27 აპრილი, შაბათი, 2024

KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა დასრულდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

spot_img

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-სა და GITA-ს ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებული პროექტის/გუნდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ჟიურის წევრები დაესწრნენ.

???

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება. წელს ინოვაციების საზაფხულო სკოლაში 60 წარმატებული სტუდენტი ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე 10-მდე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებმა გაიარეს სტარტაპის შენების კურსი, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეუმჯობესებინათ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიეღოთ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება.  სტუდენტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავეს საკუთარი იდეები, მოახდინეს გუნდების ფორმირება კონკრეტული სტარტაპების გარშემო, შეიმუშავეს ინოვაციური პროექტების მოდელი.

გამარჯვებული პროექტი/გუნდი გახდა Releafer. სტარტაპ იდეაზე იმუშავეს KIU-ს სტუდენტებმა: ნიკო ქასრაშვილმა, თამარ სანაიამ, ლუკა სანაიამ, ნინი შარვაშიძემ და ლიზა თაყაიშვილმა. გამარჯვებულები KIU-სა და GITA-სგან სპეციალური პრიზით  დაჯილდოვდება და ინოვაციების სასწავლო სამიტზე გაემგზავრება.

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორი წლის განმავლობაში 150-მდე KIU-ს სტუდენტმა მიიღო მასში მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები