13 ოქტომბერი, კვირა, 2024

ადამიანი – განუსაზღვრელი ფასეულობა

spot_img

(ანალიტიკა)

ყველა ადამიანი უფლის ხატადაა შექმნილი. სწორე ამიტომ ისინი ფასდაუდებელნი არიან. ქართულ ლიტერატურაში ხშირად ვხვდებით ნაწარმოებებს, რომლებშიც ადამიანთა ფასეულობების განუსაზღვრელობა მშვენივრად იკვეთება.  მიხელი ჯავახიშვილის მოთხრობა „დადიანის ასული და მათხოვარი“ მსგავს ნაწარმოებთა რიგს განეკუთვნება.

ადამიანთა ფასეულობების სწორად განსაზღვრა ყველა დროის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ალბათ ასეა იმიტომ, რომ ადამიანის ფასეულობები განუსაზღვრელია. საზოგადოება ხშირად ადამიანს ფიზიკური, მატერიალური ან სხვა წარმავალი ღირებულებით აფასებს. ნაწარმოებში „დადიანის ასული და მათხოვარი“ შესანიშნავად ჩანს საზოგადოების, სხვადასხვა ფენის, დამოკდებულება ადამიანობისადმი. ნაწარმოების დასაწყისში ვხვდებით ულამაზეს დადიანის ასულს, რომელიც ნეტარი ცხოვრებით ცოვრობს. მისთვის ბედნიერება ფერად-ფერადი ძვირფასი ქვების ყურება. მის სულს დარდი არ აწუხებს, თუმცა სიუჟეტში მათხოვრის შემოსვლა რადიკალურად ცვლის  მკითხველთა შეხედულებებს. მათხოვარი დადიანის ასულთან „სიკეთის დასაბრუნებლად“ მიდის.  მისი სულიერი ფასეულობები ასულისაზე ბევრად დიდია.

ნაწარმოების სიუჟეტური განვითარებისას, მათხოვარი არაერთხელ ავლენს მის შინაგან ფასეულობებსა და სწორ ხედვებს, ადამიანობის მიმართ. იგი მუდმივად განიცდის საზოგადოებისგან (მაღალი ფენის წარმომადგენლები) აგდებულ დამოკიდებულებას. ასეთი დამოკიდებლება მათხოვარს შინაგანად ავითარებს, მისი სულიერ ფასეულობები უფრო ღირებული ხდება. განსხვავებით დადიანის ასულისა, მათხოვარი სამყაროსა და ადამიანის გადაჯაჭვულობის მარადისობას სწორად ჭვრეტს.

შინაარსობრივად და ემოციურად განსაკუთრებით და დატვირთულია ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი. ამ ნაწილში ავტორი საზს უსვამს სამყაროს იმ მნიშვნელოვან ფასეულობას, რომელსაც ადამიანი ჰქვია. „დადიანის სასახლე ათას ფაცხაში არ გაიცვლება: ადამიანი კი იმდენივე ღირს, რაც მთელი კაცობრიობა, ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი.ადამიანი მუდამ ადამიანია – არც მეტი და არც ნაკლები”. მოცემული მონაკვეთი ყველაზე კარგად გამოხატავს კაცობრიობის მუდმივ შინაგან ჭიდილს. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანური ფასეულობის სწორად გაგება-გააზრება ყველას არ შეუძლია (მაგალითად დადიანის ასულს). ზოგადსაკაობრიო სენია ის რომ, ადამიანები თავად ქმნიან ურთიერთდაპირისპირების ფენომენს. სხვადასხვა ნიშნით განსხვავებები, ადამიანთა გარკვეულ ნაწილში ამპარტავნობას ბადებს, ხოლო დანარჩენებში  თვითშეფასებას აქვეითებს.

ადამიანის ფასეულობა ნამდვილად განუსაზღვრელია, მიუხედავად სამყაროში არსებული უამრავი დაბრკოლებისა, იგი ღვთის ხატია. ადამიანი სამყაროს ყველაზე ძლიერი საყრდენია. „იგი უფასოა. იგი ერთია, მუდამ ერთი.ადამიანი მუდამ ადამიანია“.

მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები