ტერმინი ირონია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან εἰρωνεία (eirōneía), რაც ნიშნავს „გამოგონილ უმეცრებას“. ირონია თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი გადაკვრით ნათქვამია.
ითვლება, რომ ირონია პირველად გამოიყენეს უძველეს საბერძნეთში. ძველ ბერძნულში „ირონიიზაცია“ ნიშნავს „ტყუილის თქმას“, „დაცინვას“, „პრეტენზიას“, ხოლო „ირონისტი“ არის ადამიანი, რომელიც „სიტყვების დახმარებით ატყუებს“.
ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე ირონიას იყენებდა სოფისტებთან კამათში, ამხელდა მათ ყოვლისმცოდნეობის პრეტენზიას. სოკრატეს ირონია გულისხმობდა მოჩვენებით გულუბრყვილობას მოწინააღმდეგის პოზიციის სისუსტის გამოსავლენად. მან ეს მეთოდი ჩამოაყალიბა როგორც დიალექტიკა, ანუ, როგორც შემდგომში უწოდეს „სოკრატესეული ირონია“. კამათის ასეთი მეთოდი მოიცავდა გულუბრყვილო, მიუკერძოებელ სკეპტიციზმს გარკვეული დოგმის ან საყოველთად მიღებული მოსაზრების მიმართ, რომელიც მოკლებული იყო ლოგიკისა ან აზრის ბაზისს. სოკრატეს გულუბრყვილო გამოკითხვა ნაბიჯ-ნაბიჯ ააშკარავებს მოწინააღმდეგის არგუმენტის ამაოებასა ან ალოგიკურობას დიალოგის პარტნიორის შეხედულებების გაუზიარებლობით. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ თანადამსწრეები გათვითცნობიერებულნი არიან, რომ სოკრატე გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე წარმოაჩენს თავს და მხოლოდ ეტაპობრივად, მოწინააღმდეგის არგუმენტების საკუთარი პასუხებით განიარაღებით ამტკიცებს საკუთარ უპირატესობას. სოკრატისეული ირონია ძალიან დახვეწილი და თავაზიანი ხერხია დოგმატური დებატების უხარხვეზოდ წარმართვისთვის.
ირონიას რომის იმპერიაშიც იყენებდნენ. აქ ირონია გამოიყენებოდა სახალხო გამოსვლებსა და რიტორიკაში, რომელშიც სიტყვებს საპირისპირო მნიშვნელობა ან დანიშნულება ჰქონდათ.
შექსპირმა რომაული ირონიის იმიტაცია წარმოადგინა პიესაში „იულიუს ცეზარი“, მარკ ენტონის ნათქვამში: „მეგობარნო, რომაელებო, თანამოქალაქენო, დამიგდეთ ყური! მოვედი, რათა დავმარხო ცეზარი, არა ვადიდო იგი“. მონოლოგი ირონიითვე გრძელდება, რომელიც ცეზარის განდიდებისკენაა მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შერჩეული სიტყვები მოჩვენებით მკვლელებს უჭერს მხარს, თუმცა სინამდვილეში მისი მიზანი საპირისპიროა.
დრამატული ირონია გვხვდება პიესებში, ფილმებსა ან სხვა ტიპის ნაწაროებებში. მათში პერსონაჟის სიტყვები ან მოქმედებები გადმოგვცემს პერსონაჟისგან არნახულ მნიშვნელობას, მაგრამ აუდიტორიისთვის ყველაფერი გასაგებია.
ირონიას ხშირად „ბედიც“ მიმართავს. გამოთქმა „ბედის ირონია“ გულისხმობს, რომ ღმერთები (ან ბედის ანგელოზები) ერთობიან მოკვდავთა გონებათა თამაშით, გამიზნული ირონიით. „ბედის ირონიის“ კარგი მაგალითია 1956 წელს ჰარვარდის მემორიალური ჰოლის სასაათე კოშკში გაჩენილი ხანძარი, მაშინ, როდესაც მუშები მის აღდგენაზე მუშაობდნენ.
ილია ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანში?!“ ლუარსაბ თათქარიძის გარეგნობას ასე აღწერს: „უნდა გენახათ, რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარას, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში…“. დასაწყისში ავტორი ისე გვიხატავს ლუარსაბის გარეგნობას, თითქოს და მართლაც ლამაზია, მაგრამ შემდგომ მახინჯად წარმოგვიდგინა.
ბოლოს გავიხსენებ ა. ფრანსის სიტყვებს „მსოფლიო ირონიის გარეშე იგივე იქნებოდა, რაც ტყე ჩიტების გარეშე“.
თეკლე მესხი – თბილისის N179-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე