25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბროლ-ბადახში ვეფხისტყაოსანში

spot_img

ვეფხისტყაოსანში ბროლი ისევე როგორც სხვა მინერალი მრავალჯერაა გამოყენებული. იგი საკმაოდ ბევრი მნიშვნელობის მატარებელია. უმეტესად ავტორი მას თეთრი სახის კანის ასაღწერად იყენებს, რადგან ბროლი უფერო და გამჭვირვალეა.

„ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.“ შოთა ბროლ-ბადახშს იყენებს მისი თვისებიდან გამომდინარე. ბროლს ახასიათებს სიკაშკაშე, ამიტომაც ავტორმა ის კბილების ზუსტი დახასიათებისთვის გამოიყენა.

„საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა“ ამ შემთხვევაში, ავნთანდილის აღწერისას, ბროლ-მინა გამოყენებულია მისი სახის სიკაშკაშის გამოსაკვეთად.

„თქვა: „ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!“ ამ სტრიქონში ავტორს სიტყვა „ბროლი“ თინათინის კანის გადმოსაცემად სჭირდებოდა.

„დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი“ აქ კი ავთანდილის აღწერისას ვხვდებით თუ როგორ გვიხატავს მის პირი-სახეს შოთა. იგი ამბობს, რომ მას ბროლივით თეთრი სახე ჰქონდა.

ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.“ 138-ე სტროფში ბროლი ცრემლების დასახასიათებლადაა გამოყენებული. ავტორი ამბობს, რომ ავთანდილს ბროლივით ცრემლები ვარდივით სახეს უსუსხავდა.

„თქვა: „მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესად-რე.“ ამ სტროფში ავთანდილი გვეუბნება, რომ მისი თეთრ-წითელი სახე ქარვაზე უფრო მეტად გაყვითლებული იყო. ბროლი და ლალი კი როგორც ფერების  გამოსაკვეთადაა გამოყენებული.

ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.“ ამ შემთხვევაში ბროლი ისევ ავთანდილის სახის ფერს გვიჩვენებს და, ამასთან ერთად, ვიგებთ რომ მას გიშერივით შავი წამწამებიც ამშვენებდა.

ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა“ ამ სტროფში ბროლიც და ლალიც გამოყენებულია, როგორც გადატანითი მნიშვნელობით ანუ ბროლი წარმოადგენს ცრემლს ხოლო ლალი სისხლს.

„მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.“ ამ შემთხვევაში, ბროლ-ბაკმული ტარიელის ბროლივით მანათობელ სახეს აღწერს.

„ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.“ 271-ე სტროფში ნათქვამია, რომ ტირილისგან ტარიელს ბროლივით თეთრი სახე გაყვითლებოდა.

„შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!“ ტარიელი მისი მიჯნურის სახის ფერზე უსვამს ხაზს. გვეუბნება, რომ მისმა თეთრსახიანმა მიჯნურმა მოაშორა ამ წუთისოფელს.

„გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა; მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა.“ ამ წაყვეტში ტარიელი აღტაცებას გამოხატავს იმის შემდეგ, რაც ნესტანისგან იღებს წერილს და გვეუბნება, რომ მისი სახე ისევ ბროლივით გაბრწიყნდა და ფერი მიეცა.

„საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა“ ამ შემთხვევაში ნათქვამია, რომ ბროლივით თეთრი და ლალივით წითელი სახე გალურჯებოდა.

„მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბადახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა“ 425-სტროფში ტარიელი ამბობს თუ როგორ გაუჭირდა სატრფოსთან განშორება ბროლ-ბადახშ-მინას კი ნესტანის შესამკობად იყენებს.

„მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.“ ამ ნაწყვეტში ნათქვამია, რომ ლომის მსგავსმა ავთანდილმა თავყვანი სცა მზის მსგავს თინათინს. მის ბროლივით თეთრ სახეს და  ვარდისფერ ლოყებს კი სინაზე უფრო ამშვენიერებდა.

ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი, მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!“  699-ე სტროფში შოთა თინათინის სილამაზეს აღწერს, ამბობს, რომ თითათინის თეთრ-ვარდისფერ სახეს შავი თმა ალამაზებს. ბოლოს კი გვეუბნება, რომ მას ათენელი ბრძენები უნდა აქებდნენ და არა ის.

„იტყვის: დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები.“ ამ სტროფში ავთანდილი უნებისყოფო ტარიელს ნახულობს, რომელსაც გასაჭირის დაძლევაც კი აღარ შეუძლია და ამბობს, რომ ბროლივით თეთრი სახის ნესტანი დაკარგა.

„ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა.“ ბროლ-ლალი ავთანდილის ქათქათა კბილების შესამკობად გამოიყენა ავტორმა და თან გვიჩვენა, რომ მისი კბილები ელვასავით კრთებოდნენ.

ლუკა მერებაშვილი – სსიპ ქ. გორის N12 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები