა­ნუკ­ვა­რი სტა­ტუ­სი მხო­ლოდ შრო­მით და სწავ­ლით მი­იღ­წე­ვა; მაგ­რამ „ხან­გ­რ­ძ­ლივ ეს სო­ფე­ლი, გა­ა­ხა­რებს ვის­მე გა­ნა?“… ჩვენ­თან ხომ ყვე­ლა­ფე­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, არ­ჩევ­ნებს ეწი­რე­ბა. სკო­ლა კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პო­ლი­ტი­კოს­თა ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ნაღ­დი არე­ნაა. ყო­ველ წელს, ახალ­გაზ­რ­დებ­ზე ზრუნ­ვის მო­ტი­ვით, სხვა­დას­ხ­ვა დო­ნი­სა და რან­გის შე­ღა­ვა­თებ­სა და დათ­მო­ბებს სთა­ვა­ზობ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს. სი­მარ­თ­ლე რომ ით­ქ­ვას, პირ­ველ ხა­ნებ­ში, ქალ­ბა­ტო­ნი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი მარ­ჯ­ვე­დაც იგე­რი­ებ­და ახალ-ახა­ლი „ინო­ვა­ცი­ე­ბის“ ავ­ტო­რებს, მაგ­რამ, ვის გას­ვ­ლია ჯი­უ­ტო­ბა „ამა სოფ­ლის ძლი­ერ­თა წი­ნა­შე“?! თა­მა­სუ­ქად გა­ცე­მუ­ლი ნა­ირ-ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა შორს წაგ­ვიყ­ვანს, მაგ­რამ ერთს კი დავ­ს­ძენ — გა­მოც­დებ­სა და ჩა­რიცხ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა „დეკ­რე­ტი“ (მე­ო­რა­დი, ერ­თი საგ­ნით, და­წე­უ­ლი ბა­რი­ე­რით და სხვ.) იყო და არის ვიწ­რო მერ­კან­ტი­ლუ­რი, ბიზ­ნეს-კორ­პო­რა­ცი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი იდე­ი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებ­საც უკ­ვე ვიმ­კით… ხო­ლო ის, რაც წლე­ვან­დელ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მო­ი­მოქ­მე­დეს, იყო უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის, ყვე­ლა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის ცალ ფეხ­ზე და­კი­დე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს ძი­რი­თა­დი სა­გა­მოც­დო საგ­ნის — ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, მე­ოთხე ვა­რი­ან­ტის, ბა­რი­ე­რის 15 ქუ­ლამ­დე და­წე­ვა (!). მო­ტი­ვა­ცი­ას არ იკითხავთ? — თურ­მე, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვერ გა­უ­გი­ათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ტეს­ტის პი­რო­ბა. ეს მო­ტი­ვი, რო­გორც იურის­ტე­ბი იტყ­ვი­ან, თვი­თა­ღი­ა­რე­ბაა, დას­ტუ­რი იმი­სა, რომ, ჩვენ­და სა­ვა­ლა­ლოდ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა კითხ­ვა არ იცი­ან (კითხ­ვა არ არის მხო­ლოდ ასო-ბგე­რე­ბის ამოც­ნო­ბა), ან კითხუ­ლო­ბენ, მაგ­რამ ვერ იგე­ბენ! ამ უგ­ნუ­რი ნა­ბი­ჯის მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია — გას­ტუ­დენ­ტ­და ათა­სო­ბით წე­რა-კითხ­ვის უცო­დი­ნა­რი, ხო­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო ხა­ზი­ნა რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლა­რით შე­ივ­სო! ასე­თი დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­დე­გი კი, ცო­ტა ვინ­მეს ადარ­დებს! სა­ერ­თოდ, უნ­და ით­ქ­ვას, რომ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ბა­რი­ე­რე­ბი და მოთხოვ­ნე­ბი იმ­დე­ნად მარ­ტი­ვი და პრი­მი­ტი­უ­ლია, რომ ე.წ. კონ­კურ­სით ჩა­რიცხუ­ლი, ას­ქუ­ლი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც კი, ცალ­კე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სხვე­ბის­გან. დას­კ­ვ­ნა მარ­ტი­ვია: ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, თა­ვი­სი ბა­რი­ე­რე­ბით და პროგ­რა­მე­ბით, არ იძ­ლე­ვა ახალ­გაზ­რ­დე­ბის სე­ლექ­ცი­ის, არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას — ყვე­ლას ერთ „ტა­ფა­ში ხრა­კავს“. უკ­ვე იმ დო­ნემ­დე მი­ვე­დით, რომ ამ ჩვენს გა­მოც­დებს თა­ვად აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც დას­ცი­ნი­ან, გახ­სოვთ, შარ­შან, ერ­თი ახალ­გაზ­რ­და რომ „ღა­და­ობ­და“ — გა­მოც­და­ზე დიმ­პი­ტა­უ­რით შე­ვე­დი და დამ­პი­ტა­უ­რით გა­მო­ვე­დიო… შე­დე­გი კი სა­ვა­ლა­ლოა: „დიმ­პი­ტა­უ­რით“ ჩა­რიცხულ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის წე­რა-კითხ­ვა, უჭირთ ელე­მენ­ტა­ლუ­რი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, მენ­დე­ლე­ე­ვის პე­რი­ო­დულ სის­ტე­მა­საც კი ვერ კითხუ­ლო­ბე­ნო, — ჩი­ვი­ან ქი­მი­კო­სე­ბი; უფ­რო მე­ტიც, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტეტ­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მა­სი­უ­რად ვერ აბა­რე­ბენ მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა უნ­და იფიქ­რონ სა­ს­წავ­ლო პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფა­ზე, დიპ­ლო­მის წო­ნაც უნ­და გა­ი­ზარ­დო­სო, — აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი წერ­და ამას წი­ნათ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ვე­თან­ხ­მე­ბი ქალ­ბა­ტონს. სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი მარ­თ­ლაც ლაკ­მუ­სის ქა­ღალ­დი აღ­მოჩ­ნ­და ჩვენ­თ­ვის — უმაღ­ლე­სი სკო­ლის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში საყ­ვე­დურს ნამ­დ­ვი­ლად ვერ მი­ვი­ღებთ, რად­გა­ნაც ჰა­რი-ჰა­რა­ლო­ზე სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულს და უმაღ­ლეს­ში ძა­ლად შე­მოგ­დე­ბულს, რა უნ­და მო­უ­ხერ­ხოს უნი­ვერ­სი­ტეტ­მა?! პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ, იქ, სა­დაც კა­ნო­ნის ფარ­გ­ლებ­ში მოქ­მე­დე­ბენ, ზრდი­ან ე.წ. ბა­რი­ე­რებ­სა და სხვა აქ­ტი­ვო­ბებს, შე­დე­გიც არ აყოვ­ნებს. მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან — აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მომ­თხოვ­ნე­ლო­ბით, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბით, პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­თა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სად­მი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მით, გა­მორ­ჩე­უ­ლია ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ­ლის მე­სა­ძირ­კ­ვ­ლეც გახ­ლავთ ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მხცო­ვა­ნი მეც­ნი­ე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ქალ­ბა­ტო­ნი მა­დო­ნა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი. ინ­გ­ლი­სურ­ზე შემ­ს­ვ­ლელ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა სკო­ლის მერ­ხი­დან­ვე იცი­ან, რომ ენის სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნი­სა და თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მის გა­რე­შე, უნი­ვერ­სი­ტეტს ვერ და­ამ­თავ­რე­ბენ (მეგ­რე­ლიშ­ვილ­სა და მის მო­წა­ფე­ებს ამ პრინ­ცი­პის­თ­ვის არ უღა­ლატ­ნი­ათ მა­ში­ნაც, რო­ცა ბი­თუ­მად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­უს­ვ­ლე­ლა­დაც არი­გებ­დ­ნენ დიპ­ლო­მებს). საქ­მე მარ­ტო პრინ­ცი­პე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბა­ში არაა, მათ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გა­მოც­და­ში ჩა­დეს ის მე­ქა­ნიზ­მი (50%-იანი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი), რაც, სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის სი­მარ­ტი­ვის მი­უ­ხე­და­ვად, გზას უღო­ბავს შემ­თხ­ვე­ვით აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. ცხა­დია, ყვე­ლა სტუ­დენ­ტი აქაც ვერ ეთა­მა­შე­ბა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს, მაგ­რამ შე­დე­გი თვალ­ში­სა­ცე­მი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, თუ გნე­ბავთ, იგი­ვე, მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დის კუთხი­თაც, მა­გა­ლი­თად, ამ ორი­ო­დე წლის წინ, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, ათე­ულ­მა ახალ­გაზ­რ­დამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო საგ­ნის გა­მოც­და ინ­გ­ლი­სურ ენა­ში, მათ შო­რის ერ­თი 25-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი­დან ოთხ­მა უმაღ­ლე­სი — 10 კრე­დი­ტი აიღო. ეს კი დი­დი წარ­მა­ტე­ბაა (მენ­დეთ! ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლის ჯგუ­ფია). სა­ერ­თოდ, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი — თა­ვი­სი ფორ­მით, ში­ნა­არ­სით, ყბა­და­ღე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი­თა და სხვა ათას­გ­ვა­რი ხრი­კე­ბით, მი­მარ­თუ­ლია სა­ყო­ველ­თაო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად (დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი­ცაა უკ­ვე). ეს კი ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას კარგს არა­ფერს უქა­დის. გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტ­რ­მა, ბა­ტონ­მა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ, ბევ­რ­ჯერ გაგ­ვა­ო­ცა თა­ვი­სი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თა და მო­საზ­რე­ბე­ბით, მაგ­რამ, ერ­თი რამ კი ნამ­დ­ვი­ლად ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ბრძა­ნა: არ­სად, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა 80% სტუ­დენ­ტი არ ხდე­ბა; სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა ყველ­გან სა­მე­ფო ხი­ლია, ჩვენ­თან კი ბა­ლი ათ­შა­უ­რიაო… სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბიც გვე­უბ­ნე­ბი­ან, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­საწ­ვ­დო­მო­ბა არ ნიშ­ნავს მის სა­ყო­ველ­თაო ხა­სი­ათ­სო, მაგ­რამ აყა­რე ცერ­ც­ვი კე­დელს, ვის ეს­მის!

ერ­თი სიტყ­ვით, „გა­ფარ­ჩა­კე­ბუ­ლი“ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მე­ტას­ტა­ზე­ბი ასე­თია: 1. ფეშ­ქა­შად გა­ცე­მუ­ლი დი­ვი­დენ­დი — იოლი გზით გას­ტუ­დენ­ტე­ბა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მ­ნის თა­ვად ახალ­გაზ­რ­დას, მის ოჯახს და სა­ხელ­მ­წი­ფოს. „ძა­ლად გას­ტუ­დენ­ტე­ბულს“ — ძა­ლად­ვე ვამ­თავ­რე­ბი­ნებთ. და­ამ­თავ­რა და, მე­რე რა? არც არა­ფე­რი. სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­მუ­შა­ოს ვერ შო­უ­ლობს (არც მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნეს ახევს ვინ­მე კალ­თებს); დიპ­ლო­მი კი გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად აკომ­პ­ლექ­სებს ახალ­გაზ­რ­დას (ჩე­მი სიგ­რ­ძის დიპ­ლო­მის პატ­რონ­მა, თოხს რო­გორ მოვ­კი­დო ხე­ლიო?!)… ასე, გზის და­საწყი­სის­თა­ნა­ვე მო­ატყუა სა­ხელ­მ­წი­ფომ ახალ­გაზ­რ­და, ასე გა­უმ­რუ­და გზა. „ეროვ­ნუ­ლებ­ზე“ რომ მის­თ­ვის ვინ­მეს ეთ­ქ­ვა, არა, შვი­ლო, შენ­თ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ზედ­მე­ტი ბარ­გი-ბარ­ხა­ნააო, უფ­რო მად­ლი­ე­რი არ დაგ­ვ­რ­ჩე­ბო­და?! მე­ო­რე, ასე­თი ხე­ლა­ღე­ბით, იოლად გას­ტუ­დენ­ტე­ბუ­ლებ­მა და­აქ­ცი­ეს ოჯა­ხე­ბი, და­ა­ცა­რი­ე­ლეს სოფ­ლე­ბი… ამ ზაფხულს, იმე­რე­ლი გლე­ხი, მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იუმო­რით და ერ­თ­გ­ვა­რი ირო­ნი­ი­თაც მე­უბ­ნე­ბო­და: — ეს რა უნი­ვერ­სი­ტე­ტი გაქვთ, ძა­მია, ასე­თი, 12 წე­ლია ჩე­მი გი­ზო­ი­ას ხელ­ში წიგ­ნი არ და­მი­ნა­ხავს და გუ­შინ დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­უ­ლად გა­მო­მიცხა­და: — ხომ გა­სა­ხე­ლე, მა­მა, ეროვ­ნუ­ლე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი, ახ­ლა სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი უნ­და მო­მი­ხერ­ხოო. პირ­კა­ტა მე­ცა (სა­ბედ­ნი­ე­როდ, იც­ვ­ლე­ბა ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის მენ­ტა­ლი­ტე­ტი), სა­ი­დან მო­ვუ­ტა­ნო ახ­ლა ათა­სე­ბი? ამ პა­ტი­ო­სან­მა იმე­რელ­მა გლეხ­მა იმის­თანა თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და, თით­ქოს შვილს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი არა, კა­ტორ­ღა­ში აგ­ზავ­ნი­და. მე­სა­მე და მთა­ვა­რი: სა­ხელ­მ­წი­ფო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს. ყო­ველ­გ­ვა­რი ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე, პრაგ­მა­ტუ­ლი მიდ­გო­მით რომ გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, ვნა­ხავთ, რომ შე­მო­სავ­ლებს და­ხარ­ბე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი­თა და დათ­მო­ბე­ბით, უფ­ს­კ­რუ­ლის­კენ მი­ა­ქა­ნებს ახალ­გაზ­რ­დებს — ჩვენს ხვა­ლინ­დელ დღეს, მო­ტი­ვა­ცი­ას უკარ­გავს ნი­ჭი­ერ­სა და მარ­თ­ლაც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტოს… და რაც ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა — აზა­რა­ლებს ეროვ­ნულ იდე­ას, რო­მე­ლიც პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ჩვენს მო­მა­ვალს, მათ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს. ეს კი მარ­თ­ლაც საქ­ვეყ­ნო სა­დარ­დე­ბელ-სა­ფიქ­რა­ლია!

ჯამ­ბუ ავა­ლი­ა­ნი

აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის

ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები