21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ლელთ ღუნიას მოსაზრება

spot_img

ილია ყოველთვის საუბრობდა შეუფარავად და პირდაპირ. იგი ებრძოდა მტერს სიტყვითა და კალმით. ნაწარმოებში „მგაზვრის წერილები“ კარგად აქვს გადმოცემული ლელთ ღუნიას პირით თავისი ფიქრები. ამ ნაწარმოების ძირითადი თემა არის თავისუფლების დაკარგვა, რაც მორალურ და ზნეობრივ გადაგვარებას იწვევს.

მგზავრი ლელთ ღუნიას აღწერს როგორც პატარა ქვეყნის „თვალყურმადევარს“. იგი საკუთარ მოსაზრებას უზიარებს მგზავრს: პირველი არის ის, რომ სიცოცხლე მხოლოდ მოძრაობაშია ,,რუსობაჩი” ყოფნა ჰგავს ჭაობს, რომელიც გარედან ლამაზი მოჩანს, შიგნით კი ბაყაყები ბუდობენ.  თავისუფლება გაიგივებულია მოძრავ თერგთან, სადაც კალმახები დაცურავენ. სამშობლოს გულშემატკივარი ლელთ ღუნია ამბობს ,,ქვეყნის ტკივილი დაუყუჩარია”, რადგან ამ ტკივილის გაქარწყლებას სხვანაირი დილის გათენბა სჭირდება, სადაც ადამიანებს საკუთარი ქვეყნის ბედი და გასაჭირი აღელვებთ. მისი, აზრით თავისუფლების დაკარგვას მოჰყვა ეკონომიკური პრობლემები. შემოსავლები სომეხი ვაჭრების ხელში გადავიდა, მოხევეებისთვის კი მიწა უსარგებლო გახდა.

ჩვენ, თავისუფლებასთან ერთად, დავკარგეთ: ზნეობა, ტრადიციები, მადლიანი გული. „ადრიდა ავად თუ კარგად, ჩვენ ჩვენი თავი ჩვენივე გვეყუდნეს, მით იყვის უკეთ“. გარდა ამისა, კიდევ ერთი  პრობლემა ისაა, რომ ადრე მტერი ხილული იყო და სახელოვანი სიკვდილი შეგეძლო. ახლა კი „ტყუობით, მეძავ-მრუშობით, ფიცთა გატეხვით და ერთურთის ღალატით გვიღებს ბოლოს მალული მტერი.

თავისუფლება ყველა ადამიანისთვის ღმრთის  საჩუქარია. სწორედ ეს იყო ჩვენი წინაპრების დაუღალავი შრომისა და თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვის მიზეზი, რათა არ გადაგვარებულიყო ერი ზნეობრივარად და არ დაგვეკარგა ჩვენი წინაპრების გაკვალული გზა.

ანა გელაშვილი – სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის №3  საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები