30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ღია კარის დღე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

spot_img

7 აპრილს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ ღია კარის დღეს ელექტრონულ ფორმატში ამჯერად მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამართავს.

შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველები ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის პროცედურებთან და ტესტების შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით.

დაინტერესებულ პირებს 7 აპრილს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები შემდეგ საგამოცდო საგნებთან დაკავშირებით: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის; ისტორია; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება; მუსიკა; გეოგრაფია.

იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ღია კარის დღეები  სხვა საგნებთან დაკავშირებით ეტაპობრივად გაიმართება. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები