27 ივლისი, შაბათი, 2024

CV/რეზიუმე

spot_img

CV (Curriculum Vitae) ლათინური სიტყვაა და ქართულად „ცხოვრების გზას“ ნიშნავს. CV დოკუმენტია, რომელიც ხაზს უსვამს მფლობელის შრომით, პროფესიულ და აკადემიურ ისტორიას. უმეტესწილად, იგი მოიცავს: სამუშაო გამოცდილებას, მიღწევებს, ჯილდოებს, გრანტებს, დაფინანსებებს, აკადემიურ და პუბლიცისტურ ნაშრომებს. CV საჭიროა ვაკანსიაზე განაცხადის გასაკეთებლად, ზოგჯერ – სასწავლო პროგრამაზე სწავლის დასაწყებადac. ქართულ ენაში დამკვიდრებულია CV-ის სინონიმად სიტყვა რეზიუმე, თუმცა შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია. რეზიუმე ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც შეჯამება, აბსტრაქტი. ეს უკანასკნელი უფრო მოკლე მიმოხილვაა წინა გამოცდილების, უნარების და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის განათლებაზე CV კი უფრო გრძელი და დაწვრილმანებული დოკუმენტია, ფოკუსირებული აკადემიურ ნაშრომებსა და კვლევებზე.

როგორ შევადგინოთ CV?

  1. გაამახვილეთ ყურადღება კონკრეტულზე

⇒ დამსაქმებელთა უმრავლესობა 1 წუთზე ნაკლებ დროს უთმობს რეზიუმეს გადაკითხვას, სანამ გვერდზე გადადებს.

⇒ როდესაც აგზავნით რეზიუმეს, დარწმუნდით, რომ აპლიკაციის მთლიან პროცესს შეესაბამება.

⇒ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის: ორი A4 ფორმატის ფურცელი ზოგჯერ საკმარისზე მეტია, მიუხედავად თქვენი გამოცდილებისა თუ განათლებისა.

⇒ თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ყურადღება გაამახვილეთ განათლებასა და ტრენინგებზე, მოხალისეობრივ აქტივობებსა და პრაქტიკებზე.

  1. იყავით ლაკონური

⇒ გამოიყენეთ მოკლე წინადადებები და თავი აარიდეთ კლიშეებს. ყურადღება გაამახვილეთ კონკრეტული ვაკანსიითვის საინტერესო ტრენინგებსა და სამუშაო გამოცდილებაზე.

⇒ მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები. განსაზღვრეთ თქვენი მიღწევები.

⇒ მუდმივად განაახლე თქვენი რეზიუმე სამუშაო გამოცდილების დაგროვებასთან ერთად.

  1. ყოველთვის მოიყვანეთ CV კონკრეტულ ვაკანსიაზე შესაბამისობაში

⇒ ხაზი გაუსვით თქვენსძლიერ მხარეს დამსაქმებლის საჭიროებიდან გამომდინარე და ფოკუსი მიმართეთ იმ უნარებზე, რაც საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად.

⇒ ახსენეთ სწავლის ან სამუშაო გამოცდილებისას ნებისმიერი დაბრკოლება, რისი გადალახვის შემდეგაც შეიძინეთ უნარები, რაც შემდგომში გამოადგება დამსაქმებელს.

⇒ სანამ გააგზავნით CV-ს დამსაქმებელთან, გადახედეთ და დარწმუნდით, რომ შეესაბამება მოთხოვნებს.

⇒ ხელოვნურად არ გაზარდოთ რეზიუმეს მოცულობა.  გასაუბრებაზე მაინც გაირკვევა სიმართლე.

  1. ყურადღება გაამახვილეთ CV- ვიზუალზე

⇒ წარადგინეთ თქვენი უნარები და კომპეტენციები ნათლად და ლოგიკურად, ისე რომ ხაზი გაესვას თქვენს უპირატესობებს.

⇒ ვაკანსიაზე შესაბამისობაში მყოფი ინფორმაცია გამოიტანეთ წინ.

⇒ ყურადღება მიაქციეთ გრამატიკულ შეცდომებსა და პუნქტუაციას.

⇒ გამოიყენეთ ფართოდ გავრცელებული ფონტი და განლაგება.

⇒ რეზიუმეს გაგზავნისას გამოიყენეთ PDF ფორმატი, ამით დაცული იქნებით ტექნიკური ხარვეზებისგან. (word-ის ფაილი შეიძლება ყველა კომპიუტერმა ვერ გახსნას ან გახსნას და არეული იყოს ფონტი). 

  1. გაგზავნამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ CV

⇒ არ დაგავიწყდეთ სამოტივაციო წერილი თუ ამას ითხოვს დამსაქმებელი(სამოტივაციო წერილი რეზიუმეს/CV-ის  თანმხლები წერილია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს კადრების შერჩევის პროცესში. ეს არის მნიშვნელოვანი მარკეტინგული იარაღი დამსაქმებლის დასარწმუნებლად, რომ ჩაიხედოს თქვენს რეზიუმეში.

⇒ შეასწორეთ ნებისმიერი გრამატიკული შეცდომა და დარწმუნდით, რომ სწორად არის განლაგებული ტექსტი.

⇒ გადააკითხეთ რეზიუმე სხვას, რათა ნამდვილად ნათელი იყოს და ადვილად გასაგები მისი შინაარსი.

დამსაქმებელთა უმრავლესობა ითხოვს რეზიუმეში ფოტოს დამატებას. ფოტო სანდოობას სძენს და აადვილებს კანდიდატის აღქმას. რეზიუმეს ფოტო უნდა იყოს აკადემიური სტილის, გადაღებული სამუშაო გარემოში ან საუკეთესო ვარიანტში, 3×4-ზე ფორმატის.

აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში CV და რეზიუმე ერთმანეთს არ ცვლის და ერთი ცნების ორ დასახელებად არ მოიაზრება, განსხვავებით ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკისა და მათ შორის საქართველოშიც.

CV-ით ხდება პოტენციალის, უნარებისა და გამოცდილების დემონსტრირება დამსაქმებელთან, ამიტომაც იგი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და საკამარისი დრო უნდა მოხმარდეს მის სტრუქტურირებას. სწორად შექმნილი CV წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია პროფესიულ განვითარების გზაზე.

თეკლე მესხითბილისის 179-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

 

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები