25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ენობრივ გამომსახველობითი საშუალებები მოთხრობაში „იგი“

spot_img

ენობრივ გამომსახველობითი საშუალებებით იქმნება, მწერლის სტილი და ჯემალ ქარჩხაძის პრეისტორიული ნაწარმოები ,,იგი“ ამით არის გამორჩეული. ნაწარმოებში შევხვდებით ისეთ ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს, რომლებიც სხვა დანარჩენ მწერლებს არ აქვთ გამოყენებული. ზუსტად ამით არის ამ მოთხრობაში პრეისტორიული ხანის შეხედულებები გადმოცემული.

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“ აღწერილია პრეისტორიული ხანის ადამიანების არსებობა და მათგან ერთ-ერთი იგის ცხოვრების გზა პიროვნულად ჩამოყალიბებაზე.

„დღისთვალი“- მზე ეს ის დროა, ის ხანაა, როცა მზე „დღისთვალია“, მთვარე „ღამისთვალი“და ვარსკვლევები „ფერადი კენჭები“.

ტექსტში გამოყენებულია ფრაზა, „ცხელი ხიფათის სუნი“. ბელადის სიტყვებს, რომლებსაც ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა იგის ეკუთვნოდა. როცა იგი გაიმართა ცხელი ხიფათის სუნიც გაილია, ხოლო  ბელადი , რომელმაც იგის ასეთი სიტყვები უთხრა ყველაზე მეტად იყო მოხრილი.

იმის გამო, რომ იგი თავს მარტო გრძნობდა, როცა გამართული იყო ,სწორედ ამას შეგვიძლია ვუწოდოთ ნაწარმოებში ნახსენები ფრაზა „ცივი შიში“. როცა იგი თავს მარტო გრძნობდა გამოქვაბულში მიდიოდა, სადაც იყო ისეთი, როგორიც იგი.

ის ფიქრობდა: „იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები, მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს“.როცა მარტო იყო , არ გრძნობდა იგი მარტოობას, არამედ როცა სხვებთან ერთად ატარებდა დროს, სწორედ მაშინ ეუფლებოდა მარტოობის განცდა. ძველი წუხილი სწორედ აქ დაამარცხა, მაგრამ მაშინ იცოდა, რომ წუხილის დასამარცხებლად წელში უნდა მოხრილიყო და სხვებს დამსგავსებოდა, რადგან მაშინ წუხილს მარტოობა ერქვა.

სიტყვები, რომელიც იგის თავში ტრიალობდა „გაკვირვების სუნი“ ასდიოდა. გაკვირვების სუნი იმისა, რომ იგი ყველასგან განსხვავდებოდა. იგის, თვალებში გაკვირვებას ავი ფერი დაკრავდა და ყველა სიტყვა, რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდა, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თავიდან.

ნაწარმოებში პიროვნების იდენთიფიკაცია არ ხდება, ყველას ქვია ნაცვალსახელი „სხვები“. მხოლოდ რამდენიმე პერსონაჟი არის დაკონკრეტებული.

ტექსტში გვხვდება, „დიდი დაძინების ქარაფზე ავიდა“ ეს ნიშნავს, რომ ეს წუთისოფელი დატოვა და გადავიდა მიღმა სამყაროში, მკვდართა სამყაროში.

„შიმშილის ფერი ჩაუდგათ“ როცა ქალებმა და ბავშვებმა ვეებერთელა ნადირი დაინახეს, შიმშილის გრძნობა გაუმძაფრდათ.

„გაკვირვება ცოდნად ექცა“, იგი აკვირდება სამყაროს და ამ დაკვირვების დროს სამყაროსთან განმარტოებისას, სხივით აიხედავს ზემოთ და სწორედ მაშინ გასწორდება წელში მოხრილი იგი.

ჯემალ ქარჩხაძემ ამდაგვარი ენობრივი საშუალებებით, გარკვეული თავისი ხელწერა შექმნა ქართულ მწერლობაში. ამ პრეისტორიული მოთხრობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორმა ბევრი რამ შათაგვაგონა პრეისტორიული ხანის შესახებ.

საბა დეკანოიძესსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის  სოფელ მერჯევის მე-12 კლასის მოსწავლე

ნინო აბესაძეჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის მე-12 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები