23 ნოემბერი, შაბათი, 2024

          მერანი (პარაფრაზი)

spot_img

 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი, გასწი გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი! ნუ შეეფარვი,ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა, ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედრასა!

 

 

რაა, დავშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა! ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა; სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი! და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის! შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით მიწას მომაყრის!

 

 

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,

ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!

გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

 

 

 

დაე, მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!

ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

 

 

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

 

 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკლვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

უგზო-უკვლოდ მიმაფრენს ჩემი მერანი და უკან მომჩხავის ავი თვალის შავი ყორანი. გასწიე, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს საზღვარი და გაატანე ქარს ჩემი შავად მღელვარე  ფიქრი!

 

 

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გადაიარე კლდე-ღრეები, გაფრინდი და შემიმოკლე სიცოცხლის დღეები! ჩემო მფრინავო, ნუ შეუშენდები  სიცხესა და ავდარს, ნუ შემიბრალებ დაღლილ შენს მხედარს!

 

 

როცა დავშორდები ჩემს მამულს, მოვაკლდები თანატოლებსა და მეგობრებს, ვეღარ ვიხილავ  მშობლებსა და ტკბილად მოსაუბრე სატრფოს. სადაც დამიღამდება, იქ გამითენდება და ის იქნება ჩემი სამშობლო. მხოლოდ თანამგზავრ ვარსკვლავებს გავანდობ ჩემს საიდუმლოს.

შენს მშვენიერ, აღტაცებულ, გიჟურ ლტოლვას და ზღვის ღელვას მივცემ გულის დარდს, ტრფობის ნაშთს! გასწიე, მერანო, შენს ჭენებას არა აქვს საზღვარი! ჩემი მღელვარე ფიქრები კი ნიავს გაატანე!

 

ნუ დავიმარხები ჩემს სამშობლოში, ჩემი წინაპრების საფლავების საფლავებთან, ნუ დამიტირებს შეყვარებული, ნუ დამეცემა მწუხარე ცრემლი! მდელოზე შავი ყორანი გამითხრის საფლავს და ქარიშხალი კი ხმაურით, დარჩენილ ძვლებზე მიწას მომაყრის!

 

 

შეყვარებულის ცრემლის ნაცვლად უპატრონო მკვდარს დამეცემა ცის ცვარი, ჩემი ნათესავების გლოვის ნაცვლად დამიტირებენ სვავები! გასწი, გაიქეცი, ჩემო მერანო, გადამატარე ბედის საზღვარი, თუ აქამდე არ მონობდა, არც ამის შემდეგ იქცეს მონად შენი მხედარი!

 

 

 

დაე, გარდავიცვალო უპატრონოდ, ვერ შემაშინოს  მოსისხლე მტერი ბედისწერის ბრჭყალებმა! გაიქეცი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს საზღვარი! ჩემი მღელვარე ფიქრები კი ნიავს გაატანე!

 

 

 

ჩემი განწირული სულისკვეთება ხომ არ ჩაივლის ტყუილ-უბრალოდ, შენგან გათელილი გაუვალი გზა, ჩემო მერანო, მაინც დარჩება; ეს გზა ჩემს მოძმეს სავალს გაუადვილდებს და მას შავი ბედის ცხენი წინ გაუქროლებს!

 

უგზო-უკვალოდ მიმაფრენს ჩემი მერანი და უკან მომჩხავის ავი თვალის მქონე შავი ყორანი. გასწიე, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს საზღვარი და მიეცი ნიავს ჩემი შავად მღელვარე ფიქრი!

 

ანი მაზმიშვილისსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები