3 მაისი, პარასკევი, 2024

PISA 2022 წლის ციკლის შედეგები ცნობილია

spot_img

საქართველოში OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის ციკლი ჩატარდა COVID-19 პანდემიის კრიზისული ფაზის დროს. კოვიდპანდემიამ მთელ მსოფლიოში დიდი ზიანი მიაყენა ბევრ სექტორს, განსაკუთრებით განათლებას. COVID-19 იყო განათლების მდგრადობის ერთგვარი ტესტი იმის გასაგებად, შეძლებდნენ თუ არა საგანმანათლებლო სისტემები, სკოლები და მოსწავლეები მთელ მსოფლიოში მოულოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას. PISA 2022 წლის მონაცემები გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხეს სხვადასხვა ქვეყანაში ამ გლობალურ გამოწვევას განათლების  სისტემებმა, სკოლებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.

PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის, დაახლოებით, 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს. საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოსცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილმაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში  ვკითხულობთ, რომ 2022 წელს კოვიდპანდემიასთან (Covid-19) მიმართებაში საქართველოს 15 წლის მოსწავლეებმა და განათლების სისტემამ მეტი მედეგობა და სტაბილურობა აჩვენა – 2018 წლის შედეგებთან მიმართებაში 2022 წელს საქართველოს შედეგები არ გაუარესებულა შეფასების არც ერთ სფეროში (მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები), განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც შედეგები 2018 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს, მიღწევების კუთხით,  წინსვლა ექნებოდა.

მიუხედავად ამ პერიოდში არსებული პანდემიური ფონისა, საქართველომ  შეძლო ერთერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებლის ჩვენება OECD-სა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით 98% (15 წლის მოსწავლეების 95%-ის დაფარვა).“

საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი – 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი – 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში

 საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში 2018-2022 წლებში მათემატიკაში მიღწევების მაჩვენებლები თითქმის 15 ქულით გაუარესდა. კითხვაში 11-ქულიანი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, ხოლო საბუნ. მეცნიერებებში ქულა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

🔃 რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მონაცემებს, PISA 2022-ის მიხედვით, საქართველოს 15 წლის მოსწავლეებს –  მათემატიკაში 390 (OECD-ის საშუალო 472) ქულა აქვთ;

კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 374 (OECD-ის საშუალო 476) და 384 (OECD-ის საშუალო 485).

როგორია განსხვავებები:  

♦ გენდერულ ჭრილში

საქართველოში 15 წლის ასაკის ბიჭები და გოგონები საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებენ მათემატიკის დავალებებს (გოგონა – 393 ქულა, ბიჭები – 387 ქულა), მაგრამ კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გოგონების უპირატესობა ბიჭებთან შედარებით 14 ქულაა. ყველაზე დიდი განსხვავება გოგონების სასარგებლოდ PISA 2022-ში მონაწილე ქვეყნებში ჩილეში, იტალიასა და ავსტრიაში გვხვდება, ხოლო ბიჭების სასარგებლოდ – ალბანეთში, კვიპროსსა და პალესტინაში.

♦ სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით

სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკის სფეროში მაღალი მოსწრებით გამოირჩეოდნენ თბილისში მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებსა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს (344 ქულა) აქვთ. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.

♦ სკოლის სტატუსის მიხედვით

სკოლის სტატუსის მიხედვით 2022 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოს კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთეს შედეგებს აღწევენ შეფასების სამივე სფეროში, ვიდრე საჯარო სკოლისა. 2015-2022 წლების შედეგების მიხედვით, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში შეფასების სამივე სფეროში შესამჩნევია მოსწავლეების შედეგების კლების ტენდენცია.

♦ მათემატიკის სწავლის ენის ჭრილში

🔃 2022 წელს ქართულენოვანმა და რუსულენოვანმა მოსწავლეებმა 2015 და 2018 წლებთან შედარებით სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები. ამ ორ ჯგუფთან შედარებით, აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შეფასების სამივე სფეროში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალი შედეგები აქვთ: ♦მათემატიკაში – 321 ქულა;

♦კითხვაში – 297 ქულა;

♦ საბუნებისმეტყველო საგნებში კი – 307 ქულა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები