30 აპრილი, სამშაბათი, 2024

140 წლის სკო­ლა – ღირ­სე­უ­ლი წარ­სუ­ლი­თა და იმე­დი­ა­ნი ხვა­ლის მო­ლო­დი­ნით

spot_img

ნათ­ქ­ვა­მია: „ცხოვ­რე­ბა ის დღე­ე­ბი კი არ არის, რომ­ლებ­მაც უკ­ვა­ლოდ უნ­და ჩა­ი­ა­როს, არა­მედ ის დღე­ე­ბია, რომ­ლებ­მაც კვა­ლი უნ­და და­ტო­ვოს ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის ყა­ნო­ბირ­ზეო“. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იყო, სკო­ლის და­არ­სე­ბი­დან 140 წლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა მე-5 კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც სას­კო­ლო პრო­ექ­ტის „აწ­მ­ყო შო­ბი­ლი წარ­სუ­ლი­სა­გან, არის მშო­ბე­ლი მო­მავ­ლი­სა“ ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტარ­და და იყო შთამ­ბეჭ­და­ვი, აკა­დე­მი­უ­რი, კრე­ა­ტი­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის ინი­ცი­ა­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კი გახ­ლ­დათ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ფა­ქი­ზო ფან­ჩუ­ლი­ძე.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ერთ სკო­ლა­ში ვერ და­ტე­უ­ლი და კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით მზარ­დი პრო­ფე­სიაა, თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი კი – მუდ­მი­ვად „მა­ძი­ე­ბე­ლი“ და გან­ვი­თა­რე­ბა­დი პი­როვ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნიც სწო­რედ სკო­ლა­თა შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გამ­ყა­რე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბა, ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში გაკ­ვე­თილ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და, პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით, მა­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა იყო.

კონ­ფე­რენ­ცია ორი გან­ყო­ფი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და: პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა მო­ი­ცავ­და ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­კონ­ფე­რენ­ციო პრე­ზენ­ტა­ცი­ებს; მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ე­ბი­დან მოწ­ვე­ულ პე­და­გოგ­თა სა­კონ­ფე­რენ­ციო პრე­ზენ­ტა­ცი­ებს.

პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პრე­ზენ­ტა­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მათ მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი სა­კონ­ფე­რენ­ციო ნა­მუ­შევ­რე­ბი იყო:

  1. „სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბი, რო­გორც მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი“ – ფა­ქი­ზო ფან­ჩუ­ლი­ძე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  2. „კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი“ – დო­დო ხა­ჩი­ძე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  3. „სა­ინ­ფორ­მა­ციო-შე­მეც­ნე­ბით ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა“ – თეა ჭუმ­ბუ­რი­ძე, დაწყე­ბი­თე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  4. „კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ეტა­პე­ბი და ანა­ლი­ზი“ – თა­თია ივა­ნე­იშ­ვი­ლი, ქი­მი­ის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  5. „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა კლას­ში“ – ფიქ­რია გი­ორ­ხე­ლი­ძე, ის­ტო­რი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  6. „მი­წის­ძ­ვ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი“ – მა­ნა­ნა წუ­ლაია, მა­თე­მა­ტი­კის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
  7. „გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი“ – ნი­ნო ცხა­კაია, ინ­გ­ლი­სუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  8. „სსსმ მოს­წავ­ლე­თა ხელ­შეწყო­ბა სკო­ლა­ში“ – ნი­ნო ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი, უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  9. „კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა გე­ოგ­რა­ფი­ის სწავ­ლე­ბი­სას“ – მზია კუ­ბე­ცია, გე­ოგ­რა­ფი­ის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა კი და­ეთ­მო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან ჩა­მო­სულ პე­და­გო­გებს, რომ­ლებ­მაც შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს:

  1. „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი „პატ­რი­ო­ტი დი­ას­პო­რე­ლი“ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში“ – ქე­თე­ვან კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, პრო­ფე­სო­რი, ფონდ „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ემიგ­რან­ტე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი;
  2. „ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბა-scratch-ის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში“ – თა­მარ ფა­ჩუ­ლია, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, შპს „მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სკო­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი;
  3. „ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო სკო­ლა­ში“ – მა­დო­ნა ბო­ბო­ხი­ძე, წყალ­ტუ­ბოს №3 სა­ჯა­რო სკო­ლის მუ­სი­კის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
  4. „STEAM პრო­ექ­ტი-გა­რე გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა“ – მაია ჩაჩხი­ა­ნი, მა­თე­მა­ტი­კის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი;
  5. „კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში – რე­პორ­ტა­ჟი“ – ნა­თია დვა­ლიშ­ვი­ლი, ვა­ნის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი;
  6. „ჩე­მი უფ­ლე­ბა-თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ – ქე­თე­ვან ძაგ­ნი­ძე, ვა­ნის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: წყალ­ტუ­ბოს მე­რი გე­ნა­დი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, წყალ­ტუ­ბოს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მა­მუ­კა ჩხე­ტი­ა­ნი, თე­მურ ჭე­იშ­ვილი, ასე­ვე მოწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან: ც. ქო­ბუ­ლა­ძე, თ. ფა­ჩუ­ლია, ც. გო­ლუა, მ. ჩაჩხი­ა­ნი, ი. მეს­ხო­რა­ძე, მ. რე­ვია, ნ. გულ­ბა­ნი, ნ. ფირ­ცხა­ლა­ვა, ლ. გე­ნი­ძე…

სას­კო­ლო სივ­რ­ცე­სა და ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი-მოს­წავ­ლე და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა ამ ორი „ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის“ ტან­დე­მის გა­რე­შე. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია სსიპ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მეგ­ზუ­რო­ბა გა­უ­წი­ეს მობ­რ­ძა­ნე­ბულ სტუმ­რებს და ჩვე­უ­ლი სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბით შე­ე­გებ­ნენ მათ. თავ­და­პირ­ვე­ლად, და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს სკო­ლის ფო­ი­ე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სტენ­დი, რო­მელ­ზე­დაც თავს იწო­ნებ­და სკო­ლის 140 წლის იუბი­ლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი, მოს­წავ­ლე­თა ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი და ესე­ე­ბი. დარ­ბაზ­ში შებ­რ­ძა­ნე­ბულ სტუმ­რებს სკო­ლის ის­ტო­რია გა­აც­ნო მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლემ, მა­რი­ამ ვეფხ­ვა­ძემ, ხო­ლო კო­ფე-ბრე­ი­კის დროს სტუმ­რე­ბი ლა­მა­ზი ჰან­გე­ბით და­ატ­კ­ბო მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ქრის­ტი­ნე მი­კირ­ტი­ჩი­ან­მა. სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო ამ დროს შეხ­მატ­კ­ბი­ლე­ბუ­ლად ამ­ღე­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი. ეს იყო ქარ­თუ­ლი სუ­ლი­სა და გუ­ლის ზე­ი­მი.

კონ­ფე­რენ­ცი­ის და­სას­რულს წყალ­ტუ­ბოს სსიპ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ფა­ქი­ზო ფან­ჩუ­ლი­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სტუმ­რებს მობ­რ­ძა­ნე­ბის­თ­ვის და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცა; სკო­ლა­ში მოღ­ვა­წე 20 წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი კი „ღირ­სე­უ­ლი პირ­ველ­ს­კო­ლე­ლის“ ტი­ტუ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

და­სას­რულს, ქალ­ბა­ტონმა ფა­ქი­ზომ შე­ა­ჯა­მა კონ­ფე­რენ­ცი­ის დღე და დას­ძი­ნა, რომ დი­დი ტრა­დი­ცი­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი და ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე ძირ­ძ­ვე­ლი სსიპ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლა და­არ­სე­ბი­დან 140 წლის იუბი­ლეს ჩვე­უ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით, მონ­დო­მე­ბი­თა და, რაც მთა­ვა­რია, ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვ­და. შეხ­ვ­და თა­ვი­სი თვალ­ხა­ტუ­ლა 800-მდე მოს­წავ­ლით, ამაგ­და­რი პე­და­გო­გე­ბით, ღირ­სე­უ­ლი წარ­სუ­ლი­თა და იმე­დი­ა­ნი ხვა­ლის მო­ლო­დი­ნით.

სა­ლო­მე ქო­ბა­ლია
სსიპ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტერ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები