30 სექტემბერი, პარასკევი, 2022

1360-ე სტროფის ანალიტიკური კომენტარი

spot_img

ადამიანის ცხოვრებაში სამი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი არის სიკეთე; მეორე არის კეთილი იყო და მესამე არის კეთილი ჰყო“ (ჰენრი ჯეიმსი).

როცა გულანშაროდან დაბრუნებულმა ავთანდილმა დაბნედილი ტარიელი ცნობაზე მოიყვანა, ასეთ რამეს ეუბნება:

ავთანდილ უთხრა: „ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია;

ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,

მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,

და ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“

ამ სიტყვების თქმის საფუძველი ისაა, რომ უკვე ცნობილია ნესტან-დარეჯანის ადგილსამყოფელი.

სამყაროში იბრძვის ორი ძალა: სიკეთე და ბოროტება. ბოროტება და სიკეთე ადამიანის აზროვნებისა და თავისუფალი ნების ნაყოფია. ბოროტება სიკეთესთან ერთად თანაარსებული არაა, ის არის სიკეთის დამახინჯება, ან სიკეთის ნაკლებობა. სამწუხაროდ, ადამიანმა დაამახინჯა სიკეთე და მიიღო ის თვისება, რომელსაც ბოროტება ჰქვია.

ბოროტება თავისივე შინაარსისა და არსებობის სიმოკლის გამო მარცხდება. ბოროტებას, რა თქმა უნდა, ამარცხებს სიკეთე, სიყვარული, მოყვასის ერთგულება, მისთვის თავდადება და სამართლიანობის აღსრულებისკენ სწრაფვა. მორიგ ოდისეაში წასული ავთანდილისთვის მამოძრავებელი ეს გრძნობები და  ფასეულობებია, ისინი ანიჭებს მას წარმატებისთვის აუცილებელ ენერგიასა და მოხერხებულობას.

ავთნდილი ხშირად გადააწყდა რთულ სიტუაციას, მაგრამ ბოროტებაზე ყოველთვის გაიმარჯვებს სიკეთე. არაბი სპასპეტი, მიუხედავად ამდენი ტანჯვისა, რამდენიც მას ცხოვრებისგან ერგო, მაინც არ ნებდება, ბოლოს საწადელს აღწევს. მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელიაო, ამბობს ავთანდილი და ამ სტრიქონით რუსთაველი კიდევ ერთხელ ადასტურებს სიკეთის მარადიულ ძლიერებას.

ნინო აბჟანდაძე – ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები