14 დეკემბერი, შაბათი, 2024

ნოველა

spot_img

ნოველა არის მცირე მოცულობის ეპიკური ჟანრი, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს და პროზის ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ერთ მომენტს, ერთ ასპექტს. ნოველაში მოქმედება სწრაფად ვითარდება. ავტორი უფრო ხშირად ამბავს კვანძის გასკვნიდან იწყებს, ყურადღებას არ აქცევს მოქმედების განვითარების დეტალურად გადმოცემას ან, უმეტეს შემთხვევაში, გვისურათებს მთავარ მოტივებს და დაჩქარებით გვაწვდის კვანძის  გახსნას.

ნოველაში მეტად მცირეა მოქმედ პირთა რაოდენობაც. ავტორის ყურადღების ცენტრშია მხოლოდ ერთი გმირი და მასთან დაკავშირებული ერთი კონფლიქტი. ნოველისათვის უცხოა პარალელური ფაბულა და ჩართული ეპიზოდები.

თუ გადავხედავთ ზოგად სურათს, მოცემულობა ასეთია: ნოველაში დასმული პრობლემა, რომელიც შეიძლება მეტად მნიშვნელოვანიც იყოს, არ მოითხოვს მოქმედების დეტალურად განვითარებას, პერსონაჟების სიმრავლეს. კომპოზიციურად ნოველა შეკრულია. კვანძის შეკვრა და გახსნა სწრაფად ხდება. ფინალი, რომელიც ხშირად მოულოდნელი შედეგით ხასიათდება, მკითხველის მძაფრ ემოციებს იწვევს.

სიუჟეტის განვითარებით და მოცულობით ნოველა ხშირად უახლოვდება ზღაპარს, ლეგენდას და იგავ-არაკს. იგავ-არაკი იმით გამოირჩევა ნოველისაგან, რომ პირველი ალეგორიულია და, უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ მორალზე მითითებით მთავრდება. ზღაპრისაგან (ასევე ლეგენდისგან) ნოველა იმით განსხვავდება, რომ პირველი უფრო ალეგორიული და ფანტასტიკურია, ნოველის ტიპობრივი ფორმები კი რეალისტურია.

ნოველა, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ჩაისახა და განვითარდა იტალიაში XIV-XV საუკუნეებში. იტალიურად ნოველა ნიშნავს ახალ მოთხრობას. ამ ჟანრის ფუძემდებლად ითვლება ჯოვანი ბოკაჩო. ბოკაჩოს „დეკამერონში“ ათი დღის განმავლობაში ათი ახალგაზრდა სათითაოდ წარმოგვიდგენს თემატური ქოლგის ქვეშ მოაზრებულ თხზულებებს. წესით, „დეკამერონში“ ასი ნოველა უნდა იყოს, თუმცა, ავტორს 101 ნაწარმოები აქვს წარმოდგენილი.  ეს ნაწარმოები იმდენად პოპულარული გახდა, რომ იტალიიდან „დეკამერონი“ და საკუთრიც ჟანრი ნოველა შემდგომში გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

ქართულ სინამდვილეში, ნოველა მაღალ საფეხურზე  აიყვანა ნიკო ლორთქიფანიძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ… ნოველადაა მიჩნეული ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“.

√  ნინო ქაჯაია, თბილისის N2საჯარო სკოლის მოსწავლე

√ ზურა კაპანაძე, ხალიფაურის  საჯარო  სკოლის მოსწავლე 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები