27 აპრილი, შაბათი, 2024

2022 წლის ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

spot_img

სსიპ  გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

📌 და­იწყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხ­მობს ამ სფე­რო­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის და­ნერ­გ­ვას და ხა­რის­ხის გა­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბას. შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დე­ლე­გი­რე­ბულ იქ­ნა ცენ­ტ­რ­ზე;

📌 და­იწყო ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის კერ­ძო და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტ­რა­ცია, რის­თ­ვი­საც, გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მომ­ზად­და რე­გის­ტ­რა­ცი­ის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა და და­იწყო რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი;

📌ად­რე­უ­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სის­ტე­მის შექ­მ­ნი­სა და გა­მარ­თ­ვის მიზ­ნით, მიმ­დი­ნა­რე წელს, UNICEF გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რი­თა და შე­სა­ბა­მის დარ­გობ­რივ სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­სა და უწყე­ბებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მომ­ზად­და ად­რე­უ­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ან/და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლის, აგ­რეთ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის დრო­ე­ბი­თი წე­სი­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის პრო­ექ­ტი;

📌ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თვით­შე­ფა­სე­ბა პირ­ვე­ლად გა­ნხორ­ცი­ელ­და 2,070 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში;

📌ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის არ­სე­ბი­თად გა­ნახ­ლე­ბის მიზ­ნით, მომ­ზად­და „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბი­სა და სა­ფა­სუ­რის დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის 2010 წლის 10 ოქ­ტომ­ბ­რის 99/ნ ბრძა­ნე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში შე­ვა 2023 წლის და­საწყის­ში;

📌აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 146 პირს, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ე­ნი­ჭა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტის სტა­ტუ­სი და ასე­ვე, საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, სხვად­ას­ხ­ვა საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­ირ­ჩა 331 ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი;

📌 ზოგადსაგანმანათლებლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მოქ­მე­დი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ელ­და 120-მდე კერ­ძო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა;

📌 პროფესიული გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გაგ­რ­ძელ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბე­ბი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­თა და პრო­ცე­დუ­რე­ბით. გან­მე­ო­რე­ბი­თი ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­ი­ა­რა 11-მა პრო­ფე­სი­ულ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ, ორი ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შე­მო­ე­მა­ტა სის­ტე­მას;

📌 გაიზარდა პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რო­გორც გრძელ­ვა­დი­ან საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მებ­ზე, ისე მოკ­ლე­ვა­დი­ან მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­ზე. გა­ი­ზარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, და­ე­მა­ტა ახა­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი შემ­დეგ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში — ჩო­ხა­ტა­უ­რი, შუ­ა­ხე­ვი, ხუ­ლოი;

📌 გაიზარდა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და, 2022 წლის ბო­ლოს­თ­ვის, 9 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია უკ­ვე 11 სფე­რო­ში;

📌 საქართველოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რი აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას. 2022 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა, ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის (EQAVET) ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, 5 ინ­დი­კა­ტო­რის მი­ხედ­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი;

📌 უმაღლესი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, და­ი­ნერ­გა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სის­ტე­მა და შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სე­ბი. კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სის­ტე­მის მო­დე­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ერ­თი­ან ევ­რო­პულ სის­ტე­მას­თან მე­ტად ჰარ­მო­ნი­ზე­ბას;

📌 შეიცვალა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი და, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­თა და პრო­ცე­დუ­რე­ბით, 3 უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­ტარ­და სა­პი­ლო­ტე შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­მელ­შიც, ად­გი­ლობ­რივ ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად, ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ დარ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბიც;

📌 კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად და­ნერ­გ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, 2022 წლის პე­რი­ოდ­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სფე­როს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის ატეს­ტა­ცია, ასე­ვე, ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის გა­ნახ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­მოცხად­და ახა­ლი კონ­კურ­სე­ბი და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუსს შე­მო­ე­მატ­ნენ დარ­გის რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ახა­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი, ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბი და დამ­საქ­მებ­ლე­ბი;

📌 ამჟამად მიმ­დი­ნა­რე­ობს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სფე­როს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია. 2022 წლის ბო­ლომ­დე შე­ფას­დე­ბა 200-მდე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სფე­როს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი­თა და სტან­დარ­ტე­ბით. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სფე­როს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, 2028 წლამ­დე, ეტა­პობ­რი­ვად, გა­ივ­ლის კლას­ტე­რულ აკ­რე­დი­ტა­ცი­ას, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ინი­ცი­რე­ბით, დამ­ტ­კიც­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და გა­ნი­საზღ­ვ­რა შე­სა­ბა­მი­სი ვა­დე­ბი;

📌 განათლებისა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს მი­ე­ნი­ჭა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს უცხო­ეთ­ში მოქ­მე­დი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბა. აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, გა­ნი­საზღ­ვ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი და დად­გინ­და სა­ფა­სუ­რი;

📌 სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, და­ი­გეგ­მა სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის სრულ­ყო­ფა და გან­ვი­თა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მუ­შავ­და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტი;

📌 უმაღლესი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია გახ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ­მა ცვლი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა. მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, ინი­ცი­რე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით;

📌 ცენტრმა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ სა­ა­გენ­ტოს­თან. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­სა და თურ­ქე­თის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და შე­ფა­სე­ბის სა­ა­გენ­ტოს (EPDAD) შო­რის გა­ფორ­მ­და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­თან­ხ­მე­ბა; ასე­ვე, ცენ­ტ­რ­მა გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს­თან (TKTA), რომ­ლის მი­ზა­ნია ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა უმაღ­ლე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა; ცენ­ტ­რ­სა და ხორ­ვა­ტი­ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (ASHE) შო­რის გა­ფორ­მ­და მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის მი­ზა­ნია ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­ში, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა;

📌 ირლანდიის რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­მარ­თულ ინ­ს­პექ­ტო­რი­ა­ტე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის (The Standing International Conference of Inspectorates-SICI) 27-ე გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბ­ლე­ა­ზე, წევ­რ­თა სრუ­ლი თან­ხ­მო­ბით, ცენ­ტ­რი  ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 43-ე წევ­რად იქ­ნა არ­ჩე­უ­ლი. SICI-ის წევ­რო­ბა ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

📌 სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ETF-ში გა­კე­თე­ბუ­ლი გა­ნაცხა­დის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ემას­პინ­ძ­ლა ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის ფო­რუ­მი­სათ­ვის. მსგავ­სი მას­შ­ტა­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით და წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ე­ბას. აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა, ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის (ETF) წევ­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­ერ. შე­ფა­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ETF-ის 20-მდე წევ­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი;

📌 უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) მმარ­თ­ვე­ლი საბ­ჭოს გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, 2023 წელს, უმას­პინ­ძ­ლებს ENQA-ს წევ­რე­ბის ყო­ველ­წ­ლი­ურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ევ­რო­პის 32 ქვეყ­ნის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის 55 სა­ა­გენ­ტოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, სა­ა­გენ­ტო­ე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის რე­ეს­ტ­რის — EQAR-ის, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის, ევ­რო­პის სტუ­დენ­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის, ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ENQA-ს ფო­რუ­მის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბისა და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ჭრილ­ში;

📌 ცენ­ტ­რ­მა გა­ა­ფორ­მა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­თან­ხ­მე­ბა ეს­ტო­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­თან (ESTDEV). პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ეს­ტო­ნუ­რი მხა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

📌 2022 წელს, ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის ექ­ს­პერ­ტ­თა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ში;

📌 დამტკიცდა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის 12 დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მათ შო­რის ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის კლას­ტე­რუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის, დარ­გობ­რი­ვი სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის, ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი­სა და დარ­გობ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის, ასე­ვე, და­საქ­მე­ბის ბაზ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის 9 დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შე­მუ­შავ­და. დამ­ტ­კიც­და დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი მე­ნეჯ­მენ­ტის, კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გი­ი­სა და ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­ნახ­ლ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ორი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: მე­დი­ცი­ნი­სა და ენის და­უფ­ლე­ბის;

📌 მედიცინის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის გა­ნახ­ლე­ბას სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დო სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) მი­ერ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი და ასე­ვე ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს;

📌 შემუშავდა ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს რე­ფე­რენ­სი­რე­ბის/თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბუ­ლია „მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს (EQF-LLL)“ შე­სა­ხებ ევ­რო­საბ­ჭოს 2017 წლის 22 მა­ი­სის რე­კო­მენ­და­ცი­ის მე-3 და­ნარ­თით გან­საზღ­ვ­რუ­ლი რე­ფე­რენ­სი­რე­ბის 10 კრი­ტე­რი­უ­მის შე­სა­ბა­მი­სად;

📌 შემუშავდა და გა­მოქ­ვეყ­ნ­და ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის სტრუქ­ტუ­რი­სა და ში­ნა­არ­სის გაც­ნო­ბას, გა­გე­ბა­სა და მის ეფექ­ტურ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას;

📌 განხორციელდა ცენ­ტ­რის სერ­ვი­სე­ბის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის კვლე­ვა, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ტარ­დე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვას. ასე­ვე, ჩა­ტარ­და კვლე­ვა ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­სა­საზღ­ვ­რად და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზი­სა და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ბა­მი­სო­ბის თა­ო­ბა­ზე. მომ­ზად­და ცენ­ტ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ანა­ლი­ზის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ფა­რავს ცენ­ტ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­კითხებს;

📌 თანამშრომელთა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, შე­მუ­შავ­და და, ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით, დამ­ტ­კიც­და „სსიპ – გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის წე­სი“. სა­მუ­შაო პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­ექ­ტის — სა­ჯა­რო მმარ­თ­ვე­ლო­ბის რე­ფორ­მის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — მხარ­და­ჭე­რით, ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის­თ­ვის;

📌 ცენტრში შე­იქ­მ­ნა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სე­ბის მარ­თ­ვა. ცენ­ტ­რის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა ეფექ­ტი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის მიზ­ნით, შე­იქ­მ­ნა ცენ­ტ­რ­ში ვი­ზი­ტის და­ჯავ­შ­ნის ახა­ლი სის­ტე­მა (booking.eqe.ge), ჯავ­შ­ნის ფან­ჯა­რა გან­თავ­ს­და ცენ­ტ­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გ­ვერ­დ­ზე და გან­კუთ­ვ­ნი­ლია ცენ­ტ­რის სერ­ვი­სე­ბით მო­სარ­გებ­ლე ფი­ზი­კუ­რი და იური­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები